24 June 2016
  • 2093 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

ფეხბურთი იცვლება. ბევრი ამას პროგრესს ეძახის, ბევრი - რეგრესს. თუმცა სათაური ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, ფაქტი ისაა - რომ იცვლება და ჩვენ ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვაკვირდებით.

კონკრეტულად რა ხდება, რა იცვლება? მოკლედ თუ ვიტყვით, დრო და სივრცე იკუმშება. შესაბამისად, ფეხბურთი გადადის სხვა სისტემაზე, სხვა შინაარსზე, სხვა ვიზუალზე, სხვა სიჩქარეებზე.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ფეხბურთელი თუ საშუალოდ, ვთქვათ, 8 კილომეტრს დარბოდა, დღეს ეს ციფრი სადღაც 11 კილომეტრის ფარგლებში ტრიალებს. ნაშთად დარჩენილი სამი კილომეტრი რომ ათ მინდვრის მოთამაშეზე გადავამრავლოთ, გამოვა, რომ დღევანდელთან შედარებით, მაშინ მოედანზე 30 კილომეტრით მეტი იყო „სუფთა“. შესაბამისად, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სივრცესთან ერთად ფეხბურთელს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად, მისახედ-მოსახედად, ფინტის და ფოკუსების საკეთებლად. ეს კი ნიშნავს, რომ საშუალო გაქანების მოთამაშესაც კი შეეძლო ისეთი რაღაცის მოფიქრება - მეტი დრო - და ისეთი რაღაცის გაკეთება - მეტი სივრცე - როგორსაც დღეს მარტო პატარა არგენტინელი აკეთებს. ამის გამო ის ფეხბურთი ამჟამინდელზე გაცილებით მსუყე, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

რამ გამოიწვია ეს კუმშვა? როგორც ყველაფერი ამქვეყნად, სპორტიც ვითარდება, ანუ რთულდება სპორტსმენების ამოცანა და რეკორდების გაუმჯობესება, შესაბამისად, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, დღეს სპორტსმენი ბევრად უფრო ძლიერი, ენერგიული, ჭკვიანი და სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ. პარალელურად, თუ კონკრეტულად ფეხბურთზე ვილაპარაკებთ, აქ ფიფა უკვე კარგა ხანია გაფართოების პოლიტიკას აწარმოებს და საკმაოდ წარმატებულადაც - ადრე ნახევარი მსოფლიო დასდევდა ბურთს, დღეს თითქმის მთელი მსოფლიო დასდევს აზიაშიც, აფრიკაშიც და ოკეანეთშიც. გარდა იმისა, რომ ეს ზრდის კონკურენციას, ზრდის კალენდარსაც - როდის იყო, ფეხბურთელი კვირაში სამჯერ თამაშობდა. დღეს ასეა.

და ერთიც: ვინაიდან ფეხბურთს უკვე თითქმის ყველა თამაშობს და უკვე დიდ ტურნირებზე მოხვედრის შანსიც ყველას გაუჩნდა, შეიცვალა მიზნის მიღწევის საშუალებებიც - ვთქვათ, როდესაც გერმანია ხვდება ვიეტნამს, გერმანია ცდილობს გაიტანოს, მოიგოს, ვიეტნამი კი - არ გაუშვას, არ წააგოს. ეს, პრინციპში, ადრეც ასე იყო, ოღონდ სხვა მასშტაბებით და მეთოდებით. დღეს კი ბევრისთვის არწაგება მოგებაზე მნიშვნელოვანია, უფრო სწორად, არწაგება უფრო რეალური და ხელმისაწვდომია, ვიდრე მოგება. და იშვა კარში ჩაყენებული ავტობუსები, რომლებიც, სივრცეებს საერთოდ სპობენ.

დაბოლოს - ფული. ფეხბურთში არნახული ფული დატრიალდა და რასაკვირველია, ეს დიდ გავლენას ახდენს მის შინაარსზე, განვითარებაზე, ფილოსოფიაზე - ერთ დროს ნატურალურ სანახაობას ძალიან მძლავრი მაკონტროლებელი „გამოუჩნდა“ და რაღაცეების კარნახიც დაუწყო.

შედეგად, როგორც თავში ვთქვით, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა იცვლება. მან დაკარგა რომანტიკა, გაქრა ათი ნომრის ფილოსოფია, ფინტები და ხულიგნობები. სამაგიეროდ გაიზარდა მასშტაბები და შემოსავლები. მოგვწონს თუ არა,  ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან თავად სამყაროც სხვა განზომილებაში შედის და როცა შევა, შეკუმშული ფეხბურთი განკუმშვას დაიწყებს. ფიზიკას ვერსად გავექცევით.

და არაა გამორიცხული, მაგ დროს უკვე რობოტებმაც აგორაონ ტიკი-ტაკაJ

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

24 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

24 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

24 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

24 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

24 June 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

24 June 2016

Old Firm

24 June 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

24 June 2016

ორი „სამეული“

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

24 June 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

24 June 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

24 June 2016

დავაფასოთ ქართველები!

24 June 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

24 June 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

24 June 2016

პლეოფის მოლოდინში...

24 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

24 June 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

24 June 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

24 June 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

24 June 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

24 June 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

24 June 2016

ჩაშლილი რეისი

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

24 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

24 June 2016

მსხვერპლი

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

24 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

24 June 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

24 June 2016

13 მაისი

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

24 June 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

24 June 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

24 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

24 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

24 June 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

24 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

24 June 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

24 June 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

24 June 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

24 June 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

24 June 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

24 June 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

24 June 2016

რეპრესირებული მოცარტი

24 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

24 June 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

24 June 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

24 June 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

24 June 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

24 June 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

24 June 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

24 June 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

24 June 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

24 June 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

24 June 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

24 June 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

24 June 2016