05 July 2016
  • 1382 ნახვა

წიგნების თარო - 04.07. - ცოტნე ავსაჯანიშვილის ბლოგი - ჩანაწერები ფეხბურთზე

პირველად იყო რონალდო... აი ის, ნამდვილი. 4-5 წლის ვიქნებოდი, ვიღაც ტიპს ეხატა მომღიმარი კიჭა მაისურზე. წარწერა ალბათ სწორი იყო, მაგრამ  წამკითხავთა ნახევარი მას მაინც  „როლანდოდ“ კითხულობდა. შემდგომში „როლანდოს“ გავლენით დიდ გაუჩოსაც როლანდინიოს ეძახდნენ. ისე სანამ ბრაზილიელებს რონალდოების ახალ-ახალი  ვარიაციები ჰყავდათ არაფერი უჭირდათ, ალბათ რამე საკრალური იყო.  ის მაისური უხარისხო ნაჭერისგან იყო შეკერილი, თუმცა აბსტრაქტული ღირებულება ჰქონდა. თანაც პოსტ-რომარიოულ საქართველოში, ამ წელვადი ნაჭრის დათრევაც ვერ იყო იოლი საქმე. არადა მაშინ ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ ჰქონია ამ ყველაფერს... მაგ პერიოდში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, ჯერ კიდევ უეფა იყო.  ჰო რა... რეპორტაჟის ანონსის დროს ყველაზე ხშირად უეფას ახსენებდნენ და მეც ფეხბურთელი  მეგონა. მახსოვს ერთხელ როგორ ვუმტკიცებდი ჩემზე მოზრდილ ტიპს, ზიდანს უეფა სჯობიათქო. მაგ ანონსების მთავარი ღირსება მუსიკა იყო... შემდგომში გავიგე, რომ ეს მელოდია მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ჰიმნი იყო... „კარნავალ დე პაღი“.  რონალდოს მაისურისადმი დამოკიდებულება, ალბათ პირველი საფეხბურთო ემოცია იყო მათი მფლობელებისთვის...  საფეხბურთო ტკივილი... საფეხბურთო სიხარული... ყველაზე ნამდვილი ემოციები დედამიწის ზურგზე!   ემოციები რომელიც ბევრისთვის გაუგებარია.  ერთ მაგალითს მოგიყვანთ... 1950 წელს მარაკანაზე მსოფლიოს თასისთვის ურუგვაი და ბრაზილია უნდა შეხვედროდნენ. მთელი ბრაზილია უკვე ზეიმობდა პირველი თასის მოპოვებას. მარაკანაზე 200000 ადამიანი იყო, გარეთ კი მილიონობით. მაგრამ იყო ერთი კაცი, ერთი ურუგვაელი მუჩაჩო, 19-ე საუკუნის თბილისში ყარაჩოღელის სტატუსს  რომ აუცილებლად მიიღებდა ისეთი... ობდულიო ვარელა! კარგად დაიმახსოვრეთ! სასწაული შეძლო...  ურუგვაელთა გასახდელში  თავჩაქინდრული, ბედს შეგუებული ფეხბურთელები ისხდნენ, რომლებიც მინდორზე გავიდოდნენ იმიტომ, რომ წაეგოთ... ისე კი როგორ შეიძლებოდა მსოფლიოს პირველ ჩემპიონს ასე მარტივად წაეგო? ობდულიო შევიდა და თანაგუნდელებს გაზეთი აჩვენა, რომლის  ყდაზეც ბრაზილიის ნაკრები ეხატა ზიზინიოს მეთაურობით და წარწერით: „მსოფლიოს ჩემპიონები!“. ურუგვაი მინდორზე წაგებული გამოვიდა...  წაგებულს კი ვალდებულებები არ გააჩნია. მათ ვალდებულებები არ გააჩნდათ და მაშასადამე არც ნერვიულობდნენ.  ის რომ ეს კოზირი იყო, თანაგუნდელებს დიდმა ობდულიომ შთააგონა... და მოიგეს! ალსიდეს გიჯამ გაუტანა  მასპინძელ გიგანტს და ყველაფერი დამთავრდა 1-2!  მაშინ ბრაზილიაში დრო გაჩერდა!  ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი იმსხვერპლა გულის შეტევამ და ანდაც საერთოდ სუიციდმა...  ეს იყო საფეხბურთო ტრაგიზმის უდიდესი გამოხატულება.  ობდულიო ვარელა კი კაცი იყო!  ისეთი როგორებზეც იდგა და დგას პატარა ურუგვაი, დიდი საფეხბურთო ტრადიციით.

ბოლო დროს, თითქოს პრაგმატიზმმა ყველაფერი მოკლა. თითქოს ყველაფერი გათვლილია და აღარსადაა ემოცია... ამაში სიმათლის მარცვალი მართლაც არის. ადრე, დიდი ფორუმიდან გამოთიშული გუნდის ფეხბურთელები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და ტრაგედიის მაშტაბურობიდან გამომდინარე, ეს აბსოლიტურად გასაგები იყო. მეტიც, სწორედ რომ ესეც იყო იმ მოვლენის ერთ-ერთი ემოციური მამოძრავებელი, რასაც ფეხბურთი ჰქვია...  კარგი იქნება ყოველი დიდი ტურნირის დასაწყისში, ყველა გუნდს აყურებინონ მარკო ტარდელის გამომეტყველება 82 წლის ფინალში გატანილი გოლის შემდგომ! ანდაც დიეგოს ცრემლები 1990  წელს. 

ტარდელი ვახსენე, მაგრამ მის თანამემამულეების ბუნებას პრაგმატიზმის ეპოქამაც ვერაფერი დააკლო.  ჯიჯი ბუფონი! გაინტერესებთ როგორია ნამდვილი პატრიოტიზმი? უყურეთ როგორ მღერის ჰიმნს ჯიჯი და როგორ მღეროდა ჯენარო გატუზო!  „იტალია უნაკლო არ არის, არც სხვებზე უკეთესია, მაგრამ იტალია იმიტომ გიყვარს, რომ სწორედ ასეთია“... ეს სიტყვები, ლეგენდარულ ანდრეა პირლოს უწერია საკუთარ წიგნში და აქედანვე ხდება ნათელი, თუ საიდან მოდის იმ აბსტრაქტულ ღირებულებათა  ასიმილაცია, რომელიც სხვადასხვა დროს სახეზე ტარდელის, ბაჯოს, ბუფონს, გროსოს ეწერათ. აქვე  გეტყვით, რომ მეც ამ ღირებულებათა ასიმილაციამ დამიმონა მაშინ, როცა საბოლოოდ დავიწყე ფეხბურთის ყურება, „როლანდოს“ და უეფას გარეშე...  ბედის ირონიაა, მაგრამ პირველად ინტერის თამაში ვნახე.  საერთოდაც პირველ წელს ვყალიბდებოდი, მილანს, იუვენტუსს და ინტერს შორის... სერია ა-მ ჩამითრია და ახლა უკვე ვიცოდი, რომ უეფაზე კარგი ფეხბურთელები ვიერი, კრესპო, შევჩენკო, კაკა და დელ პიერო იყვნენ.  ჩამოყალიბებაში საბოლოო და გადამწყვეტი როლი, სტამბულის ფინალმა იქონია. მას შემდეგ მილანისტი ვარ! თუმცა ჩემი დამოკიდებულება სერია ა-ს  დანარჩენ კლუბებთანაც არ არის მტრული.  სტამბული კი ძალიან ჰგავდა რიოს. იმ განსხვავებით, რომ მაშინ, ბრაზილიაში, თამაშის დასაწყისში უკვე ამბობდნენ ჩემპიონის ვინაობას... სტამბულში კი პირველი ტაიმის შემდგომ. თუმცა ორივე შემთხვევაში შეცდნენ.  არადა იმ დღეს, თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც კარლიტო ანჩელოტის ჰქონდა დაგეგმილი. 3-0... ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მსგავსი ანგარიშის შემოტრიალება შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ ლივერპულს თავისი უბდულიო ჰყავდა!  ობდულიო ჯერარდი... სტივენ ვარელა... რომელსაც დიდ ობდულიოსთან ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ტრიბუნებიც მის მხარეზე იყვნენ. უკვე 3-2 იყო. ხაბი ალონსო პენალტის დასარტყმელად მიდის დიდასკენ, რომლსაც  2 წლის წინ, უკვე ჰქონდა მოგერიებული საოცარი პენალტები იუვენტუსის წინააღმდეგ...  ტიფოზერიას სწორედ დიდას იმედი აქვს!  ალონსომ დაარტყა, დიდამ მოიგერია... ეს აბსოლტური სიგიჟე იყო! თუმცა ალონსომ დამატება მოასწრო 3-3...  შემდგომ მოვლენები დომინოს პრინციპით განვითარდა. ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი პენალტებით მოიგო. ამ თაობას ეს ტრიუმფი სჭირდებოდა. კენი დალგლიში და კიგანი უკვე დიდი ხნის მივიწყებული ჰყავდა, სქაუზერთა იმ ნაწილსაც, რომელთაც მათი თამაში ახსოვდათ კიდეც.

იმ მატჩში, ბოლო პენალტი ანდრეი შევჩენკომ ვერ გაიტანა. შევჩენკო, ზიკო, პლატინი, მესი, ბაჯო...  დიადებს ლატარიაში არ უმართლებთ. რობი ბაჯომ შემდეგ თქვა, რომ ის საბედისწერო პენალტი  მსოფლიო 94-ის ფინალში,  მას შემდეგ არაერთხელ დაარტყა... სიზმარში,ბაღში და სარეკლამო რგოლშიც. პირველი მცდელობის შემდეგ, ყოველთვის გაჰქონდა.

 

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, „რომანტიული ფეხბურთის“ ბოლო გამოძახილი იყო. ზიდანი,ფიგუ,დელ პიერო,ტოტი,კლოზე,კრესპო,ნისტელროი,კანავარო...  ამ ჩემპიონატზე ჯერ კიდევ იყვნენ ხალხი 90-იანებიდან. ასე ვთქვათ, ეს იყო მათი ბოლო ერთობლივი ტანგო.  თუმცა ისინი „ტანგოთი“ აღარ თამაშობდნენ. პირველსავე მატჩში,  მირო კლოზემ დუბლი შეასრულა და ლამთან, ფრინგსთან და კოსტა-რიკელ ვანჩოპესთან ერთად გახსნა ძველი კალიბრის, ბოლო ჩემპიონატი.  მერვედფინალში, რონალდომ განასთან გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და მუნდიალების, ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა. „ბლანკოსის“ თეთრი კაპიტანი რაული, რომლის გვარიც ასევე ბლანკო იყო  და რომელსაც მიუხედავად უდიდესი საკლუბო კარიერისა, არასოდეს უმართლებდა ნაკრებში, ამ ჩემპიონატზე დაემშვიდობა „ფურია როხას“ და თანაც არც თუ ურიგოდ, ვინაიდან ვეტერანმა კაპიტანმა ტუნისთან გოლის გატანა მოახერხა.  თავად „ფურია როხა“ კი, ტურნირიდან,  ჯგუფის შემდეგ გაფრთიანებულმა ფრანგებმა დაიფრინეს. საერთოდ ამ მუნდიალზე ზიზუ საოცრება იყო...  ასეთი ჰაეროვანი ზიდანი, ალბათ 1998 წლის მუნდიალზეც კი არ ახსოვდა არავის. ამ ჰაეროვნებამ გამოიყვანა მწყობრიდან მრისხანე ბრაზილია, რომლის შემადგენლობასაც, თამამად დაარქმევდა ნებისმიერი საფეხბურთო გურმანი არაამქვეყნიურს. თუმცა არსებობენ ცალკეული მოთამაშეები, რომლებიც ყოველგვარ შემადგენლობაზე მაღლა დგანან... ასეთები იყვნენ,იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა და იღბლიანი პაოლო როსი... ასეთი იყო ზინედინ ზიდანიც, რომელმაც 33 წლის ასაკში კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა.

ნახევარფინალში ისევ ზიდანი... უფრო სწორედ, ზიდანი და ფიგუ. იმ დღეს, დიდმა პორტუგალიელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ზიზუს და მისი მატჩის შემდგომი დამშვიდობება, ამ ფაქტმა კიდევ უფრო დიდებული გახადა. თავად ფრანგს კი ერთი მატჩი ჰქონდა დარჩენილი, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“...       ბერლინში ზიდანმა წააგო. ეს მარცხი არანაირად არ იყო მისი გაძევების ბრალი, როგორც ამას ფრანგებისკენ გადახრილი  პუბლიკა, დღემდე უაზროდ გაჰყვირის. მატერაცის საქციელს გამართლება არ აქვს... თუმცა მარკო გამართლებასაც იპოვნიდა, თავისებურს, მაგრამ გამართლებას!  იმ თამაშში ზიზუს ბოლო ათი წუთი რომც ეთამაშა,   პენალტები მაინც გარდაუვალი იყო.  ერთ-ერთ პენალტს კი აუცილებლად  დაარტყავდა ტრეზეგე...  ეს ჩემპიონატი იტალიას უნდა მოეგო!  ეს თაობას სჭირდებოდა... ისევე როგორც „მერსესაიდელებს“ სტამბულში.  პირლოს,ტოტის, დელ პიეროს და ბუფონის თაობა, კლასიკა იყო.  ბაროკოს და ფენტეზის ნარევი, როგორც ფედერიკო ფელინის ფილმები.  ამ თაობას ყველაფერი ჰქონდა, გარდა დიდი სანაკრებო ტრიუმფისა... რომელთანაც ძალიან ახლოს იყო 2000 წელს, ოდნავ სხვა ფორმაციის „სკუადრა აძურა“.  იტალიელებმა მოიგეს ბოლო „რომანტიული“ ტურნირი. ეს ასეც უნდა მომხდარიყო... ამ გუნდს მხოლოდ მალდინი და ბაჯო აკლდნენ. ფაბიო გროსო კი, ტოტო სკილაჩის ახალი ვარიაცია იყო. არსაიდან გაჩენილი გმირი.

 

ფეხბურთელი  უნივერსალური ადამიანია.  მისი მოედანზე გაკეთებული ფიზიკური თუ მორალური საქმე, მილიონებზე გადის, რამაც შემდგომში ის შესაძლოა აქციოს საზოგადოებრივი მოძრაობის, ქვეყნის, ანდაც უბრალოდ ადამიანური მორალის სიმბოლოდ. არგენტინელებს, 1978 მსოფლიოს ჩემპიონატზე, მარიო კემპესი და დანიელ პასარელა ჰყავდათ. საბოლოოდ ტრიუმფამდეც მივიდნენ, მაგრამ ისინი და  გუნდის სხვა წევრებიც, ვერ იყვნენ დიეგო!  წმინდა სათამაშო ასპექტებს არ ვგულისხმობ... ამაში დიეგოს ალბათ ბევრი ვერც ვერავინ შეედრება. ვგულისხომ არგენტინელების დამოკიდებულებას, როგორც პიროვნების და ლიდერისადმი. დიეგოსადმი ასეთი სიყვარული, ალბათ განპირობებული იყო იმით, რომ ის საპირისპიროდ გასცემდა უდიდეს გრძნობას. მარადონას საკლუბო კარიერა, არ იყო ისეთი, როგორიც მაგალითად კრიშტიანუ რონალდუსი, მაგრამ დიეგოს სახელზე მის ქვეყანაში ლოცულობენ! დიადი დიეგოს მცნება, არგენტინის ნაკრებში ჩამოყალიბდა. დიეგო ნაკრებში იქცა ღმერთად, ვინაიდან „ღმერთის ხელიც“ არგენტინის ნაკრებში გამოიბა.

ბრაზილიელებს კი ჰყავდათ გარინჩა და სოკრატესი. მანე „ფაველას“ მშიერი მოსახლეობის აფიშა იყო. მისი თამაშის სტილი, ცხოვრება, ფიზიკური აღნაგობა... ყველაფერი ხაზს უსმვამდა იმას, რომ ის ყველაზე უფრო მეტად იყო საკუთარი ერის შვილი. რამდენადაც პელე პოპ-კულტურის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, იმდენად განვითარდა გარინჩა, როგორც სახლახო გმირი, რომელიც ისეთივე ნამდვილი და გაჭირვებული იყო, როგორც თითოეული ბრაზილიელი. ერთხელ მანემ დაინახა, რომ ერთი ბარი კლიენტებით იყო სავსე... მეორეში არავინ იყო. მანე მიხვდა, რომ  ამ ბარის მეპატრონის საქმე ცუდად იყო. ცარიელ ბარში შევიდა და შეკვეთა მისცა. როცა ხალხმა  ბარში გარინჩა დაინახა, მაგიდები უმალვე გაივსო.

სოკრატესი ინტელიგენტი იყო. ექიმი და ამავდროულად ეროვნული ნაკრების კაპიტანი!  ფეხბურთი კარგი თამაშია ფიზიკური კონდიციებისთვის, ფეხბურთი კარგი თამაშია ესთეტიური და სულიერი სიამოვნებისთვის... მაგრამ ფეხბურთს, გაცილებით დიდი საქმეების კეთებაც შეუძლია. 1969 წელს ჰონდურასმა და სალვადორმა  საფეხბურთო მატჩის გამო  ომი დაიწყეს... თუმცა ეს სულ სხვა საქმეა. მაგათ გაუბერეს...   70-იანი წლების მიწურულს, სოკრატესი კორინთიანსში მივიდა. 1964 წლიდან, ბრაზილიას სამხედრო ხუნტა მართავდა.  სოკრატესმა და მისმა თანაგუნდელებმა, დემონსტრაციულად, საკუთარ კლუბში  მართვის დემოკრატიული ფორმა შემოიღეს. კლუბის ყველა წევრი და თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას მის მართვაში...  ეს იყო პირველი დემოკრატიული ჩანასახი მთლიანად ქვეყნის მაშტაბით, 1964 წლის შემდგომ. მსგავს რამეს, ბევრი ვერ გაბედავდა, მაგრამ ამ თავზე ლენტ წაკრულ ექიმს, ჯიგარი აშკარად ერჩოდა და დუენდეც ჰქონდა... მაღალ სოკრატესს გრუზა თმა და წვერი ამშვენებდა, ჰაბიტუსით რევოლუციონერი იყო. კორინთიანსის მმართველობის ფორმის შესახებ მთელმა ბრაზილიამ გაიგო. „კორინთიანსის დემორატია“... ეს ტერმინი იყო ბრაზილიაში დიქტატურის დასასრულის დასაწყისი. 1985 წელს ბრაზილიაში დიქტატურა დასრულდა.

 

 რაგბში ახალი ზელანდია, ინგლისი და ავსტრალია  ყოველთვის ყველას მოუგებენ! ნამეტანი მოსაწყენია არა?  გასაგებია, რომ ამ სპორტს და არა მხოლოდ ამ სპორტს, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ყველაფერ პროგნოზირებადს იმთავითვე აქვს რაღაც დაკარგული. საფეხბურთო მატჩის წინ ყოველთვის ამბობენ, რომ ბურთი მრგვალია...  არავინ იცის, ფეხბურთის ბურთი როდის სად შევარდება და ამიტომაც არის,  საფეხბურთო მოედანზე განვითარებული მოქმედება სპეკტაკლი, რეპეტიციის გარეშე. დღეს ბევრი იხსენებს, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატს და ბერძნების ტრიუმფს ანტი-ფეხბურთს უწოდებენ, მათი განსაკუთრებულად დაცვითი სტილის გამო. ერთია დაცვა, მაგრამ მეორე მხარეს არიან მსოფლოს საუკეთესო შემტევები, რომლებმაც საშუალო დონის ბერძნების დაცვა ვერ გაარღვიეს... ეს არცერთ ლოგიკაში არ ჯდება,  თუმცა ფეხბურთში რომ ლოგიკის ძებნა არ უნდა დავიწყოთ, სწორედ ამას ვუძღვნი ამ თავს. მანამდე ვის უნახავს, ბერძნული ფეხბურთის უმნიშვნელო წარმატებაც კი? თუ ოლიმპიაკოსის გამონათებებს არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგაზე...  თუმცა ლესტერმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბერძნებმა მაღალ დონეზე 6 მატჩი ითამაშეს, ლესტერმა კი მარათონული პრემიერლიგა მოიგო. უძლიერესი საკლუბო ლიგა, უძლიერესი კლუბებით. მოხეული ტიპის იმიჯი აქვს ჯეიმი ვარდის...  ნამდვილი ბრიტანელი ულტრასია, ალბათ მწვანე ქუჩის ელიტასაც დაამშვენებდა მისი ჰაბიტუსიდან გამომდინარე.  ადგა ჯეიმი და პრემიერლიგა მოიგო.  ამ ყველაფრის ფონზე ჩვენც გვაქვს შანსი!  შანსი მინიმალურის... იმის, რომ ქართულმა კლუბმა, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში ითამაშოს. ანდაც საქართველოს ნაკრები გავიდეს დიდ ტურნირზე. რატომაც არა? რითი გვჯობდნენ ბერძნები?  ჩემი აზრით, განგებამ ნიშანი მოგვცა როცა „ფურია როხას“ მოვუგეთ. მთავარი დამოკიდებულებაა. მთავარია გვჯეროდეს, რომ მოვიგებთ... ადრე ხომ მოვიგეთ და დღემდე იმ მოგებულს ვზეიმობთ.

 

 

ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი გვაჩუქეს. ეს მათი ახალი აფეთქება იყო ხელოვნებაში და ჰყავდა საკუთარი რემბრანტი, ქერა, მაღალი და მოხეული იოჰან კრუიფის სახით, რომელიც ეპოქას ისევე უხდებოდა, როგორც მას აიაქსის მაისური.  შემდგომ რემბრანტი კატალონიაში წავიდა და მსოფლიოში უდიდეს საფეხბურთო ფილოსოფიას დაუდო სათავე. ამ ფილოსოფიამ ყველაფერი მოიგო. რაც მთავარია ფეხბურთს  ინიესტა, ჩავი, მესი აჩუქა... ახალი ფორმაციის გაუდი, დალი და ლორკა.  სწორედ ფეხბურთში იკვეთება ხელოვნების, ფილოსოფიის და სპორტის გზები.  თუ კი ევროპის დანარჩენმა ქვეყნებმა, შეძლეს ხელოვნების ღირსებების ფეხბურთში გადმოტანა, არც იტალიური რენესანსი იყო,  ერთჯერადი მოვლენა და ის 90-იანი წლებიდან  თან სდევდა „კალჩოს“.   „კალჩო“, „კატენაჩო“ და კარავაჯო... არის მსგავსება ხომ?  ისინი ისევე მოხდენილათ ხატავდნენ მინდორზე, როგორც რაფაელი ტილოზე და  თავად რაფაელის ახალი ინკარნაცია,  ანდრეა პირლო იყო, რომელიც ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა დიდ ფლორენციელს. პატარა ბრეშელი და დიდი ფლორენციელი. ფრანგებს კი ჰყავდათ ტიტი და ზიზუ...  ორი მუშკეტერი გარეუბნიდან.

სანამ ევროპაში ფილოსოფიებს იგონებდნენ და ფეხბურთი ხელოვნების დონეზე აჰყავდათ, ბრაზილიაში რონალდოების ახალ პაკეტებს უშვებდნენ. ყველა გამოშვებას,  ერთი  სკოლა ჰქონდა გავლილი... ფაველას ვიწრო ჩიხები და ფლიაჟი. თუ მათი ფეხბურთი არ იყო დავარცნილი,  ყველაზე უფრო თავისუფალი და ლაღი იყო დედამიწის ზურგზე.

საბოლოოდ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ფეხბურთმა სასოწარკვეთა და სიხარული ერთდროულად გვაჯახოს, როგორც ტრაგიკომედია... და თუ ემოცია გვანადგურებს და განვიცდით, ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ.

ცოტნე ავსაჯანიშვილი, 19 წლის, ილიაუნის სტუდენტი.


მსგავსი

წიგნების თარო - 12.06. - ნინო კეკენაძის ბლოგი - ღიმილის მუზები.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლუკა გომარელის ბლოგი - FOR SALE - ანუ 30.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ესკიმოსი გოგონები შორეული ფიქრებიდან (მე და ყველა გოგოს )

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მეექვსე გრძნობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Imagination.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ქნარიტა ზურაბიანის ბლოგი - იყიდება დედაენა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლანა ლაკირბაია - ჭაღარა შეპარული გრძნობები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ღვარცოფი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ამელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გაპარული ცხოვრება.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - სპოილერები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი - პატრიოტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ძლიერი ადამიანები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა გომარელის ბლოგი - ვინილი ბრუნავს...

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - დრო და არსებობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - მარიამ ქავთარაძის ბლოგი - აღელვებულ ზღვაზე გიფიქრია?!

05 July 2016

"დასასრულის...დასაწყისი"

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი - პატრიოტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - წერილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ცხოვრების კანონზომიერება.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გასაოცარი შემთხვევითობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მუსიკა+წიგნები.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - მათთვის, ვისაც არ ეზარება.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ასეა ეს!

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - აზრიანი დავა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მეზობელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნატა ოკმელაშვილის ბლოგი - წაიკითხე, თუ გაბედავ.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნინო ქაჯაიას ბლოგი - ხელოვნური ინტელექტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - იდეაში სატირა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - დედამიწის გულში.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ღვინო,დუდუკი,ნაპოლეონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ჩემი იატაკქვეშეთი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - ვირტუალური რეალობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნათია გოჯორაშვილის ბლოგი - სანსკრიტონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ანასტასია კვინიკაძის ბლოგი - უმოტივაციობის სენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - მარიამ ფავლენიშვილის ბლოგი - ვინსენტის ცხოვრება და შემოქმედება.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ანი ჯანელიძის ბლოგი - Bonjour notre bonne Marie!

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გაივლის წლები.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - სანდრო მეტრეველი - მთელი ცხოვრება ტყუილში ვცხოვრობდით ხალხო :(

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - ადამიანი ღრუბლებზე მაღლა.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ანარქია ნაცრისფერ გეტოში.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მოგონებები.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მწვანე და იასამნისფერი...

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Human’s Best Friend.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ნინო ქაჯაიას ბლოგი - კოსმოსის შეცნობით შეპყრობილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - კიწი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ჩემი ვარსკვლავი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ჩვენ...

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - სამყაროს მშვენიერება.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ამბავი წარსულიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ყველა გზა საპროფიტებამდე მიდის.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - მადლობა ჩინელებს და პატრულს.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როცა პატარა ვიყავი.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - Special decoration ანუ: როგორ გავხდი თაროს ფინალისტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - სიკვდილი მნიშვნელობას სძენს სიცოცხლეს.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გვირილები, კესანები, ბაბუაწვერა.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Lover of stars.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მოკლე ჩართვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მომავალ ზაფხულამდე.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - თითქმის ყველაფრიდან, არაფრამდე...

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ქალი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - სამყარო რომ 777 წელს განადგურებულიყო.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - Omnia praeclare rare- ყველაფერი იშვიათი მშვენიერია.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - უიმედო იმედი.

05 July 2016

ძვირფასო ,,მეგობარო''! (2)

05 July 2016

ძვირფასო ,,მეგობარო''!

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - მშვენიერი დღე... საღამო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - ბ(ი)ურგერების სამეფო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მოჩვენებების ქალაქი.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - reason to smile.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - იკო გეჯაძის ბლოგი - აღდგომა და ხვალეო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - შიგნიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ქალი, რომელმაც გალაკტიონს გადააბიჯა.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - Dark side ოF თბილისი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - The Infinite Sea.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - კატა.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ყველაფერი რომ სხვაგვარად ყოფილიყო.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გემრიელი ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - ცხოვრების რიტმი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Into The Space.

05 July 2016

წიგნების თარო - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როცა ვინმე კვდება.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - სამოცდაცხრა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - Never say never.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - უსათაურო...

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - დროში დაკარგული.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ყველა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ირაკლი შარიქაძის ბლოგი - მეგობრობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ირაკლი შარიქაძის ბლოგი - ომი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლიზი ლომთათიძის ბლოგი - სამყაროს ამაოება.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მზისფერი ხელოვანი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - იკო გეჯაძის ბლოგი - Press any Button to Start the Game.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - დასასრულსაც მოყვება რაღაც.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გიორგი გაჩეჩილაძის ბლოგი - ტყუილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - ანიმე.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ალტერნატიული რეალობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - აბსურდულ ძიებაში.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - კაცი, რომელიც ყველაფერში სიკეთეს ხედავდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ნინო კეკენაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა გომარელის ბლოგი - 13 რჩევა-როგორ დავიცვათ თავი ბრბოსგან.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გიო გაჩეჩილაძე - სიღარებე.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - სიტყვები, სიტყვები...

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - საწყისი და ბოლო.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - იკო გეჯაძე - ფრანც ბეკენბაუერი და სხვა ლეგენდები.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - სიყვარული...

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - უძღები შვილის დაბრუნება.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა გომარელის ბლოგი - უსასრულობიდან უსასრულობისკენ.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ნორვეგიული ტყე.

05 July 2016

უსასრულობიდან უსასრულობისკენ

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - კარგად უნდა იყო,ჩემო მეზობელო!

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - "...წიგნების თარო, ჩვენ გვიყვარს ყველას..."

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - ჯარისკაცის უკანასკნელი წერილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - ლიზა ადიშვილის ბლოგი - Cohabitation.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - შესავალი იქნება ბოლოს.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - ლუკა ჩერქეზიშვილის ბლოგი - იძირება,იძირება გემი!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლიზა ადიშვილის ბლოგი - ჰომეოსტაზი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლუკა ბერაიას ბლოგი - სიყვარული!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მალალა ანუ მებრძოლი სული.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ქეთო ქელლეჯი-ხურციძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მარიამ არჩემაშვილის ბლოგი - რატომ უნდა ვიკითხოთ.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როგორ შემიყვარდა სტამბოლი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - გივი საბაშვილის ბლოგი - აფსუს!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - დრო.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - თერთმეტიანელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ბოლო ლექსი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - Jingle bells, Jingle bells.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,ინტერვიუ მათთან’’.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01.- ლუკა ბერაიას ბლოგი - ადამიანი მხოლოდ ერთი ცხოვრებით როდი ცხოვრობს!

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ლუკა ქირიას ბლოგი - არც არაფერი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ყოფა.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცი, რომელსაც სამშობლო ძლიერ უყვარდა

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - გივი საბაშვილის ბლოგი - ნიცშეც მოკვდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - განაგრძეთ ომი...

05 July 2016

რა ჩაიდინეს ქართველებმა ბაქოში - გადადით ლინკზე და...

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ნათია გოჯორაშვილის ბლოგი - მიტოვებულები.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - სოფია გზირიშვილის ბლოგი - ქალი ტერეზა.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - პალატის შვილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - პირველი მცდელობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - ინიესტა&ჩავი

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ედგარ ბრუტიანის ბლოგი - ღმერთი და ბოროტება.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - Let it be.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გოგონა ძველი სურათიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - დაჩი(პული)

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ლანა ლაკირბაია - მარადისობის რღვევა.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - სტაპოლეონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლუკა ბერაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - ცოტა სხვაგან.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - სპონტანურად სრული სისულელე.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ძნელია ღმერთობა?

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - შეთქმულების თეორია.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ედგარ ბრუტიანის ბლოგი - პატარა ბიჭის ჩანაწერებიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,ეპოქაოსი’’.

05 July 2016

წიგნების თარო- 19.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გიყვარდეთ გალაკტიონი !

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - კითხვა გადაარჩენს სამყაროს.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გოდერძი გორგილაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - უშველეთ ხეებს!

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მაკო მაისურაძის ბლოგი - "თქვენ, ბლოგპოსტზე მოსულნო, ყველა იმედი დატოვეთ მანდვე!“.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - პეპლის ეფექტი - ლავრენტი ბერია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - თათუკა ჟღენტის ბლოგი - მისტერიები.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - შთაგონების საიდუმლო.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - გოდო მოკვდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - უცნობის თვალთახედვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - გივი საბაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ქართული სუფრა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - ღმერთი რომ ბოროტი ყოფილიყო...

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ...სწორი მოტივაცია...

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ნინო გიორგაძის ბლოგი - წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მე.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლეილა ჩხეტიანის ბლოგი - გახდი გადარეული და გადაუფრინე გუგულის ბუდეს…!

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - სოფია გზირიშვილი - სიკვდილის ვალსი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - უცელოდ.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - იგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - შეპყრობილნი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მარიამ დუმბაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - უცხო მთვარეზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - ფიქრები.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - გიორგი ღლონტის ბლოგი - მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ნუ იქნები მცენარე !

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - დიმიტრი იოსებაძის ბლოგი - კომპიუტერი (საზღვარი რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის)

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მოძრავი პოზიტივი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11.- გაბრიელ ხურციძის ბლოგი - სამართლიანია თუ არა ცხოვრება.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - შალვა კიღურაძის ბლოგი - ფოტო.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - გივი საბაშვილის ბლოგი - ერთაოზი, ლეონარდო და ამელია.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - უსამართლობასთან მებრძოლი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ქართული ენის სიწმინდის შესახებ.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ფრუ ნორა ანუ მე, შენ და სხვა!

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,თიხის ფირფიტებიდან ბიბლიოთეკებამდე’’.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ლექსით ნათქვამი (ანუ უნიჭო პოეტისგან).

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - მხედვარი.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - ლუკა ქირიას ბლოგი - ფიასკო, ანუ ტიანშანიდან გრენლანდიამდე.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - კლოუნის თვალთახედვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ბედის ირონიის ირონია (ანუ როგორ გავხდი მილიონერი)

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - ლუკა ბერაიას ბლოგი - "მარტოობის ასი წელიწადი".

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - პროცესი.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - არაფერი ყველაფერზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - შემწვარი ყინული ანუ დღევანდელი განათლების სისტემა.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - მანანა ალოიანის ბლოგი - შოთა და თანამედროვეობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ჩანაწერები გამქრალ პლანეტაზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - ანუკი აბუსელიძის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მანანა ალოიანის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - რა სარგებლობა მოაქვს კამათს?

05 July 2016

წიგნების თარო - 17.11 - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - იგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - გივი საბაშვილის ბლოგი - ბევრი, ბევრი, ბევრი ბავშვი.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მერი ჯოხაძის ბლოგი - „ცხოვრების ჰალუცინოგენები აბსურდს ამარცხებს“

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - შალვა კიღურაძის ბლოგი - Carpe Diem.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ჩრდილში, გზაზე ქურდი მოდის.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - მერი ჯოხაძის ბლოგი - "მე წითელი მქვია"

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იგრეკი!

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - შალვა კიღურაძის ბლოგი - იგავი უძღები მამისა.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - 1984

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - დრო ნაწარმოებს ვერ კლავს!

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - წერილი ოსკარს...

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი - 13 მიზეზი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10.- გიორგი ღლონტის ბლოგი - ყველა ძროხა ერთი ფერის რძეს იძლევა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.20. - შალვა კიღურაძის ბლოგი - შეცვლა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - უკუღმართი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - სოფო თანდიაშვილის ბლოგი - სიბნელის ნათელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - ბედნიერების ძიებაში.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - მარტინ იდენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ადამიანი ყველგან ადამიანია?

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი - სული სხეულს აცეკვებს.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ დუმბაძის ბლოგი - ჩემი ლიტერატურული სატრფო.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ არჩემაშვილის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ილია, მაკარტი და ფორესტ გამპი, ანუ მგზავრ(ობ)ის წერილები.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - სანდრო დოლიძის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - თაკო სვიმონიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - არა ცაში, საკუთარ თავში...

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - მკვდრის მოგონებები.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - დიუმა უკვდავია!

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - მადამ ბოვარი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - დავით კვარაცხელიას ბლოგი - კი, მებრძოლთა კლუბი წიგნიც არის.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - უცნობი გოგონას ჩანაწერებიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - ფეხბურთი-ჩემი ლიტერატურა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - ლუკა ბერაია - "საით მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება?"

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ირლანდია.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - მეზღვაური უნაგირზე

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - "ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს..."

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ნატალია ჯალაღონიას ბლოგი - მე და ის ანუ ჩვენ

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ბექა ვარშანიძის ბლოგი - ნარნიის ქრონიკები: ჯადოქრის დისწული, ანუ წიგნი სიკეთესა და სიყვარულზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თაია წიკლაურის ბლოგი - უსასრულო ბავშვობის საიდუმლო - იკითხეთ ასტრიდ ლინდგრენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ანა სოსელიას ბლოგი - 3X4

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - გვანცა ჩიბუხაიას ბლოგი - სტუდენტური სიზმარი

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ნოდარ კახელაშვილის ბლოგი - ცხოვრება მძიმეა...

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - თეკლა ერემეიშვილის ბლოგი - გარდა-უცვლელი ლიტერატურა ( კრიტიკის კრიტიკა)

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ლევან მიქელაძის ბლოგი - უმაღლესგანათლებამდელი გზამკლველი

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ლაშა ჩხვიმიანის ბლოგი - პრობლემა

05 July 2016

"რა მთავარია თავისუფლება!"

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - გვანცა ჩიბუხაიას ბლოგი - სტუდენტური სექსი

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ნინო კობალაძის ბლოგი - განმანათლებლობის იდეის არსი

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ეთო ცოის ბლოგი - ფანტასტი მე

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - მარიამ დათუსანის ბლოგი - ჯადოსნური მთა

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ირინა რურუას ბლოგი - ამბებად აწყობილი ქრონიკები

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - იზა ქავთარაძის ბლოგი - წერილი მეგობარს...

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - მარიამ მუთიძის ბლოგი - ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ზურა ზოიძის ბლოგი - წითელი ვალსი, ანუ ვალსი ცეკვის გარეშე

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - სალომე ვაშაძის ბლოგი - ცხოვრება გამოცდა არ არის.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ლევან ჯმუხაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ნატუკა ლომაძის ბლოგი - განუყრელი დღესასწაული

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ბორის ყურუას ბლოგი - შავი ყორანი და ჯამბაზი! ანუ როგორ გარდაიცვალა რიგითი სტუდენტი მე

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - მოგზაურობა კალიფორნიაში და Jack Kerouac’s influence

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - პირველი დღის, პირველი იმპულსები

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - გაიცანით ეს ამერიკული ლიტერატურის შვილი, ლეგენდარული .........ია !

05 July 2016

თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი - "რამდენს ტლიკინებ, შე თავხედო''

05 July 2016

ლიზა ციციშვილის ბლოგი - „გაუჩინარებულები"

05 July 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო გიორგაძის ბლოგი - წიგნების სამყაროში

05 July 2016