06 June 2016
  • 5705 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

საქართველოს „ფეხბურთელთა“ ნაკრებმა კიდევ ერთი, ამჯერად რუმინული წარმოების ლაფი დაისხა თავზე უზარმაზარი ქვაბით. დაისხა და ჩვენც ვასხამთ ეხლა თითო-თითო ჭიქა ჩვენს წილ ლაფს. როგორც ყოველთვის ხდებოდა და როგორც კიდევ დიდხანს მოხდება. მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მდგომარეობის შესაცვლელად. ჩვენ გვეზარება ამის გაკეთება, ვიღაცეებს არ აწყობთ, რადგან ამ სამარცხვინო პორნოგრაფიით შოულობს ფულს, ვიღაცეებმა არ იციან, რა უნდა გაკეთდეს და არც სხვას უსმენენ, ვიღაცეებს მოსწონთ ეს ლაფში თხვრა და ვართ ასე. უკვე იმაზეც კი დაიწყო ლაპარაკი, რომ ფეხბურთის დაფინანსება უნდა შეჩერდეს და საერთოდ, ეს სფერო „დაიხუროს“. ყველაზე სამარცხვინო და კაპიტულანტური ვარიანტი სწორედ ესაა - ვერ ვაკეთებთ? მივხუროთ. კი არ ვიფიქროთ, კი არ ვიშრომოთ, უბრალოდ, ავდგეთ და დავივიწყოთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დაახლოებით 30 წელია, ვკამათობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ქართული ფეხბურთი ისევ კარგი. ამ ვერსიების ზღვაში კი ჩაიკარგა ერთადერთი და ყველაზე მარტივი, ლოგიკური გზა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთი განვითარდეს? ინფრასტრუქტურა - სტადიონები, საწვრთნელი ბაზები, უბრალოდ მოედნები, საბავშვო აკადემიები, სარეაბილიტაციო ცენტრები. მწვრთნელები და ადამიანური რესურსი - მსაჯები, დიეტოლოგები, ექიმები, მასაჟისტები და ასე შემდეგ. და ფეხბურთელები. სამი ძირითადი რგოლი გამოგვივიდა და მივყვეთ სათითაოდ.

ინფრასტრუქტურა - ამ მხრივ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, გვაქვს ორი-სამი დიდი სტადიონი, რომელზეც მთელი წელი კაციშვილი არ დადის და ეგაა, რეგიონებში სტადიონები თითქმის არაა, არ გვაქვს საწვრთნელი ბაზები, გაოხრებულია პატარა მოედნები, სადაც ბავშვები ითამაშებენ, თითქმის არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები და გამართული საბავშვო აკადემიები. როგორ მოგვარდეს ეს? სახელმწიფომ პირადად უნდა იზრუნოს ამის მოგვარებაზე და არა ფეხბურთის ფედერაციის გავლით, ერთადერთი, რაშიც ეს ორგანიზაცია ამ პროცესში უნდა ჩაერთოს, ზუსტი, დამუშავებული ინფორმაციის გაცემაა, თუ რა და რა ვადებშია გასაკეთებელი.

მწვრთნელები და ადამიანური რესურსი - დაიარეთ ის ადგილები, სადაც ამ პროფესიის ადამიანები მუშაობენ და აღმოაჩენთ, რომ სრული უმრავლესობა ან უცოდინარია, ან - ნაბახუსევზე. აქ გამოსავალი ერთია - რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა ვაგზავნოთ საზღვარგარეთ მწვრთნელები, მსაჯები, დიეტოლოგები, ექიმები, მასაჟისტები. და მოვითმინოთ. წლები უნდა ვითმინოთ, რომ მცოდნე ხალხი უკან დაბრუნდეს და ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანოს. 

და ფეხბურთელები. რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას კარგი ფეხბურთელი? ის, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ - ინფრასტრუქტურა და მაღალი კლასის მასწავლებელ-მომვლელები. უამისოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ეს იგივეა, ადამიანები მოუწესრიგებელ, გაყინულ, ბინძურ სკოლაში ატარო ერთუჯრედიან მასწავლებლებთან და ელოდო, როდის გახდება იმ კლასის 90 პროცენტი აკადემიკოსი. ანუ ეს არარეალურია. 

დასკვნა: სანამ პირველი ორი პუნქტი არ მოგვარდება, რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯო, პროდუქტი არ შეიქმნება. ჩვენ უბრალოდ, არ გვეყოლებიან ფეხბურთელები. ამ 250 მილიონსაც ტყუილად ვხარჯავთ, რადგან არ ვიცით, რაში ვხარჯავთ და საერთოდ, რა გვინდა. 

ჰოდა, იქნებ ვცადოთ ეს მარტივი, ლოგიკური, თუმცა შრომატევადი და ტვინდასაყოლებელი ვარიანტი? მაგრამ წლები კი არა, ერთი კვირაც რომ ვერ ვითმენთ და ორშაბათიც რომ შაბათია, მაგას რა ვუყოთ, ეგ აღარ ვიცი.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

06 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

06 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

06 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

06 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

06 June 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

06 June 2016

Old Firm

06 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

06 June 2016

ორი „სამეული“

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

06 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

06 June 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

06 June 2016

დავაფასოთ ქართველები!

06 June 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

06 June 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

06 June 2016

პლეოფის მოლოდინში...

06 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

06 June 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

06 June 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

06 June 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

06 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

06 June 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

06 June 2016

ჩაშლილი რეისი

06 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

06 June 2016

მსხვერპლი

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

06 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

06 June 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

06 June 2016

13 მაისი

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

06 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

06 June 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

06 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

06 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

06 June 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

06 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

06 June 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

06 June 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

06 June 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

06 June 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

06 June 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

06 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

06 June 2016

რეპრესირებული მოცარტი

06 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

06 June 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

06 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

06 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

06 June 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

06 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

06 June 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

06 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

06 June 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

06 June 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

06 June 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

06 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

06 June 2016