06 May 2016
  • 1796 ნახვა

წარსულის ფაქტების დამახინჯება, ხალხური ფანდური კახეთში შეიქიმნა, თუმცა მას არა ჩონგურს, არამედ ჩანგურს ეძახდნენ

ისტორიის დამახინჯებული ვარიანტი, რომელსაც გვაჩეჩებენ - ასე შემიძლია შევაფასო დღევანდელი რეალობა, რომელსაც მივყავართ სრულ აბსურდამდე. გაურკვევლობა, რომელიც მოიცავს ქვეყანას და მიზანს აცდენილ წარსულზე დაყრდნობილი მომავალი. - რა შეიძლება იყოს ამაზე ცუდი? - როდესაც წარსულის ფაქტების დამახინჯებულ ვარიანტს ვღებულობთ და ჩვენს მომავალ თაობებს გადავცემთ, ისინი უფრო მეტად  ეჩვევიან უფრო მეტად გადააკეთონ და შეცვალონ ის ძირითადი ფუძე, რაზეც მთელი საქართველოა დამყარებული.

ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ჩემი მისწრაფებების და პროფესიის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციულ დეტალებს ვფლობ, რაც არა მხოლოდ ბევრ სახელმძღვანელოში, არამედ ინტერნეტ სივრცეშიც არასწორად არის მითითებული. კერძოდ, რაც შეეხება  ქართულ ხალხურ საკრავებს - როგორიცაა უძველესი ქართული ინსტრუმენტი ხალხური ფანდური. ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით უამრავი ისტორია თუ ლეგენდა არსებობს, თუმცა რეალური ისტორია  რაც ინსტრუმენტს აქვს  არ უნდა შეიცვალოს და დაირღვეს. როდესაც ფანდურსა და ჩონგურს ერთმანეთთან ვაიგივებთ ეს შეცდომაა.  ეს იმის ბრალია, რომ დღემდე მოღწეულ წყაროებში, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დევს, თუ სახემძღვანელოებში წერია, შეცდომით არის მითითებული ხალხური ფანდურის ძველი სახელწოდება.    ფანდურის ძველი სახელწოდება ჩანგურია და რაც შეეხება ჩონგურს, ეს უკვე ცალკე ინსტრუმენტია. მისი ნაირსახეობაც კი არსებობს, როგორიც არის: კლასიკური ჩონგური, მეგრული ჩონგური და სხვა. ასევე განსხვავებულია დაკვრის ტექნიკა. ჩონგური ფანდურისგან იმითაც განსხვავდება, რომ უმეტეს წილად ჩონგურს დანაყოფები არ აქვს და მეოთხე, მოკლე სიმი აქვს დამატებული. როგორც წყაროებშია მითითებული თურმე ჩონგური ხალხური ფანდურისგან შეიქმნა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს და საფუძვლიან არგუმენტსაც მოვიყვან. როგორც ცნობილია ხალხური ფანდური და ე.წ. ჩონგური  კახეთში შეიქიმნა, თუმცა მას არა ჩონგურს, არამედ ჩანგურს ეძახდნენ, ჩანგური იყო 7 დანაყოფიანი, სამ სიმიანი ინსტრუმენტი. ამ პერიოდში მთაშიც შექმნილა დაახლოებით ანალოგიური ინსტრუმენტი, რომლისთვისაც ფანდური უწოდებიათ და იგი იყო 6 დანაყოფიანი, ორ სიმიანი ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ავხსნათ ის გაუგებრობა რაც ამ ინსტრუმენტებს შორის არსებობს. უმეტესწილად ხალხს ერევა  და ბევრს ეს ორი ინსტრუმენტი ერთიც კი ჰგონია. თუმცა შეიძლება დავა იმის შესახებ, რომ ხალხური ფანდურისგან შეიძლება შექმნილიყო ჩონგური. თუ დღემდე დარვინის იდეოლოგიის მიმდევრები არსებობენ და შესაძლებელია, რომ მაიმუნები ჩვენი წინაპრები ყოფილიყვნენ - რატომაც არ შეიძლება დავუშვათ რომ ხალხური ფანდური ჩონგურის წინამორბედია?

მაგრამ მე ვერ დავეთანხმები მოცემულ მოსაზრებას, რადგან შეგვიძლია ლოგიკურად მივყვეთ ინსტრუმენტების განვითარებას. როგორც მოგეხსენებათ ახ. წ. I საუკუნით თარიღდება ძველი ქართული სამეფოს ეგრისის არსებობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. დღევანდელი ეგრისი იწოდება სამეგრელოდ, შესაბამისად ჩონგური არის მეგრული საკრავი, რომელიც ფანდურთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა, ძველ ჩონგურს არ გააჩნია დანაყოფები და დამატებული აქვს მეოთხე მოკლე სიმი, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალხური ფანდური ჩონგურის უფრო დახვეწილი ვარიანტია და არა პირიქით.

მსგავსი

ხალხური საკრავები - მემკვიდრეობა თუ წარსულის ბარგი

06 May 2016