20 April 2016
  • 3013 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

1974 წლის 27 მარტი, ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მაძიებელი კრივში კენ ნორტონი უნდა დაუპირისპირდეს მოქმედ აბსოლიტურ ჩემპიონს ჯორჯ ფორმენს, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ფაქტიურად დაჩრდილა იმ სენსაციურმა გარიგებამ, რომელიც წინ უძღოდა ამ შერკინებას. საქმე იმაშია, რომ სწორედ ერთი დღით ადრე, იმავე კარაკასში, ხელი მოეწერა იმ დროისთვის უპრეცედენტო, 10 მილიონიან კონტრაქტს: ჯორჯ ფორმენი vs ალი (ხუთ-ხუთი მილიონი თითოეულს), ეს ჯახი, უნდა გამართულიყო იმავე წლის 25 სექტემბერს, ზაირის (დღევანდელი კონგო) დედაქალაქ კინშასაში  და უკვე წინასწარ, 6 თვით ადრე მოინათლა, როგორც  საუკუნის ორთაბრძოლაკი მაგრამ ნორტონი? ხომ შეიძლება ნორტონს მოეგო ფორმენისთვის მეორე დღეს? მაგრამ ამის არავის სჯეროდა, არავის ეპარებოდა იოტისოდენა ეჭვიც კი ფორმანის გამარჯვებაში (არადა ნორტონს თვით ალიც კი ყავდა დამარცხებული მანამდე, და ყბაც გაუტეხა).ასეც მოხდა, ფორმენმა ადვილად დაამარცხა ნორტონი, მეორე რაუნდშივე უპრობლემოდ გაუშვა ნოკაუტში და იქვე მჯდარ ალის (რომელიც სატელევიზიო კომენტირებას უკეთებდა ამ შერკინებას) ხისტად მიმართა ‘’ჰა, როგორია’’, რაზეც ალიმ მიაძახა ‘"თუ ასევე მოიქცევი ჩემს წინააღმდეგ რინგზე, ჩემს აფრიკელ მეგობრებს, სუფის მოხარშვა მოუწევთ შენი ნარჩენებისგან. შენ ურტყავ მხოლოდ მათ, რომლებიც კუს სისწრაფით თუ გადადგილდებიან რინგზე.’’

ალი რა თქმა უნდა ყოყლოჩინობდა, როგორც ყოველთვის. ვინ ვინ და მან ყველაზე კარგად იცოდა ფორმენის ნამდვილი ძალა, არავის წარმოდგენა არ ჰქონდა თუ როგორ უნდა დაპიპისპირებოდნენ ამ მონსტრს, მის წინააღმდეგ ვერანაირი ტაქტიკა ვერ ჭრიდა და ისიც ყველას ანადგურებდა თავის გზაზე, იმ დროისთვის მას უკვე 40 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ყველაში გაიმარჯვა, აქედან 37 ნოკაუტით, თანაც ბოლო 24, მიყოლებით. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან ჯო ფრეზერს წაართვა 1973 წელს (რომელმაც სწორედ ალის დამარცხებით მოიპოვა ეს ტიტული 1971-ში), და თანაც როგორ, ორ რაუნდში 6 ჯერ გაუშვა ნოკდაუნში, რის შემდეგაც რეფერიმ შეწყვიტა ბრძოლა. ალისაც კი ყავდა ფრეზერიც და ნორტონიც დამარცხებული (ისე ვერც მოიპოვებდა ფორმენთან შეხვედრის უფლებას), მაგრამ რის ვაივაგლახით, ქულებით, თანაც ისე რომ მსაჯები არც იყვნენ ერთსულოვანნი. - ‘’მე გამოვზარდე მონსტრი, რომელსაც ვერ გალახავს ვერავინ, დედამიწის ზურგზე’’ - აი ასე ამბობდა ფორმენის მწვრთნელი დიკ სედლერი და ეს მართლაც ასე იყო. მის ‘’მომაკვდინებელ დარტყმას (‘’ქილინგ პანჩ’’-ასე დაარქვეს მის დარტყმას სპეციალისტებმა) ვერ უძლებდა ვერავინ და მაშინ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ალისაც იგივე არ დაემართებოდა. ისე უცნაურია, მაგრამ სწორედ ნორტონი იყო ერთერთი იმათგანი, რომელსაც არ მიაჩნდა ფორმანი უპირობო ფავორიტად - ’’მე ნაჩხუბარი ვარ ალისთან 24 რაუნდი (ანუ ორი სრული შერკინება), ის ნამდვილი კლასიკოსია და გამარჯვებაც მას დარჩება’’. ნორტონს რა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ალის უდიდესი სპორტული ინტელექტი, უზარმაზარი გამოცდილება ხანგლივი 12 რაუნდიანი ტაქტიკური ბრძოლისა, რაც საერთოდ არ გააჩნდა ფორმენს, ფორმენს  ეს არც დასჭირვებია მანამდე, ხუმრობა ხომ არ არის, მან სამჯერ დაიცვა თავის საჩემპიონო ტიტული და მთლიანობაში ამას მოანდომა სულ რაღაც 11 წუთი და 35 წამი. მთავარი შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში: გაუძლებს თუ არა ალი საწყის რაუნდებს და თუ გაუძლებს, რამდენად იქნება ფორმენი მზად უკვე თხუთმეტ რაუნდიანი მომქანცველი ორთაბრძოლისთვის? ალი შეპირდა ყველას, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდებოდა როგორც მას სურდა და ის გაიმარჯვებდა.

გასაგებია, რომ სპორტული თვალსაზრისით ალი-ფორმანის დაპირისპირება უდიდესი მოვლენა უნდა გამხდარიყო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და დამაინტრიგებლი გახდა ის პროცესები, რომლებიც სპორტული აჟიოტაჟის მიღმა იმალებოდა და სწორედ ამ ასპექტშიც გახადა ეს მოვლენა ყოვლად უნიკალური კრივის (და არა მარტო) ისტორიაში. ამ ორთაბრძოლის მთავარი ორგანიზატორი გახდა იმ დროისთვის შედარებით უცნობი პერსონა დონ კინგი, სატელევიზიო კომპანია ‘’ვიდეო-ტექნიკსის’’ ვიცე-პრეზიდენტი. ბნელი წარსულის მქონე პიროვნება, რომელიც ახალგაზრდობაში რეკეტით იყო დაკავებული, შემდგომში ვიღაც თავისნაირი შემოაკვდა და 4 წელი ციხეშიც იჯდა ოჰაიოში (პატიმარი: ნომერი 6178). გაუგებარია, თუ როგორ მოუვიდა მას თავში იდეა გამხდარიყო პრომოუტერი კრივის სამყაროში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ურთულეს ამოცანას. ისიც ალივით პან-აფრიკანიზმზე ბევრს ქადაგებდა და მისი იდეა, აფრიკის კონტინენტზე ჩატარებულიყო საუკუნის ორთაბრძოლა, რომელშიც ორი უდიდესი აფრო ამერიკელი მოკრივე შეხვდებოდა ერთმანეთს, თავისთავად გენიალური იყო. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ზაირიოფიციალური ვერსიით ინიციატივა ზაირის დიქტატორ პრეზიდენტ მაბუტუსგან მოდიოდა, რომელიც უაღრესად ამბიციური, თანაც ექსცენტრული ადამიანი იყო და ამ ქმედებით, ის საყოველთაო ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, როგორც საკუთარი პერსონის მიმართ, ასევე საკუთარი ქვეყნის მიმართაც და ამიტომაც ითვლება, რომ თითქოს სწორედ  მან გამოყო ზაირის ბიუჯეტიდან საპრიზო 10 მილიონი დოლარი. მაგრამ სინამდვილეში თურმე საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. მაბუტუს უბრალოდ ძალიან უნდოდა კინშასაში ამ ორთაბრძოლის გამართვა, ყველანაირ ხელშეწყობას შეპირდა დონ კინგს და რაც მთავარია, შეპირდა საგადასახადო და საბაჟო ტარიფის ისეთ ნიშნულზე დაწევას, რაც წარმოუდგენელი იყო არა ამარტო ამერიკაში, არამედ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანაშიც კი. სპონსორის ძებნას კი დონ კინგი დამოუკიდებლად შეუდგა. პირველი ვინც თანხმობა განაცხადა ამ ყბადაღებული 10 მილიონის გაღებაზე, იყო სამშენებლო ბიზნესის კლივლენდელი მაგნატი, კარლ ლომბარდო, მაგრამ მან გარანტიები მოითხოვა. დონ კინგმა ‘’უორნერ ბრაზერს’’ და ‘’იუნაითედ არტისტს’’ ამ პროექტის სანახაობრივი მხარის ორგანიზაცია სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ლომბარდომაც უარი განაცხადა დაფინანსებაზე. შემდეგ დონ კინგმა მოახერხა და გავიდა . . ‘’ციურიხელ ჯუჯებზე’’ (სწორედ ასე უწოდებდა ბიზნეს სამყარო მაშინ შვეიცარელ ბანკირებს), რომლებმაც მათ მიერ კონტროლირებადი ბრიტანული კომპანიის’’ჰენდეილ ლეიჯერ ენდ ინვესტმენტს ლტდ’’ საშუალებით გადარიცხეს საიდუმლო ანგარიშებზე 10 მილიონი დოლარი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. .. ‘’ციურიხელი ჯუჯები’’ ასევე აკონტროლებდნენ ‘’რასნელია ინვესტმენტს ინკორპორეიტედ”, კომპანიას რომელიც მაშინ დიდ ინვესტიციებს სწორედ ზაირ-ში დებდა და აქედან დაიწყო თუ დაიწყო: ჯერ კინშასას აეროპორტი გადააკეთეს, შემდეგ 80,000-იანი კინშასას სტადიონი, სადაც უნდა გამართულიყო ორთაბრძოლა, გაზარდეს გადააკეთეს 120,000-ნად და პლიუს დაუმატეს 6,000- იანი ვიპ-სექტორი რინგთან ახლოს. შემუშავებული იქნა მთელი პროგრამა, როგორც კულტურულიასევე გასართობი (საფარის ჩათვლით), ანუ მატჩზე მოხვედრის მსურველს მთელი პაკეტი უნდა ეყიდა და არა მარტო ორთაბრძოლაზე დასასწრები ბილეთი. ამიტომაც ექსკლუზიური კონტრაქტები დაიდო ‘’პან-ამერიკან’’-თან და ‘’ინტერ-კონტინენტალ’’-თან, რათა საკუთარი ინიციატივით,  ‘’შემთხვევით’’ ვერავინ ჩასულიყო კინშასაში. გერმანიიდან ჩაიტანეს 200-მდე ‘’მერსედესის’’ კომფორტული  ავტობუსი, გადააკეთეს მთელი სისტემა ტაქსით მომსახურებისა, ჩაიტანეს საკვები პროდუქტის უზარმაზარი მარაგი, რათა დისკომფორტში არ ჩავარდნილიყო  კინშასაში ჩასული პუბლიკა, უფრო მეტიც, საროსკიპოებიც უფრო ცივილურად მოაწყეს, აღმოსავლურ სტილში და მეძავებიც კი გააფრთხილეს (ისევე როგორც სერვისის სფეროს ყველა წარმომადგენელი), რომ არ მოეტყუებინათ კლიენტი და არ გაეძარცვათ. აკრძალეს ადგილობრივი ტელევიზიით ორთაბრძოლის პირდაპირი რეპორტაჟი რათა კინშასელებს იაფი ბილეთები მაინც ეყიდათ. წინასწარ იყო უკვე დათვლილი, რომ ანშლაგის შემთხვევაში, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მხოლოდ მილიონ ნახევარი იქნებოდა, მთავარი შემოსავალი და მოგება კი უნდა შემოსულიყო ამერიკის და ევროპის უამრავი კინოთეატრებიდან, რომლებშიც პირდაპირი რეპორტაჟით იქნებოდა ტრანსლირებული ორთაბრძოლა დიდ ეკრანებზე. უკვე დათვლილი იყო, რომ საუკუნის შერკინებას ასე მილიარდამდე აუდიტორია ეყოლებოდა, რაც უკვე უზარმაზარ მოგებაზე გადიოდა. მაგრამ ამისათვის საჭირო იყო სატელევიზიო მრავალარხიანი ხელოვნური თანამგზავრები, ზაირს კი მხოლოდ ერთი ასეთი ჰქონდა, ისიც ერთ არხიანი, მხოლოდ ამერიკისკენ მიმართული, ამიტომ სასწრაფოდ დაიქირავეს ‘’ჯენერალ მოტორსის’’ სპეციალისტები და გადამცემი არხები, სულ მოკლე დროში, 1-დან 72-მდე გაიზარდა. ერთადერთი, რაც შეიძლება პრობლემა გამხდარიყო, იყო ის, რომ შემოდგომით ზაირში საშინელი წვიმები იცის. ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, არ ადარდებდათ შედარებით იაფფასიან ადგილზე მჯდომნი თუ გაილუმპებოდნენმათ ადარდებდათ ის, რომ თავსხმა წვიმებს შეიძლება გამოეწვია ‘’სატელევიზიო ხელოვნური თანამგზავრების’’ მწყობრიდან გამოყვანა მოკლე ჩართვის გამო, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ასეა თუ ისე, ეს უზარმაზარი სამუშაოები, საკმაოდ მოკლე დროში შესრულდა და ზაირიც მზად იყო სტუმრების მისაღებად

და აი ორი ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში უბრუნდება წინაპრების კონტინენტს, იმ კონტინენტს, საიდანაც მათი ისტორიული წინაპრები იძულების წესით, ხელ-ბორკილ დადებულები აჰყარეს და მონებად გაყიდეს ამერიკაში, დღეს კი... დღეს კი მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი მათკენ, მიპყრობილია კინშასასკენ, ზაირისკენ, აფრიკისკენ და ასეთი რამ ხდება პირველად. აი რა უნდოდა მაბუტუს, აი რა უნდოდა დონ კინგს, აი რა სჭირდებოდა აფრიკის მთელ მოსახლეობას... და აი რა უნდოდა მუჰამედ ალისაც. ალისთვის ეს უდიდესი სტიმული იყო, მან საკუთარი თავი, თავისიანებს შორის, თავის ძმებს (და დებს) შორის იგრძნო, მთელი აფრიკა მის მხარეს იყო და მას თანაუგრძნობდა. ფორმენის კანის ფერი გაცილებით უფრო შავი კი იყო ვიდრე ალის, მაგრამ სწორედ ალი იყო მათი იმედი, მათი დამცველი, სწორედ ალი უნერგავდა ყველა შავკანიანს, რომ მათ ეამაყათ თავიანთი კანის ფერით, თავიანთი კულტურით, თავიანთი მსოფლშეგრძნებით და მოუწოდებდა მათ, რომ ყოფილიყვნენ უკომპრომისონიჯორჯ ფორმენი კი...უბრალოდ მორიგ ‘’ბიძია თომად’’ აღიქმებოდა, აფროამერიკელისთვის კიუნცლე ტომინგყველაზე დამამცირებელ ‘’ეპითეტად’’ აღიქმება, ანუ შავკანიანი, რომელიც ვერ განთავისუფლდა მონობის სინდრომისგან, რომელიც კვლავ თეთრკანიანის მსახურია, თუნდაც მხოლოდ მორალურად და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი მილიონი აქვს ბანკში, რადგანაც ამ მილიონებსაც სწორედ თეთრკანიანი უხდის, ისიც თუ საჭიროდ ჩათვლის მაშინ, ანდაც  თუ გაართობს. (სხვათა შორის სწორედ ეს ‘’ანქლთომინგის’’ სინდრომი აღიზიანებდა მაილს დევისს ლუი არმსტრონგთან მიმართებაში). რა თქმა უნდა, მუჰამედ ალის დიდ ჰონორარებსაც ‘’თეთრები’’ იხდიდნენ, მაგრამ ის გამუდმებით იბრძოდა და ხშირად საკუთარი კარიერის, მატერიალური კეთილდღეობისა თუ თავისუფლების საზიანოდაც, უფრო მეტიც ის სხვა აფროამერიკელების გამოც იბრძოდა და უზარმაზარ თანხებს ახარჯავდა ამ საქმეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდნენ ზაირშიც და ალიმაც უზარმაზარი მორალური თუ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. ადგილობრივი საზოგადოების საყოველთაო სიყვარულითაც სარგებლობდა, საკუთარი თავის პიარიც არასდროს ავიწყდებოდა და არც მოწინააღმდეგის ბანაკზე ფსიქოლოგიური შეტევაც. ამას კი ვერანაირად ვერ მოახერხებდა ფორმენი, ძალიანაც რომ სდომებოდა.

ამასობაში ოთაბრძოლის დღე, 25 სექტემბერიც ახლოვდებოდა და სრულიად მოულოდნელად 16 სექტემბერს ფორმენმა თავის სავარჯიშო სპარინგ პარტნიორთან წარბი დაიზიანა, თანაც ისე, რომ მისმა მწვრთნელმა დიკ სედლერმა ორთაბრძოლის გადატანა მოითხოვა, თანაც ერთი თვით. ფორმანის გახეთქილი წარბის ფასი შეიძლება კატასტროფიული გამხდარიყო ორგანიზატორებისთვის, საქმეში მაბუტუც ჩაერია, მაგრამ ამაოდ - დიკ სედლერმა თავის გაიტანა და ისტორიული ბრძოლა 30 ოქტომბრისთვის გადაიდო. ალისგან და ფორმენიგან მოითხოვეს, რომ მათ ზაირი არ დაეტოვებინათ, ისინი მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო. გადაწყდა, რომ მანამადე კინშასაში გაიმართებოდა ამერიკელი შავკანიანი პოპ ვარსკვლავების მუსიკალური ფესტივალი. პრინციპში მათი ჩამოსვლა და ერთჯერადი კონცერტის მოწყობა ისედაც ჰქონდათ ორგანიზატორებს გეგმაში, რათა უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოეწვიათ საუკუნის ორთაბრძოლასთან მიმართებაში, მაგრამ ამჯერად ეს ‘’სასიცოცხლოდ’’ აუცილებელი გახდა, რამაც აშკარად გაამართლა. ჯეიმს ბრაუნი, ბილ ვიზერსიმირიამ მაკება,  ბი-ბი კინგი, სელია კრუზი და კიდევ სხვა მრავალი სასწრაფოდ ჩამოიყვანეს სამდღიანი მუსიკალური ფესტივალისთვის, რომელსაც ‘’ზაირი-74’’ დაარქვეს.

თუ როგორ განვითარდა ამის მერე მოვლენები და რა მოხდა 30 ოქტომბერს, ამ თემაზე (და ნაწილობრივ იმაზეც, რაც ზევით უკვე გიამბეთ) შესანიშნავი, ერთ-ერთი საუკეთესო, თანაც ‘’ოსკაროსანი’’, დოკუმენტური ფილმია გადაღებული-’’როცა ჩვენ მეფეები ვიყავით’’ (1997).  ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ის, რაც შემდგომში მოხდა, ეს იყო ადამიანური დრამის და ტრიუმფის ჭეშმარიტი გამოვლინება, ისეთის, რომელსაც ვერ მოიფიქრებს ვერცერთი დიდი რომანისტიც კი, მაგრამ ეს მოხდება ერთი თვის შემდეგ, მანმადე კი 1974 წლის სექტემბრის მიწურულს, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო თუ ვინ გახდებოდა ჭეშმარიტი მეფე, მუჰამედ ალი იდგა ‘’აფრიკელი მებრძოლის’’ მონუმენტის გვერდით და როგორც ჭეშმარიტი ორატორი, ისე მიმართავდა მრავალრიცხოვან ჟურნალისტების, ვიპ-პერსონებს და რიგით, უბრალო კინშასელებს - ’’თეთრების ამერიკაში მე მონა ვარ,შავ აფრიკაში-თავისუფალი ადამიანი. მე ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველა შავკანიანი ამერიკელი საკუთარი თვალით დაინახავს თავიანთი წინაპრების და თავიანთი უახლოესი ძმების  გამოღვიძებულ კონტინენტს...’’…………


მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

20 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

20 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

20 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

20 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

20 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

20 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

20 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

20 April 2016

Old Firm

20 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

20 April 2016

ორი „სამეული“

20 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

20 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

20 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

20 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

20 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

20 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

20 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

20 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

20 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

20 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

20 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

20 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

20 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

20 April 2016

ჩაშლილი რეისი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

20 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

20 April 2016

მსხვერპლი

20 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

20 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

20 April 2016

13 მაისი

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

20 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

20 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

20 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

20 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

20 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

20 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

20 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

20 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

20 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

20 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

20 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

20 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

20 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

20 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

20 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

20 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

20 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

20 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

20 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

20 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

20 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

20 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

20 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

20 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

20 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

20 April 2016