23 May 2016
  • 1006 ნახვა

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

გახსოვთ ბარბიკენი და ნიკოლი ჟიულ ვერნის მოთხრობიდან „დედამიწიდან მთვარემდე“?  ერთი მათგანი დღედაღამ ყუმბარას ასხამდა ბალტიმორში, მეორე ჯავშანს ჭედდა ფილადელფიაში. ისინი ერთიმეორის საწინააღმდეგო მიზანს ისახავდნენ. ძლივს ასწრებდა ბარბიკენი ახალი ყუმბარის შექმნას, რომ მეორე უკვე ამზადებდა ახალ ჯავშანს. ბარბიკენის ცხოვრების მიზანი იყო ჯავშნის შენგრევა, ნიკოლისათვის კი მთავარი იყო, ხელი შეეშალა ამისათვის. ფეხბურთსაც ყოველთვის ჰყავდა თავისი ბარბიკენი და ნიკოლი..

ელენიო ერერა ბუენოს აირესში დაიბადა, თუმცა იგი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც მისმა ოჯახმა არენტინა დატოვა და კასაბლანკაში გადასახლდა. სწორედ აქ დაინტერესდა ახალგაზრდა ერერა ფეხბურთით და ადგილობრივ კლუბში ცენტრალურ მცველადაც კი დაიწყო თამაში, მაგრამ 30-იან წლებში საფრანგეთი მოუწია გადასვლა, სადაც კლუბს ყოველ მეორე წელს იცვლიდა. მის არასტაბილურ საფეხბურთო კარიერას თავის კვალი დაამჩნია მე-2 მსოფლიო ომმაც, რომლის დასრულებაც არგენტინელი ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერის დასრულებას დაემთხვა. მისი ბოლო კლუბი Puteaux იყო, სადაც მოგვიანებით მისი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, რომელიც საბოლოოდ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გაგრძელდა. 50-იან წლებში მადრიდის ატლეტიკოსთან და ბარსელონასთან ერთად მან ჯამში 4 ჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი, 1960 წელს კი ინტერში გადავიდა და „Grande Inter „-ის ისტორიას დაუდო სათავე.  სტატიისთვის განკუთვნილი ბიოგრაფიული ინფორმაციის დოზაც სწორედ აქ ამოიწურა.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყოველთვის ერთი და იგივე სქემით ვთამაშობდი. მთელი საიდუმლო ისაა, რომ მოთამაშეებს სწორი პოზიცია შეურჩიო, რადგან თუ პელეს იქ არ დააყენებ სადაც საჭიროა, თავისი შესაძლებლობის 30 პროცენტსაც ვერ აჩვენებს - ერერა საფეხბურთო სამყაროს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაქტიკოსია, მაგრამ იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი ტაქტიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუკი ის ფეხბურთელების შესაძლებლობებს სრულიად ითვალისწინებს. 1960 წელს, მილანის ინტერში მისვლისას კი მან გადაწყვიტა თავის დროზე ავსტრიელი კარლ პაპანის მიერ გამოგონებული „საკეტის“ ტექნიკა (Verrou) განევითარებინა და თავისი ახალი კლუბისთვის მოერგო. თავის დროზე, შვეიცარიაში მომუშავე პაპანმა ეს ტაქტიკა ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებულ ნაკრებებს დაუპირისპირა და ცნობილი „კატენაჩოს“ პირველი ჩანასახიც შექმნა.  იტალიურ ფეხბურთში ამ მიდგომის დამკვიდრების პირველი მცდელობა ნერეო როკოს ჰქონდა, თუმცა მისმა გუნდმა „პადოვამ“ ტაქტიკას ალღო ბოლომდე ვერ აუღო, რასაც ვერ ვიტყვით „ტრიესტინაზე“, რომელიც სერია ა-ს მეორეადგილოსანი გახდა. როკოს ტაქტიკის ყველაზე საინტერესო ასპექტი იყო .ე.წ ლიბეროს ანუ თავისუფალი  მცველის გაჩენა, რომელიც სხვა დაცვითი სტილის ფეხბურთელების უკან იდგა და თამაშს იქიდან წარმართავდა.  ელენიო ერერამ ინტერში ამ სტილს განვითარების შემდეგი გზა მოუძებნა: 4 მცველის (3 ძირითადი და ერთი თავისუფალი) ნაცვლად იგი 5 დაცვითი ფეხბურთელით ათამაშდა, მისი „ლიბერო“ კი ორი ცენტრალური მცველის უკან იდგა, რაც მნიშვნელოვნად ამცირდებდა სახიფათო შეტევების რაოდენობას. ხოლო საპასუხო შეტევის შესახებ მისი წარმოდგენა მარტივი იყო: „ორი სწრაფი პასით მეტოქის საჯარიმოსთან ბურთს უმოკლეს ხანში მიიტან. დრიბლინგი არცთუ სასარგებლოა, რადგან უფრო რესურსია, ვიდრე სისტემა. ბურთი მოთამაშეების გარეშე უფრო სწრაფად მოგზაურობს“. მოგვიანებით, ვინც ერერას კატენაჩოს თავის ენაზე „თარგმნიდა“ ხშირად სწორედ შეტევისთვის აუცილებელი ეს დეტალი ავიწყდებოდათ, რასაც თავად არგენტინელიც ხშირად აღნიშნავდა: „მათ ვინც ამ სტილის კოპირებას ცდილობენ, ავიწყდებათ შეტევითი პოტენციალის გათვალისწინება. მართალა მე მყავდა  პიჩი დაცვაში, მაგრამ მყავდა ფაჩეტიც, რომელიც მცველის პოზიციიდანაც იმდენივე გოლს იტანდა, რამდენსაც თავდამსხმელები“.

კატენაჩოს წყალობით ერერას ინტერმა ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი ტურნინი ზედიზედ ორჯერ, 1964 და 1965 წელს მოიგო, რომ არაფერი ვთქვათ სკუდეტოებზე, თუმცა 1967 წელს ზემოთხსენებული ბარბიკენი გამოჩნდა „სელტიკის“ სახით და ჯავშანი გაანგრია. ფინალში სელტიკმა დიდი ინტერი გატეხა და სანატრელი თასი 85 წუთზე გამოსტაცა ხელიდან. თამაშის შემდეგ კი ერერამ უცნაურო განცხადება გააკეთა, დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვაო. ეს პირველი ბზარი იყო. პირველი ლურსმანი. შემდეგი და ყველაზე დიდი ლურსმანი კატენაჩოს რინუს მიხელსმა თავისი ტოტალური ფეხბურთით ჩააჭედა. კატენაჩოს სისუსტე ის იყო, რომ ის რეაქციონერულ ტაქტიკად ჩამოყალიბდა, რომლის ამოსავალი წერტილი იყო მეტოქის მოქმედებების სწრაფად შეფასება და შემდეგ უზარმაზარი კედლის დახვედრება. ტოტალური ფეხბურთი კი ფეხბურთელების ტრადიციული როლების გადაფასების საუკეთესო მცდელობა გახლდათ, სადაც ფუნქცია არ იყო პოზიციის ექსკლუზივი. სწორედ ამ ფეხბურთით, 1972 წლის აიაქსმა ინტერი ევროპის თასის ფინალში დაამარცხა და ტრადიციული „კატენაჩოს“ განადგურება ამცნო სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ელენიო ერერას ეს თავის მარცხად ნამდვილად არ ჩაუთვლია. ის მუდმივად იმეორებდა, რომ ტაქტიკები ბრმად არ უნდა გამოიყენებოდეს, რადგან ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მან თამამად აღიარა, რომ „იმ გაკვეთილის შემდეგ, რაც იტალიურმა ფეხბურთმა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ დაცვითმა სისტემებმა საკუთარი თავი ამოწურესო“.  გარდა უამრავი ფრთიანი ფრაზისა, დიდი მწვრთნელის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დისციპლინის ახლებური გაგების დამკვიდრება იყო. იგი ფეხბურთელებს მოწევას და დალევას უკრძალავდა, მუდმივად უკონტორლებდა მათ ფიზიკურ კონდიციებს და მათ დიეტის გათვალისწინებასაც კი აიძულებდა. ასევე  ის იყო ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი, რომელიც  გულშემატკივრების მნიშვნელობას განსაკუთრებულად აფასებდა და მათ მე-12 ფეხბურთელს ეძახდა.  

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი მწვრთენლი დაცვით ტაქტიკებს დიდი მომავალს არ უწინასწარმეტყველებდა, ბევრი მწვრთნელი კატენაჩოს მოგვიანებითაც მიმართავდა. ამის მაგალითია ოტო რეჰაგელი და მისი საბერძნეთის ნაკრები ევრო 2004-ზე, სადაც მანდ მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა. იგივე შეიძლება ითქვას ჩეზარე პრანდელის 2012 წლის იტალიაზე. თავის დროზე მოდერნიზებული კატენაჩოსთვის მიუმართავთ მაურინიოს, ბენიტესს, მარჩელო ლიპის და დინო ძოფისაც, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი ბარბიკენი ჩნდებოდა. ბოლო წლებში კი ამ ტაქტიკის მტრად ბარსელონა იქცა, რომელიც ხელის (თუ ფეხის) აუკანკალებლად ანგრევდა დაცვის ყველა კედელს.  დღევანდელი ატლეტიკო, რომელიც სულ რამდენიმე დღეში თანაქალაქეს რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს, დაცვითი ტაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმდევარია. თუმცა, როდესაც არსებობს კარგი ჯავშანი, არსებობს კარგი ყუმბარაც. ერერასგან დატოვებული მთავარი გაკვეთილის არსიც სწორედ ეს არის.

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

23 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

23 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

23 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

23 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

23 May 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

23 May 2016

Old Firm

23 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

23 May 2016

ორი „სამეული“

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 May 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

23 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

23 May 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

23 May 2016

დავაფასოთ ქართველები!

23 May 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

23 May 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

23 May 2016

პლეოფის მოლოდინში...

23 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

23 May 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

23 May 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

23 May 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

23 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

23 May 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

23 May 2016

ჩაშლილი რეისი

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

23 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

23 May 2016

მსხვერპლი

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 May 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

23 May 2016

13 მაისი

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

23 May 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

23 May 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

23 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

23 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

23 May 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

23 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

23 May 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

23 May 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

23 May 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

23 May 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

23 May 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

23 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

23 May 2016

რეპრესირებული მოცარტი

23 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

23 May 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

23 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

23 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

23 May 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

23 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

23 May 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

23 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

23 May 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

23 May 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

23 May 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

23 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

23 May 2016