20 May 2016
  • 908 ნახვა

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

დიდი ხნის მანძილზე გამეფებული მოსაზრება, რომ მაგარი ფეხბურთელისგან მაგარი მწვრთნელი ვერ დადგებოდა, დღევანდელმა ფეხბურთმა დაამხო და კარდინალურად შეცვალა. დღეს წარმატებული მწვრთნელების დიდ ნაწილს ფეხბურთელის შთამბეჭდავი კარიერაც უმაგრებთ ზურგს და ხშირად სამწვრთნელო საქმეშიც სწორედ იმ კლუბებში აღწევენ წარმატებას, სადაც თავად უთამაშიათ. სხვადსხვა სახის და ხასიათის სიმბოლურები შეუდგენიათ და მომავალშიც შეადგენენ. მეც ვცდი და იქნებ თქვენც სცადოთ. ამჯერად შემოგთავაზებთ სიმბოლურის ვარიანტს, რომელშიც ის მწვრთნელები იქნებიან, რომელთაც სამწვრთნელო საქმეშიც მოწინავეთა შორის არიან და ფეხბურთელობის პერიოდშიც ხმამაღალი თუ არა ხმადაბალი, მაგრამ სიტყვა უთქვამთ. მოწინავეში ვგულისხმობ დიდი ხუთეულის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებში -ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია ან საფრაგეთში მუშაობას/ნაკრებებს არ ვეხები/. სიტყვაში კი საკლუბოს გარდა სანაკრებო კარიერასაც. 

თავიდანვე გამონაკლისით ვიწყებ და მეკარედ ვირჩევ იმ ადამიანს, რომელიც მართალია მთავარი მწვრთნელი არ გახლავთ, მაგრამ თავის პირდაპირ მოვალეობას დიდი ხანია მაღალ დონეზე ასრულებს. 2000 წლიდან დღემდე ლიონის მეკარეების მწვრთნელი ჟოელ ბატსი. ფრანგები თავისებური ხალხია, ალბათ ყველაზე თავისებურად თავისუფალი და ფეხბურთშიც ასე იყო. მეკარეებიც ხშირად არასტანდარტულები ჰყავდათ და ბატსიც ასეთივე გახლდათ. ბატსი საფრანგეთის კარში ევროპის 1984 წლის ტრიუმფალურ პირველობაზე იდგა და 2 წლის შემდეგ მექსიკაში, მსოფლიოზე, როცა პენალტებიც აიღო და ბრინჯაოც. ექსტრავაგანტური სლავენ ბილიჩი როგორც უბერავს, ისე უბერავს მისი ვესტ ჰემიც,რომლის ბოსმაც ათიანში გაარტყა მწვრთნელის შერჩევისას და მაშინაც როცა გუნდში ფეხბურთელი ბილიჩი მიიყვანეს. ბილიჩი ხელოვანია, მუსიკაშიც და ფეხბურთშიც. ისე გარეგნობით ყველაზე ნაკლებად მწვრთნელს ჰგავს. პირველი უცხოელი ფეხბურთელი იყო ბუნდესლიგაში, რომელსაც კაპიტნობა ანდეს. 1998 წელს ხორვატულ ბრინჯაოში მისი წილი სიგიჟეც იყო. 

ლორან ბლანი. სიღრმე არ ეყო და მელა პელეგრინიმ აჯობა ლიგის მეოთხედფინალში. ორიეს აპატია და შეცდა. საფრანგეთში ყველა ტიტული მოიგო. ქარიზმატული და თან ელეგანტური ფეხბურთელი იყო. 

რონალდ კუმანზე ყოველთვის პირველ რიგში ის ჯარიმა მახსენდება, ჩემპიონთა ლიგა რომ მოაგებინა პირველად ბარსას. ფეხში ჩამონტაჟებული ყუმბარმტყორცნით. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი. 200-მდე გოლი კარიერაში. ძმა ხშირად ჰყავდა გვერდით და ახლაც გვერდით ჰყავს.
დიეგო სიმეონე, რომელმაც შეიძლება ყველაფერი იკადროს მოგებისთვის. ასეთი იყო ფეხბურთელის ამპლუაშიც, საკამრისია გავიხსენოთ ბექჰემის პროვოცირების ეპიზოდი და ასეთია დღესაც, ალბათ იმიტომ, რომ ფეხბურთი მისთვის ომია. ფეხბურთელები თამაშის დროს შიშით იყურებიან სიმეონესკენ და მის ზურგს უკან მდგომი ბურგოსისკენ. საინტერესოა მის გარეშე უფრო გაუჭირდება ატლეტიკოს თუ მას ატლეტიკოს გარეშე. ვნახოთ მომავალში სხვა გუნდშიც თუ შეძლებს შექმნას ქულების საბეჭდი დანადგარი. 

ანტონიო კონტე სტაბილურობის ეტალონს ჰგავს და იმ გუნდში მუშაობდა და იმუშავებს, სადაც სტაბილურობას ყველაზე დიდად აფასებენ. ბებერი ქალბატონის მსგავსად, არისტოკრატებიც მიაჩვია აბრამოვიჩმა და მოურინიომ სტაბილურობას. 16 წლისას ჰქონდა დებიუტი სერია-ა-ში. იუვეს კაპიტანი და მწვრთნელი. სანდო და საიმედო ფეხბუთელი და მწვრთნელი. ისე მომავალი პრემიერლიგა უდიდეს ინტრიგას გვპირდება, კონტეს ჩელსი, კლოპის ლივერპული, გვარდიოლას სიტი, ალბათ მაურინიოც, მანჩესტერი, არსენალი, /ვან გაალი/ ?/ვენგერი/?/, რანიერის ლესტერიც, ბილიჩის ვესტ ჰემი, პოჩეტინიოს ტოტენჰემი, კუმანის საუთჰემპტონი, ელარდაისი, ჰიუზი, პულისი, პარდიუ, გვიდოლინი ... ჩემი აზრით ერთ სეზონში, ერთ ლიგაში, ამდენი უმაღლესი თუ მაღალი კლასის მწვრთნელს ერთად არასდროს უმუშავია.

მწვრთნელმა გვარდიოლამ დაჩრდილა მაღალი კლასის ფეხბურთელი გვარდიოლა. ტიტულოვანი ბარსას ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში. ცნობილია, რომ მანჩესტერ სიტიში წელიწადში 20 მილიონ ევროს აიღებს. ჯერ საინტერესოა გვარდიოლას სიტი და შემდეგ ესპანეთის, გერმანიის და ინგლისის მერე იტალიაშიც თუ მოუწევს მუშაობა, როგორც ფეხბურთელ გვარდიოლას მოუწია. 

კარლო ანჩელოტი ჭკვიანი,ბეჯითი, მშრომელი და სამაგალითო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ასეთივე მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მომგები მწვრთნელი. იუვენტუსი, მილანი, ჩელსი, პსჟ, რეალი და ახლა ბავარია. მას საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ირჩევენ და ენდობიან. 

ზინედინ ზიდანი ამ კრებულში და ალბათ არა მარტო ამ კრებულში ყველაზე დიდი ფეხბურთელი. ისეთი სტარტი აიღო, აქვს შანსი, არა მარტო ამათ შორის გახდეს ყველაზე დიდი მწვრთნელი. არ იჩქარა მწვრთნელობა, ავტორიტეტი აქვს, ლიგაზე გამოჩნდა რომ პრაგმატულია. იქ 2006 წლის ფინალში გამოჩნდა ვინც არის. ვისთვის ვინ არის. ღირსების კაცია. 

შეტევაში ლუის ენრიკე. არ მიყვარს ის ფეხბურთელები, რომლებსაც რეალშიც ნათამაშები აქვთ და ბარსელონაშიც, არა აქვს მნიშვნელობა საიდან სად გადავიდნენ. ლუის ენრიკეც ერთ-ერთი მათაგანია, თან ისეთი, ტრანზიტითაც, რომ არ უსარგებლია. ფიფას წლის მწვრთნელი, ყველაფერი მოიგო. ბარსელონას კაპიტნის სამკლაური მან გვარდიოლასგან მიიღო, მისგან კი პუიოლმა. ნაკრებში 3 მსოფლიო აქვს ნათამაშები და 1992 წლის ოლიმპიადა მოგებული. 

რობერტო მანჩინის შეტევაში ალბათ ვიალის გვერდზე ურჩევნია ისე როგორც სამპდორიაში, მაგრამ აქ ლუის ენრიკეს გვერდზე მოუწევს. ისე როგორც ფეხბურთელობის პერიოდში, მწვრთნელობაშიც, დიდებზე დაბალია და საშუალოებზე მაღალი. ყველა დაახლოებით ერთი თაობის ხალხია, ერთ დროს თამაშობდნენ. ყველაზე უმცროსი ზიდანი 43 წლისაა. ყველაზე უფროსი ბატსი 59-ის. გვარდიოლა-45, ლუის ენრიკე-46, სიმეონე-46, კონტე-46, ბილიჩი-47, ბლანი-50, მანჩინი-51, კუმანი-53, ანჩელოტი-56. 

მეკარე - ბატსი 
დაცვა - ბილიჩი, ბლანი, კუმანი 
ნახევარდაცვა - სიმეონე, კონტე, გვარდიოლა, ანჩელოტი, ზიდანი 
შეტევა - მანჩინი, ლუის ენრიკე 
მწვრთნელი არ სჭირდებათ, ყველა მწვრთნელია. საუკეთესო ნახევარდაცვაა.
ისე მწვრთნელობაში ხელმოცარული ფეხბურთელების სიმბოლურიც საინტერესო იქნებოდა.
მსგავსი

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

20 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

20 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

20 May 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

20 May 2016

Old Firm

20 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

20 May 2016

ორი „სამეული“

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 May 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

20 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

20 May 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

20 May 2016

დავაფასოთ ქართველები!

20 May 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

20 May 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

20 May 2016

პლეოფის მოლოდინში...

20 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

20 May 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

20 May 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

20 May 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

20 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

20 May 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

20 May 2016

ჩაშლილი რეისი

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

20 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

20 May 2016

მსხვერპლი

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 May 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

20 May 2016

13 მაისი

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

20 May 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

20 May 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

20 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

20 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

20 May 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

20 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

20 May 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

20 May 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

20 May 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

20 May 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

20 May 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

20 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

20 May 2016

რეპრესირებული მოცარტი

20 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

20 May 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

20 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

20 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

20 May 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

20 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

20 May 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

20 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

20 May 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

20 May 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

20 May 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

20 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

20 May 2016