09 June 2016
  • 1047 ნახვა

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

მექანიკურად რომ ეთანხმები საიტის წესებს და ისევე ცხოვრობ - მექანიკურად, მთავარია მიზანს მიაღწიო, ის მიიღო რაც გინდა. მარტივ საკითხებს, წამებში წყვეტ, ოდნავ რთულს წუთებში და საათობით გადაწყვეტილი, მაინც არ ვარგა.

მარტო რომ ცხოვრობ, ერთ ცნობილ გამოთქმას ჰგავს: ქალიც შენ ხარ და კაციც. შპილკები სულ სენტიმენტალური საგანი მეგონა, ქართული შესატყვისი მთლად ლიტერატურულ-პოეტური არა აქვს, - საკიდი, ან უფრო სამაგრი, ეს მამაკაცურია, შპილკები კი უფრო, ქალური. მე მაქვს სარეცხი და მეტროში, ერთ ლარად ნაყიდი შპილკები.

ყველაზე კარგი მოსაგონარი, მე თუ მკითხავთ ბავშვობაა, მითუმეტეს თუ ის გქონდა. არსებობს კი ბავშვობა, ბავშვობის გარეშე? ისე, რა სუფთა იყავი პატარაობისას, ტყუილი შენ არ იცოდი, გჯეროდა ყველაფრის, მხოლოდ შენი ფიქრებით ცხოვრობდი, შენი სიყვარულით და სწორედ ამიტომ, ბავშვებმა ყველაზე სხვანაირი სიყვარული იციან, ჩემი აზრით, ყველაზე ნამდვილი, რადგან ბავშვებისთვის ტყუილი არ არსებობს, მხოლოდ ძლიერი სურვილი, რომ უნდა. დიდებმა იციან მაინც, რა უნდათ?

პატარაობისას ერთი გოგო მომწონდა: ვიყურებოდი ხოლმე სარკეში, ჩემი სახის ყველა ნაკვთს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, ვინ არის ეს გოგო, როგორ არ უნდა მოვწონდე-მეთქი. ამ ამბავში, ყველაზე სასაცილო და ამავდროულად გულისსატკენი მეორე კადრია: ის გოგოც ასე დგებოდა სარკესთან, სახის ყველა ნაკვთს აკვირდებოდა და ამბობდა: რა დეგენერატია ეს ბიჭი, როგორ შეიძლება არ მოვწონდეო. აი ეს არის "შენი" სიყვარული, რომელიც გინდოდა "თქვენი" სიყვარული ყოფილიყო. სიყვარულს კიდევ ბევრი რამ სჭირდება, გარდა შეყვარებისა, თქმა, გამოტყდომა და რაც მთავარია - ახსნა. ზოგჯერ ხომ გამბედაობა არ გვყოფნის და მინიშნებებს ვუტოვებთ ადამიანს მინიშნება ერთი - არაფერს შვება, მინიშნება ორი - მისი ჯერია, მაგრამ მაინც არაფერს შვება.

გავიდა შემდეგ წლები, ბავშვობის მერე აღარ მინახავს, აღარ მახსოვს მისი სახის ნაკვთები და აღარც ჩემი მომწონს დიდად. ვინ იცის, იქნებ გრანდიოზულადაც შეგვეძლო ერთმანეთი გვყვარებოდა.

თქვენი ისეთი ადამიანი გინახავთ, რომელსაც სიგიჟემდე უნდა ადამიანის გაცოცხლება? მე მინახავს. ყველაზე საღად, ჭკვიანურად მოაზროვნეს, განათლებულს და მსოფლიო ლიტერატურის მცდონესაც კი ამის სჯერა, თუ ის ძალიან უნდა, პატარა შანსიც რომ გამოჩნდეს, ბავშვურად სჯერა მისი გულუპრყვილობის. ყველაფერი ასეა - ცხოვრება და ეს არის ამის განმარტება. 

საიდან მოდიან ისეთი წესები, რომლებიც ცხოვრების სიველურეს გვაჩვევეს? და მექანიკურად, როგორც საიტის წესებს ეთანხმები, ზუსტად ისევე ველურდები.

მე ვსვამ ურთულეს კითხვას, რომელიც რთული იმიტომ კი არ არის, რომ პასუხი არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ამ პასუხის შესაძლოა არ გვჯეროდეს, არ გვაწყობდეს.

როცა ჩვენ საკუთარ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა იმ ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მარცხდება? შენ თუ ვიღაცაზე წინ ხარ, - ე.ი. ვიღაც ჩამოგრჩა და წარმოიდგინე, შენ რომ ყოფილიყავი ჩამორჩენილი, მაგრამ გადარდებს ახლა ეს? მთავარია ის ჩამორჩენილი შენ არ ხარ, შენ წინ ხარ.

ის კადრი გახსვოთ, ეპილეფსიანი ქალი, დილით 8 საათიდან, საღამოს 6 საათამდე რომ რიგშია, სულ ბოლოა რიგში, მის მეტი არავინაა - მოუწია როგორც იქნა თავის რიგმა და უკან ქალი შემოივლის, არავინაა რიგში და ბარემ ვიყიდიო, რამდენიმე წუთში კი პროდუქტს იყიდის.

მუსიკას შეუძლია ადამიანზე შთაბეჭდიელბა მოახდინოს, ნებისმიერ მუსიკას, ცუდსაც და კარგსაც რადგან შთაბეჭდილებაც ორგვარია, ლიტერატურას ეს არ შეუძლია, თუმცა იქაც არსებობს ცუდი და კარგი ნაწერი, მაგრამ ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ცუდი ნაწერი პირიქით - კარგს, ხოლო კარგი ნაწერი, - ძალიან კარგს. აი, მუსიკა რომ მოგწონს, გინდა სხვასაც მოასმენინო, ფილმი რომ მოგწონს, გინდა სხვასაც აყურებინო, გოგო რომ მოგწონს, გულში და გინდა ყველამ იცოდეს, შენი დიდებული გრძნობის შესახებ.

ჩემს ქალაქში, შემნელი უფრო მეტია, ვიდრე ის, ვისთვისაც იქმნება. 

ხშირად მეკითხებიან: "რატომ წერ?" როგორ, არ გავფინო ჩემი სარეცხი? როგორც შევთანხმდით, შპილკა ქალურია, საკიდი კი მამაკაცური, თითოეულ ტანსაცმელს ორი შპილკა უნდა, თორემ ქარი წაიღებს, მე ერთი შპილკა დავამაგრე და ერთი საკიდი, მყავს ახლა შეყვარებული სარეცხი აივანზე, რომლებიც ელოდებიან მზის ამოსვლას,- თვითონ კი, ამის მთქმელი, მომგონი ძალიან სასაცილო ვარ, ძალიან სასაცილო.

როგორც გითხარით, ის გოგო აღარ მინახავს. ბევრი წლის მერე, დამესიზმრა, გაზრდილი, დაქალებული, ძალიან შეცვლილი: სარკესთან იჯდა და თმებს ივარცხნიდა. არ მისმენდა. საიდან წარმოვიდგინე, როგორი შეიძლებოდა გაზრდილიყო? მეკითხა მინდოდა, მართლა მოვწონდი თუ არა და რატომაც არა, სიყვარული ყოველთვის შეიძლება, სიკვდილის მერეც. და ბავშვობა, არ არსებობს ბავშვობის გარეშე, რაც მეტად გიჭირს, მით მეტად წარმოიდგენ კარგ კადრებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან შენთან და სწორედ ამით ხარ ძლიერი.

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

09 June 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

09 June 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

09 June 2016

ღირდა ყოველი ამად?!

09 June 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

09 June 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

09 June 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

09 June 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

09 June 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

09 June 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

09 June 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

09 June 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

09 June 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

09 June 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

09 June 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

09 June 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

09 June 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

09 June 2016

გამქრალი გოგოები

09 June 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

09 June 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

09 June 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

09 June 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

09 June 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

09 June 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

09 June 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

09 June 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

09 June 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

09 June 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

09 June 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

09 June 2016