15 June 2016
  • 482 ნახვა

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

სისტემა, რომელიც გაუმართავია.

სისტემა, რომელსაც შედეგი არ აქვს.

სისტემა, სადაც ყველა ერთი დონეა.

სისტემა, რომლის შინაარსი დღემდე ვერავინ გაიგო.

და ბოლოს, სისტემის თავისებურებები, რომელსაც მოსწავლეების ფსიქიკა ეწირება. ახლა მოგითხრობთ იმ ციებცხელების დეტალებს, სადაც ბავშვები უმძიმეს სტრესს განიცდიან.

წარმოიდგინეთ, სასწავლო წელია და სკოლა გთავაზობს პროგრამას, რომელიც ზუსტად იცი, რომ ივნისში "კატის" გამოცდაზე უნდა შევიდეს.

მეცადინეობ შენით, ან რეპეტიტორთან, იხდი ათობით და ხანდახან ასობით ლარს, მხოლოდ იმის გამო, ბარიერი გადალახო ან თუ მაინცდამაინც პრესტიჟზე მიდგა საქმე, ათიანი გამოიტანო.

ამას თავი დავანებოთ.

მოვიდა გამოცდები.. გამოცდაზე შემსვლელთა სიაში კი შენზე წინ, ის მოსწავლე წერია, რომელიც სენსაციურ შემთხვევაში, გაგიკვირდებათ და საგნებსაც კი ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ქიმია ფიზიკაში ერევა, ფიზიკა კი ქიმიაში.

მოგეხსენებათ, ზღვარი 5.50–ია, თუ არ ვცდები. განათლების მუშაკებს დავეთანხმები, ეს ნამდვილად არის ის მინიმალური ქულა, რისი აღებაც, ვფიქრობ, არავის უნდა გაუჭირდეს.

ახლა დავუბრუნდეთ დაძაბულობას.

გამოდის გამოცდიდან ზემოდხსენებული შესაძლებლობების მოსწავლე და სიამაყით აცხადებს,რომ მიიღო 6.97, 6.56 , 6.85, 7.21, 7.69 და ა.შ კარგი ბედ–იღბლის, გამართლების ან ნიჭის წყალობით, საკითხავი მხოლოდ ესაა.

გრძელდება რიგი.

უკვე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი მოსწავლის ჯერია..

რა თქმა უნდა, მისი იმედი უფრო ბევრს აქვს და მასზე არცთუ ისე ბევრს ნერვიულობენ, გამოცდის ოთახის გარეთ მდგომი ქომაგი საზოგადოება..

გადის დრო...

კიდევ გადის დრო...

იწელება დრო...

გამოდის და ჰოპ, 7.21 J

დასკვნა თქვენთვის მომინდია..

რა გამოდის? ყველა ერთი და იმავე დონისაა? არავის აღარ გვჭირდება სწავლა და ბოლომდე გამართლებას მივენდოთ?

ეს არ არის პროვოკაციული ტონი, მეგობრებო.

ეს არის სისტემის უვარგისობა, არაფრისმომცემი, უკიდეგანოდ უაზრო, გაუნათლებელი სისტემის ბრალი.


გულწრფელად გილოცავთ, ყველა მოსწავლეს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას.

სადღაც თქვენს ბიოგრაფიულ არქივში, ნამდვილად ჩაიწერება, რომ რომელიღაც წელს, რომელიღაც ადგილას გამოცდა ჩააბარე..

შეიძლება სულ პატარა, ელემენტალური ფორმულა შეგეკითხონ და ვერ უპასუხო.

მაშინ შენი ნიშანი აღარავის გაახსენდება, მაშინ ყველაფერი ცალსახა და თვალსაჩინო გახდება.

 

არცერთი მოსწავლის ბრალი არაა, ვითომ ზოგად განათლებას მორგებული, "გაბღენძილი კატა"


 

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

15 June 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

15 June 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

15 June 2016

ღირდა ყოველი ამად?!

15 June 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

15 June 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

15 June 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

15 June 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

15 June 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

15 June 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

15 June 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

15 June 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

15 June 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

15 June 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

15 June 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

15 June 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

15 June 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

15 June 2016

გამქრალი გოგოები

15 June 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

15 June 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

15 June 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

15 June 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

15 June 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

15 June 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

15 June 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

15 June 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

15 June 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

15 June 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

15 June 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

15 June 2016