29 April 2016
  • 2101 ნახვა

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

1970 წელი, სტადიონი აცტეკა, თამაშის 86-ე წუთი. 107 ათასი მაყურებლის თვალწინ კარლოს ალბერტომ იტალიანსთან სხვაობა 3 ბურთიანი გახადა და თავის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობაც ნაადრევად გაუფორმა. რამდენიმე წუთში გერმანელი რუდი გლოკნერის საფინალო სასტვენმა ყველას გააგებინა, რომ ბრაზილიამ მსოფლიო თასი მესამედ მოიგო. პელემ თავისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა, ზაგალო კი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ფეხბურთელის გარდა მწვრთნელის ამპულაშიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ჟოაო სალდანია კი..

თუკი ვინმეს ვთხოვთ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების დასახელებას,  სავარაუდოდ  ბობ პაისლი, ჰელენიო ჰერერა, ერნსტ ჰაპელი, მიგელ მუნიოსი, ვალერი ლებანოვსკი,  ალექს ფერგიუსონი და კიდევ რამდენიმე რამდენიმე გამორჩეული პერსონის სახელს გავიგებთ. და თუ მხოლოდ ერთის დასახელებას მოვითხოვთ, დიდი შანსია, რომ პასუხად ჟოაო სალდანია მივიღოთ, ადამიანი, რომელმაც ისე შეძლო საფეხბურთო პანთეონში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება, რომ არცერთი დიდი საფეხბურთო ტიტული არ მოუგია.. მისი ერთადერთი წარმატებული ჩემპიონატი კი ე.წ. კარიოკის ლიგაა, რომელიც მან ბოტაფოგოსთან ერთად მოიგო 1957 წელს... 

სალდანია რიო დეჟანეიროში გაიზარდა, ქალაქში, სადაც ფეხბურთი ყოველთვის ცხოვრების წესი იყო.  შეიძლება ბავშვობაში ისიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ბევრად უკეთ „თამაშობდა“ კალმით, ვიდრე ბურთით. სწორედ ამიტომ, ბრაზილიის საფეხბურთო ამინდის  შექმნაში იგი თავიდანვე ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების და ტელევიზიის საშუალებით მონაწილეობდა. João Sem Medo, ანუ „უშიშარი ჟოაო“, რომელიც მას, ჯერ კიდევ, თანაგუნდელებმა შეარქვეს, სალდანიას ჟურნალისტურ საქმიანობასაც იდეალურად აღწერდა: იგი არასდროს მიდიოდა კომპრომისზე, არასდროს ერიდებოდა მწვავე კრიტიკას და არ ცნობდა ავტორიტეტებს. მისი ასეთი სტატუსი ერთ-ერთი მიზეზი იყო იმის, რომ მას 1969 წელს ბრაზილიის ნაკრების მომზადება მიანდეს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჟოაო ჰაველანჟი ფიქრობდა, რომ თუკი მწვრთნელად ჟურნალისტი დაინიშნებოდა, კრიტიკით „განებივრებულ“ ნაკრებს სხვა ჟურნალისტები ნაკლები მონდომებით დააცხრებოდნენ თავს. გარდა ამისა, ეს ფედერაციის რეაქციაც იყო კრიტიკაზე - „[ჟურნალისტებმა] თუ უკეთ იცით რა სჭირდება ნაკრებს, აჰა ბურთი და მოედანი, ვნახოთ რასაც იზამთო“ .

ნაკრების გაკრიტიკის მიზეზი კი ჟურნალისტებს ნამდვილად ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიამ 1958 და 1962 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 1966 წელს ინგლისში გამართულ მუნდიალზე იგი ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდა, რაც ნამდვილად დიდი იმედგაცურება იყო. გარდა იმისა, რომ ჩემპიონის ჯგუფში ჩარჩენით მათ ახალი ანტირეკორდი დაამყარეს, ამავე პერიოდში პელემ პირველად გააჟღერა , რომ მას ნაკრებში თამაშის სურვილი აღარ ჰქონდა. ასეთ ვითარებაში მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულყოფილი რეაბილიტაცია არც თუ ისე მარტივი ამოცანა იყო.

ბურთი და მოედნის სალდანიასთვის დათმობამ კი შედეგი მალევე გამოიღო. დიდ პრობლემებში ჩაფლული გუნდი რეკორდული მაჩვენებლით და განსაკუთრებული სილაღით გასცდა საკვალიფიკაციო ეტაპს და 1970 წლის მსოფლიო მუნდიალისთვის იდეალურ ფორმაშიც ჩადგა. ბევრისთვის სალდანიას მიერ დაკომპლექტებული ბრაზილიის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო გუნდათ ითვლება, რომელსაც კი მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია და ეს მოსაზრება იშვიათად დამდგარა ეჭვქვეშ.  ეჭვგარეშე იყო ის ფაქტიც, რომ ჟოაო საკმაოდ რთულ პიროვნებად ხასიათდებოდა, რომელსაც მუდმივად მოსდიოდა სერიოზული  კონფლიქტი კოლეგებთან და გუნდის წევრებთან. პრობლემებიც სწორედ აქედან დაიწყო..

ფლამენგოს მწვრთნელმა, დორივალ ნიპელმა სელესაოს თავკაცი სახალხოდ გააკრიტიკა მისი საფხბურთო ფილოსოფიის გამო. სალდანიამ გადაწყვიტა კრიტიკოსისთვის ჭკუა ესწავლებინა და ფლამნეგოს საწვრთნელ ბაზას ეწვია, რათა ერთი ორი „ტკბილი“ სიტყვა ეთქვა ნიპელისთვის, თან ყოველი შემთხვევისთვის ცეცლსასროლი იარაღიც გაიყოლა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, დიდი სკანდალი გარდაუვალი იყო. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მისი სამწვრთნელო შტაბი ხმამაღლა ალაპარაკდა ჟოაოს დიქტატორულ თვისებებზე. მან თავად პელეს მუნდიალზე გამგზავრებაც კი ეჭვქვეშ დააყენა. ეს ის პელე იყო, რომლის შესახებაც რამდენიმე წლის წინ თვითონვე ამბობდა: „თუ მკითხვათ ვინ არის საუკეთესო თავდამსხმელი, მე გეტყვით, რომ პელე. თუ საუკეთესო ნახევარმცველი ან ვინგერი გაინტერესებთ, იცოდეთ, რომ ისიც პელეა“.

ბრაზილიის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევის კომპენსირებას საფეხბურთო წარმატებებით აპირებდა, სალდანას ერთპიროვნულობა ხელს ბევრ რამეში უშლიდა. სახელმწიფოს პრობლემები კი ძირითადად რთული პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული.  1964 წელს მოწყობილი პუტჩის წყალობით, სამხედრო ელიტამ დემოკრატიულად არჩეული მემარცხენე პრეზიდენტი, ჟუან გულარტი გადააყენა და ახალ დიქტატურულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. სწრაფმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა და რეფორმებმა კი უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა მოუტანა ქვეყანას. საჭირო იყო ეს სიტუაცია ნაწილობრივ მაინც განემუხტად, ამიტომ დიდი ფსონი სწორედ საფეხბურთო ნაკრებზე და მომავალ ჩემპიონატზე იდებოდა.  ნაკრების, როგორც პროპაგანდის იარაღის, ეფექტურობას ისიც აყენებდა ეჭვქვეშ, რომ ჟოაო გულის ჯიბით ჯერ კიდევ ატარებდა კომუნისტის ბარათს და მაინცდამაინც არც მთავრობის ჭკუაზე დადიოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, რომელიც, ამავე დროს, სამხედრო მეთაური და ერთპიროვნული დიქტატორი იყო, გადაწყვიტა სალადანიას ჩამოცილება. საბაბი კი ძალიან ბანალური მოიფიქრა..

„საინტერესოა, მეც მაქვს რამდენიმე რჩევა პრეზიდენტის მიმართ, თუ როგორ დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი. იმედია გაითვალისწინებს“ - მთავრობის მეთაური ამ ცინიკური პასუხის ადრესატი მაშინ გახდა, როდესაც მან ჟოაოს შეუთვალა, რომ ნაკრებში უნდა დარიო გამოეძახა, ფეხბურთელი, რომელიც პირადად პრეზიდენტის ფავორიტი იყო. შემდეგი ნაბიჯი კი ზაგალოს გამოძახება და მისთვის ნაკრების ჩაბარება იყო. ახალ მწვრთნელს საკმარისად ჰქონდა სწორად შეფასების უნარი და მან სალდანიას ნაკრები წაიყვანა მექსიკაში და სალდანიას ფეხბურთი ათამაშა. დანარჩენი კი ისტორიაა. 1907 წელი, სტადიონი აცტეკა. 4-1 იტალიასთან და დიდი გამარჯვება.

ჟოაო თავის ძველ საქმეს დაუბრუნდა, მას არასდროს უცდია მწვრთნელად დაბრუნება. იხსენებენ, რომ იგი საოცარი კომენტატორი იყო, სრულიად წარმოუდგენელი მეტაფორებით და ანალოგიების ენაზე მოსაუბრე, რომლის წაყვანილი საფეხბურთო მატჩები ბრაზილიური ფოლკლორის ნაწილად იქცა. იგი ბრაზილიური ფეხბურთის ევროპეიზაციის სასტიკი წინააღმდეგი იყო და მიიჩნევდა, რომ გუნდს ის ფეხბურთი უნდა ეთამაშა, რასაც პელემ „მშვენიერი თამაში“ დაარქვა თავის ავტობიოგრაფიაში.. როგორც ამბობენ, ჟოაოს ფეხბურთივით მხოლოდ  სიგარეტის მოწევა უყვარდა, რაც 1990 წელს მისი გარდაცვალების მიზეზიც გახდა.. ლეგენდები დადიოდა მის ალკოჰოლიზმზეც, რასაც ხშირად აბრალებდნენ ჟოაოს გაუსწონასწორებელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ იგი იყო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა და არასდროს იხევდა უკან..  ბოლო თამაში , რომელსაც მან უყურა, არგენტინა იტალიის ნახევარფინალი იყო. მაშინ თერთმეტმეტრიანების სერიის ბედი მარადონამ გადაწყვიტა.. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია..

მსგავსი

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

29 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

29 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

29 April 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

29 April 2016

Old Firm

29 April 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

29 April 2016

ორი „სამეული“

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

29 April 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

29 April 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

29 April 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

29 April 2016

დავაფასოთ ქართველები!

29 April 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

29 April 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

29 April 2016

პლეოფის მოლოდინში...

29 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

29 April 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

29 April 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

29 April 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

29 April 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

29 April 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

29 April 2016

ჩაშლილი რეისი

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

29 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

29 April 2016

მსხვერპლი

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

29 April 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

29 April 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

29 April 2016

13 მაისი

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

29 April 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

29 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

29 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

29 April 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

29 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

29 April 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

29 April 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

29 April 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

29 April 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

29 April 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

29 April 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

29 April 2016

რეპრესირებული მოცარტი

29 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

29 April 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

29 April 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

29 April 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

29 April 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

29 April 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

29 April 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

29 April 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

29 April 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

29 April 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

29 April 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

29 April 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

29 April 2016