25 May 2016
  • 1049 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებმა უზარმაზარი რეზონანსულობა და პოპულარობა მოიპოვა მთელ პლანეტაზე, საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაიყო, საკლუბო და სანაკრებო, სადაც ამ უკანასკნელს სრული პრიორიტეტი გააჩნდა და ეს არც არის გასაკვირი. მსოფლიო ჩემპიონატები თავს უყრიდა პლანეტის ყველა საუკეთესო ფეხბურთელს. თავი რომ დავანებოთ, იმ უზარმაზარ პრესტიჟს, რასაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აძლევდა ამა თუ იმ ქვეყანას, სწორედ ამ ტურნირზე ხდებოდა ის დიდი თუ მცირე საფეხბურთო რევოლუციები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ფეხბურთის განვითარების ვექტორებს, ეს მაშინ აქსიომა იყო, და ნებისმიერი საკლუბო ამბიციები ფერმკლდებოდა ეროვნულ ნაკრებთა უშეღავათო ჯახის ფონზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში. საინტერესოა, რომ მატერიალური მხარე აქ საერთოდ მეორეხარისხოვანი იყო, როგორც საფეხბურთო ფედერაციებისთვის ასევე ფეხბურთელებისთვისაც, რადგანაც ვერაფერი შეედრებოდა იმ აღიარებას, რომელსაც უზრუნველყოფდა წარმატებული გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. სანაკრებო ფეხბურთის ხარისხი გაცილებით აღემატებოდა საკლუბოსას და ამიტომაც, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატების წყალობით მოიპოვა ფეხბურთმა უზარმაზარი აღიარება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჯერ განვითარებულიც არ იყო. ძალთა ასეთმა ბალანსმა, პირველი რყევა განიცადა 50-იანების ბოლოს, სწორედ აქედან იწყება საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის ფარული, თუ აშკარა დაპირისპირება და სწორედ ამ დროიდან დაიწყო პერსპექტივაში ის პროცესი, რომელმაც ჩემის აზრით სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა თანამედროვე ფეხბურთი.

1956 წელს საფუძველი ჩაეყარა ევროპულ საკლუბო ტურნირებს, (ჩემპიონთა თასი, შემდგომში თასების თასი და მოგვიანებით უეფას თასი) რომელმაც სწრაფად მოიპოვა გავლენა საფეხბურთო სამყაროში და აწია საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი. ესპანეთის დიქტატორს, გენერალ ფრანკოს ფეხბურთი არც უყვარდა და არც აინტერესებდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა თუ სპორტის ამ უპოპულარულეს სახეობას კონსოლიდაციის რამხელა პოტენციალი გააჩნდა მასებში, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთი გამხდარიყო ესპანური სიამაყის განმსაზღვრელი ფაქტორი, ამისათვის ამოირჩია სამეფო კლუბი, კასტილიური ‘’რეალ მადრიდი’’ (აბა კატალონურ ‘’ბარსელონას’’ ხომ არ ამოირჩევდა) სრული კარტ-ბლანში მისცა მის პრეზიდენტს სანტიაგო ბერნაბეუს და სწორედ აქედან იწყება ტოპ კლასის ფეხბურთელების დახარბება უზარმაზარი ჰონორარებით. ბერნაბეუმ დაიწყო ლეგიონერების მასიური მოზიდვა ‘’რეალში’’, ჯერ გადაიბირა არგენტინელი დი სტეფანო, შემდეგ ურუგვაელი მცველი სანტამარია, ამას მოაყოლა 1958 წლის მს. ჩემპინატის ორი გმირი, ფრანგი რაიმონდ კოპა (1958 წლის ოქროს ბურთის ლაურეატი) და ბრაზილიელი  დიდი, ბოლოს უნგრეთიდან გამოქცეული ფერენც პუშკაში, რის შედეგადაც ‘’რეალს’’ ვეღარ უძლებდა ვერც ერთი გუნდი ევროპაში, 5-ჯერ ზედიზედ გამარჯვება, ჩემპიონთა თასის პირველ ხუთ გათამაშებაში ამის პირდაპირი შედეგია. ანალოგიური პროცესები დაიწყო ფეხბურთზე შეშლილ მეორე საფეხბურთო ქვეყანაში, იტალიაში. იქ დიქტატურა არ იყო, ამიტომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მილანმა, ინტერმა და იუვენტუსმა, დაიწყეს ნადირობა როგორც ევროპელ, ასევე (განსაკუთრებით) იტალიური წარმოშობის სამხრეთამერიკელ ვარსკვლავებზეც, არგენტინელები სივორი (1961 წლის ოქროს ბურთის მფლობელი), მასხიო, და ბრაზილიელი მაცოლა (იტალიაში ალტაფინად გადაკეთებული) და მოგვიანებით 1962 წლის ჩილეს მს. ჩემპიონატის ერთერთ გმირი ამარილდო. ევროპული საკლუბო ტურნირები ძალას იკრებდა და მასში გამარჯვება უაღრესად პრესტიჟული და მატერიალურად მომგებიანი გახდა. უეფა თავიდანვე მიხვდა რომ მდიდარ კლუბებს უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ ძლიერი ფეხბურთელების მიზიდვისა, რითაც აშკარად დაიჩაგრებოდნენ დანარჩენები, დაირღვეოდა ბალანსი, რაც საბოლოოდ ევროთასებს საფეხბურთო ინტრიგას დაუკარგავდა, ამიტომაც მყისვე შემოიღეს ლიმიტი, მხოლოდ ორი ლეგიონერი კლუბში. ამის საპასუხოდ, პუშკაშს, სანტამარიას და დი სტეფანოს ესპანეთის მოქალაქეობა მისცეს, იგივე გააკეთეს იტალიაშიც, სადაც მთელ სამხრეთამერიკულ ლეგიონის იტალიური ნატურალიზაცია მოახდინეს, რაც უდავოდ ეფექტური გამოსავალი იყო, მაგრამ აქ უკვე ფიფამ ატეხა განგაში. საქმე იმაშია, რომ ახალ მოქალაქეობა მიღებულ ყოფილ ლეგიონერებს, უკვე ახალ ნაკრებებში შეეძლოთ თამაში, რასაც აკეთებდნენ კიდეც ისინი და საკმაოდ ეფექტურადაც. გაძლიერებულ იტალიასაც და ესპანეთსაც უკვე გაუჩნდათ უდიდესი ამბიცია, გამხდარიყვნენ მსოფლიო ჩემპიონები, მაშინ როცა აშკარად დასუსტდა არგენტინის ნაკრები (იტალიის გაძლიერების ხარჯზე) ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მართალია ლეგიონერების ნატურალიზაციის ხარჯზე გაძლიერებულმა იტალიამაც და ესპანეთმაც სრული ფიასკო განიცადეს 1962 წლის ჩილეს ჩემპიონატზე, მაგრამ ისიც აშკარა იყო რომ ასეთი მცდელობები აუცილებლად გამოიღებდა შედეგს ადრე თუ გვიან და თანაც გადამდები ტენდენცია გახდებოდა სხვა ქვეყნებისთვის, დაარღვევდა ბალანსს სანაკრებო ფეხბურთში, რაც დაასამარებდა კიდეც მსოფლიო ჩემპიონატების მნიშვნელობას და ზოგადად ამ ტურნირის იდეას. სწორედ ამიტომ მიიღო ფიფამ მაშინ ბრძნული გადაწყვეტილება: ფეხბურთელს რომელსაც, თუნდაც ერთი თამაში ექნებოდა ნათამაშები რომელიმე ნაკრების შემადგენლობაში, უფლება აღარ ჰქონდა მოერგო სხვა ქვეყნის მაისური, ამ ახალმა კანონმა გადაარჩინა მაშინ მსოფლიო ფეხბურთი(ის რაც იგულისხმებოდა მსოფლიო ფეხბურთში მაშინ) და უდიდესი ინტრიგა შეუნარჩუნა მას. მატერიალურად ჩამორჩენილი ქვეყნის არცერთი ძლიერი ფეხბურთელი, არ მიიღებდა სხვა, უფრო წარმატებული ქვეყნის მოქალაქეობას, თუ მას გადაეკეტებოდა გზა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, ეს საფეხბურთო ღირსების და ამბიციის საკითხი იყო, რაც ასე ფასობდა მაშინ. სწორედ ასე აღდგა და შენარჩუნდა ‘’ორი უცხოელის’’ ლიმიტი, და ამ კანონმა ფაქტიურად 80-იანების მიწურულამდე გასტანა

მაგრამ ევროპული კლუბები, მაინც ძალიან ძლიერდებოდნენ, მათი მოღვაწეობა, თანდათან ემსგავსებოდა ბიზნეს კორპორაციების საქმიანობას, ტელემაუწყებლობის და სარეკლამო ბიზნესის არნახულმა განვითარებამ, ხელი შეუწყო საფეხბურთო ვარსკვლავურ სისტემასაც, ზუსტად ისევე როგორც ეს შოუ ბიზნესშია, ფეხბურთელთა პოპულარობა სცილდებოდა უკვე საფეხბურთო სამყაროს და მათი მანიპულირება უკვე შესაძლებელი გახდა მხოლოდ მსხვილი კონტრაქტებით და აქედან გამომდინარე ვალდებულებებით. რა თქმა უნდა ამას კარგად ხედავდნენ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციები, უეფაც და ფიფაც. რომლებიც სანაკრებო ფეხბურთზე აკეთებდნენ სწორებას და მაქსიმალურად ცდილობდნენ ეკონომიური ბალანსის შენარჩუნებას სწორედ საკლუბო ფეხბურთშიც. ახალი ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების გამოჩენამ(ჰოლანდია, ბელგია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) ევროპულ ასპარეზზე, ევროპული საკლუბო ტურნირები უაღრესად საინტერესო, დამაინტრიგებელი და სრულიად არაპროგნოზირებადი გახადა 70-იანებში და ნაწილობრივ 80-იანებშიც. უზარმაზარი დატვირთვა ენიჭებოდა კრეატიულ მიდგომას, თამაშის ორგანიზებისა და სამწვრთნელო ინტელექტს, რის შედეგადაც, ერთი შეხედვით უვარსკვლავო გუნდს შეეძლო გრანდების დამარცხება და ეს არავის უკვირდა, შესაბამისად სხვაობა კლასში მაგალითად ‘’ბარსელონას’’ (რომელშიც თამაშობდნენ, კრუიფი და ნეესკენსი), და რომელიმე ბელგიურ ‘’ბრიუგეს’’ შორის არც ისე დიდი იყო. სწორედ ასე მოიპოვეს უმაღლესი ევროპული ტიტულები, გეტებორგმა, იფსვიჩ ტაუნმა, ნოტინგემ ფორესტმა, ეს უდავოდ პოზიტიურად მოქმედებდა სანაკრებო ფეხბურთზე, რადგანაც ყველა ძლიერ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ, უმთავრესად საკუთარი ქვეყნების ჩემპიონატებში თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ იყო მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატები აღმოჩენებით აღსავსე მაშინ, საინტერესოა, რომ 70-იანების დასაწყისში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით საერთოდ აკრძალა ლეგიონერების თამაში იტალიურ კლუბებში, რათა არ დაჩაგრულიყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელები და სწორედ ამის რეზულტატი იყო ის, თუ როგორ გაიბრწყინა იტალიამ ჯერ არგენტინის 1978 წლის, ხოლო შემდეგ 1982 წლის ჩემპიონატებზე. ამ პროცესებისგან ‘’ზარალდებოდნენ’’ სწორედ ძლიერი მდიდარი კლუბები, რომლებსაც არ შეეძლოთ მთელი საფეხბურთო ნაღების თავიან რიგებში ჩარიცხვა, მაგრამ უდავოდ იგებდა ზოგადად ფეხბურთი, მინდა სრული დამაჯერებლობით ვთქვა, რომ ის სიმპატიები ამა თუ იმ საფეხბურთო ნაკრებების მიმართ, სწორედ იმ პერიოდში ჩამოუყალიბდათ ფეხბურთის მოყვარულებს, რადგანაც ბრაზილიური, არგენტინული, იტალიური, ფრანგული თუ გერმანული ან ჰოლანდიური განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიები სწორედ ადრეული ფეხბურთის მონაპოვარია. სწორედ ამით იყო საინტერესო მსოფლიო ფეხბურთი, მრავალფეროვნებით და ფეხბურთის იდეალებისადმი ერთგულებით. ასე გაგრძელდა თითქმის 90-იან წლების მიწურულამდე, მანამ სანამ ევროპის გაერთიანებამ და სამუშაო ვიზების გაცემის გაადვილებამ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. ხოლო როდესაც ბოსმანის საქმემ საერთოდ მოშალა ლიმიტი ლეგიონერებზე, საქმემ კატასტროფიული ხასიათი მიიღო, თანდათანობით მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ყველა ძლიერმა ფეხბურთელმა ნელნელა თავი მოიყარეს ევროპის ათიოდე გრანდში, ასე ‘’დაკარგა’’ ევროპულმა საკლუბო ფეხბურთმა ჯერ აღმოსავლეთ ევროპის კლუბები, შემდეგ ბელგიური კლუბები, ჰოლანდიური და ა.შ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სუპერკლუბებში ირიცხება ბევრი ისეთი მაღალკვალიფიციური, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებსაც საერთოდ არ ეძლევათ საშუალება მოედანზე გამოსვლისა, მაგრამ ისეთ დიდ ხელფასს იღებენ მაინც, რომ არავითარი სურვილი არა აქვთ, სხვა, ფინანსურად შედარებით დაბალი კალიბრის კლუბში გადასვლისა, რადგანაც ეს კლუბები მათ გაზრდილ ფინანსურ აპეტიტს ვერ აკმაყოფილებენ. მე კარგად მახსოვს, 90-იანების დასაწყისში, როგორი გამანადგურებელი რაექცია მოყვა საფეხბურთო სამყაროში  დარკო პანჩევის, ამ უნიჭიერესი სერბი ფეხბურთელის უთავმოყვარეო განცხადებას, ’’მირჩევნია ‘’ინტერ’’-ში ვირიცხებოდე და საერთოდ არ ვთამაშობდე, ვიდრე სხვა ნაკლებ პრესტიჯულ კლუბში ვარსკვლავი ვიყოო’’. დღეს ეს არავის გაუკვირდება, დღეს ეს ნორმალურია, დღეს ფეხბურთი ანგარებიანი ბიზნესია და სწორედ ამ ანგარებას ეწირება უამრავი ტალანტი, ეს კი უზარმაზარ ნეგატიურ დაღს ასმევს მსოფლიო ფეხბურთს. დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთი შემოისაზღვრება რამოდენიმე ევროპული კლუბით, რომლებიც ერთმანეთში არკვევენ თუ რომლის ბიზნეს გეგმა ან საფეხბურთო პოლიტიკაა უფრო ქმედითი და ეფექტური, ამიტომაც გახდა ლიგაც, ეროვნული ჩემპიონატებიც ასეთი მოსაწყენი და პროგნოზირებადი. ის რომ პრემიერლიგა წელს ‘’ლესტერმა’’ მოიგო და ეს დაუჯერებელ სენსაციად აღიქმება, სწორედ ამის დასტურია, მომავალ სეზონში ‘’ლესტერს’’ ისე გაპარსავენ ფეხბურთელებისგან გრანდები, რომ გუნდი შეიძლება გავარდეს კიდეც, (სწორედ ასე  დაემართა ‘’ლიდს იუნაიტედ’’ს ამ რამოდენიმე წლის წინ). ღიმილის მომგვრელია ლაპარაკი დღევანდელი გრანდების მწვრთნელების გენიალობაზეც, ერთი საინტერესოა, როგორ გაწვრთნის გვარდიოლა (ან სხვა ‘’სუპერმწვრთნელი’’) რომელიმე ‘’მალაგა’’ ს, ანდაც ‘’ბოხუმს’’. უფრო მეტიც, უკანახკნელი ათწლეულის უნიჭიერესმა მწვრთნელმა, ჯოზე მაურინიომაც კი მაშინ შეწყვიტა ზრდა, როდესაც ‘’პორტო’’-დან ‘’ჩელსი’’-ში გადავიდა, რადგანაც მის წინაშე დადგა ამოცანა: როგორ დაასაქმოს მოედანზე ვარსკვლავები, მაშინ როდესაც მისი სამწვრთნელო კრედო, სინამდვილეში გაცილებით უფრო საინტერესო და გამომწვევია: როგორ დაამარცხოს გრანდი, რომლის შემადგენლობა ხარისხობრივად აღემატება მის მიერ გაწვრთნილ გუნდს. მაგრამ ვის აინტერესებს სამწვრთნელო კრეატიული გამოწვევები დღეს, როდესაც საქმე უზარმაზარ ფულს ეხება. ჩემის აზრით, იმიტომაც არის დიეგო სიმეონე დიდი მწვრთნელი, რომ ის არ დაყვა ცდუნებას (რაც უდავოდ ექნებოდა ბოლო სამი წლის მანძილზე) უერთგულა საკუთარ პროფესიულ ღირსებას და მოახერხა ორჯერ გაეყვანა ‘’ატლეტიკო’’ (რომელიც გრანდი ნამდვილად არაა, ვერც იქნება) ლიგის ფინალში. სიმეონესნაირი  იდეალისტები, დღეს გადაგვარების გზაზეა და სწორედ ამიტომ გულშემატკივრობს ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი სწორედ მის გუნდს მომავალ ფინალში (და აქ არა აქვს მნიშვნელობა თუ რა ტაქტიკას მისდევს სიმეონეს ‘’ატლეტიკო’’). იმ ტენდენციებმა, რომლებსაც ადგილი აქვს უკანასკნელ 15 წლის მანძილზე ფეხბურთში, ყველაზე დიდი დარტყმა მაინც სანაკრებო ფეხბურთს, ანუ ერთ დროს უმაღლეს საფეხბურთო ფორუმს, მსოფლიო ჩემპიონატს მიაყენა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ტოპ ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტული თავიანთი კლუბებია და შესაბამისად ლიგა, რადგანაც ყველა მათგანი არა მარტო კარგი ფეხბურთელია, არამედ საქმიანი ადამიანიცაა, რომელზეც მთელი შტატი მუშაობს, ანუ დიდ ფულზეა ლაპარაკი, ამიტომ საფეხბურთო რომანტიკისთვის და ეროვნული თავმოყვარეობისთვის უკვე ცოტა ადგილიღა თუ რჩება. თანაც არანაირი თავის გამოჩენა და ვინესთვის რამის დამტკიცება მათ არ სჭირდებათ, მსოფლიო ჩემპიონატი არაფერს წყვიტავს მათ პირად კარიერაში და ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აუცილებლად ისახება თამაშის ხარისხზე, თანაც ადრეულ ეპოქებთან შედარებით, იმდენად გადატვირთულ გრაფიკში უწევთ ყოველწლიურად ‘’მუშაობა’’, რომ ეს შეუძლებელიცაა. იმათ, ვინც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ რამე, უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, თითქმის ყველა პოტენციური დიდი ფეხბურთელი ასევე გრანდებში ირიცხებიან, მაგრამ ნაკლებადა აქვთ სათამაშო პრაქტიკა და ეს უდავოდ ნეგატიურად მოქმედებს მათზე. მინდოდა მეთქვა, რომ ხომ არიან ჯერ კიდევ გამოუმზეურებული ტალანტები, რომელთა შესახებ ფართო სამყარომ არ იცის? მაგრამ რაც დრო გადის ასეთებიც ცოტანი რჩებიან, ფაქტია რომ ასეთი ტალანტის ‘’გაფუჭება’’, ანუ ჩარიცხვა საკუთარ რიგებში მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა კონკურენტმა არ ჩაიგდოს ხელში, ესეც მიღებული პრაქტიკაა და ესეც ნამდვილი ‘’უბედურებაა’’, ფაქტიურად საქმე გვაქვს საფეხბურთო კანონიერი მაფიასთან, რომლის წინააღმდეგ საბრძოლო რესურსი ჯერ არ არსებობს. რა თქმა უნდა ყველაფრის უტრირება არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ტრენდი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი გრანდი, დღეს პოტენციურად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ნაკრები, მოტივაცია გრანდში მეტია და იმიტომ. ხოლო ის დრო, როდესაც მეოცნებე რომანტიკოსი იდეალისტები ფეხბურთის სიყვარულით მიდიოდნენ ამ ბიზნესში, წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს დაბრუნდება, საკლუბო საფეხბურთო სამყარო უკვე ისეა ინტეგრირებული მსოფლიო კორპორატიულ ბიზნესში, რომ ეს შეუძლებელიცაა. ვერ ვიტყვი რომ არავინ ცდილობს დაუპირისპირდეს მოვლენათა ასეთ მსვლელობას, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს ლეგიონერთა ლიმიტი და ის 5 უცხოელი ფეხბურთელით შემოიფარგლოს, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად უშედეგოდ, ეს ძალიან ძნელია, ეს არ აწყობს დიდი ბიზნესს, არადა ჩემის აზრით მხოლოდ ეს გადაარჩენს მსოფლიო ფეხბურთს, ყოველ შემთხვევაში მის იმ იპოსტასს, რომლის ასე უყვარს, ჯერ კიდევ უყვარს სამყაროს. ანდაც უნდა რეორგანიზირდეს მთელი საფეხბურთო სამყარო, გაუქმდეს ეროვნული ჩემპიონატები, შემცირდეს კლუბების რაოდენობა, რითაც გაიზრდება კონკურენტუნარიანი კლუბების რაოდენობა და მათი პაექრობა უფრო საინტერესო გახდება, უფრო მეტი დიდი ფეხბურთელი გაჩნდება, ხოლო სანაკრებო დონეზე მხოლოდ ახალგაზრდებმა ითამაშონ, დააწესონ ასაკობრივი ცენზი, ვინ იცის, იქნებ კვლავ აღდგეს საუბარი და კამათი თემაზე ხელოვნებაა ფეხბურთი, თუ სპორტი. მოკლედ არ ვიცი, დღეს მხოლოდ ისაა ჩემთვის აშკარა, რომ... აი გადავხედე იტალიის, ინგლისის ნაკრების ევროპის საჩემპიონატო შემადგენლობებს და საერთოდ დამეკარგა ხალისი, მახსოვს რა ის დრო, რა საოცარი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ეს დიდი გუნდები ერთ დროს. ისე ერთი წუთით წარმოვიდგინე, რომ ასეთი მდგომარეობა ყოფილიყო მსოფლიო ფეხბურთში, ერთი 40 წლის ანდაც 30 წლის წინ და ყველა ის ისტორიულად დიდი ფეხბურთელი (რომელთაგანაც ბევრი ალბათ ასეთ პირობებში, ბოლომდე ვერც გაიხსნებოდა) მხოლოდ რამოდენიმე კლუბში ყოფილიყო გადანაწილებული, რამდენად ღარიბი ისტორია ექნებოდა ფეხბურთს, უფრო სწორად არც ექნებოდა ეს ისტორია, ალბათ.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

25 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

25 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

25 May 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

25 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

25 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

25 May 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

25 May 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

25 May 2016

Old Firm

25 May 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

25 May 2016

ორი „სამეული“

25 May 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

25 May 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

25 May 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

25 May 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

25 May 2016

დავაფასოთ ქართველები!

25 May 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

25 May 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

25 May 2016

პლეოფის მოლოდინში...

25 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

25 May 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

25 May 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

25 May 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

25 May 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

25 May 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

25 May 2016

ჩაშლილი რეისი

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

25 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

25 May 2016

მსხვერპლი

25 May 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

25 May 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

25 May 2016

13 მაისი

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

25 May 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

25 May 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

25 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

25 May 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

25 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

25 May 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

25 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

25 May 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

25 May 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

25 May 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

25 May 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

25 May 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

25 May 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

25 May 2016

რეპრესირებული მოცარტი

25 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

25 May 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

25 May 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

25 May 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

25 May 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

25 May 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

25 May 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

25 May 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

25 May 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

25 May 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

25 May 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

25 May 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

25 May 2016