10 June 2016
  • 729 ნახვა

ჩაშლილი რეისი

დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მანამდე კი, გადავწყვიტე მისი ისტორიიდან ერთი საინტერესო ამბავი გაგახსენოთ. ევროპის ჩემპიონატების ჩატარება უეფამ (ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების კავშირი) 1960 წლიდან დაიწყო. იდეის ავტორი, დიდი საფეხბურთო მოღვაწე ანრი დელონე იყო, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონთა თასის დაარსებაში. ამ ტურნირის ჩატარების იდეა დელონემ ჯერ კიდევ 1927 წელს გამოთქვა, თუმცა ტურნირი მხოლოდ 1958 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ დაიწყო და ფინალური ეტაპი 1960 წელს ჩატარდა. თასს, რომელსაც ტურნირის გამარჯვებულს გადასცემენ, ანრი დელონეს სახელი ჰქვია. პირველივე ჩემპიონატზე საინტერესო პოლიტიკური სცენა გათამაშდა. იმ წლების ესპანეთის ნაკრები თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. გუნდში თამაშობდნენ ,,რეალ მადრიდის’’ ფეხბურთელები, რომლებმაც ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს უეფას ჩემპიონთა თასი კლუბებს შორის, რაც რეკორდია და ჩემპიონთა თასის ჩემპიონთა ლიგად ქცევის შემდეგაც არ განმეორებულა. ფავორიტი ტრიუმფისთვის იყო განწყობილი. თუმცა ჩემპიონობის შანსი ესპანეთის ნაკრებს არ მისცემია. შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მოსკოვში, საბჭოთაკავშირის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გამართულიყო. 1960 წლის 25 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გუნდი მოსკოვში არ გაემგზავრებოდა. ესპანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ იყო შეწყვეტილი. მეტად კი დაიძაბა 1953 წლიდან, როცა ესპანეთმა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ა.შ.შ.- სთან ერთად შექმნა. ამ პოლიტიკურმა წყენამ წლების შემდეგ სპორტულ არენაზე ჰპოვა გამოხატულება. 20 მაისს ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა გამართა, შეიქმნა საბჭო საკითხთან დაკავშირებით : ,,რამდენად მიზანშეწონილია საბჭოთა კავშირსა და ესპანეთს შორის საერთაშორისო მატჩების გამართვა და ესპანელი გულშემატკივრის საბჭოთა კავშირში, ხოლო საბჭოელების ესპანეთში მოგზაურობა. გადაწყვეტილება არ გამჟღავნებულა, თუმცა გაზეთებიდან გაქრა მატჩის აფიშები. 24 მაისს, იმავე დღეს, როცა საბჭოში გუნდის გამგზავრების საკითხი განიხილებოდა, ესპანეთის ნაკრები მადრიდის აეროპორტში მივიდა მოსკოვში გასამგზავრებლად. თუმცა მათ მადრიდი არ დაუტოვებიათ. მთავრობას არ აშინებდა მხოლოდ მარცხის შემთხვევაში პროპაგანდის ჩაფლავება, ასევე აფრთხობდათ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ესპანეთში საბჭოთა სპესსამასახურების თანამშრომლების სავარაუდოჩამოსვლას. უეფას სხვა გზა არ დარჩა და ესპანეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბჭოთა ნაკრები კი პირდაპირ მოხვდა ფინალურ ეტაპზე. (სადაც გაიმარჯვა კიდეც სამ ქართველთან : გივი ჩოხელთან, სლავა მეტრეველსა და მიხეილ მესხთან ერთად. განაცხადში კიდევ ერთი თბილისის ,,დინამოელი’’, ზაურ კალოევი ირიცხებოდა, თუმცა ტურნირზე არ უთამაშია.) ასე მოუწია ესპანეთის ნაკრებს ტურნირში მონაწილეობასა და დიდებაზე უარის თქმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის გამოიყენა. ფეხბურთის ფედერაციამ ფრანკო დაადანაშაულა ,,ა.შ.შ.-ს იმპერიალისტური ზრახვების მორჩილებაში’’, თუმცა არ განუმარტავთ, რა პოლიტიკური ინტერესები შეიძლებოდა ჰქონოდა შეერთებულ შტატებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის ჩატარება/არ ჩატარებაში. საბჭოთა ფეხბურთელებმა კი ოფიციალურად გამოუცხადეს მხარდაჭერა ესპანელ თანაგუნდელებს, როგორც ფრანკოს რეჟიმის მსხვერპლებს. პ.ს. ეს ფაქტი ყველაზე სამწუხარო ალბათ ესპანეთის ნაკრების გარემარბ ალფრედო დი სტეფანოსთვის იქნებოდა. ლეგენდარულ ფეხბურთელს ერთბაშად სამ ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები (რითაც უნიკალურია), მაგრამ დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშია.
მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

10 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

10 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

10 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

10 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

10 June 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

10 June 2016

Old Firm

10 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

10 June 2016

ორი „სამეული“

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

10 June 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

10 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

10 June 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

10 June 2016

დავაფასოთ ქართველები!

10 June 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

10 June 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

10 June 2016

პლეოფის მოლოდინში...

10 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

10 June 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

10 June 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

10 June 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

10 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

10 June 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

10 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

10 June 2016

მსხვერპლი

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

10 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

10 June 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

10 June 2016

13 მაისი

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

10 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

10 June 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

10 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

10 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

10 June 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

10 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

10 June 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

10 June 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

10 June 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

10 June 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

10 June 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

10 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

10 June 2016

რეპრესირებული მოცარტი

10 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

10 June 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

10 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

10 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

10 June 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

10 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

10 June 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

10 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

10 June 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

10 June 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

10 June 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

10 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

10 June 2016