15 April 2016
  • 1071 ნახვა

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

თუ არ გქონიათ მათთან ურთიერთობის ბედნიერი წუთების განცდის საშუალება გირჩევთ, რომ  განიცადოთ. ხოლო მათ ვისაც გქონიათ გამძლეობას გისურვებთ :) 

ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ჩემი თავდავიწყება. თავიდან ეს  სიტუაცია ჩემთვის მძაფრად არ იგრძნობოდა, ალბათ იმიტომ, რომ ხშირი შეხება არ გვქონდა. მაგრამ  ნელ-ნელა შევყევით და ახლა ისე ვერ ვძლებ სახლში მათ გარეშე რომ არ წავიდე და თანამშრომლები მათ არ ჩავაბარო.

ტელევიზიაში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ  რა არის ტელევიზიის "გარაჟი", პასუხი არ მოიძებნება, რადგან  "გარაჟთან" ურთიერთობა ეს სხვა რაღაცაა, სხვა ასტრალია, სხვა განცდაა.

მათზე დამოკიდებულება გიყალიბდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ  ღამის ეთერში მუშაობ და მათ იქით სხვა გზა არ გაქვს. ყველა სხვა უნარებთან ერთად, ისინი გიმუშავებენ  მოლოდინის რეჟიმის, ნერვის აუტოკებლად მოთმენას. 

ჩვენი ლოდინის პერიოდში იცვლება დეკორაციები, ეწყობა ტექნიკა დილის გადაცემითვის და ჩვენ კი ისევ ველით, ველით იმ იმედით რომ  მოლოდინში არ დაგვათენდება .

"15 წუთი" - როგორც ყოველთვის სტანდარტულად არის ის პასუხი, რომელიც მესმის ჩემს დასმულ კითხვაზე - დიდხანს მოგვიწევს ლოდინი?? 

ამ თხუთმეტი წუთის მანძილზე ეკლებზე ვსხედვართ, გავდი-გამოვდივართ, ვუსმენთ მუსიკას, ვხუმრობთ. ზოგიც სიგარეტს ღერი-ღერზე აქრობს და თავში და ფიქრებში ერთი რამ უტრიალებს - დროზე მოვიდნენ თეთრი რაშები, მოვახტეთ და სახლში გაგვაქროლონ. 

ძალიან სასაცილო სანახავები ვართ ხმას რომ გავიგებთ შემოსასვლელისკენ  პატარა ბავშვებივით ჩაწყობილები გავბრბივართ და ჩვენი რეისის გასვლას ველით. მაგ მომენტში ყველას გულში იმედი იღვიძებს და თვალებში  სიხარულის ნაპერწკალი  ციმციმებს. ნეტა იცოდნენ მათ თუ როგორ მოუთმენლად ველით  და რაოდენ დიდ ბედნიერებას გვგვრიან. რომ იცოდნენ ეს განცდები, მერე ხომ აღარ მიპასუხებდა მკაცრი ხმა ყურმილს იქიდან  -"კომუნიკატორი, მე რომ დაგირეკავთ ყველანი გარეთ გამოდით, ჯერ მანქანები არ შემოსულან".

ოხ როგორ მზარავს მაგ ფრაზაზე, როგორ მშურს მათი, ვისაც ჩვენზე წინ უმთავრდებათ გადაცემა .

"გარაჟი" - ეს არის ურთიერთობა, რომელსაც არაფერი არ შეედრება ამ ტელევიზიაში :)) 

მოყოლილს ნანახი სჯობიაო, ჰოდა მგონი ჭკუაში ჩამიჯდა და იქნებ  მინი-ფილმიც გადავიღო  - "ჩვენ და გარაჟი".

მსგავსი

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

15 April 2016

როგორ დავმარცხდი შახტაში

15 April 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

15 April 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

15 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

15 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

15 April 2016