10 May 2016
  • 884 ნახვა

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

კაცობრიობის განვითარების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დამწერლობის შექმნა იყო, რითაც ცოდნის ჩაწერა და მომავალ თაობებზე გადაცემა გახდა შესაძლებელი. "ტელევიზორი" კი უძველესია - ის ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის მღვიმეში გაჩნდა. რატომ მოსწონთ ბავშვებს მულტფილმი, რატომ გვიყვარს ტელევიზორი... გამოსახულება ტელეეკრანზე ნახატის ილუზიას ქმნის და მაყურებელს დამწერლობამდე, ანბანის გამოგონებამდე არსებულ პერიოდთან აახლოვებს.

ცივილიზებული მსოფლიო საინფორმაციო კაპიტალიზმის პირობებში ვითარდება. ელექტრონული მედიის ზეგავლენის შედეგად ყოფიერების ანალოგია შეიქმნა, რაც რეალობის იდენტური არ არის. ფრანგი მკვლევარი დებრი სპექტაკლის საზოგადოების ფორმირების შესახებ მსჯელობს. მაყურებელი ხედავს წარმოდგენას - ვიდეოკადრებს, ინფორმაციის ნაკადში, განიცდის და აღიქვამს იმას, რასაც საინფორმაციო საშუალებები აწვდის.

მაკლუენი ტელემაუწყებლობისთვის დამახასიათებლად მიიჩნებს, რომ ეთერით გადაცემული ინფორმაცია გაუჯერებელი, დაუსრულებელი ხასიათისაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გაშუქებული მოვლენა მსვლელობის პროცესშია. ტელეეკრანი გაუჯერებლობის შესავსებად მაყურებლის თანამონაწილეობას, ჩართულობას მოითხოვს და წარმოსახვის უნარს ააქტიურებს. ეს მაყურებლის აქტიური ქმედების ნაცვლად, ემოციას აღძრავს. ახალი ამბების უწყვეტობა, სიხშირე და მოცულობა ნარკოტიკის მსგავს ზემოქმედებას ახდენს. მაყურებელი პრობლემებს აანალიზებს, ქმედებას კი არ აპირებს, რადგან მისი პასუხისმგებლობა სუფთაა - ის ინფორმირებულია.

ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი თეოდორ ედორნო მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ძალაუფლება საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტულ და განმეორებით აღწერაში მჟღავნდება. მაუწყებლობას შაბლონური სტრუქტურა აქვს - უცვლელ ფორმატს შესაძლოა სხვადასხვა შინაარსი მიეცეს. სატელევიზიო გადაცემა განმეორებად ფორმულას ეფუძნება, რაც მაყურებლის ფსიქოლოგიურ მოლოდინს ამართლებს. მოსახლეობა ყოველ ჯერზე, ამბის გამეორებას მოელის და “თავს დაცულად გრძნობს“, სწორედ ეს არის - ზემოქმედება.

ტელევიზა მოსახლეობაში პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს, თუმცა ახალ ამბებში და თოქ-შოუებში ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების გასაჯაროებამ პოლიტიკა გასართობ სანახაობასას დაამსგავსა. იურგენ ჰაბერმასი თვლის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კონსესუსს საჯარო სივრცეში განხორციელებული რაციონალური კომუნიკაცია, არგუმენტირებული მსჯელობა განაპირობებს. პრესა არგუმენტირებული მსჯელობა-შეფასებებითა და ანალიზით ჭეშმარიტების გამოვლენას უწყობდა ხელს, შემდეგ კი საჯარო სივრცე მოჩვენებითად იქცა. PR-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა კომუნიკაციამ საზოგადოებრივი აზრის გაყალბება გამოიწვია. ტრადიციულ მედიასაშუალებებში კამათის მონაწილეები შაბლონურად მსჯელობენ საზოგადოებრივი სიკეთეების, ღირებულებებისა და ინტერესების შესახებ, რეალური პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩება.

პიერ ბურდიე მსჯელობს რომ, რადგან გადაცემის დრო მკაცრად განსაზღვრულია, სწრაფად აზროვნების პირობებში, რესპონდენტს სათქმელის ნათლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ აქვს. აზრი გამარტივებულია, არგუმენტაცია შესუსტებული. აუდიტორიისთვის მოსაწყენი, რთული მოსაზრებები ტექსტიდან ამოღებულია, რადგან ინფორმაციამ მაყურებელი უნდა გაართოს და მის არცოდნას არ უნდა დაუპირისპირდეს - ეს კი ზედაპირულ ცოდნას ქმნის ...

ადამიანი სოციალური არსებაა, მუდმივად კომუნიკაციის, ქმნადობის, ინფორმაციის ცვლის პროცესშია, სწორედ ეს უქმნის მას სტაბილურობის განცდას. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - იყოს ინფორმირებული, ამიტომაც დიდია მასმედიის როლი. 

პოლიტიკური კომუნიკაციის ძირითად საშუალებად ტელევიზია რჩება, თუმცა გლობალური ქსელის განვითარებამ თანამედროვე სამყაროზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მკვლევარი მანუელ კასტელსი ახალი ფორმაციის ქსელური საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ მიუთითებს.

ექსპერტები დიდი ხანია პროგნოზირებენ, რომ ახალი მედიის განვითარების შედეგად, ტრადიციული მასობრივი საინფრომაციო საშუალებები ძველი სახით ვეღარ იარსებებენ და მათი დაფინანსების, მენეჯმენტის, სტრუქტურის, რეკლამის საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გარდაუვალი იქნება. ონლაინ მედიის ზეგავლენით, შესაძლოა შესუსტდეს ტრადიციული მედიის, მათ შორის ტელევიზიის როლი.

იურგენ ჰაბერმასი  საჯარო სივრცის  გლობალურ ქსელში გადანაცვლების  შესახებ მსჯელობს, იმ განსხვავებით, რომ ინტერნეტში საჯარო სივრცე ერთი მთლიანი კი არ არის, არამედ დანაწევრებულია. სოციალურ ქსელებში იქმნება ელექტრონული აგორა. ინფრომაციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი მისთვის საინტერესო სფეროებს ირჩევს, ამდენად, იქმნება არა ერთი, არამედ მრავალი ფრაგმენტული სივრცე, თუმცა ეს სხვა თემაა და ამის შესახებ შემდეგ ბლოგში ...

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

10 May 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

10 May 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

10 May 2016

ღირდა ყოველი ამად?!

10 May 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

10 May 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

10 May 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 May 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 May 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

10 May 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

10 May 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

10 May 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 May 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

10 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

10 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

10 May 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

10 May 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

10 May 2016

გამქრალი გოგოები

10 May 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

10 May 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

10 May 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

10 May 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

10 May 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 May 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

10 May 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

10 May 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

10 May 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

10 May 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

10 May 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

10 May 2016