25 May 2016
  • 3608 ნახვა

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

„ტელევიზიონშიკებს ბოლო დროს რატომაც გვავიწყდება, რა არის  ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე წმინდა ტელევიზიაში -  ესაა კადრი,  გამოსახულება. ის, რომ ტელევიზიას რადიოსგან და გაზეთისგან განსხვავებით გამოსახვის ვიზუალური ფორმა აქვს,  ეს დიდი ხნის წინ გვასწავლეს ყველას, პირველ კურსზე და ეტყობა, დიდი ხნის წინ რომ იყო, მაგიტომ დაგვავიწყდა. იმედია, მხოლოდ ამიტომ...

ბევრი წლის წინ, Deutsche Welle-ს ვიღაც გერმანელი, სახელოვან-დაფასებული ჟურსნალისტის ტრენიგს ვეწრებოდი,  ჩვენთვის, ახალგაზრდა ქართველი  ჟურნალისტებისთვის თავის უკიდეგანო ცოდნა უნდა გაეზიარებინა, უფრო კონკრეტულად კი სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება ესწავლებინა. ნუ, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ეგ მშვენივრად ვიცოდით.

საყვარელი კაცი იყო, ხანდახან გერმანულ სტრეოტიპებსაც კი ანგრევდა, მაგრამ საქმეს ნამდვილად გერმანული სულისკვეთებით მიუდგა. მოკლედ, პირველი რაც მოიმოქმედა, ჩაგვირთო თავის მომზადებული რეპორტაჟი, ოღონდ ხმას ბოლომდე დაუწია და გვითხრა, უხმოდ უყურეთ, აბა, რას გაიგებთო (ამ დროს დაისვენა თარჯიმანმა და რამდენიმე ყლუპი წყალი მოსვა). ვუყურეთ სიუჟეტს, ჩვეულებრივი საინფორმაციო ტიპის რეპორტაჟი იყო, ოღონდ ერთი განსხვავებით, უხმოდ ყველაფერი გავიგეთ, აი, სულ, სულ, სულ ყველაფერი, რაზე იყო, სად იყო, რა იყო პრობლემა და ასე შემდეგ.

გერმანელმა გურუმ გვითხრა: შვილებო, ტელევიზია ასე უნდა აკეთოთო, ტელევიზიაში კადრი ყვება ყველაფერს და თქვენი სიტყვები მეასეხარისხოვანია თუ კადრით ვერ ყვებით ამბავსო.

ერთი სიტყვით, მარტივი ჭეშმარიტება,  რომ კადრი მეფობს, ამ კაცმა ასეთი მარტივი მაგალითით შეგვახსენა. გადის დრო და ჩვენ, ქართველ “ ტელევიზიონშიკებს“ ეს ისევ გვავიწყდება.

ქართველ ჟურნალისტებს  (ყველას არა) ოპერატორი თავისი ქვეშევრდომი ჰგონიათ. ჰგონიათ ის ტიპია, რომელსაც შეიძლება დაუკივლო და ფეხები დაუბაკუნო, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ცოტათი ტუტუც,  ტელევიზიაში ახალმოსულ გოგო-ბიჭებს,  სანამ გაიგებენ (ოდესმე, იმედია, გაიგებენ), ვინ არის ოპერატორი.

მართლაც ვინ არის ოპერატორი?

ის ღმერთია, დიახ, ღმერთია.  კარგი ოპერატორი ღმერთია, კადრის ღმერთი, მის გარეშე, შენ, პატარა ამბიციურო გოგოვ, არაფერი შეგიძლია, ის შენი გუნდის თანაბარუფლებიანი წევრია, ისეთივე ჟურნალისტია, როგორც შენ ან შეიძლება ცოტა მეტი, იმიტომ, რომ კამერა მას აქვს.

თუკი ოდესმე რამე კარგი რეპორტაჟის, ფილმის  გადაღებას გადაწყვეტთ, დაუმეგობრდით ოპერატორს, აგრძნობინეთ მას თავი საჭიროდ, მნიშვნელოვნად, დააფასეთ მისი ყოველი კარგი კადრი, შეუქეთ ყველა კარგი პანორამა და ამის მერე ის გადაიღებს სასწაულებს, საოცრებებს,  ვიტორიო სტორაროს გაეჯიბრება, ოღონდ ქონდეს მოტივაცია.

ჰო, კიდევ  ერთს გეტყვით,  პირველი ოპერატორი პირველი სიყვარულივითაა, მასში ან გაგიმართლებს ან არა, მაგრამ სულ გემახსოვრება.

მე გამიმართლა, მე ბევრჯერ გამიმართლა, მე არაჩვეულებრივ ოპერატორებთან ერთად ვიმუშავე და ვიმეგობრე.  ჩვენი მეგობრობის შედეგი კი კარგი კადრები და რეპორტაჟები იყო. მიყვარხართ ოპერატორებო, ჩემთვის დიდი პატივი იყო ხანდახან თქვენი შტატივების თრევა!

 

 

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

25 May 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

25 May 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

25 May 2016

ღირდა ყოველი ამად?!

25 May 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

25 May 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

25 May 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

25 May 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

25 May 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

25 May 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

25 May 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

25 May 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

25 May 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

25 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

25 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

25 May 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

25 May 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

25 May 2016

გამქრალი გოგოები

25 May 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

25 May 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

25 May 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

25 May 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

25 May 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

25 May 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

25 May 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

25 May 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

25 May 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

25 May 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

25 May 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

25 May 2016