22 May 2016
  • 1348 ნახვა

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

მეგონა, სადმე, ძველ ფურცლებში იქნებოდა გაბნეული, მაგრამ ვერ ვნახე.  მაშინდელი ამბავივით გამქრალა გაყვითლებულ  თაბახზე დაბეჭდილი რეპორტაჟის  ტექსტი. 

იმ დროს, მეოთხე სართულზე იყო  ვრცელი ოთახი, საიდანაც  საბეჭდი მანქანების ყურისწამღები კაკანი ისმოდა. მთელი ტელევიზიისა და რადიოს ხელნაწერ ტექსტებს მდივან–მემანქანეები ბეჭდავდნენ.  ვცდილობდი,  სცენარები გარკვევით დამეწერა, მემანქანეს  ადვილად რომ  გაერჩია  სიტყვები.  ერთი  დაუზარელი გოგო იყო, მანანა, მასთან მიმქონდა  ტექსტები.  ასაკოვანი ქალები  ამრეზით მიყურებდნენ და ხელნაწერების გროვისკენ მითითებდნენ – ნახე, რამდენი სამუშაო გვაქვსო. გასაგები იყო –  აბა, მტერმა ბეჭდა მერაბ მამარდაშვილთან ინტერვიუები, დიალოგები აკაკი ბაქრაძესთან თუ ჯემალ ქარჩხაძესთან, საუბრები აღმოსავლური რელიგიების შესახებ, ჯეკ კერუაკისა და ალენ გინზბერგის ლექსები,  რომლითაც დათო ჩიხლაძე მამარაგებდა. 

1990 წელია, ახალი დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი, მაგრამ  საქართველოს რადიოში  უკვე  „პიკელი“ ვარ, რადგან მეორე კურსიდან  დისიდენტურ „პიკის საათში“ გავდივარ  პრაქტიკას.  თავისუფალ  სუნთქვას  და სამართლიანობის განცდას ისედაც არ ვუჩიოდი, მაგრამ „პიკის“ თავისუფლების ხარისხი იმდენად პიკში  იყო, რომ ცხრათავიან დევებსაც უკან მოიტოვებდი.  უზარმაზარი რეპორტიორით, მხარს რომ ჩამოგიგდებდა,  მოვიარე საქართველო. იმ დროს  რადიო,  განსაკუთრებით „პიკის საათი“ უფრო პოპულარული იყო, ვიდრე  მთელი ტელევიზია. ისე ამაყად  მივდიოდი სიუჟეტის მოსამზადებლად და  ვამბობდი,  „პიკის საათიდან“ ვარ, თითქოს  სამყაროს ჭიპზე მეკიდა ხელი  :) 

მოკლედ, ჩემი საავტორო  მაქვს უკვე,  მხატვრულ–პუბლიცისტური გადაცემა, რომელიც  ყოველ  შაბათს,  ღამის 12–ზე გადიოდა  ეთერში. კი მაშაყირებდნენ, შენი გადაცემა მათთვისაა, ვისაც ძინავსო, მაგრამ  დღესაც მჯერა, რომ ფიქრისთვის  ეს  ყველაზე კარგი დროა რადიოშიც და ტელეშიც,  ჩაღრმავებების ამბავს ძილშიც რომ წაიღებ, ისეთი დროა.  

პატარა ომების გამოცდილებაც უკვე  მიღებული მაქვს. იმ ხანებში, გურამ პეტრიაშვილი ისტერიულად  ბეჭდავდა სტატიებს  "გულგამოცლილი და სულგაყიდული, მოღალატე  ქართველების" შესახებ.  ამის ატანა შეუძლებელი იყო, ჰოდა, მერაბ მამარდაშვილის  არაჩვეულებრივი, ერთსაათიანი  ინტერვიუ  გავუშვი  იმის საჩვენებლად,  როგორ აზროვნებდა ეს "გულგამოცლილი, მოღალატე" ქართველი და როგორ ვერ აზროვნებდა გურამ პეტრიაშვილი. 15 წუთიანი, ბაბინებიანი ფირი  ცალკე დავამონტაჟეთ, "პიკის საათში" ხშირად რომ დაგვეტრიალებინა. მეორე დღესვე მოვარდა გურამ პეტრიაშვილი, მისი ბრაზიანი  სახე და ცხვირზე მოქცეული სათვალე  ახლაც  მახსოვს. სულგაყიდულების  გველისწიწილი  მეძახა და თავის  დახრა რომ  ვერ მომესწრო,  მთელი ძალით  ნასროლი წიგნი სხვას თუ არაფერს,  კონტუზიას მაინც დამმართებდა.  საღამოს ერთ-ერთ  გადაცემაში გამოვიდა და რადგან "მიზეზი"ჰქონდა,  ისევ აგინა მერაბ მამარდაშვილს. ერთ თვეში  გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი, აეროპორტში, გულით. ამისთანა დრო იყო, ინსტიქტების და ფსევდოპატრიოტობის დრო.

საჩხერეში  ერთი სოფელია, არგვეთი.  სანამ პაოლო იაშვილის სახლ–მუზეუმამდე მიხვალ, მუხრან მაჭავარიანის სახლი უნდა გაიარო, ერთ სოფელში არიან დაბადებულები, ახლოს, ერთმანეთთან. რეპორტაჟი მოვამზადე პაოლოს სახლ–მუზეუმზე,  კრამიტებმორღვეული  სახურავიდან  ჩაპარულ წვიმას ნივთები დაეობებინა, ეზოში ძროხები ბალახობდნენ,  ფართო  აივანზე მეზობლის ქათმები კრიახობდნენ. პარტახდებოდა იქაურობა.  ვთქვი,  ორ ნაბიჯშია მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სახლი, რომლის   ვრცელი  აივნიდან კარგად სჩანს ეს ყველაფერი და რა უნდოდა, ამ  პატარა სახლის მიხედვას-მეთქი.            

ღამის 12–ზე გავიდა გადაცემა და დილით, „პიკში“ მისულს, სხვა რეალობა დამხვდა. ჩვენმა  მთავარმა  რედაქტორმა, ვახო ნანიტაშვილმა ჩაიბარა გადაცემა, ვიზა დაადო და შვებულებაში წავიდა, დოდო შონავა აღმოჩნდა სატელეფონო ზარების ეპიცენტრში, ოჯახიდან დაწყებული,  მწერალთა კავშირით დამთავრებული,  რეკავდნენ და მოითხოვდნენ, საჯაროდ, რადიოთი და ტელევიზიით  ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა იმ ადამიანის დასჯას და სამსახურიდან გაშვებას, ვისაც ამ  რეპორტაჟთან რაიმე  ჰქონდა საერთო. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბრძანებდა,  გამოვცხადებულიყავით  მასთან სიუჟეტით და ტექსტით ხელში. ვიფიქრე, მართლა არ გაყარონ  ეს ხალხი სამსახურიდან-მეთქი (მე ისედაც უშტატო ვიყავი) და წავედით მწერალთა კავშირში.  მახსოვს, წვიმდა, გაუთენებელი დღე როა და ჟინჟლი. მახსოვს  შეხვედრის  მწარე დეტალები:  შენ  თუ იციო  (ხმა ჰქონდა, ზვავივით),  პაოლო და ტიციანიო, მეთერთმეტე არმიას რომ შეეგებნენო. თბილისი რო არ გადაეწვათ, იმიტომ-თქო, ამოვიკნავლე. გალუმპული ვიყავი. უფრო იგრგვინა.  მაამებლები ჰყავდა შემოკრებილი,  თავებს აქნევდნენ, ნწუ, ნწუო, როგორ გაუბედეს ამას, თვალშეუდგამს, ასეთი რამეო.  ეს  ლაწირაკი რადიოდან  გააგდეთო,  ვინც იქ მიმიყვანა, მას დაავალა და „მოამბეში“ ბოდიში მოიხადეთო.  გულში ვამბობდი,  აწი, ამის დაწერილს  აღარაფერს  წავიკითხავ-მეთქი.  არადა, მისი „სისხლო და ხორცო“  კი არა, ლირიკა  მომწონდა – „ვხედავ მეზობლის სახლის თავზე გატეხილ კრამიტს, ვხედავ ფოთლებზე თქარათქური გაუდის წვიმას, ვხედავ შარაში გარბის ქალი სოველი კაბით, ვხედავ ქათმები ატუზულან ქლიავის ძირას...“ 

საღამოს „მოამბე“ დაიწყო ინფორმაციით იმის შესახებ, რომ  „პიკის საათის“  კორესპოდენტის  ქეთევან სადღობელაშვილის  აღვირახსნილმა საქციელმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს  უმთავრეს პოეტს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით და ბლაბლაბლა.  ებლაბლარათ, რა მენაღვლებოდა, მთელი „პიკი“ ერთად ვიდექით. ერთად!  

ასე იყო ეს ამბავი.  მადლობა და  სიყვარული იმ ადამიანებს,  ვის გუნდთან ერთადაც ყველაზე მაგარი, იდეებით და იდეალებით ანთებული,  თავისუფალი,  შემოქმედებითი და  მეგობრული ცხოვრებით ვიცხოვრე  ერთ პატარა  სახლში, რომელსაც „პიკის საათი“ ერქვა:  ვახო, გელა, ოთარ,  დოდო, ნანა, ნატო, ზაუტა, რეზო, ლალი, ზაზა, მანანა, მარიკა, გელა, წუნა,  ზვიად,  ხურო,  მერაბ, ლიკა,  გოგი, მკურნალოჩკა, ნუგზარ, ლილი, მადლობა!!! 


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

22 May 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

22 May 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

22 May 2016

ღირდა ყოველი ამად?!

22 May 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

22 May 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

22 May 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

22 May 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

22 May 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

22 May 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

22 May 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

22 May 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

22 May 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

22 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

22 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

22 May 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

22 May 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

22 May 2016

გამქრალი გოგოები

22 May 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

22 May 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

22 May 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

22 May 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

22 May 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

22 May 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

22 May 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

22 May 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

22 May 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

22 May 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

22 May 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

22 May 2016