06 April 2016
  • 1082 ნახვა

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

სპორტის „კლასიკური“ განმარტება მარტივია - ფიზიკური აქტივობა ან/და თამაში, რომელიც ანვითარებს ფიზიკურ უნარებს, სადაც როგორც წესი ჩართულია ორი ან მეტი მხარე და ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს მაყურებლების გართობას. დღესდღეისობით ბევრი სახეობა ამ განმარტების მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს, კერძოდ „ფიზიკური აქტივობის“ ნაწილი სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს და იბადება კითხვა „ჭადრაკი რა სპორტია? სხედან საათობით და...“.

ამგვარი კითხვების დამსმელ ადამიანებს ავიწყდებათ, ან სულაც არ იციან, რომ დიდი ხანია ჭადრაკი სპორტის ერთადერთი სახეობა არაა რომლის მონაწილეებიც თამაშისას სხედან და კუნთებს დიდად არ ძაბავენ. მეტიც, წამოვიდა უკვე ახალი თაობის სახეობა, რომლის შესახებაც იოსეფ კეიტსისთვის, რალფ ბაერისთვის, ან რაღა შორს წავიდეთ, სულაც შინგერუ მიამოტოსთვის რომ გეთქვათ - ალბათ ისინიც კი დაგცინებდნენ.

სავარაუდოდ უკვე მიხვდებოდით (თუნდაც სათაურიდან, ან მიამოტოს ხსენების გამო, რომელიც ნინტენდოს შემქმნელია), ან თუ ვერ მიხვდით გეტყვით - საუბარია ელექტრონულ სპორტზე (შემდგომში ე-სპორტზე). სახეობაზე, რომელსაც უკვე უამრავი ქვესახეობა აქვს და რომლის პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდება.  

ე-სპორტზე საუბრისას პირველ რიგში უნდა გაგახენდეთ ძველი ამერიკული ფილმები და ე.წ. „არკადული“ სათამაშო ოთახები, რომლებშიც უცნაური ჩაცმულობით მოარული „თინეიჯერები“ ერთმანეთის „მაღალ ქულას“ ხსიდნენ „დანქი ქონგში“, „ტეტრისში“ და სხვა „ძველი სკოლის“ თამაშებში. თუმცა „არკადები“ აქტუალური მხოლოდ იქამდე იყო სანამ საქმეში ინტერნეტი და შესაბამისად ონლაინ თამაშები აქტიურად ჩაერთვებოდნენ.

ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ჯერ კიდევ აქტუალური იყო ნინტენდოს თამაშებში ერთმანეთთან შეჯიბრი, თუმცა 1997 წელს შეიქმნა კიბერათლეტების პროფესიონალური ლიგა და პროფესიონალ გეიმერთა ლიგა. ამ პერიოდში ორი ყველაზე „დიდი“ თამაში იყო „ქაუნთერ სთრაიქი“ („CS) და “ქვეიქი“ („Quake). პირველი ტრადიციული „შუთერია“ (თამაში რომელშიც თანამედროვე საბრძოლო ელემენტები და ცეცხლსასროლი იარაღების სიმრავლეა), ხოლო მეორე ასევე შუთერი, ოღონდ გაჯერებული სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით და მხოლოდ შემქნელთა წარმოსახვაში არსებული იარაღებით. ამ დროისათვის ტურნირის მოგებით მიღებული საპრიზო თანხა მინიმალური იყო (100-500$) და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ადამიანს მთელი თავისი დრო პროფესიონალური თამაშისთვის დაეთმო.

შემდეგი დიდი ნახტომი უკვე ორიათასიანი წლებია. ამ დროს სამხრეთ კორეაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, უმუშევრობის მაღალმა დონემ და სხვა რამდენიმე ფაქტორმა ისე გაზარდა თამაშებისადმი ინტერესი, რომ სპორტის სამინისტროში შეიქმნა „კორეული ე-სპორტის ასოციაცია“, რომელიც სფეროს განვითარებაზე ზრუნავდა. მალე ორ სატელევიზიო არხზე „ონგეიმნეტზე“ და „ემსიბიგეიმზე“ უკვე რეგულარულად გადიოდა ბლიზარდის ორი შედევრის, „უარკრაფტისა“ („Warcraft) და „სტარკრაფტის“ (StarCraft) ტურნირები. საგულისხმოა, რომ ე-პორტის მაუწყებლობას ასეთი ორგანიზებული სახე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ 2007 წლის შემდეგ მიეცა.

ე-სპორტი უჩვეულოდ სწრაფად „გაიზარდა“. როდესაც თბილისში გატენილ და გაბუღულ ინტერნეტ კაფეებში იჯდა ახალგაზრდობა და „CS 1.6.“-ს („ქაუნთერ სთრაიქის“ პოპულარული ვერსია) თამაშობდა, ამ დროს უკვე ელექტრონული სპორტის მსოფლიო ფედერაცია იქმნებოდა და დიდი მასშტაბების საერთაშორისო ტურნირები იმართებოდა. 1998 წლიდან მოყოლებული 2003 წლამდე საპრიზო თანხების ოდენობა (საშუალოდ რომ დავთვალოთ) გაოცმაგდა, ხოლო 2003 წლიდან 2016-ამდე კი პრაქტიკულად გაასმაგდა. კერძოდ თამაშ „დოტა 2“-ში (რომლის უპირველესი ვარიანტიც კომპანია „ბლიზარდის“ ვორქრაფტის ბაზაზე შეიქმნა, რადგან ამ თამაშს ძალიან მარტივი „რუქების შემქმნელი“ მოყვებოდა)  წლიური საპრიზო ფონდი უკვე 30 000 000 დოლარს აღწევს. მას მიჰყვებიან „სტარკრაფტი“, უფრო სწორედ მისი მეორე ნაწილი 15 000 000 დოლარი საპრიზო ფონდით. იქვე არის „ლიგ ოფ ლეჯენდსიც“ 12.5 მილიონი დოლარი ყოველწლიურად. უბერებელ „ქაუნთერს“ კი წლიური საპრიზო ფონდი 5 „ლიმონი“ აქვს.

დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში ე-სპორტი სხვა „ტრადიციული“ სპორტების ლეგიტიმურ ალტერნატივად და რეალურ კარიერულ გზად ყალიბდება. ინტერნეტ სივრცე და თანამედროვე თამაშები იძლევიან იმის საშუალებას, რომ სახლიდან გაუსვლელად ხუთ, ან მეტ, ან თუნდაც ნაკლებ მეგობართან ერთად სახლიდანვე, მეტიც სკამიდან განძრევის გარეშე დაკავდე სპორტის ამ ახალი სახეობით.

2015 წელს მსოფლიო ელექტრონული სპორტის ფედერაციამ სხვადასხვა სპორტების წარმომადგენელთან ერთად განიხილა შესაძლებლობა ე-სპორტის ლეგიტიმურ სპორტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობაზე. მანამდე კი რამდენიმე განვითარებულმა ქვეყანამ (კორეა, ა.შ.შ., შვედეთი) ელექტრონული სპორტი უკვე პრაქტიკულად აღიარა სპორტის სახეობად. მეტიც - ზოგიერთ უნივერსიტეტში წარმატებული გეიმერები უკვე „სპორტულ“ დაფინანსებასაც იღებენ, ვინაიდან აღმოჩენილია გარკვეული კავშირები მოთამაშის უნარებსა და მის IQ-ს (ინტელექტის კოეფინციენტი) შორის.

მეც სხვა რაღა დამრჩენია,  „ლოლ“-ში (League of Legends) „გოლდ“ ანუ ოქროს დივიზიის პრომოები მაქვს სათამაშო. ელექტრონული სპორტს კი შემდეგ ბლოგ პოსტებში აუცილებლად დავუბრუნდებით.

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

06 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

06 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

06 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

06 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

06 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

06 April 2016

Old Firm

06 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

06 April 2016

ორი „სამეული“

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

06 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

06 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

06 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

06 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

06 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

06 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

06 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

06 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

06 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

06 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

06 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

06 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

06 April 2016

ჩაშლილი რეისი

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

06 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

06 April 2016

მსხვერპლი

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

06 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

06 April 2016

13 მაისი

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

06 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

06 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

06 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

06 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

06 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

06 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

06 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

06 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

06 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

06 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

06 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

06 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

06 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

06 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

06 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

06 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

06 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

06 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

06 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

06 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

06 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

06 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

06 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

06 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

06 April 2016