31 May 2016
  • 516 ნახვა

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

ბოლო წლებია აქტიურად ვითხოვთ ძირეულ ცვლილებებს ,,უკეთესი საქართველოსთვის". ვიწუნებთ მენტალიტეტსვეწინააღმდეგებით აკრძალვებსმივილტვით მეტი თავისუფლებისკენ და მაინცეს პროცესი აუტანლად ნელი და შეუმჩნეველია.

ვფიქრობდირატომ არაფრით გვეღირსა ქართველებს სექსუალური თავისუფლებამარიხუანის დეკრიმინალიზაციახარისხიანი განათლება ისეთ ფასადრომ მთელი ნათესაობის ვალი არ დაგვედოსქალთა და მამაკაცთა სწორუფლებიანობა და .მოკლედსაბოლოოდ ასეთ მოსაზრებაზე შევჩერდი : ეს ყველაფერი იმის დამსახურებაარომ არნახულად კეთილი ერი ვართ!

კითხეთ სრულწლოვან ახალგაზრდასრომელიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვსგაუსინჯავს თუ არა საერთოდ ის : მაშინვე ხელებს გაასავსავებს და გისაყვედურებთ ასეთი უხერხული და დამამცირებელი შეკითხვის გამოთუ ამ საუბარს რამდენიმე სხვა ადამიანიც ესწრებაშეიძლება საერთოდ ანათემას გადაგცეთ.

მოდად იქცა ქალიშვილობის ინსტიტუტის გმობათუმცა ცოტა გოგო თუ აღიარებსრომ ქორწინებამდე მეგობარ ბიჭთან სქესობრივი კავშირი მისთვის მისაღებია (პრაქტიკაში გამოცდილი მაქვსოამის თქმას მხოლოდ ძალიან გამბედავი თუ ,,იკადრებს").

განსაკუთრებით მეცინება ხოლმეროცა გენდერულ თანასწორობაზე მიდგება საქმეტოკ-შოუ ,,პროფილისის ეპიზოდი ხომ ყველას გვახსოვსნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმულმა ქალმა რომ უთხრა მაია ასათიანსგენდერული თანასწორობა არ არსებობსო?! - ვინ არ აქილიკარომელი ისეთი ადამიანი დაეთანხმა მის მოსაზრებასსაშუალოდ განვითარებულობაზე მაინც რომ ჰქონდეს პრეტენზია? - მე ასეთი არ შემხვედრიასამაგიეროდკრიტიკის ცეცხლის შემნთებ-გამაღვივებლებში მრავლად იყვნენ გოგონებირომლებიც სარფიანად გათხოვებასა და მთელი ცხოვრების დაქალებთან ჭორაობაში გატარებაზე ოცნებობენქმრის ხელფასის შემყურე ცოლის ამპლუაში და ბიჭებირომლებიც თვლიანრომ ოჯახში მთავარი მაინც კაცის სიტყვაა. - და თუ ეს სურათი გვიდევს წინმაშინ რატომ ვლანძღავთ ქალსრომელსაცრეალურადჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღები იდეოლოგია აქვსიმიტომ რომ იმ ტანსაცმლით გამოვიდარომელიც მისთვის არის მისაღები? - ,,რომელი საუკუნეა?" - ხომ ყველაზე ტრენდული შეკითხვაა ჩვენს დღევანდელობაშიმაშინრა უფლებით ვუზღუდავთ ვინმეს გამოხატვის თავისუფლებასმითუმეტეს მაშინროცა ეს მის ჩაცმულობას ეხებაიქნების ასე ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს?!


ესრაც შეეხებოდა გაუმხელელ სურვილებსა და შეფარვით მორჩილებასახლანებაყოფლობით უმოქმედობაზეც ვილაპარაკებ ცოტას და მოვრჩები

საქართველოდან განათლების მისაღებად წასული რამდენი ახალგაზრდაა თქვენ გარშემო? (მათი ნაწილი უკან არც ბრუნდება და ამასაც აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები). ფაქტიარომ განათლების ხარისხი საქართველოში ბევრად უფრო დაბალიავიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებსა და ამერიკაშივაკრიტიკებთ დღევანდელ განათლების სისტემას,  უნივერსიტეტს არაფრისმომცემ დაწესებულებად აღვიქვამთ და ყოველი სემესტრის ბოლოს ,,შეტენილსაგანში ასეულობით ლარს იხდიან ჩვენი მშობლებიიქნებვინმეს ჰგონიარომ თუ გერმანიაშისაფრანგეთშიშვეიცარიაში ან სადმე სხვაუფრო მომხიბვლელ ქვეყანაში იცხოვრებსქულებს ვინმე ისეუბრალოდ დაუწერს და პროფესიის შესაბამისი ცოდნა თავისით ჩაუფრინდება გონებაში? - ეჭვი მეპარებაასეთი გულუბრყვილო იყოს რომელიმე საღ გონებაზე მყოფი ახალგაზრდა

გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და საარჩევნო ყუთში ერთი ფარატინა ფურცლის ჩაგდებაც გვეზარება. - სხვა გააკეთებსყველაფერი მაინც ისე იქნებაროგორც უნდა იყოსთავისით დალაგდება.

ჰოდაზუსტად ამას ვგულისხმობდიროცა ვთქვირომ არანახულად კეთილი ერი ვართვაპროტესტებთ ყველაფერს და ვითხოვთ უკეთეს ქვეყანას - ,,სხვისთვის". აბარად უნდა
სიტყვა ,,მარიხუანაზეწამოწითლებულს - მისი დეკრიმინალიზაცია;
აპკს მოჭიდებულს - ქალიშვილობის ინტიტუტის დანგრევა;
ქმრის მომლოდინეუპრეტენზიომცირედით დაკმაყოფილებულ ქალს - სწორუფლებიანობა;
ადამიანსრომელიც მას არ იყენებს - არჩევნის უფლება.


ცხადია - სხვისთვის!
აიესეც ჩვენი სიკეთე!

ცუდი ის არისრომ ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად გალაშქრება გვიყვარსრაცრეალურადშედეგს არ იძლევასაკუთარი სხეულითგონებითა და შრომით მანკიერების მოსპობის იდეა არავის ხიბლავსიმას კი არავინ იაზრებსრომ თუ ყველა მხოლოდ ილაპარაკებსარავინ მოიქცევა რელევანტურად და ქმედებებში არ გამოხატავს საკუთარ პროტესტსყოველთვის იქ დავრჩებითსადაც ვართყოველთვისროცა რაიმე ახლის დანერგვა მოგვინდება პასუხად მივიღებთ ,,მოდას ნუ ჰყვებიარაფერში გჭირდება!" - და ყოველთვის ყველას ეგონებარომ ჩვენთვის ნების უზენაესობა საჭირო არ არის.
უნდა მოვრჩეთ ტყუილსთითქოს არ გვჭირდებადაძრულ თავისუფლების მატარებელს შევახტეთ და უკეთეს სამყაროში გავყვეთანთუ დღევანდელობა ჩვენი კომფორტის ზონაატყუილად მაინც ნუ ვიყვირებთმხოლოდ იმიტომრომ ქრონიკული უკმაყოფილებით შევივსოთ უსაქმურობით გაფერმკრთალებული ცხოვრება.

უნდა დავძლიოთ ახლის მიღებისა და უკურეაქციების შიში.
სხვა შემთხვევაშიარასდროს მოგვეცემა ის ,,ლომთა ხვედრი", ნანატრი თავისუფლება

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

31 May 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

31 May 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

31 May 2016

ღირდა ყოველი ამად?!

31 May 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

31 May 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

31 May 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

31 May 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

31 May 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

31 May 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

31 May 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

31 May 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

31 May 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

31 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

31 May 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

31 May 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

31 May 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

31 May 2016

გამქრალი გოგოები

31 May 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

31 May 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

31 May 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

31 May 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

31 May 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

31 May 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

31 May 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

31 May 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

31 May 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

31 May 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

31 May 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

31 May 2016