22 April 2016
  • 944 ნახვა

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

დავიწყებ ბანალურად - წელს ცხელი ზაფხული იქნება. ამას სინოპტიკოსებიც გვპირდებიან და დაანონსებული საფეხბურთო ტურნირებიც. არაფერი რომ არ ვთქვა იმ შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილის კონტექსტი გულისხმობს მიმდინარე, მოსალოდნელ თუ დასრულებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ან უბრალოდ ომებს, მე მაინც ფეხბურთზე დავწერ.

წელს ფეხბურთის ქომაგებს სერიოზული გამოცდა ელით - ერთი თვის განმავლობაში მათ მოუწევთ თითქმის 24 საათიან რეჟიმში პირდაპირი ტრანსლაციების ყურება, რაც სერიოზულ გამძლეობას მოითხოვს. 4 ივნისს საიუბილეო კოპა ამერიკა იწყება, 10-ში კი - ევროპის ჩემპიონატი. მაგრამ, ვიდრე ეს ორი ტურნირი დაიწყება, აქვე, ჩვენს გვერდით, სოხუმსა და გაგრაში, 28 მაისს CONIFA-ს (The Confederation of Independent Football Associations - ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაცია) ორგანიზებით მსოფლიო თასის მეორე გათამაშება ჩატარდება.

რა თქმა უნდა, რთულია ამ ტურნირმა რამე ისეთი ინტერესი გამოიწვიოს, რომელიც მოსვენებას არ მოგცემს და ინტერნეტში ქექვას დაგაწყებინოს სოპკასტის ლინკისთვის. იმის ალბათობაც დიდია, რომ თუ ამ მატჩების ნახვა მოინდომა ვინმემ, მაშინ უშუალოდ სოხუმს ან გაგრას უნდა ეწვიოს, რადგან ეჭვი მეპარება, რომელიმე ტელევიზიამ ეს ტურნირი მასშტაბურად გააშუქოს. გარდა ამისა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ხარისხი ნამდვილად არ იქნება შესაშური და ტურნირის მსვლელობის დროს ალბათ არც არავინ მოამზადებს ფოტო-რეპორტაჟს ტურნირში მონაწილე სეპარატისტი ფეხბურთელების ცოლებზე. ერთი სიტყვით, ამ ტურნირის კოპასა და ევროს  გვერდით დაყენება, ძალიან არალოგიკური და ცოტა უსინდისობაც არის, მაგრამ რახან აფხაზეთია და რახან ფეხბურთია, ამიტომაც მიიპყრო ჩემი ყურადღება.

თავდაპირველად, ტურნირი უნგრეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ უნგრეთმა მათ ვიზები არ მისცა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ცონიფა-ს აღმასრულებელ საბჭოს ერთხმად დაეჭირა მხარი ტურნირის აფხაზეთში ჩატარებისთვის. სააგენტოები წერენ, რომ ვიზების მხრივ პრობლემები ქართულმა მხარემ შეუქმნა, ანუ ქართველებმა აიძულეს უნგრელები, რომ საერთაშორისო ნორმები არ დაერღვიათ, რაც გამორიცხული შეიძლება არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. მოკლედ, ტურნირი აფხაზეთში ტარდება.

ასეთი ამბავია - მაისი-ივნისში სოხუმსა და გაგრაში არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის გათამაშდება მსოფლიო თასი. ტურნიში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი.  ეს გუნდები ძირითადად ისეთი ქვეყნების მოქალაქეებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, შესაბამისად, არსებობს რაღაც რეგულაციებიც, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქეებსაც და ქართველებსაც ავალდებულებთ ისინი დაიცვან.

არ ვიცი, აქვს თუ არა ფეხბურთის ფედერაციას, ან სულაც საქართველოს მთავრობას რამე პოლიტიკა შემუშავუბული კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და თუ ასეთი არსებობს, არ ვიცი რა ღონისძიებების გატარებას გულისხობს ეს პოლიტიკა, მაგრამ  როგორც ერთი არცთუ ისე ბრძენი, მაგრამ კეთილი კაცი ამბობდა, ომი არასდროს დამთავრდება თუ ბრძოლა არ შეწყვიტე და მგონი ეს მორიგი შანსი უნდა გამოიყენოს საქართველომ და აჩვენოს აფხაზებს რომ მათ არ ებრძვის. როგორი არაპოპულარიც უნდა იყოს ეს, ვფიქრობ, რომ აფხაზებს უნდა მივცეთ საშუალება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაატარონ ეს ტურნირი, თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთს დღეს მოედნების გარდა დიდ პოლიტიკაშიც თამაშობენ და საკმაოდ წარმატებითაც. მთავარია სწორი პოლიტიკა.

მომავალ შეხვედრამდე

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

22 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

22 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

22 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

22 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

22 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

22 April 2016

Old Firm

22 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

22 April 2016

ორი „სამეული“

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

22 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

22 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

22 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

22 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

22 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

22 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

22 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

22 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

22 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

22 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

22 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

22 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

22 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

22 April 2016

ჩაშლილი რეისი

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

22 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

22 April 2016

მსხვერპლი

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

22 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

22 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

22 April 2016

13 მაისი

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

22 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

22 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

22 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

22 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

22 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

22 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

22 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

22 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

22 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

22 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

22 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

22 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

22 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

22 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

22 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

22 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

22 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

22 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

22 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

22 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

22 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

22 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

22 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

22 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

22 April 2016