15 April 2016
  • 2586 ნახვა

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ივნისის თვეში (11, 18, 25 რიცხვებში) სამი მაგარი ტესტი ელის სამყაროს მეორე ბოლოში - ოკეანეთში. ჩვენი მეტოქე მსოფლიო რაგბის სამი მშვენება: სამოა, ტონგა და ფიჯი იქნება. ქართველების და პოლინეზიელების სარაგბო ურთოიერთობა სათავეს 1999 წლიდან იღებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი დასაწყისი სწორედ ახლაა. 

მოდი ისტორიას გადავხედოთ: პირველად ტონგას შევხვდით. 1999 წლის 6 მარტს, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში სტუმრად ნუკუალოფაში 6:37 დავმარცხდით. ეს სწორედ ის ლეგენდარული მოგზაურობა იყო, სასტუმროს უშველებელი ანგარიშის გამო, მთელი ნაკრები კინაღამ კუნძულზე რომ ჩარჩა და მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის (ბურძგლას) „ზალოგში“ დატოვება მოუხდა, ვიდრე საჭირო თანხა არ მოაგროვდა მწვრთნელის მულღაზანზაროდან გამოსასყიდად. ამ ფოლკლორად ქცეული ისტორიის მრავალი ვერსია არსებობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ თავად ბურძგლას უყვარდა მისი სხვადასხვანაირად მოყოლა, იმის მიხედვით როგორ ხასიათზე იყო და ვის უყვებოდა. 

ამ მატჩიდან 3 კვირაში, 28 მარტს, ტონგელები თბილისში გვეწვიენ საპასუხო შეხვედრაზე. როგორც ჩანს სასტუმროს ანგარიში მართლაც შთამბეჭდავი იყო და ჩვენი გუნდისთვის მოტივატორის ფუნქცია შეასრულა, ამას ისიც დაემატა, რომ 31 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და მსოფლიო თასზე გასვლა თითქმის წარმოუდგენელი ამოცანა იყო, ამიტომ ბიჭებმა შეუბორკავად ითამაშეს და 28:27 მოუგეს ძალიან ძლიერ მეტოქეს. 

მომდევნო ოკეანელი მეტოქის ლოდინი 4 წელი მოგივიწია. 2003 წლის 19 ოქტომბერს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე სამოას გადავეყარეთ და არც იქ დაგვადგა კარგი დღე - 9:46. ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ლაღად მოთამაშე სამოელების წინააღმდეგ იმ დროს არავითარი იარაღი არ გაგვაჩნდა და იმათაც ჭრეს და კერეს, როგორც მოეხოშათ. 

აქედან გავიდა კიდევ 9 წელი და ფიჯის დროც დადგა. 2012 წლის 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილმა არცთუ მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა ნახა, რომ ჩვენ გუნდს მფრინავი ფიჯელების წინააღმდეგაც შეეძლო ტოლ-სწორად თამაში, თუმცა მაშინ ვერ შევძელით მეტოქისთვის ბოლომდე ალღოს აღება და მხოლოდ რამდენიმე შთამბეჭდავ მომენტს და 5 ქულიან მარცხს დავყაბულდით - 19:24. 

ზუსტად ერთ წელიწადში, 2013 წლის 23 ნოემბერს, შემოდგომის ერთ მშვენიერ საღამოს, ჩვენთანაც მოვიდა გაზაფხული. იმ დღეს, პირველად ჩვენი ნაკრების არსებობის ისტორიაში, მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფ გუნდს მოვუგეთ (16:15). ვინც იმ დღეს ლოკომოტივზე იყო, ალბათ არასოდეს დაავიწყდება ის არანორმალური შეხვედრა და ბოლო წუთები, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა დაახლოებით 10 წლის სიცოცხლე დახარჯა და მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად ორმაგად დაიბრუნა დანაკარგი. 

სამოა იმ მომენტისთვის მსოფლიოს მე-8 გუნდი იყო. მერე იყო ორი ტონგა. 9:23 წაგება თბილისში (2014 წ. 11 ნოემბერი), რომელიც ქართულმა სარაგბო ოფიციოზმა დადებითად შეაფასა, იმ თვალსაზრისით, რომ მოფლიო თასზე ტონგელებისთვის ჩვენი რეალური ძალა უცნობი იქნებოდა; და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (17:10) გლოსთერში, პლანეტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე, რითაც ჩვენი გუნდი 12 საუკეთესოს შორის მოხვდა და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური გაინაღდა. ეს მოხდა 2015 წლის 19 სექტემბერს. 

ესაა და ეს. ამით ამოიწურება ჩვენი საერთო ისტორია, უფრო სწორედ ამით იწყება. როგორც ჩანს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ევროპული ელიტა გვიკადრებს, სწორედ პოლინეზიელები იქნებიან ჩვენი მუდმივი მეტოქეები და ეს სულაც არაა ცუდი. მათი სათამაშო სტილი და სილაღე სწორედ ისაა, რაც ჩვენ ნაკრებს ახლა სჭირდება პროგრესისთვის. კუნძულელები ფეთქებად, ტემპიან, ზოგჯერ ირაციონალურ და ძალიან სანახაობრივ სტილს ქადაგებენ, ნიცშეს ენაზე რომ ვთქვათ დიონისურ რაგბს თამაშობენ. ეს კი ნამდვილად მისწრებაა ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ბოლო დროს ძალიან პრაგმატულს აწვება (ბოლო მატჩი არ ითვლება). არადა სად ქართველი და სად პრაგმატიზმი! ბარე ორი ფიჯელი და სამოელი გაგვეჯიბროს დიონისურობაში, სილაღის, მოლხენის და აურზაურის სიყვარულში! ჩვენი ჯილა ჩვენი არტისტიზმი და შემოქმედებითობისკენ სწრაფვაა, ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და რაც უფრო მალე აისახება თამაშზე მით უკეთესი. უბრალოდ, ოკენალეთაგან განსხვავებით, ჩვენში რაციონალიზმიც მოიპოვება და სწორედ ამ სინთეზზე უნდა ავაწყოთ საკუთარი თამაში. 

მთავარს, რასაც ივნისის სამ მატჩში ვისურვებდი ისაა, რომ მასპიძლებმა ჩვენი ლაღ თამაშში აყოლიება შეძლონ. მართალია ამ დროს ცხვირ-პირის წამტვრევის ალბათობაც დიდია, მაგრამ ეს იმდენად სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩვენთვის, რომ ცდად ნამდვილად ღირს. ვფიქრობ, სამიდან ერთი მატჩის მოგება უკვე კარგი შედეგი იქნება, თუმცა სამივეც რომ წავაგოთ არც ეს მოგვკლავს, ხოლო, თუ ნიცშეს დავუჯერებთ: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

15 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

15 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

15 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

15 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

15 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

15 April 2016

Old Firm

15 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

15 April 2016

ორი „სამეული“

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

15 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

15 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

15 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

15 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

15 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

15 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

15 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

15 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

15 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

15 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

15 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

15 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

15 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

15 April 2016

ჩაშლილი რეისი

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

15 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

15 April 2016

მსხვერპლი

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

15 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

15 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

15 April 2016

13 მაისი

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

15 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

15 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

15 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

15 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

15 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

15 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

15 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

15 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

15 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

15 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

15 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

15 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

15 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

15 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

15 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

15 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

15 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

15 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

15 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

15 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

15 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

15 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

15 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

15 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

15 April 2016