18 April 2016
  • 4206 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

საქართველო უცნაური ქვეყანაა - აქ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერზე დაგელაპარაკება, ხაჭაპურით დაწყებული, მსოფლიო გეოპოლიტიკის კულუარებში მიმდინარე ამბებით დამთავრებული, მაგრამ საკმარისია ოდნავ ჩაუღრმავდე, რამდენიმე კითხვა დასვა, რომ გაირკვევა - უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რაზე ლაპარაკობს.

ეს ზედაპირულობა, რომელიც საბჭოთა კავშირმა ხელობად გვიქცია, ფეხბურთში და ზოგადად სპორტში ძალიან თვალსაჩინოა. იშვიათია ფეხბურთის მოყვარული ქართველი, „გვარდიოლები და ვენგერები“ არ ჩაისვას ჯიბეში, ჭკუა არ დაარიგოს, შეცდომები არ უთვალოს, თამაშები არ გაგირჩიოს, არ მოგიყვეს, რა უთხრა გუშინ კაპელოს მძახალმა ბეკენბაუერის მულს და ასე შემდეგ, გაუთავებლად.

და სინამდვილეში რა ხდება? რა დონეზეა დღეს საფეხბურთო განათლება ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უბრალოდ არ არსებობს?როგორ შეიძლება აკადემიკოსებივით მსჯელობდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ დადიან ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე - იქ სიარული მართლაც წარმოუდგენელია - და წელიწადში სულ რამდენჯერმე მიდიან სტადიონზე, ნაკრების თამაშზე, რათა კიდევ ერთხელ ნახონ, თუ როგორ ვერ აკეთებენ სამ გადაბმულ პასს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები და მერე, სტადიონიდან წამოსულებმა მაგრად იგინონ?

ამ ბოლო დროს რამდენჯერმე შევესწარი ფეხბურთის ყურებას სხვადასხვა ადგილებში და მართლა გაოგნებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და მოვისმინე. ჯერ ერთი, „გულშემატკივრები“ ძალიან იშვიათად უყურებენ უშუალოდ ეკრანს, ანუ იმას, რა ხდება მოედანზე, ანუ ფეხბურთს, უმრავლესობა ინტერნეტშია შემძვრალი და ელოდება კიდევ ერთ კუთხურს, სამ ყვითელს, პირველ ტაიმში „კი“-ს, მეორეში „არა“-ს და შესვენებაზე „შეიძლებას“, ვიღაცის სადღაც გახედვას, მეკარის ცოლის მენსტრუაციას და ეს ტიპები, როგორც კი თამაში მორჩება, მოდიან და ძალიან სერიოზული სახეებით გიხსნიან, ვთქვათ, რანიერის ტაქტიკურ-სტრატეგიულ შეცდომებს, ან ერთმანეთს ეკამათებიან სოციალურ ქსელებში, მესი უფრო მაგარია თუ კრიშტიანუ რონალდუ...

მესი უფრო მაგარია თუ კრიშტიანუ რონალდუ - ესაა მაქსიმუმი, რაზეც დღეს ფეხბურთის ქართველი პროფესორები კამათობენ და ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში ეს დისკუსია ნაც-ქოცური, ძალიან მდაბიო გარჩევებით მთავრდება. მხოლოდ ეს დისკუსია არა, ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი ამით მთავრდება.

და რა მდგომარეობაა სპორტულ ჟურნალისტიკაში მაშინ, როცა ზოგადი საფეხბურთო ცოდნა ტოტალიზატორების აყროლებული სიგარეტის ბოლშია ჩაკარგული?მე ვმუშაობდი სარბიელში მაშინ, როცა ხალხი არ ყიდულობდა პურს და ყიდულობდა ამ გაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ის იშვიათი ქართული პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ უცხოურ გამოცემას დაუდგებოდა გვერდში, სადაც წერდნენ უნიჭიერესი ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ და იცოდნენ ფეხბურთი. დღეს კი გადახედავ ქართულ სპორტულ მასმედიას და ხვდები, რომ ტოტალიზატორის ბოლმა აქაც შეაღწია, რომ აქ არ უყვართ და შესაბამისად, არც იციან ფეხბურთი. ძალიან ნუ შეწუხდებით, მხოლოდ სათაურებს დააკვირდით.

ამ ძალიან ჟანგიან ჯაჭვში გულშემატკივრების და მედიის გარდა კიდევ ერთი რგოლია - თავად ფეხბურთელები. ცუდია, როცა ფეხბურთი არ ესმის გულშემატკივარს, კატასტროფაა, როცა ფეხბურთი არ იცის ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტმა, მაგრამ რა ქვია იმას, როცა ფეხბურთის გაგნებაში არ არის თავად ფეხბურთელი, ძნელი მოსაფიქრებელია.

ჰოდა ფეხბურთი არ არის ჩვენი თამაში. აღარ.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

18 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

18 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

18 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

18 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

18 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

18 April 2016

Old Firm

18 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

18 April 2016

ორი „სამეული“

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

18 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

18 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

18 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

18 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

18 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

18 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

18 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

18 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

18 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

18 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

18 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

18 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

18 April 2016

ჩაშლილი რეისი

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

18 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

18 April 2016

მსხვერპლი

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

18 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

18 April 2016

13 მაისი

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

18 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

18 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

18 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

18 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

18 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

18 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

18 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

18 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

18 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

18 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

18 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

18 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

18 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

18 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

18 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

18 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

18 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

18 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

18 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

18 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

18 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

18 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

18 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

18 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

18 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

18 April 2016