11 April 2016
  • 1528 ნახვა

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

პანკრატიონი ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სახეობაა. ოლიმპიადის პროგრამაში ეს ორთაბრძოლა შესულა ძვ.წ. VII საუკუნეში, კერძოდ, ძვ.წ. 648 წელს. ფორმალურად ეს იყო „თავისუფალი“ ანუ შეუზღუდავი ორთაბრძოლა, რომელშიც აკრძალული იყო მხოლოდ კბენა, ბწკენა, პირის ახევა და თვალებში დარტყმა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან παγκράτιον, სიტყვა-სიტყვით, „მთელი ძალით“ — πᾶν „ყველაფერი“ და κράτος „ძალა“. ლეგენდის მიხედვით, 

ორთაბრძოლის ამ უძველესი სახეობის, პანკრატიონის, პირველი შემოქმედები იყვნენ ძველი ბერძენი დიდი გმირები — თესევსი და ჰერაკლესი. თესევსმა ამ საბრძოლო ხელოვნებით, რომელიც კრივისა (πυγμή/πυγμαχία) და ჭიდაობის (πάλη) ელემენტებს აერთიანებდა, დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში დაამარცხა მინოსის მეუღლის, აიეტისა და კირკეს დის, მედეას მამიდის, პასიფაეს მიერ ხარისგან შობილი არსება ადამიანის ტანითა და ხარის თავით, —მინოტავრი, მეფე გახდა (ძვ.წ. XIII ს.) და ჩამოაყალიბა ისთმოსური თამაშები, რომლის პროგრამაშიც ორთაბრძოლები და, მათ შორის, პანკრატიონიც შეიტანა. ჰერაკლემ პანკრატიონის ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა იმ ბრძოლაში, რომელშიც ლეგენდარულმა ათენელმა გმირმა ნემეის ლომი დაამარცხა. ოლიმპიოდორეს მტკიცებით, პანკრატიონის სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი იყო სახელგანთქმული ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მწერალი პლატონი, გენიალური სოკრატეს მოსწავლე და უნიჭიერესი არისტოტელეს მასწავლებელი.

ბერძნული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ პანკრატიონის შეჯიბრი იწყებოდა ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს. სპორტის ამ სახეობის არსი მდგომარეობს ორი შეუიარაღებელი ათლეტის შეტაკების ჩატარებაში. ასპარეზობა მიმდინარეობდა მისთვის სპეციალურად მომზადებულ მოედანზე, „მალფოზე“, რომელიც დაფარული იყო წვრილი ქვიშის სქელი ფენით. ამ ორთაბრძოლებში მართლაც ვლინდებოდნენ ყველაზე ძლიერი, მოხერხებული და ვაჟკაცური ათლეტები. პანკრატიონი, ძველი თამაშების ყველაზე ორიგინალური და რთული შეჯიბრება თავის თავში აერთიანებდა ისეთ ტექნიკურ შემადგენელ ნაწილებს, როგორიცაა ფეხზე მდგომი ჭიდაობა, პარტერში ჭიდაობა, სარმა, ფეხის გამოკვრა, მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. ნებადართული იყო დარტყმა არა მხოლოდ ორივე ხელით, არამედ იდაყვით, მუხლით, ფეხითა და თავით. დარტყმა ხორციელდებოდა თავსა და კორპუსში, ფეხებსა და ხელებში. აკრძალული არ იყო წაქცეული მეტოქისთვის დარტყმა, ამავე დროს, დაცემულსაც შეეძლო თავდაცვის მიზნით დარტყმების განხორციელება. სწორედ პანკრატიონში დაიწყეს ათლეტებმა პირველად ნახტომში დარტყმების განხორციელება და დარტყმათა სერიის შერწყმა შებოჭვასა და მეტოქის მოქნევასთან. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ პანკრატიონის აღმოცენების მიზეზი იყო ჭიდაობასა და კრივში წესების მრავალჯერადი დარღვევები, რამაც ფაქტობრივად მოგვცა შეტაკების ის სახეობა, რომელსაც დღეს უწოდებენ ბრძოლას წესების გარეშე. 

სინამდვილეში, პანკრატიონის თავისებურება სწორედ ის იყო, რომ მასში თითქმის არ იყო აკრძალვები. არ იყო არც წონითი კატეგორიები (განასხვავებდნენ მხოლოდ ასაკობრივ ჯგუფებს, უფროსებსა და მოზრდილებს), ასევე არ იყო შეზღუდული ასპარეზობის დრო, იგი მიმდინარეობდა ერთ-ერთი მებრძოლის გამარჯვებამდე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი ნებადართული იყო, ასპარეზობას მაინც ესწრებოდა ამ საქმისთვის სპეციალურად მომზადებული მსაჯი. ამ არბიტრის ამოცანა იყო, არ დაეშვა რომელიმე მონაწილის სიკვდილი არენაზე ან მისი მძიმედ დაზიანება. ამ საქმეში ეფექტიანი და დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, მსაჯი სპეციალური ხელკეტით იყო შეიარაღებული. ერთ-ერთ ანტიკურ ჭურჭელზე გამოხატული იყვნენ მებრძოლები, რომელზეც ერთი მებრძოლი მეორეს თვალს თხრის, მეორე, თავის მხრივ, პირველს პირს ახევს, მაგრამ იქვე დგას მსაჯი, რომელიც აშკარად მზადაა, ხელკეტი იხმაროს და გააშველოს მოწინააღმდეგეები.

თუ ერთ-ერთი მებრძოლი მოწინააღმდეგის უპირატესობას აღიარებდა და დანებებას გადაწყვეტდა, მაღლა აწევდა ცერს ან მეტოქეს სხეულზე ხელს ურტყამდა. მსაჯი ვალდებული იყო, დროულად შეემჩნია ეს. რა თქმა უნდა, ბრძოლის დროულად შეჩერება ყოველთვის ვერ ხერხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მებრძოლი მეორეს მეტისმეტად აღემატებოდა ძალით. მებრძოლები არავითარ შემთხვევაში არ ხმარობდნენ რაიმე ტიპის თავდაცვით აღჭურვილობას. ბრძოლა საბოლოოდ დამთავრებულად ითვლებოდა, როდესაც ერთ-ერთ მებრძოლს აღარ ჰქონდა მისი გაგრძელების უნარი ან ნებაყოფლობით აღიარებდა თავის დამარცხებას. 

ძველი პანკრატიონი იყო მინიმალური შეზღუდვების ორთაბრძოლა. კიდევ უფრო ნაკლები შეზღუდვა იყო ასპარეზობებში, რომელიც სპარტაში ტარდებოდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი აღსანიშნავია, სპარტაში არსებობდა როგორც კაცთა, ისე ქალთა პანკრატიონი. 

პანკრატიონის გამარჯვებულები საერთო-სახალხო გმირები ხდებოდნენ. საბერძნეთის საუკეთესო ქალიშვილებს ერგებოდათ პატივი, რომ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული დაფნის გვირგვინით შეემკოთ. ასეთი გამარჯვებულები შეჰყავდათ სპეციალურ ნუსხებში; მაგალითად, ძვ.წ. მეორე საუკუნეში ანუ ოლიმპიური თამაშების არსებობის თითქმის ათას წლისთავზე ასეთი ნუსხა ცხრა სახელისგან შედგებოდა. პანკრატიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინამავალ ორთაბრძოლებს შორის სტილში განსხვავებებმა — ეს იყო ეგვიპტური ორთაბრძოლა, ბაბილონური ხელჩართული ჩხუბი და კრეტული კრივი. ამავე დროს, თავისი გავლენა პანკრატიონზე მოახდინეს ბერძნულმა კრივმა და ჭიდაობამ. თავისთავად, ზოგიერთი ამ სახეობათაგანი შემდგომში განვითარდა და ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად თანამედროვე სპორტად ჩამოყალიბდა. მაგალითად, ბერძნული ჭიდაობა წინაპარია დღევანდელი ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა, ხოლო კრეტული მუშტი-კრივი ერთ-ერთი წინაპარია თანამედროვე კრივისა. 

რა თქმა უნდა, პანკრატიონში იყო სისასტიკისა და საფრთხის ელემენტები, მაგრამ ამის გამო ეს ასპარეზობა უხეში არ გამხდარა. პანკრატიონის გადაგვარების პერიოდი დაიწყო რომაელთა მიერ ბერძნების დამარცხების შემდეგ ძვ.წ. 146 წელს, როდესაც მისი ადგილი გლადიატორთა სისხლიანმა ორთაბრძოლებმა დაიკავა. დღეს პანკრატიონი მეორე ახალგაზრდობას განიცდის. უძველესი ორთაბრძოლის დღეს აღორძინებული სახეობა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მისი ძველი წინაპარი იყო. დღევანდელი ასპარეზობები მიმდინარეობს დროის შეზღუდვით, მსუბუქი და მოსახერხებელი დაცვითი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმატიზმსა და მეტოქეების სერიოზული დაზიანების საფრთხეს. ამავე დროს, შეტაკების არსი უცვლელი დარჩა. 

პანკრატიონის ერთ-ერთი პირველი სკოლა ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის ამერიკაში 60-იან წლებში ბერძნული წარმოშობის ამერიკელის, ჯიმი ავრანიტისის წყალობით. არვანიტისი სისტემას ერქვა „ტაუ პანკრატიონი“. პანკრატიონის იდეა სათავედ დაედო თანამედროვე „ბძოლას წესების გარეშე“. ეს სისტემა ორიენტირებულია ძირითადად თავისუფალი ბრძოლის ტექნიკაზე და უახლოვდება ხელჩართული ბრძოლის სისტემებს.
მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

11 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

11 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

11 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

11 April 2016

Old Firm

11 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

11 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

11 April 2016

ორი „სამეული“

11 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

11 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

11 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

11 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

11 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

11 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

11 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

11 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

11 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

11 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

11 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

11 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

11 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

11 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

11 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

11 April 2016

ჩაშლილი რეისი

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

11 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

11 April 2016

მსხვერპლი

11 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

11 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

11 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

11 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

11 April 2016

13 მაისი

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

11 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

11 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

11 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

11 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

11 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

11 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

11 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

11 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

11 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

11 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

11 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

11 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

11 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

11 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

11 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

11 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

11 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

11 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

11 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

11 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

11 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

11 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

11 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

11 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

11 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

11 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

11 April 2016