21 April 2016
  • 579 ნახვა

მატჩი ერთი გუნდის მონაწილეობით

მსოფლიოს ყველაზე  პოპულარული სპორტი, ფეხბურთი მალევე იქცა მძლავრ სოციალურ მოვლენად. ამ მიზეზით, პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა. მეოცე საუკუნეში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ფეხბურთმა მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლი ითამაშა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. თუმცა,  ყოველთვის მშვიდობის დამყარების გარანტია არ ყოფილა. პირიქით, სიტუაციის მეტად დაძაბვაც გამოუწვევია. პოლიტიკასაც  ხშირად მოუხდენია გავლენა ფეხბურთზე, ბლოგში ერთი ასეთი ისტორიის შესახებ მოგითხრობთ ცივი ომის ქრონიკიდან.


მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ერთმანეთს საბჭოთა კავშირისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედ მოსკოვში ფრედ, 0-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი სანტიაგოში უნდა გამართულიყო 21 ნოემბერს. 1973 წლის 11 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ  მათი ნაკრები ჩილეში ოპოზიციის მიერ კომუნისტი მმართველის, სალვადორ ალიენდეს მთავრობის დამხობის გამო სანტიაგოში არ ითამაშებდა. ფიფამ საბჭოთა კავშირის ნაკრები დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს იყო ისტორიაში პირველი ფაქტი, როცა ნაკრებმა მსოფლიო თასს ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტიკური მიზეზებით. საბჭოელები ამბობდნენ, რომ სტადიონი, რომელზეც მატჩი უნდა გამართულიყო, იყო ადგილი, სადაც რევოლუციის მსვლელობისა სალვადორ ალიენდეს მომხრეები აწამეს და მოკლეს. საბჭოთა კავშირი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითხოვდ, თუმცა ფიფა ამას არ დათანხმდა და საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, 1970 წელს, მექსიკაში მეოთხედფინალში გავიდა, ტურნირიდან მოიხსნა.

თუმცა, 1973 წლის 21 ნოემბერს სანტიაგოს სტადიონზე მაყურებელი მაინც მივიდა. მოედანზე კი მხოლოდ ერთი გუნდი, ჩილეს ნაკრები გამოვიდა. მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშნად ჩასტვინა. ჩილელებმა ბურთი გაათამაშეს და შეტევა წამოიწყეს, რომელიც გუნდის კაპიტნის გოლით დასრულდა. ამის შემდეგ მსაჯმაც მატჩის დასრულების მანიშნებლად ჩასტვინა. ეს იყო ალბათ ფეხბურთის ისტორიის ყველაზე უცნაური მატჩი.

საფრთხის მიუხედავად, რომ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც შეუერთებოდნენ ბოიკოტს , გდრ-, ბულგარეთის და პოლონეთის ნაკრებებმა 1974 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს. ეს უკანასკნელი სულაც მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა ცივმა ომმა სპორტულ არენაზე ჰპოვა გამოხატულება. ავღანეთში 1979 წელს საბჭოთა ინტერვენციის გამო, ...- პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ოლიმპიური ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი. პოლიტიკა და სპორტი - რა ხდება ქართულ რაგბიში?

21 April 2016