10 May 2016
  • 729 ნახვა

ანი ენუქიძის ბლოგი - ბოროტსა სძლია კეთილმა – 9 მაისი

არვიცი რომელი  უფრო ბოროტი და სასტიკი  მმართველობის იყო  ამ ორში. რომელმა უფრო დიდი ბოროტება მოუტანა მსოფლიოს, მაგრამ ფაქტია 9 მაისს წლებია ავღნიშნავთ მსოფლიოში, როგორც  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. დღეს რომელსაც მსოფლიომ დაისვენა  ფაშიზტური გერმანიისგან და მის ბოროტ  საკნებს თავი დააღწია და ამ დროს ერთი  პატიმრობიდნან მეორეში ამოყო თავი. 

9 მაისთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსნდება, რომელიც  ბაბუამ მომითხრო

მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო სკოლის მოსწავლე ვიყავი, 10 წლის. ნახალოვკაში ვცხოვრობდი  ძმასთან ერთად. დედა და მამა სოფელში იყვნენ.  ომის ამბავი ქალაქს ელვისსისწრაფით მოედო . სიჩუმემ დაისადგურა.

დავრჩით  ქალები, მოხუცები და ბავშვები. კომისარიატებთან რიგები იდგა, ზოგი თავისი სურვილით ხოლო ზოგიც  ასაკიდან გამომდინარე გაიწვიეს. ვხედავდით ამ ყველაფერს მე და ჩემი მეგობარი ყოველდღე და ჩვენც სურვილი გაგვიჩნდა წავსულიყავით. მოხალისეებს ვაგროვებთო რომ გავიგეთ  სკოლიდან გავიპარეთ და კომისარიატის წინ ჩვენი რიგი დავიკავეთ.

დიდი ტანით არ გამოვირჩეოდი და ათი წელიც ძლივს თუ შემეტყობოდა, თუმცა  გული იმდენად დიდი და მამამცი მქონდა, რომ  მზად ვიყავი გერმანელების ჯარი ერთიანად გამეწყვიტა.ამ ფიქრებთი გართულს, "ნაჩალნიკმა" მაგიდის ზემოდან  გადმოგვხედა 

– რა გნებავთ?

–  ომში გვინდა რომ წავიდეთ!

– და რამდენი წლის ხართ ?

– ათის 

–  შვილო წადით ახლა აქედან მოშორდით, იცოდეთ მაინც საით მილტვით.

– გაგვიშვით რაა... 

სახეზე  გაბრაზება დაეტყო "ნაჩალნიკს", უნდოდა კარგად გამოველანძღეთ, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ჩვენ კუდამოძუებულები გამოვვარდით ოთახიდან. მოვდიოდით და  ფეხები უკან გვრჩებოდა. გვინდოდა წასვლა, არ ვიცოდით რატომ გვითხრეს უარი, ჩვენ ხომ ასე გვინდოდა თავდადება, ალბათ იმ დროისთვის ვერც ვხვდებოდით, რომ  ომში წასვლა იტალიურ ეზოში სათამაშო თოფით სირბილი და ვითომ ერთმანეთის მოკვლა არ იყო.

დრო დიდხანს გაჩერდა ქალაქში და  ჩვენს უბანშიც  სიხარულის და ხანაც  უბედურების მომტანი  ტირილის ხმა იპყრობდა. დეპეშები დეპეშებზე მოდიოდა. ჩემი ოჯახიც ჩემს ძმას ელოდა რომელიც, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, ალბათ  ამის გამოც მინდოდა მეც წავსულიყავი. 

ომი  გრძელდებოდა და ჩვენც ვიზრდებოდით იმ იმედით რომ მეც წავიდოდი, თუმცა ეგ დრო არ დადგა. საბჭოთა კავშირმა სძლია ფაშისტურ გერმანიას, ბერლინი დაეცა და რუსებმა ქალაქი აიღეს. 

ისმოდა სიმღერების ხმა "დენ პაბედი, დენ პაბედი". სიკვდილის სუნი ცოტა ხნით სადღაც გაიფანტა და  სიცოცხლის სუნმა გადაფარა. იმედი მიეცა ხალხს. სიმშვიდე ავისმომასწავლებელი იყო რ აღაც ახალს და ცუდს ჰპირდებოდა ხალხს.  ყოველი იმ დღის მერე მიხარია 9 მაისი. ასე მგონია თითქოს ის ჩემი გამარჯვებაც იყო  ჩემი წვლილიც იდო."

ბაბუ ახლა აღარ არის, მაგრამ სულ მახსოვს მისი მოყოლილი საინტერესო და სასაცილო ისტორიები.  ეს ისტორიაც ყოველ  9 მაისს თავს მახსენებს და მჯერა, რომ  გამარჯვება მხოლოდ იმ ვეტერანებს და იმ ადამიანებს ეკუთნით, რომლებიც სუფთა გულით და  ენთუზიაზმით ცდილობდნენ თავიანთი სიცოცხლისთვის თავისუფლების მოპოვებას. 

"დენ პაბედი" მათი  გათავისუფლების ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ ახალი პატიმრობის დასაწყისი აღმოჩნდა!

მსგავსი