23 April 2016
  • 1367 ნახვა

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

სამხრეთ ნახევარსფერო ეკზოტიკური სამყაროა, თოვლი ზაფულში, სიცხე ზამთარში, ორი ჩემპიონი ერთ სეზონში...

გამძაფრებული ემოციებისა და განსაკუთრებული ხასიათის გამო, იქ ყველაფერი საპნის ოპერებს ჰგავს, თითქმის ყველაფერი, განსაკუთრებით კი რელიგიადქცეული ფეხბურთი.

ემოცია და სპორტი განუყოფელია, ერთი ინსტინქტიდან მომდინარე ხის ორი ტოტი, ყველგან, მთელ მსოფლიოში, სტადიონებისა და საშეჯიბრო დარბაზების გარშემო ვნებათა ქარიშხალი მძვინვარებს, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში ამას მხოლოდ ტორნადოს თუ შევადარებთ.

ერთი სერიალის ბოლო სეზონებზე მოგიყვებით, სერიალის, რომელიც უკვე 115 წელია მიმდინარეობს.

სერიალი ინგლისური სპორტის მიმდევარი, ინგლისური სახელის მქონე, იტალო-ესპანური წარმოშობის, ინდიელების გენებით შეზავებული არგენტინელების შესახებაა, და სახელად რივერ პლეიტი ეწოდება.

ამ სერიალის ისტორია, მისი დრამატიზმი და დრამატურგია, ეპიკა და ეპოქა, ემოციურობა და რეჟისურა იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია, არათუ ბლოგი, ვრცელი მონოგრაფიაც კი არ ეყოფა, ამიტომ მხოლოდ ბოლო სეზონების ეპიზოდებეზე გიამბობთ, 

მაშ ასე, სეზონები #108-110

და როგორც სერიალებში ხდება - მოკლედ, თუ რა ხდებოდა წინა ეპიზოდებში: 

საძულველი მეტოქე დაარსების დღიდან, კამათი, დაპირისპირება, ბრძოლა მიწისთვის, დამარცხება, გადასახლება, ახალსახლობა, აღზევება, წარმატება, დიდი წარმატება...

ანუ ყველაფერი როგორც სერიალებში!

ამას მოჰყვა ტიტულები, ტიტულებს ლეგენდად ქცევა, ლეგენდას აღმატებული წოდებები - El Mas Grande, Millonarios, El Campeón del Siglo XXLa Machina...

არგენტინაში ლიდერის პოზიციის დაბევებას საერთაშორისო აღიარებაც მოყვა - ყოველ 10 წელიწადში ერთხელ კონტინენტური მასშტაბის ფინალი - მისტიკის დიდი დოზით, რადგანაც ეს ფინალები მხოლოდ იმ წლებში ხდებოდა, რომლის რიგითობაც 6-ზე მთავრდებოდა (1966, 1976, 1986, 1996). 

სწორედ ჩვენი სერიალის მთავარი გმირი "რივერი" იყო არგენტინის პირველი პირველი საჩემპიონო ნაკრების ჩონჩხიც 1978-ში, მისი სული და ენერგია.

მოკლედ წინა 100-ზე მეტ სეზონში ბევრი საარაკო და დრამატული ისტორია დატრიალდა.

ჩვენი ისტორია კი ჩოლოს გამოჩენით იწყება, დიახ ჩოლო, ანუ  "ინდიელი", ანუ დიეგო, ანუ სიმეონე - კაცი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ჯერ ფეხბურთელობისას - მარტო 1998 წლის 1/8 ფინალი რად ღირს, ინგლისურ პრესას ამდენი "თბილი" სიტყვა ჯეკი მფატრავის შემდეგ არავისთვის მიუძღვნია.

წლების შემდეგ კი ევროპა მწვრთნელობით გააოგნა - საშუალო დონისა და მოკრძალებული ამბიციების "ატლეტიკო", მსოფლიო მასშტაბის გრანდად და ყველაზე არასასურველ მეტოქედ აქცია, ბევრს არც კი ემახსოვრება, ბებერ კონტინენტზე საშოვარზე წამოსულ ჩოლოს, ორიოდე ტიტული სამშობლოში უკვე ჰქონდა მოპოვებული.

ჯერ იყო და "ესტუდიანტესი" გააჩემპიონა, შემდეგ კი "რივერს" მოუტანა ტიტული.

სიმეონეც სამხრეთელია, ემოციური და ამავდროულად ამოუცნობი, სხვა ახსნა შეუძლებელია მოუძებნო იმას, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ზუსტად 6 თვეში, "რივერი" ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა.

ესეც სამხრეთული სერიალის თვისება არ არის? ზაფხულში პირველი ხარ, ზამთარში ბოლო...

მაგრამ ფორტუნამ ესეც არ აკმარა - ორმაგად ტრაგიკული ფაქტი ის იყო, რომ იმ სეზონში ცხრილის სათავეში "რივერის" დაუძინებელი მტერი, "ბოკა ხუნიორსი" მოკალათდა, ბედის ირონიაც ამას ჰქვია!

მაგრამ ეს არგენტინაა, იქ ბოლოადგილოსანი არ ვარდება ☺ (ითვლება 3 სეზონის შედეგი) - შესაბამისად "მილიონარიოსი" არ გავარდა, სიმეონე კი ევროპაში გაემგზავრა.

დადგა უძრაობის ხანა, სტაგნაცია, არც ზევით არც ქვევით, "რივერი" ტიტულარიდან საშუალო, უამბიციო კლუბად იქცა, პირველობას დაჩვეული კლუბი ცხრილის შუაში, მერვესა და მეთოთხმეტე ადგილებს შორის მოძრაობდა, ერთხელ მეოთხე საფეხურამდეც კი "აღზევდა", მაგრამ ეს ჩვენი სერიალის მთავარი გმირის ბოლო გაფართხალება იყო, აგონიის დასაწყისი, საუკუნოვანი ტრაგედიის ზღვარი..

და არ იკითხავთ ამ ყველაფრის მიზეზს? რათქმაუნდა სერიალური პერსონაჟის გარეშე აქაც არ ჩაუვლია მოვლენებს - კლუბის პრეზიდენტი ამ პერიოდში ოდიოზური "კაუდილიო" - დანიელ პასარელა იყო. კაცი რომელმაც პირველმა არგენტინელთა შორის ასწია მსოფლიო თასი, და ამავე დროს კაცი, რომელიც თავად მარადონას ებრძოდა. 


წესრიგის და დისციპლინის მოყვარული ტირანი, რომელმაც საკუთარი კლუბი ნამდვილ ბანდად აქცია, დიახ ბანდად.

ბანდა ესპანურად ზოლსაც ნიშნავს, იმ წითელ ზოლს, რომელიც "რივერის" ქათქათა მაისურს დიაგონალად მიჰყვება და ზუსტად გულზე გადის, რომლის მომნუსხველმა ელვარებამ კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი დაბადა - La Banda - ზოლი. 

მაგრამ ამ სიტყვას უარყოფითი მნიშვნელობაც აქვს, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სემანტური დატვირთვა - ზუსტად ასეთ ბანდას ადარებდნენ ამ წლებში "რივერს".

მწვრთნელთა ქაოტურმა ცვლამ არც კლუბს უშველა და არც პასარელას პატივმოყვარეობა დააკმაყოფილა, ბოროტი ენები ამობობენ სიმეონეს წარმატება ეჭვიანმა პასარელამ ვერ აიტანა- და აიძულა წასულიყო-, ძალიან ღვარძლიანი კაცია ეს დანიელი-, თავის დროზე, როდესაც ბილარდომ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და მარადონას გადასცა, მის გულში ბოღმამ დაისადგურა-, 1986-შიც კი, როდესაც არგენტინა მეორედ გახდა ჩემპიონი ესეც არ გახარებია-, რადგანაც თავად არ უკაპიტნია და არ უთამაშია-.

1998-შიც სიჯიუტით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს, ნაკრებში მოსახვედრად ფეხბურთელებს თმის შეჭრას კატეგორულად სთხოვდა!

ამბობენ, (ისევ ის ბოროტი ენები) რედონდო და კანიჯა გრძელი თმების გამო მოიძულა, ბატისტუტა კი მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა ნაკრებში, რაც მან ვარცხნილობა შეიმოკლა, არც სხვა ვარსკვლავებს გაუწია ხათრი, შედეგად პარიკმახერსაც კი უწოდებდნენ. რა იციან იმ ბოროტმა ენებმა, რომ ეს დალაქობა კი არა დისციპლინაა ან მეორენაირად დიქტატურა...

ესეც კიდევ ერთი "სერიალური" ხაზი - ლეგენდა, ოდესღაც დიდი პიროვნება, უშედეგოდ ცდილობს დროსთან ჭიდილს, მასში ეჭვიანობა ძველი დიდებას ებრძვის, ახალი გმირები მასზე მოგონებებს ჩრდილავენ, და ეს "დიადიც" შეცდომას შეცდომაზე უშვებს...

რათქმაუნდა ეს ყველაფერი შეიძლება ზედმეტ დრამატიზირებად მოგეეჩვენოთ, და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ ფეხბურთის სერიალთან შედარება იმხელა ცდუნებაა ☺ 

რეალობას დავუბრუნდეთ და აუცილებლად ავღნიშნოთ ისიც, რომ პასარელა "რივერის" ნამდვილი ლეგენდა და დიდებული ფეხბურთელი იყო, როგორც მოთამაშემ მან მსოფლიოს თავი დაამახსოვრა მცველად, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში რონალდ კუმანის შემდეგ ყველაზე მეტი, 162 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის უმეტესობა სწორედ მშობლიური "რივერის" მაისურით. და ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, მსოფლიოს ჩემპიონებს კაპტნობდა 1978-ში. 


მწვრთნელობაშიც ისეთივე წარმატებული იყო როგორც მოედანზე, მისი ხელმძღვანელობით "მილიონარიოსმა" ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, მაგრამ კლუბის პრეზიდენტობის ეპოქას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მეტიც, სწორედ მისი თავკაცობის პერიოდში მოხდა მთავარი სპორტული ტრაგედია...

სიმეონეს წასვლის შემდეგ "რივერს" ნესტორ გოროსიტო, ლეონარდო ასტრადა და ანხელ კაპა წვრთნიდნენ, მაგრამ კლუბის უსახური და უშედეგო თამაში არც გულშემატკივარს აკმაყოფილებდა და არც "ელ კაუდილიოს"...

როგორც ჩანს ეს დიქტატორი - დანიელ პასარელა, ისეთ მწვრთნელს ეძებდა, რომელიც მის ხელში მარიონეტი იქნებოდა, შესრულებდა იმას რასაც ბატონი დანიელი ბრძანებდა - იპოვა კიდეც, ხოტა-ხოტაა ლოპესი.

მართალია ზემოთაღნიშნული სიმეონესდროინდელი ზე-წარუმატებელი სეზონის შემდეგ "რივერი" კვლავ ელიტაში დარჩა, ქულების სერიოზულმა დანაკლისმა წლების შემდეგ იჩინა თავი, არგენტინაში იმ პერიოდში უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა 3 სეზონის ჯამური საშუალო ქულებით ხდებოდა, ერთ უიღბლო სეზონს, მეორე მოჰყვა, მერე მესამე, 2010 წლისთვის კი ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კიდევ ერთ სუსტ სეზონს, შეეძლო "მილიონერებისთვის" სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა.

კატასროფის სუნი 2011 წლის გაზაფხულზე დატრიალდა, ხოტა-ხოტა ლოპესის ხელმძღვანელობით "რივერი" ისეთივე უსუსურ ფეხბურთს თამაშობდა, როგორც წინა 2 სეზონში - ამიტომაც მათ კიდევ ერთი, ამჯერად დამამცირებელი, გამანადგურებელი სახელი "ქათმები" დაიმკვიდრეს, ამ "ტიტულით" "რივერი" მრავალი წლის წინ "ბოკას" ქომაგებმა "დაასაჩუქრეს", არადამაჯერებელი, სუსტი და მათი აზრით ლაჩრული თამაშის გამო (ალბათ გემახსოვრებაათ კიდეც კარლოს ტევესის მიერ "რივერის" კარში გატანილი გოლების აღნიშვნაც 0:16-იდან).



კვლავ პარალელი სერიალებთან - ყველაზე სასიკვდილო ეპითეტი ხომ მხოლოდ დაუძინებელმა მტერმა შეიძლება "მოგიძღვნას" - დანასავით, პირდაპირ გულში...

2011 წლის მაისის ბოლოს კულმინაცია პიკს უახლოვდებოდა, თუმცა სიტუაცია უკიდურესობამდე ჯერ არ იყო მისული, როგორც ერთ იგავშია ნათქვამი - "ხელი გაანძრიე და გეშველებაო" - "რივერის" საქმეც ზუსტად ასე იყო. ბოლო ტურებში კლუბს გამარჯვებათა მინი-სერია სჭირდებოდა, 2-3 მოგება და ყოველგვარი საფრთხე თავიდან იქნებოდა აცილებული.

მაგრამ, აი კვლავაც სერიალისთვის დამახასიათებელი დრამატურგია - კლუბმა ყველაზე უიღბლო სერია ზუსტად მაშინ "განახორციელა", როცა ყველაზე მეტად სჭირდებოადა - არცერთი მოგება ბოლო 5 ტურში, მათ შორის საბბედისწერო ფრე გავარდნისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ოლიმპოსთან".

გაგეცინებათ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული, "რივერს" ბედმა კიდევ ერთი შანი მისცა, დიახ, სწორად მიხვდით, ზუსტად ისე როგორც სერიალებში ხდება ხოლმე...

კლუბს კიდევ ერთი დაპირისპირება აშორებდა ქვედა დივიზიონში დაქვეითებას, რელეგაციის პლეიოფში "რივერი" პროვინციულ "ბელგრანოს" დაუპირისპირდა.

თუმცა რა გარანტია არსებობდა, რომ რაც წინა შეხვედრებში ვერ შესძლეს "მილიონერებმა", მაინცდამაინც ამ ახლადგამოჩეკილ კორდობელებთან შეძლებდნენ? 

0:2 მარცხი პირველ მატჩში - შედეგი ძალიან ცუდი, მაგრამ იმედი კვლავ ცოცხალია, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ყველაფრის გამოსწორება და ამ კოშმარიდან გამოძვრომა, იმედიც გაჩნდა - საპასუხო მატჩში პავონემ ანგარიში გახნა, მაგრამ საბოლოოდ 1:1 - არაფრისმომტანი ფრე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში!



სამარცხვინო, საშინელი, კატასტროფული შედეგი - 26 ივნისი "რივერის" დიდების დასამარების დღედ იქცა.
 


პირველად 110-წლიან ისტორიაში კლუბი ელიტურ დივიზიონს დაემშვიდობა.

დადგა დღე, როდესაც "დიდებულებიდან", "საუკეთესოებიდან", "მილიონერებიდან" კლუბი "ქათმების ბანდად" იქცა.



მონუმენტალურ სტადიონზე, რომელსაც "მონუმენტალი" ჰქვია, რომელსაც ახსოვს ლეგენდარული დანიელ პასარელა მსოფლიო თასით ხელში, ორი ლიბერტადორესის თასის მოგებული ფინალი, ათეულობით საჩემპიონო ტიტული, ასეულობით დიდებული გამარჯვება, ათასობით ულამაზესი გოლი, აი ამ სტადიონზე 60 ათასი გულშემატკივარი ტიროდა...

რას ნიშნავს ფეხბურთი არგენტინაში? რას ნიშნავს დამარცხება ბუენოს აირესელისთვის? რას ნიშნავს სირცხვილი "რივერის" ფანისთვის? - ეს ისტორია სახალისო ამბად რომ არ აღიქვათ გეტყვით, ამ თამაშს გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა და მასობრივი არეულობა მოჰყვა... და ვინ იცის რამდენი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევით...

კლუბის ცხოვრება, ისევე როგორც სამხრეთამერიკული სერიალი ასე არ მთავრდება, ასე მარტივად ფინალი არ დგება - ამიტომაც ელოდეთ ბლოგის გაგრძელებას - "სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები იცინიან"
მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

23 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

23 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

23 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

23 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

23 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

23 April 2016

Old Firm

23 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

23 April 2016

ორი „სამეული“

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

23 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

23 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

23 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

23 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

23 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

23 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

23 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

23 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

23 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

23 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

23 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

23 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

23 April 2016

ჩაშლილი რეისი

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

23 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

23 April 2016

მსხვერპლი

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

23 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

23 April 2016

13 მაისი

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

23 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

23 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

23 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

23 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

23 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

23 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

23 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

23 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

23 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

23 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

23 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

23 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

23 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

23 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

23 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

23 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

23 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

23 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

23 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

23 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

23 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

23 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

23 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

23 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

23 April 2016