08 April 2016
  • 2376 ნახვა

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

მე – 19 საუკუნის ბოლოს ბრიტანულ ფეხურთში პირველი დრიბლიორები გამოჩდნენ, დავუშვათ ჯონ ოუენი, ინგლისის ნაკრებისა და მსოფლიოში პირველი კლუბის, "შეფილდის" გოლეადორი, ანაც სერ ჩარლზ კლეგი, ვინაც პირველი ფეხბურთელი შეიქნა ვისაც რაინდობა ებოძა. ინსაიდ სენდი ტერნბულსზე კი ქომაგებმა ერთ-ერთი პირველი სიმღერა მოიგონეს, "ყისმათა და ყოჩაღ სენდის" ეძახდნენ და მღეროდნენ ამას ტრიბუნებიდან. ფეხბურთის პირველი ნამდვილი ვარსკვლავი კი ბილი მერედიტი იყო "უელსელი ჯადოქარი", დრიბლიორი, გოლეადორი, ვინც 90 – იანებში გამოჩნდა, ჯერ "მანჩესტერ სიტიში" შემდეგ "იუნაიტედში", რომლის გამხდარ ფეხებს გაზეთებში დაცინოდნენ, თამაშისას თამბაქოს ღეჭავდა და ფეხბურთამდე თორმეტი წლიდან ქვანახშირის შახტაში მუშაობდა.

ბურთი ინგლისურ მოედნებზე სხვადასხვა ყაიდაზე გაგორდა, თამაშის მანერაც სხვადასხვა ყალიბდებოდა, ამას გარემოც კარნახობდა. სამხრეთში, სადაც მშრალი მინდვრები იყო, დიდ სისწრაფეზე თამაშობდნენ და ნაკლები პასებით. ჩრდილოეთში კი, ჭაობიან გარემოში, ნელი თამაში და ბურთის გადაწოდება გამოარჩევდათ. 

ვარჯიშებიც დღევანდელი თვალისათვის მეტად უჩვეულოდ სჩანდნენ, ეზოს ბოლოში მონეტას დებდნენ და ვინც იმას ან გაარტყავდა, ან ბურთს ყველაზე ახლოს გაატარებდა, ფულსაც ის იჯიბავდა. 

90-იან წლებში ინგლისის მოედნებზე გამოჩნდა კიდევ ერთი დრიბლიორი, ჩარლზ მილერი, ვინც "სენტ მერიში" ბურთაობდა, შემდეგ "საუთჰემპტონად" რომ გადაკეთდა და იმ დროებაში მეტად სახელიანი გუნდი იყო. ბურთს ის ისე იწეპებდა ფეხზე რომ მეტსახელად "ტკიპა" შერჩა.

მასზე გაზეთები ბევრს წერდნენ საუთჰემპტონის დერბის დროს, როცა "სენტ მერი" შეხვდა ქალაქის მეორე გუნდ "კორინთიანსს". ეს მეტად თავისებური გუნდი იყო, გაჟღენთილი ძველი ბერძენი ოლიმპიელების სულისკვეთებით, სახელიც აქედან აერჩიათ, კორინთელები, ბევრს მოგზაურობდნენ და ერთგვარ ფეხბურთის ელჩობას იღებდნენ თავის თავზე. მათ თავისებური ქცევაც გამოარჩევდათ, დავუშვათ მეტად არაჯენტლმენურ საქციელად თვლიდნენ თორმეტი იარდიდან პენალის დარტყმას მეკარისათვის და ამას განგებ ააცილებდნენ.  

მილერი კი მარცხენა ინსაიდად თამაშობდა, ტექნიკური თამაში გამოარჩევდა, გოლებსაც ბლომად ყრიდა და თითქოს თარგზე მოჭრილი ამბავი გამოდიოდა, თუმცა საქმე ისაა რომ მილერი არ ყოფილა ჰემფშირიდან, არც რომელიმე სხვა მეზობელი საგრაფოდან. ის დაბადებულიყო და ფეხი აედგა სრულიად სხვაგან, ათასობით მილის მოშორებით, ბრაზილიურ სან პაულუში, შოტლანდელისა და ინგლისელის ოჯახში და ბავშვობაში ის სასწავლებლად ინგლისში გამოეგზავნათ.  

ბრაზილია არ ყოფილა ბრიტანეთის კოლონია, თუმცა იქ ბრიტანელთა ოდენობას მცირეც არ ეთქმოდა და მათთვის ჩვეულ ყაიდაზე ცხოვრობდნენ. კრიკეტით ერთობოდნენ, ხუთ საათზე ჩაის სვავდნენ, სადარბაზო ბარათებსაც სტუმრობისას ვერცხლის ლანგარზე დებდნენ. ოღონდ ფეხბურთს არ თამაშობდნენ. 1892 წელს ჩარლზ მილერი ორი საფეხბურთო ბურთითა და საკვოიაჟში ფეხბურთის წესების წიგნით შინ ბრუნდება. ეს არის ადამიანი რომელმაც ბრაზილიაში ფეხბურთი ჩაიტანა. ის რაც დღეს თვალწინ ბრაზილიისა და ფეხბურთის ხსენებისას გვიდგება სწორედ ამ საუთჰემტონში ნასწავლმა ახალგაზრდა კაცმა ჩაიტანა. მალე მან თავისი ოჯახის სახსრებით სტადიონი ააშენა, სადაც 1894 წელს გაიმართა ბრაზილიაში პირველი საფეხბურთო მატჩი. ერთმანეთს ქალაქში გაზის განათების გაყვანის ფირმა და რკინიგზელები შეხვდნენ, რომელშიც მილერიც თამაშობდა. ამის შემდეგ კი პირველი ბრაზილიური კლუბი გაჩნდა, ასევე მილერის მონდომებით, "სან პაულუ ატლეტიკი". ეს ის დროა როცა ფეხბურთის თამაშთან ერთად უამრავ სხვა რამესაც ასწრებდნენ. ზოგიერთი ხიდებს აგებდა, ლიანდაგებიც გაყავდათ, ორნიტოლოგობასაც ითავსებდნენ, წიგნებსაც წერდნენ, შექსპირსაც თამაშობდნენ ოკეანის ნაპირას და მარლოს დუელიანტობას არჩევდნენ ერთი პინტა ელის მოსმისას.

1902 წლიდან მილერის მოდომებით პირველი ბრაზილიური ჩემპიონატი ჩატარდა და ხუთი გუნდისაგან შემდგარი "ლიგა პაულისტა" დაფუძნდა, სადაც მიჯრით სამჯერ "ატლეტიკმა" იმარჯვა და მილერი კი ბომბარდირი ხდებოდა. მან შემოიღო დარტყმა ქუსლით, რომელსაც "შალეირა" შეარქვეს, რაც მისი სახელი ჩარლიდან მომდინარეობდა. მილერი იმითაც დაამახსოვრდათ რომ კორინთელთა ჯენტლმენობას დაჩვეული, ერთ-ერთი თამაშისას, როცა არბიტრი შეცდა და პენალი დანიშნა, მან განგებ ბურთი ნელა მეკარეს პირდაპირ ხელებში დაურტყა. 

ფეხბურთი მეტად პოპულარული ხდებოდა. ბრიტანელებს გარდა შიგ გერმანელებიც ჩაერთვნენ და ნელ-ნელა თამაშით ბრაზილიელი ვაჭრებიც მოიხიბლნენ. 

მალე სტუმრად ინგლისიდან ჩამოვიდა საუთჰემპტონის "კორინთიანსიც" და თამაშები ადგილობრივ კლუბებთან გამართა. მილერმა კი იმდენი მოახერხა რომ "კორინთიანსის" ნახევარი გუნდი გადმოიბირა და გადაწყდა ადგილობრივი კლუბი გაჩენილიყო და სახელსაც აბა სხვას რას დაარქმევდნენ და ასე გაჩნდა სან პაულუს "კორინთიანსი", სადაც ბურთი შემდეგ რიველინოს და სოკრატესს უგორებიათ.

ასე იდგამდა ფეხბურთი ფეხს ბრაზილიაში. ასე ხდებოდა პოპულარული და ბევრი დროც არ დასჭირდა იმისთვის რომ 1938 წელს ლეონიდას და სილვა პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გამხდარიყო, მერე გამოჩნდა ბოშა დე ფრეიტასი, შემდეგ პელე და ყველაფერი ის რაც უკვე გასაგები და ყურისათვის ძალიან ნაცნობია. 


მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

08 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

08 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

08 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

08 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

08 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

08 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

08 April 2016

Old Firm

08 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

08 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

08 April 2016

ორი „სამეული“

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

08 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

08 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

08 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

08 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

08 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

08 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

08 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

08 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

08 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

08 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

08 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

08 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

08 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

08 April 2016

ჩაშლილი რეისი

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

08 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

08 April 2016

მსხვერპლი

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

08 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

08 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

08 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

08 April 2016

13 მაისი

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

08 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

08 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

08 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

08 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

08 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

08 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

08 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

08 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

08 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

08 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

08 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

08 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

08 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

08 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

08 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

08 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

08 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

08 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

08 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

08 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

08 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

08 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

08 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

08 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

08 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

08 April 2016