13 April 2016
  • 5821 ნახვა

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

წამიერი ყოფილა სიხარული. მალევე ქრება. ყოველდღიურობის მღვრიე მორევში იძირება, თუმცა მერე ბრუნდება. ცოტა სხვაგვარად. მსუბუქ, თბილ სევდასთან ერთად, ამიტომაც მომინდა მოგწერო. რაც შენ სიხარული მაჩუქე.

პირველი თამაშებიდანვე მახსოვხარ. მერე რა, რომ ბავშვი ვიყავი. გვიან გაიხსენი. ასეთი უცნაური ტიპები ხართ გენიოსები. ან ძალიან ადრე იხსნებით, ან ძალიან გვიან. საშუალო არ იცით. არ სცნობთ.  ისე, გენიოსი და საშუალო?  სად გაგონილა.

აი, კრუიფმაც დაგვტოვა. გამახსენდა, რადგან ქართველი კრუიფი შეგარქვეს. მეტი კომპლიმენტი რა გინდა, მაგრამ შედარებებისთვის არ მემეტებოდი. შენ ხომ დათო ყიფიანი იყავი და სხვა არავინ. ჩემთვის განუმეორებელი და ერთადერთი. 

საბჭოთა სივრცემ შეგზღუდა, თორემ სხვა ჰორიზონტიც გამოჩნდებოდა. უკიდეგანო, სახიფათოც, მაგრამ სწორედ შენი გადასალახი. აუზიდან არ გიშვებდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ წაგიყვანეს. გეწყინებოდა, მაგრამ არაფერი დაგიკარგავს. პირიქით, მსოფლიოს ჩემპიონატმა დაკარგა ერთი დიდი ვარსკვლავი, რადგან რუსულ ,,ურა-ვპირიოდ, ურა-ნაზადს“ ვერასდროს ითამაშებდი. რუსულ გუნდში ცოდოც იქნებოდი. ადრეც ხომ იშვიათად გიძახებდნენ. ზრდილობის გამო. იქ ასეთი დირიჟორები არ სჭირდებოდათ. სულ სხვა მუსიკას უკრავდნენ. 

არ ვიცი, მერამდენედ ვნახე, დიუსელდორფის ფინალი. არ სჩანხარ, მაგრამ შავ სამუშაოს ასრულებ. შეტევის შემოქმედი ხან საყრდენ ნახევარმცველად გვევლინები, ხანაც ცენტრალურ მცველად. მოუხერხებლად გამოგაქვს ბურთი. თავდაცვისას ბევრ შეცდომას უშვებ. მაგრამ იქ ხარ სადაც საჭიროა. გუნდიც მოგყვება. ისე, ნომრები და სახეები რომ წავშალო, ხმაც რომ მთლიანად ჩაუწიო, იმ დინამოს თითეულ ფეხბურთელს ვიცნობდი და ვიცნობ მოძრაობით, ხასიათით და თამაშის სტილით, თუმცა თამაშის სტილი ამ ყველაფერს აერთიანებს. 

ბერნაბეუზე დამტვრევასაც არ გაუტეხიხარ. დაბრუნებას აპირებდი,  მაგრამ უეცრად წახვედი. გითქვამს, რომ ისე მინდა წავიდე - ტრიბუნებმა არ დამისტვინონო. იმ დროს ვინ დაგისტვენდა.

ძალიან განვიცადე შენი წასვლა. თითქოს, რაღაც ისეთი დამთავრდა, რასაც ვეღარაფერი შეავსებს. ვიტალი დარასელიაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში და ჩვენი გუნდიც ნელ-ნელა ფსკერზე იძირებოდა. ოთარ გაბელიას, ალექსანდრე ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძის, ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას, რევაზ ჩელებაძის და სხვა ჩვენი დიდი ფეხბურთელების ტალანტი და თავდადებაც ვერაფერს შველოდა. შენი წასვლით და ვიტალის დაღუპვით, ხერხემალში გადატყდა. 

წლების მერე,  უნიჭიერესი თაობა მოვიდა. მწვრთნელი შენ იყავი, რაღაც დროს დინამოსიც და ნაკრებისაც. ვერ გაამართლე. მერე შეურაცხყოფა, გინება და ტალახის სროლა დაგიწყეთ. სპორტის ამ სახეობაში პერმანენტული მსოფლიო ჩემპიონები ვართ. მადლობის მაგივრად, ზედმეტი მოგთხოვეთ და დროის უკუღმართობაც შენ დაგაბრალეთ. ყველგან ასეა, ვინც ძალიან უყვართ, ბევრს სთხოვენ. უბრალოდ, ჩვენისთანა ბედნიერ... დამარცხებულ ქვეყანაში, უფრო მეტს ვითხოვთ. თანაც, დიდებული ფეხბურთელებიდან დიდი მწვრთნელები ვერ გამოდიან. პირიქით, საშუალო და სუსტი ფეხბურთელები ხდებიან დიდი მწვრთნელები. უცნაურია, მაგრამ ასეა. 

იმ წლებში, ,,რეზონანსში“ ვმუშაობდი. ლიტერატურაზე და ფეხბურთზე  ვწერდი. ყეყეჩი, რადიკალი ახალგაზრდა ვიყავი. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგატარე. შეურაცხყოფა არ მომიყენებია, მაგრამ ტაქტიკა, მოთამაშეების განლაგება და სტრატეგიაც დაგიწუნე. ალბათ, ძალიან გატკინე გული, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში გითქვამს, როგორ შეიძლება კაცი ერთად ფეხბურთსა და ლიტერატურაზეც სწერდესო. არ დაგისახელებივარ მაგრამ მე მგულისხმობდი. ცამდე მართალი იყავი. ისე, ახალგაზრდა რადიკალი უნდა იყოს, თორემ ნელ-თბილი გამოვა. ვის-ვის და ყველაზე კარგად ეს შენ გესმოდა. გვიანია, მაგრამ ბოდიშს გიხდი. მაპატიე, ყიფო. პატიება ხომ არასდროს არის გვიანი.  

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

13 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

13 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

13 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

13 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

13 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

13 April 2016

Old Firm

13 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

13 April 2016

ორი „სამეული“

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

13 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

13 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

13 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

13 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

13 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

13 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

13 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

13 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

13 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

13 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

13 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

13 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

13 April 2016

ჩაშლილი რეისი

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

13 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

13 April 2016

მსხვერპლი

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

13 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

13 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

13 April 2016

13 მაისი

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

13 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

13 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

13 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

13 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

13 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

13 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

13 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

13 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

13 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

13 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

13 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

13 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

13 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

13 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

13 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

13 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

13 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

13 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

13 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

13 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

13 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

13 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

13 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

13 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

13 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

13 April 2016