02 April 2016
  • 995 ნახვა

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

მახსოვს რუსთაველზე გაუთავებელი აქციების პერიოდი იყო, გაუთავებულ პერანგებში გახვეული, პიჯაკიანი, დავარცხნილი ადამიანები ნათელ მომავალს, ურზუნველ აწმყოს და ამნისტირებულ წარსულს პირდებოდნენ შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც თავს მხრივ ყველა გამომსვლელს ტაშით აჯილდოვებდა, ჯოს! ჯოს! ჯოს!-ს არ იზარებდა და ერთობ საზეიმო მუხტს ქმნიდა თუმცა საზეიმო შედეგამდე წლები აშორებდათ.

 შემოდგომის არც თუ ისე რომანტიულ საღამოს, როცა სუსხის, საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობის და სპირტიანი სასმელის ნაზავი ერთგვარ განწყობას ქმნიდა პარლამენტის კიბებზე ჩაფსკვნილი, თმა შევერცხლილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, რომელსაც ხალხი ტაშით შეხვდა, თუმცა ტაშს მისთვის არც პოლიტიკური მადა აღუძრავს და არც პათეტიკით გაჟღენთილი რუსთაველის დამძიმება არ ქონდა გამიზნული ასატაცებელი და სააპლოდისმენტე ტექსტეით.

 ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, აღარ მახსოვს, დიდი ხნის წინ იყო. ბევრი არ ულაპარაკია, მაგრამ თქვა - "როდესაც მანქანა ეზოდან გამომყავს, 20 მანქანა არ მატარებს და მეორმოცე მითმობს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში თუ დათომბა არ ვისწავლეთ, გამოსავალი სოლიდარობაშიაო."

და უცებ სატაშედ გამზადებული მასა დადუმდა... სკოლაში მასწავლებლების ყველაზე სანატრელი - ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა ვებერთელა რუსთაველზე, და უცებ ყველაზე გაბედულმა ატეხა სტვენა, სოლიარობის მქადაგებელი სამთავრობო კურსის გატარებაში ერთხმად დაადანაშაულეს, "დამნაშავეს" წაყენეული ბრალი დიდად არ ადარდებდა და მიკროფონი სხვას გადაულოცა.

მას შემდეგ წლები გადის და ეს ადამიანი - ისევ მიკროფონით, ისევ თავისი სათქმელით აგრძელეს. ოღონდ სათქმელი უფრო მუსიკალურია და ჟღერადი, დამსწრე საზოგადოების შეფასებაც 100 პროცენტით პოზიტიური.

მას აზრი არ შეუცვლია, ხალხს ხასიათი.

ეზოდან გამოსვლისას ისევ მეორმოცე ატარებს.

ყველას გვეჩქარება და ყველა საცობში ვართ.

ყველაზე მეტად ალბათ იმათ ეჩქარებათ სირენა დამშვენებულბი უმორჩილესად, რომ ითხოვენ გზის დათმობას. 

 

ბვრჯერ მსმენია "ტყუილად აქვთ სირენა ჩართული " და მსგავსი თავისმართლება ნარევი ექსპერტული ტექსტები.

მოდი, ვიმსჯელოთ.

სასწრაფოს და სახანძროს ეკიპაჟი კინოში და რესტორანში სპეც-ავტომობილებით არ დადის. არც სახლში რუნდებიან ამ ავტომობილებით. 

ან გამოძახებაზე მიდიან, ან გამოძახებიდან ბრუნდებიან ისევ გამოზახებაზე გასასვლელად. 

რატომ ვიექსპერტე? იმიტომ რომ "ტყუილად აქვთ სირენა ჩართული არ ეჩქარებათ" აზრი გამომერიცხა. 

ეს კი გამოვრიცხეთ მაგრამ რა ვუთხრათ იმ ხალხს, რომელიც სასწრაფოს და სახანძროს დაგვიანებით არის ხოლმე უკმაყოფილო და ხშირ შემთხვევაში აგრესიას გამოხატავს ეკიპაჟის წევრების მიმართ. 

ამ უკმაყოფილო ხალხს ვერაფერს ვეტყვით მანამ, სანამ ნიაზს ისევ მეორმოცე მანქანა დაუთმობს და მანამ სანამ სასწრაფოს და სახანძროს ეკიპაჟებს ჩვენი უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამო არ გავატარებთ!

ჭკუის სწავლებასავით გამომდის და ამისთვის არც ბოდისს მოგიხდით და არც სინანული შემაწუხებს. 

როდესაც ეკიპაჟთან ერთად ზიხარ სპეც მანქანაში და საქარე მინიდან ჩანს ბევრი მძღოლი, სირენის და გატარების თხოვნის მუუხედავად თავის ხაზში აუღელვებლად მგომი ჭკუა ნამდვილად სასწავლებელია. 

გაჩნდება კითხვა "რა ვქნა სად წავიდე"

პასუხი მარტივია:

წამროიდგინე, რომ ეს სახანძრო ან სასწრაფო შენს სახლში მიდის გამოძახებაზე.

წარმოიდგინე? გამლანძღე ალბათ და ორივე ეკიპაჟი ჩემსკენ გადმოამისამართე?

სცადე ისევ შენზე წამოიდგინო.

ჰოპ და მოძრაობაც გაიხსნა, გზა თავისუფალია. 

მოკლედ. 

ნუ იქნები მეორმოცე და პირველივემ დაუთმე !

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

02 April 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

02 April 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

02 April 2016

ღირდა ყოველი ამად?!

02 April 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

02 April 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

02 April 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

02 April 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

02 April 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

02 April 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

02 April 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

02 April 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

02 April 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

02 April 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

02 April 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

02 April 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

02 April 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

02 April 2016

გამქრალი გოგოები

02 April 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

02 April 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

02 April 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

02 April 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

02 April 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

02 April 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

02 April 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

02 April 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

02 April 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

02 April 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

02 April 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

02 April 2016