03 June 2016
  • 1624 ნახვა

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, საჭიროა ისტორიული ფაქტების დაფიქსირება, რათა მკითხველს ოდნავი წარმოდგენა მაინც შეექმნას სპორტზე, რომელსაც შევეხებით. მაშ ასე:

რაგბი ლიგა (ცამეტკაცა) რაგბის ალტერნატიული და აშკარად ნაკლებ პოპულარული სახეობაა. თუ რამ გამოიწვია რაგბის ორი სახეობის ჩამოყალიბება სხვადასხვა სპორტად ეს ცალკე ბლოგის თემაა, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რაგბისგან განსხვავებით, რომელიც პროფესიონალური მხოლოდ ოციოდ წლის წინ გახდა (1995 წლის 26 აგვისტოდან), ლიგა პროფესიონალურია 1898 წლიდან და შესაბამისად რაღაცეებში „ტრადიციულ“ რაგბზე წინაც არიან.

ლიგას უმაღლეს დონეზე მხოლოდ სამ ქვეყანაში თამაშობენ - მშობელ ინგლისში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. ყველა სხვა ქვეყანაში ლიგა თხუთმეტკაცა რაგბზე ნაკლებ პოპულარული/დაფასებული სახეობაა და შესაბამისად ოვალურად მობურთალი ახალგაზრდების ყურადღება და მონდომებაც უფრო „კავშირის“ რაგბიში წარმატების მიღწევისკენ არის მიმართული.

საქართველოში რაგბი ლიგას საკმაოდ მოკლე ისტორია აქვს, რომელიც ადრეულ ორიათასიან წლებში დაიწყო (თუ არ ჩავთვლით ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსკენ ჩამოყალიბებულ ერთადერთ კლუბს) და მალევე დასრულდა. დღეს საქართველოში ძალიან გაჭირდება მოქმედი ლიგის გუნდის პოვნა და შესაბამისად ნაკრებიც აღარ გვყავს, თუმცა ბლოგი (თუნდაც სათაურიდან გამომდინარე) სხვა რამეს/ვინმეს ეხება და დროა ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მისკენ წავიდეთ.

ლიგას, როგორც ყველა სხვა სპორტს ჰყავს ლეგენდები, პელეები, მარადონები, როჯერ ფედერერები, თაიგერ ვუდსები, ჯონა ლომუები და დენიელ კარტერები, თუმცა ამ ხალხს ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა ენდრიუ ჯონსია, რომელსაც ბევრი დღემდე ყველა დროის საუკეთესო  შვიდ ნომრად (რაგბის ექვივალენტური პოზიცია 10 ნომერია) თვლის. ენდრიუ იყო ძალიან სწრაფი, ტექნიკური, ჭკვიანი და თავისი პოზიციისათვის ფიზიკურად ძლიერი მორაგბე, რომელსაც არა მარტო შეტევაში კარგად თამაში და გუნდის ორგანიზება შეეძლო, არამედ გენიალურად თამაშობდა ფეხით და აკონტროლებდა თამაშის მიმდინარეობის ტემპს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ის ძალიან ხშირად ხდებოდა ნიუქასლ „ნაითსის“, თუ "ნიუ საუს უელსის" გამარჯვებისა და წარმატების მიზეზი. ენდრიუ ჯონსმა დანერგა ახალი სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს შვიდი ნომერი რაგბი ლიგაში და ბევრს უჭირდა იმის წარმოდგენა, თუ ოდესმე ვინმე ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა მის სათამაშო კლასს და უნარებს. ენდრიუ ჯონსმა კარიერა დაამთავრა, როგორ მაიქლ ჯორდანმა - მისი სახელი ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა: „ენდრიუ ჯონსი - ყველა დროის საუკეთესო, რაგბი ლიგის ღმერთი“. ჯონსის ბოლო მატჩში არაერთგზის მოვისმინეთ კომენტატორების მიერ თავდაჯერებული ტონით ნათქვამი ფრაზა „დღეს საუკეთესო სპორტს მისი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დააკლდება“ და მათ სრულიად გასაგები მიზეზების გამო ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე მათი ამ სიტყვების მიმართ საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშანი დაიბადებოდა. 

კითხვის ნიშანი მაინც გაჩნდა და ამ კითხვის ნიშნის უმთავრესი და ერთადერთი მიზეზი „ჯეი-თი“-ა. ჯონათან სერსტონმა  (J onatan   T hurston) კარიერა ქენთერბერის „ბულდოგებში“ დაიწყო, დებიუტი 2002 წელს ჰქონდა და საკმაოდ ბევრი კრიტიკოსიც გაიჩინა. „ის ძალიან პატარა და ნელია იმისათვის, რომ ოდესმე რაგბი ლიგა უმაღლეს დონეზე ითამაშოს“ - ამბობდნენ ექსპერტები - „მისი უნარები ვერასდროს იქნება საკმარისი, რომ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს“. პირველ სამ წელში მან მხოლოდ 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა. მომცრო ტანის, არც თუ ისე სწრაფ გამთამაშებელს, რომლის ალალ სახეზეც არ იყო ენდრიუ ჯონსის ნაირი ანთებული თვალები, მომავალ ვარსკვლავად არავინ თვლიდა. ჯონსის შემცვლელად მითუმეტეს... მაგრამ ჯონათანი არ დანებებულა.

2005 წელს იგი ნორს ქვინსლენდ „ქოუბოიზში“ გადავიდა, შრომისმოყვარეობის და უნარების წყალობით გახდა ძირითადი 7 ნომერი და „State of Origin”-ის მატჩების სერიაშიც (ავსტრალიის ორი დიდი შტატის - „ქუინსლენდისა“ და „ნიუ საუს უელსის“ ნაკრებების მატჩი) კი მიიღო მონაწილეობა, მაშინ როდესაც მის პოზიციაზე კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. სწორედ 2005 წლიდან ენდნენ მას გუნდის მწვრთნელები და ნელ-ნელა აინთო ახალი ვარსკვლავი, რომელიც ერთი შეხედვით წინა კაშკაშა ვარსკვლავს ვერასდროს მიუახლოვდებოდა.

უკვე არაერთგზის ვახსენეთ „ჯეი-თის“ არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი სისწრაფე და ის, რომ მისი ფიზიკური მონაცემი (179 სანტიმეტრი და 80 კილო - კარიერის დასაწყისში) არ შეესაბამება რაგბი ლიგის (რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კონტაქტური და მძიმე სპორტია) სტანდარტებს, მაშინ რის ხარჯზე მოახერხა სერსტონმა წარმატების მიღწევა?

პასუხი ძალიან მარტივია, ბანალურად მარტივიც კი - მებრძოლი ხასიათის, გახსნილი გონებისა და „არასდროს დავნებდები“ მიდგომის. შეგვიძლია გადავახვიოთ ნებისმიერი თამაში, რომელშიც „ჯეი-თი“ მონაწილეობს და ვნახავთ, რომ თითოეულ დარტყმას, ბოჭვას, გადაცემას, დაქნევას, ფინტს თუ კონტაქტს ის აკეთებს როგორც უკანასკნელს. შეხედავ, მირბის სერსტონისკენ ბურთით ხელში მასზე ორჯერ, ან იქნებ სამჯერ უფრო დიდი მორაგბე და იცი, რომ ბოჭვა აუცილებლად გაკეთდება. მიიღო სერსტონმა ბურთი და იცი, რომ შენ თუ თანაგუნდელებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში ხარ გამთამაშებელი აუცილებლად დაინახავს ამას და ბურთიც პირდაპირ ხელებში ჩაგივარდება. დგახარ კიდეზე და ატყობ რომ წინ შენზე უფრო ტანდაბალი მცველი გიდგას და შესაბამისად ჰაერში ორთაბრძოლას ლელოს ხაზთან აუცილებლად მოუგებ? „ჯეი-თიმ“ ეს შენზე ადრე დაინახა, ან შეიძლება არც დაუნახავს, უბრალოდ იცის... გაიქცევი, ახტები, ბურთს ჰაერში დაიჭერ და შენს ანგარიშზე მორიგი ლელოა. წინ უდგახარ სერსტონს და იცი რომ „ცრუ-პასს“ აპირებს, აუცილებლად დაიქნევს ბურთს, მაგრამ მის მოძრაობას მაინც ყვები. ეს ინსტინქტია, რეფლექსები, შენზე ძლიერი. სერსტონი იმდენად იდეალურ მოძრაობას აკეთებს, რომ არ შეგიძლია არ აყვე...

ალბათ ყველა მორაგბის ოცნებაა ასეთ გამთამაშებელთან ერთად თამაში და ჯოჯოხეთია მის წინააღგმდეგ დგომა.

ბილი „ზე ქიდ“ სლეიტერი ლიგის მეგა-ვარსკვლავია, ყველა დროის საუკეთესო ერთიანი (ფულბეკი - სარაგბო ექვივალენტი 15 ნომერია), მაგრამ ყველაზე კარგად მაშინ თამაშობს, როდესაც „სთეით ოფ ორიჯინისას“, ანდაც ნაკრებში სერსტონის გუნდელია. არადა კლუბში გენიოსი გამთამაშებელი კუპერ კრონკი ჰყავს...

„ჯეი-თი“ თანაგუნდელებს ენდობა, თავდაჯერებას მატებს. როდესაც მასთან ერთად ხარ მოედანზე, ჯონათანმა შეიძლება შენზე უკეთაც იცის თუ რისი გაკეთება შეგიძლია და სწორედ იმას განდობს, რაც ყველაზე კარგად იცი. რაც უფრო მეტი რამ იცი ძალიან კარგად, მით უფრო ხშირად გენდობა დიდი შვიდიანიც.

სერსტონზე რაც ითქვა ყველაფრის დასტურად მხოლოდ 2015 წლის NRL-ის ფინალის ბოლო წუთიც კმარა. წარმოიდგინეთ - აგებენ „ქოუბოები“ ოთხ ქულას (და ლიგაში ერთი ლელო სწორედ ოთხი ქულაა), „ბრონქოზი“ უტევს და ცენტრში ბურთი უვარდებათ. „ქოუბოებს“ ერთი წუთიღა დარჩათ. ან ყველაფერი, ან არაფერი. ორივე გუნდის მორაგბეები ფეხზე ძლივს დგანან. ბურთიანი „ქოუბოები“ გადაცემებს ნელ-ნელა აკეთებენ, წინსვლა პრაქტიკულად არ არის, ძლივს სუნთქავენ. მესამე პასი სერსტონმა მიიღო, დაუყოვნებლივ სისწრაფე აკრიფა და ბოლო მომენტში პასი გააკეთა, გარისკა. ქეინ ლინეტმა ბურთი კინაღამ დააგდო, გაჭირვებით შეინარჩუნა. ბურთთან ისევ „ჯეი-თია“ და გადაცემას მაღალ ტემპში აკეთებს. იგი გრძნობს, რომ მოწინააღგმდეგე ძალიან დაღლილია და თავის სწრაფი მოქმედებებით ამას თანაგუნდელებსაც აგებინებს. ვიდლშტაინის კონტაქტი, ტაუმალოლოს კონტაქტი, „ქოუბოებს“ სამი შეტევაღა რჩებათ (ლიგაში გუნდს სულ ექვსი შეტევა აქვს), ტამოს კონტაქტი - ორი შეტევა. ბურთს „ჯეი-თი“ იღებს და ცვლის შეტევის მიმართულებას. სკოტი და ლელომდე ოცი მეტრიღა რჩება. ბოლო შეტევაა, დრო პრაქტიკულად ამოწურულია. ბურთს „ჰუკერისგან“ (სარაგბო ექვივალენტი 9 ნომერი) რა თქმა უნდა ისევ შვიდიანი იღებს და მბოჭავიც იქვეა. ეს ბოჭვა რომ გაკეთდეს „ბრონქოზმა“ მოიგო, მაგრამ ბოჭვა არ კეთდება - „ჯეი-თი“ კონტაქტით იცილებს პირველ და მასზე საგრძნობლად მასიურ მეტოქეს, ხელის კვრით იშორებს მეორეს და უკან დახევა უწევს. იგი წამის მეათედში იხედება მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და ხედავს სივრცეს. გადაცემა მორგანზე ზუსტად იმ დროს გააკეთა, როდესაც შებოჭეს, თუმცა ადრესატმა ბურთი იდეალურად მიიღო. მორგანმა სივრცე აითვისა, ბოლო მბოჭავთან მივიდა და ასევე უკვე შებოჭილმა ფილდტს საოცარი გადაცემა ამოუგდო. მცველი ო’ნილთან დარჩა  - ბურთიანის წინ კი დაუცველი ლელოს ხაზია. ფილდტი შერბის და ბურთს კიდესთან ამიწებს. კომენტატორები ბღავიან, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრებიც არაადამიანურ ხმებს გამოსცემენ, ალბათ ტელევიზორებთან მდგომებიც (მაგ ემოციაზე შეუძლებელია რომ ფეხზე არ იდგე). ასეთი უფუნქციოები სკამები და სავარძლები ალბათ არასდროს ყოფილან.  „ჯეი-თი“ გარდასახვის დასარტყმელად ემზადება, თავსაბურავი მოიხსნა. დარტყმა და ძელი. არადა თითქოს უნდა გასულიყო ბურთი. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - ყველაფერს ოქროს ქულა გადაწყვეტს. დამატებით დროში შვიდიანი დაწყებას ირჩევს. ურტყამს ბურთს ფეხს და ჰანთი შეცდომას უშვებს. „ქოუბოებს“ მეტოქის ლელოს ხაზთან ახლოს 6 შეტევა აქვთ. რა თქმა უნდა არეკნის დასარტყმელად სერსტონი ემზადება, თუმცა დაცვა ძალიან სწრაფად ამოდის და ბოჭვა კეთდება. დარტყმას შემდეგ შეტევაზე ვერც კურტი ახერხებს. პოზიციაზე ისევ „ჯეი-თი“-ა. ბურთს იღებს და აგდებს ხელიდან, ბურთი მიწისკენ ძალიან გადახრილი მიდის, შეიძლება ცუდად ახტეს და დარტყმა გაფუჭდეს. სერსტონი ფეხის პოზიციას წამის მეათასედში ბურთის დახრილობას მიუსადაგებს. დარტყმა გავიდა. 17:16. ოქროს ქულა. ჩემპიონი „ქოუბოიზია“. გუნდი რომელიც ფინალში წინ არც ერთი წამით არ ყოფილა, მაგრამ გამარჯვების იმედი ასევე არც ერთი წამით არ დაუკარგავს.

დღეს ჯონათან სერსტონი ენდრიუ ჯონსის გვერდზე დგას, სათამაშო კლასით, თამაშზე გავლენით, შედეგებით... ყველაფრით. თან მას ჯერ თამაშისათვის თავი არ დაუნებებია...

არსებობენ სპორტსმენები, ნამდვილი ვარსკვლავები, საოცარი ფიზიკური მონაცემებით, რომლებსაც უყურებ და ტკბები, უყურებ და სპორტის შესახებ იგებ ბევრს, გესმის თუ რატომ მოსწონს ხალხს ესა თუ ის სახეობა, თუმცა ძალიან იშვიათად ჩნდებიან სპორტსმენები, რომლებსაც უყურებ და სწავლობ თუ როგორ უნდა იცხოვრო. „ჯეი-თი“ ეგეთია.

 

P.S. დანართის სახით ბლოგს მოყვება ნაციონალური რაგბი ლიგის ფინალის ბოლო წუთების კადრები, რომელსაც კომენტარს თავად „ჯეი-თი“ უკეთებს.


 

მსგავსი

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

03 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

03 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

03 June 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

03 June 2016

Old Firm

03 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

03 June 2016

ორი „სამეული“

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

03 June 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

03 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

03 June 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

03 June 2016

დავაფასოთ ქართველები!

03 June 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

03 June 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

03 June 2016

პლეოფის მოლოდინში...

03 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

03 June 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

03 June 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

03 June 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

03 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

03 June 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

03 June 2016

ჩაშლილი რეისი

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

03 June 2016

მსხვერპლი

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

03 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

03 June 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

03 June 2016

13 მაისი

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

03 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

03 June 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

03 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

03 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

03 June 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

03 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

03 June 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

03 June 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

03 June 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

03 June 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

03 June 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

03 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

03 June 2016

რეპრესირებული მოცარტი

03 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

03 June 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

03 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

03 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

03 June 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

03 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

03 June 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

03 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

03 June 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

03 June 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

03 June 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

03 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

03 June 2016