05 July 2016
  • 834 ნახვა

"რა მთავარია თავისუფლება!"

წარსულს იმაზე მეტად აქვს კავშირი მომავალთან ვიდრე ეს ადამიანებს ჰგონიათ. ერთადერთი გზა მისგან თავის დასაღწევად მოვლენების გააზრება და წარმოდგენების გადაფასებაა. ხშირად გაუცნობიერებელი გრძნობები განსაზღვრავენ ჩვენს მოქმედებებს, რეაქციებს, დამოკიდებულებას, მსოფლმხედველობას. ადამიანის ხასიათს ძირითადად მისი ბავშვობა განაპირობებს, გარემო რომელშიც იზრდებოდა და უყალიბდებოდა წარმოდგენა ცხოვრებაზე. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზიც მისი წარსულია, წარსული რომელსაც გავურბივართ და რომლის აღიარებაც ასე გვაშინებს.

თავისუფლების ფასზე მოგიყვებით.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ამერიკაში ვცხოვრობდი. სახლიდან ყოველთვის დილით მირეკავდნენ. ადრე  მიწევდა ადგომა, რომ მონატრებული საქართველოდან მონატრებული ადამიანებისათვის მომესმინა.

იმ დღესაც რუტინული მოძრაობით გავხსენი ეკრანი და დედას გამოსახულება დავინახე. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. შეშინებული არ ყოფილა, უფრო დაბნეული და მე იმ დღეს პირველად ვნახე ასეთი დედა.
– ომი დაიწყო.

უცნაური შეგრძნება იყო. თითქოს რამდენიმე წამით დრო გაიყინა. მსოფლიოში არსებული ყველა ფიქრი, ყველა გრძნობა ერთად გამიჩნდა.. თავიდან შემეშინდა, ყველას გამო, ადამიანების გამო რომლებიც მიყვარდნენ და შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა. მერე გავბრაზდი, მათზე ვინც ჩემს სახლში შეიჭრა , ვინც თავისუფლებას გვართმევდა. მერე იყო სისუსტის განცდა, როცა გინდა რაღაც გააკეთო და ხვდები არაფერი შეგიძლია. თითქოს უჰაერო სივრცეში მოხვდი და კლაუსტროფობია გტანჯავს. შორიდან უყურებ შენს ქვეყანას, რომელიც ისეთი პატარაა, ისეთი სუსტი, გინდა მიხვიდე, ხელი მოკიდო, ჩაეხუტო.  შიშისგან აცახცახებულს ერთი სული აქვს მუხლებზე დავარდეს და მაინც დგას, მის წინ კი, უზამრაზარი გველეშაპივით ღრიალებს ბოროტი ძალა.

რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ თბილისში არავისთან მილაპარაკია. ვერ ვუკავშირდებოდი. ტელევიზორი სულ ჩართული მქონდა, სადმე თუ გავდიოდი ლეპტოპი მიმქონდა. დავდიოდი ჩემთვის ყველაზე თავისუფალი ქვეყნის ქუჩებში და კიდევ უფრო ნათელი ხდებოდა განცდა, რომელიც შორს მყოფ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს ჰქონდათ.

ყოველთვის მეგონა, რომ ომი სიკვდილს შიშს აჩენს. აგვისტოში მივხვდი, ეს ასე არ არის. უფრო მარტივია საკუთარი თავის ცინკის კუბოში წარმოდგენა, ვიდრე ფიქრი იმაზე, რომ შენი ქალაქის ქუჩებში უცხო ქვეყნის ფორმიანი ჯარისკაცები თავიანთ ენაზე დაიწყებენ ბრძანებების გაცემას, შენ ცხოვრებაში ხელების ფათურს და შენ სივრცეში დაუპატიჯებელი სტუმრებივით შემოიჭრებიან.

ხანდახან რაღაცეები ვიცით, მაგრამ განცდილი და გაგებული ერთმანეთისგან განსხვავდბა. ბევრი წიგნი, ფილმი, მუსიკა არსებობს ომზე, მაგრამ ვერაფერი გაგრძნობინებს მის დამანგრეველ ძალას ისე, როგორც რეალობად ქცეული თვითონ ეს სიტყვა.
იმ ზაფხულს მივხვდი, ომი არა მხოლოდ ყუმბარები, ავტომატების ჯერი და ტანკების უსასრულოდ გაწელილი რიგია, ომი ღირსებას ეხება, ფსიქიკას აზიანებს, თაობებს ანადგურებს. შვილებს მამები არ ეყოლებათ, მათ შვილებს ბაბუები.

ზუსტად ვიცი გრძნობა, რომელიც აგვისტოს დღეებმა გამიჩინა არასდროს მიმატოვებს. არ მესმის მათი ვისაც არ ახსოვს, რომ ძალიან ახლოს ჩვენს სახლებთან , ჩვენს ფანჯრებთან უცხო ადამიანები დგანან, ხელში ავტომატებით , ვერაფრით რომ ვერ ეგუებიან სხვის თავისუფლებას. კიდევ მათ გვერდით ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, მუდმივი შიშის ქვეშ და ყოველ დილას ბედნიერებისგან სულ ცოტახნით უჩქარდებათ გული, რომ გადარჩნენ, რომ არ მოკლეს.

ჩვენს შორის არიან ადამიანები, ვისი შვილები, ქმრები, მამები იბრძოდნენ შიშისგან აკანკალებული ქვეყნის დასაცავად, ჩვენ კი, უცნაური დამოკიდებულებით ჩრდილოელი მეზობლისადმი ვუჩენთ მათ განცდას, რომ ეს ადამიანები არაფრისთვის დაიღუპნენ.

ხანდახან გვავიწყდება, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ყველანაირ პარტიულ კუთვნილებაზე, პოლიტიკურ შეხედულებაზე, ყველაფერზე მაღლა დგას. არ არის სწორი ორიგინალურობით გაამართლო სიზარმაცე ან სისუსტე, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იდგე იქ, სადაც საჭიროა. არ მინდა მილან კუნდერას რომანის გმირივით თავი სუსტების ქვეყნის ნაწილად ვიგრძნო, წინადადებებს შორის სუნთქვა რომ ეკვრით, დუბჩეკივით , თავის ხალხს რადიომიმღებით თავისუფლების დაკარგვა რომ ამცნო. არ მესმის უადგილო ეპატაჟი როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და რაც არ უნდა ბანალური მიწოდოთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე ხშირად გვავიწყდება
რა მთავარია თავისუფლება!

საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო ამ ქვეყანაში გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი ნაწილი ვარ. ბევრჯერ მომისმენია  „ რა ცუდია არჩევანის გაკეთების საშუალება რომ არ მქონდა, საქართველოში არ დავიბადებოდი“ , „ რაც შეიძლება მალე უნდა გავაღწიო აქედან“, „წავალ და არასდროს აღარ დავბრუნდები“ და კიდევ ბევრი სხვა თვქენთვისაც ნაცნობი ფრაზა. არასდროს მესმოდა ამ სიტყვების ავტორების და მგონი ვერც ვერასდროს გავიგებ. შორს ვარ იმ აზრისგან რომ „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ“, ვერც სიამაყეს ვგრძნობ, რაც ალბათ ბუნებრივიც არის იმ ყველაფრის ფონზე რასაც ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ არასდროს მომინდება ვიყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და არც არასდროს შემრცხვება “ქართველობის”.
მგონია, რომ ადამიანები რომლებიც ყოველდღე იმაზე ფიქრით იტანჯავენ თავს, რომ მათი ცხოვრება სადმე სხვაგან დაბადების შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა ვერსად ვერ იგრძნობდნენ თავს კარგად. კიდევ მგონია, რომ მათ უცნაური წარმოდგენა აქვთ „სამშობლოზე“ და რატომღაც ყოველთვის რაღაც განყენებულ, ცალკე მდგომ, არარეალურ ცარიელ სიტყვაზე საუბრობენ.
ვფიქრობ, ძალიან ცოტას აქვს გააზრებული, რომ ქვეყანა არ არის მხოლოდ ქუჩები, შენობები, ფასადები ან ტელევიზორის ეკრანიდან დანახული პარალელური სამყარო, ქვეყანა ყველაზე მეტად ცოცხალი ორგანიზმია, სუნთქავს, ფიქრობს, ვითარდება, იცვლება, გადის ყველა იმ ეტაპს, რომელსაც ადამიანები გავდივართ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის ჩვენი ერთობაა და არაფერი სხვა. ამიტომ ქვეყანა არის ისეთი როგორებიც არიან იქ მცხოვრები ადამიანები. ჩვენ ვართ საქართველო, ამიტომ სადაც არ უნდა გავიქცეთ მას თავს ვერასდროს დავაღწევთ,  ჩვენში ცხოვრობს, ყველგან თან დაგვყვება.

1994 წლის გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დავიბადე, ალბათ პირველი რაც დავინახე ჩაჩავას სამშობიაროს კედლები იყო. სულ ვფიქრობ  რა საინტერესო იქნებოდა დაბადების პროცესის გახსენება რომ შეგვეძლოს, პირველი შთაბეჭდილებას გავიხსენებდი, რომელიც თბილისმა დამიტოვა. იმ პერიოდში გავიზარდე როცა შუქი და გაზი იშვიათი ფუფუნება იყო. გამიმართლა და საღამოების სანთლის შუქზე გატარება ძალიან იშვიათად მიწევდა, გენერატორის წყალობით, მაგრამ მე ყველაზე მეტად რატომღაც სწორედ ის იშვიათი ბნელი საღამოები მიყვარდა, როცა მამა ჩემს გასართობად მილიონ საინტერესო ისტორიას ყვებოდა. ლექსებსაც ვკითხულობდით, მურმან ლებანიძის „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ყოველთვის პროგრამის ნაწილი იყო და როცა „ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონზე“ მივიდოდით საიდანღაც საგვარეული ხანჯალს იღებდა და იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდი და ველოდებოდი მაინც სუნთქვის შეკვრამდე მეცინებოდა. მერე ამ ხანჯლის ისტორია რიგი დგებოდა და სანამ არ ჩამეძინებოდა ბაბუების ამბებზე ვლაპარაკობდით.

ყველაფერი ყოველთვის კარგად ვერ იქნება, მითუმეტეს იმ პერიოდში ვერ იქნებოდა და ჩვენც ხანდახან ძალიან რთული დღეები გვქონდა, მაგრამ არასდროს შემშინებია, იმიტომ რომ მყავდნენ ადამიანები ვისაც ძალიან ვუყვარდი და ვიცოდი ეს სიყვარული ყველა პრობლემაზე ძლიერი იყო. ბევრჯერ მიფიქრია რატომ არ მიიღეს ჩემმა მშობლებმა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება, როცა ამის შანსი ქონდათ და ყოველთვის მამაჩემის სახე მახსენდება, როცა თავის საყვარელ ლექსს მიკითხავდა საქართველოზე. იმის თქმას არ ვცდილობ რომ ადამიანები რომლებიც სხვაგან წავიდნენ „ცუდები“ არიან და რომ საქართველოდან წასვლა დანაშაულია. პირიქით მგონია, რომ ყველა ადამიანს სჭრიდება გარკვეული პერიოდის უცხო გარემოში გატარება, რადგან ეს საუკეთესო გზაა დამოუკიდებლობასთან შეჩვევის და მისი  შეყვარებისთვის, მაგრამ ძალიან არ მინდა ვისმენდე ისეთ ფრაზებს როგორიც არის მაგალითად „ არასდროს აღარ დავბრუნდები“. თუ შენი საკუთარის შეყვარების უნარი არ გაქვს ვერაფერს შეიყვარებ. ჩემთვის არ არსებობს სხვა სამშობლო იმიტომ, რომ ის ყოველთვის ერთადერთია და თუ ოდესმე გათენდება დღე როცა მის მომავალზე ფიქრი არაბუნებრივ, ძალით თავს მოხვეულ პროცესად იქცევა, ჩავთვლი, რომ საკუთარი იდენტობა დავკარგე და ეს აუცილებლად იქნება ჩემი პიროვნების დასასრული.

ვთვლი, რომ როცა ქვეყანას ბავშვობიდან ცოცხალ არსებად აღიქვამ ის თავისთავად გიყვარდება. საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი ის სხვა ქვეყანაც ზუსტად ისევე მეყვარებოდა, იმიტომ რომ ადგილი, რომელმაც ადამიანად გაქცია არ შეიძლება არ გიყვარდეს.

ჩემთვის საქართველო დედაჩემია. ემოციური, ზედმეტად კეთილი დედაჩემი, რომელმაც 21 წლის წინ გაბედა და გამაჩინა. ჰო გაბედა იმიტომ, რომ მეც იმ ბნელი, ცივი 90–იანების ნაწილი ვარ, როცა არავინ იცოდა რა იქნებოდა და აბსტრაქტული მოლოდინებიც არც ისეთი იმედის მომცემი იყო.

დედაჩემმა გაბედა და შეიყვარა მამაჩემი მაშინ,როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო სიყვარულის დრო და მით უფრო მამაჩემის. გაბედა გავეჩინე ნაცრისფერ დღეებში და მერე არსად წასულა, დარჩა და ჩვენი ქვეყნის უპირობო სიყვარული მასწავლა.

ჩემთვის საქართველო მამაჩემია. პრინციპული, ჯიუტი, ჭკვიანი, თითქმის იდეალური მამაჩემი რომელთანაც სიცივეში გაზაფხულთან ერთად მოვედი, სითბო მოვუტანე, მან კი, გაბედა და საკუთარ თავზე მეტად შემიყვარა.

არეულობების, მანიფესტაცების, სახელმწიფო გადატრიალებების, სამოქალაქო ომების ქვეყანაში გამზარდა, მუქი ფერების მიღმა ყურება მასწავლა, მასწავლა, რომ სიყვარული არასდროს არის მარტივი, რომ ხანდახან მიზეზები ჩვენით უნდა ვეძებოთ და მერე მაშველი რგოლივით მოვეჭიდოთ, რომ სამშობლოს არ ირჩევენ, რომ ის ერთადერთია და ყოველთვის იმაზე მეტად სჭირდები, ვიდრე გგონია, რომ ზუსტად ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს და იმდენს უნდა ელოდო მისგან რამდენსაც აძლევ.

მამაჩემმა გაბედა არასოდეს დაემალა, რომ ცხოვრება იშვიათად არის „მშვენიერი“, სირთულეები ყოველთვის ბევრია და აუცილებელი, რომ ცუდი რაღაცეები კარგზე ხშირად ხდება და ეს ვერასდროს იქნება საკუთარი ქვეყნის არ სიყვარულის გამამართლებელი მიზეზი. გაბედა ეთქვა, რომ გაქცევას არასოდეს მაპატიებდა.

მამაჩემმა მასწავლა, რომ ადამიანებს ძალიან ბოროტებიც შეუძლიათ რომ იყვნენ იმიტომ, რომ ეს ადამიანურობის ნაწილია და ყოველთვის უნდა ეცადო, რომ აპატიო და ისიც მითხრა, რომ იქვე აუცილებლად არსებობს სიკეთე, რომელიც უნდა დაიმახსოვრო და როცა მოგეჩვენება, რომ მეტი აღარ შეგიძლია, შენს შეგროვებულ სიკეთეებზე ფიქრი გადაგარჩენს. მასწავლა, რომ შეიძლება ძალიან მეტკინოს და უნდა მეტკინოს, რომ არასდროს არავისთვის იგივეს გაკეთება არ მომინდეს.

მამაჩემმა გაბედა და საკუთარი თავი შეცვალა იმისთვის, რომ ჩემი სამყარო გამხდარიყო სხვანაირი და მისგან ვისწავლე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადატრიალებები ქუჩაში მანიფესტაციების დროს ან რომელიმე სახელმწიფო შენობის დაკავებით კი არა, ჩვენში იწყება და უკეთეს მომავალს რევოლუციების კი არა, შენში ღირებულებების გადაფასება ქმნის.

მე კი, გავბედე და შემიყვარდა საქართველო, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა.

პირველად თვალი რომ გავახილე იდგა და მიღიმოდა,მერე ხელი მომკიდა და 21 წელია ერთად ვართ.  პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს რომ ვდგამდი ვგრძნობდი როგორ მეპარებოდა უკნიდან და წაქცევის საშუალებას არ მაძლევდა. ჩემი პირველი ზეიმიც მახსოვს ბაღში და მისი ცრემლებით სავსე თვალები როცა ლექსს ვუკითხავდი. ხანდახან როცა ისტორიის გაკვეთილზე არც თუ ისე საამაყო მომენტებზე გაბრაზებისგან მამაჩემივით მებერებოდა ნესტოები თმაზე მეფერებოდა და წიგნის სუფთა ფურცელს შლიდა, რომ გამხსენებოდა ამ ცუდ ისტორიებს მხოლოდ ჩემი დაწერილი ახალი ამბები გააქრობდა და მე პირობა მივეცი, რომ ოდესმე მის დღიურში აუცილებლად დავწერ საინტერესო გვერდს.
ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი ქვეყანა მნიშვნელოვან პროცესს გადის. საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ დამოუკიდებლობა ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სიტყვა. დამოუკიდებლობას გამოცდილება სჭირდება და ჩვენ უნდა მივცეთ ქვეყანას ეს გამოცდილება. არ მესმის როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა შანსი იყო რაღაც ახალის, განსხვავებულის შექმნის მონაწილე.

უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათაგნ გაქცევა კი არა გადასაჭრელი გზების ძებნაა საჭირო. თუმცა იმისთვის, რომ რაღაცეების შეცვა მოინდომო ჯერ ერთი მთლიანის სრულფასოვან, ინდივიდუალურ ნაწილად უნდა იგრძნო თავი და მერე შენი, როგორც ნაწილის პასუხისმგებლობა გაიაზრო. ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში „მეოცნებენი“ არის ერთი ძალიან კარგი ფრაზა: „ თუ გინდა მსოფლიო შეცვალო პირველ რიგში უნდა გაიზრო, რომ მისი ნაწილი ხარ“.  ჩვენ ეს გვიჭირს და არაფერია ამაში უცნაური. სოციალიზმი თავისას შვება, სოციალიზმი გაჩვევს ინდიფერენტულობას, იმას რომ შეიძლება ვიღაცამ შენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება და შენ ეს გხიბლავს, იმიტომ რომ ზედმეტი ფიქრის გარეშე ახერხებ ყველაფერს. როცა გაჯერებენ, რომ შენ ბევრი არაფერი იცი ყოველთვის ვერ გაუწევ წინააღმდეგობას და სამწუხაროდ პირველივე დათმობიდან ყველაზე რთულია საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება. ჩვენც დგვაჯერეს, რომ მარტო ვერაფერს შევძლებდით, რომ სუსტები ვიყავით დ გადარჩენის ერთადერთ გზას უსიტყვო მორჩილება წარმოადგენდა. მერე მადლობელებიც კი გავხდით ჩვენც რომ არ ვიცით რისთვის. საჭმელი გვქონდა, ყოფითი პრობლემებისაგნ ასე თუ ისე გავთავისუფლდით და ადამიანურმა ბუნებამ თავისი გაიტანა, თან იმდენად გაიტანა რომ დღესაც შემოგვრჩა დიადი საბჭოთა დღეების ტკბილი ნოსტალგია, სადაც ვცხოვრობდით მეგობრულად და პური გვქონდა. მაგრამ ადამიანი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე საკვები, ადამიანი გონიერი არსებაა, ემოციებით და ქვეცნობიერად ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს თავისუფლება. ის ყველაფერი რასაც სოციალიზმი გჩუქნის დროებითია და ადრე თუ გვიან ყველა იაზრებს, რომ ერთ დიდ კოლექტიურ ტყუილში ცხოვრობს. ამის შემდეგ დგება რეაბილიტაციის პერიოდი, როცა ძალიან გინდა დამოუკიდებლობა, მაგრამ თან ისეთი სტრესი გაქვს მიღებული, რომ გეშინია.

ჩვენც ასე ვართ, საბჭოთა კავშირმა საჩუქარი გაგვიკეთა- ეროვნული ნიჰილიზმი, პატარა ერის კომპლექსი, რომელიც თითქოს უპირობოდ, თავისთავად გავითავისეთ და ახლა მხოლოდ სადღეგრძელოებში ვიმაღლებთ ხმას მტრის წინააღმდეგ. ხანდახან მგონია, რომ ქართული სუფრა ერთგვარ ოცნებების სასაფლაოდ იქცა, იქ ვართ როგორებიც გვინდოდა რომ ვყოფილიყავით და ვერ გავხდით, იმიტომ რომ ვერაფრით დავიჯერეთ, რომ შევძლებდით. მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ სჩუქარს ბოლომდე და სამუდამოდ დავაბრუნებთ. მანამდე კი, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია პასუხისმგებლობის, ჯერ კიდევ გვჯერა, რომ რაღაცეები არ შეგვიძლია, რომ ვერაფერს შევცვლით, ყველა ერთად უნდა ვეცადოთ რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცოთ საპირისპირო. დიდი ხანია დროა თვალებში შევხედოთ ერთმანეთს და ვუთხრათ, რომ „სავეცკი“ ფიქრებს ფერები გაუხუნდა და გადასაყრელია. ცვლილებებს ერთ დღეზე მეტი სჭირდება, საკუთარი თავის განვითარებით კი, სასწაულების მოხდენა შეიძლება.

ძალიან მინდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე რომელმაც ბევრი ცუდიც მოგვცა და ბევრი კარგიც, იმიტომ, რომ მჯერა შემდგარ, ძლიერ ადამიანებს არასდროს ეშინიათ სიძნელეების, პრობლემების და არსად გარბიან, ასეთი ადამიანები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან. მინდა ჩვენც ასეთები აღმოვჩნდეთ. გავიაზროთ წარსული, ვაღიაროთ საკუთარი შეცდომები, ვაპატიოთ ისინი საკუთარ თავს  და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.
ვიცი რუსულ მავთულხლართებზე გაჭრილი თითების ტკივილზე მეტსაც ავიტანთ, მჯერა რომ შეგვიძლია!

მსგავსი

წიგნების თარო - 12.06. - ნინო კეკენაძის ბლოგი - ღიმილის მუზები.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლუკა გომარელის ბლოგი - FOR SALE - ანუ 30.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ესკიმოსი გოგონები შორეული ფიქრებიდან (მე და ყველა გოგოს )

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მეექვსე გრძნობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Imagination.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ქნარიტა ზურაბიანის ბლოგი - იყიდება დედაენა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.06. - ლანა ლაკირბაია - ჭაღარა შეპარული გრძნობები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ღვარცოფი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ამელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გაპარული ცხოვრება.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - სპოილერები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი - პატრიოტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ძლიერი ადამიანები.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა გომარელის ბლოგი - ვინილი ბრუნავს...

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - დრო და არსებობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.06. - მარიამ ქავთარაძის ბლოგი - აღელვებულ ზღვაზე გიფიქრია?!

05 July 2016

"დასასრულის...დასაწყისი"

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი - პატრიოტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - წერილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ცხოვრების კანონზომიერება.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გასაოცარი შემთხვევითობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მუსიკა+წიგნები.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - მათთვის, ვისაც არ ეზარება.

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ასეა ეს!

05 July 2016

წიგნების თარო - 29.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - აზრიანი დავა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მეზობელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნატა ოკმელაშვილის ბლოგი - წაიკითხე, თუ გაბედავ.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნინო ქაჯაიას ბლოგი - ხელოვნური ინტელექტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - იდეაში სატირა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - დედამიწის გულში.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ღვინო,დუდუკი,ნაპოლეონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ჩემი იატაკქვეშეთი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - ვირტუალური რეალობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ნათია გოჯორაშვილის ბლოგი - სანსკრიტონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ანასტასია კვინიკაძის ბლოგი - უმოტივაციობის სენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - მარიამ ფავლენიშვილის ბლოგი - ვინსენტის ცხოვრება და შემოქმედება.

05 July 2016

წიგნების თარო - 22.05. - ანი ჯანელიძის ბლოგი - Bonjour notre bonne Marie!

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გაივლის წლები.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - სანდრო მეტრეველი - მთელი ცხოვრება ტყუილში ვცხოვრობდით ხალხო :(

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - ადამიანი ღრუბლებზე მაღლა.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ანარქია ნაცრისფერ გეტოში.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მოგონებები.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მწვანე და იასამნისფერი...

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Human’s Best Friend.

05 July 2016

წიგნების თარო - 15.05. - ნინო ქაჯაიას ბლოგი - კოსმოსის შეცნობით შეპყრობილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - კიწი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ჩემი ვარსკვლავი.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ჩვენ...

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - სამყაროს მშვენიერება.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ამბავი წარსულიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 08.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - ყველა გზა საპროფიტებამდე მიდის.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლუკა გომარელის ბლოგი - მადლობა ჩინელებს და პატრულს.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როცა პატარა ვიყავი.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - Special decoration ანუ: როგორ გავხდი თაროს ფინალისტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - სიკვდილი მნიშვნელობას სძენს სიცოცხლეს.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გვირილები, კესანები, ბაბუაწვერა.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Lover of stars.

05 July 2016

წიგნების თარო - 01.05. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მოკლე ჩართვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მომავალ ზაფხულამდე.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - თითქმის ყველაფრიდან, არაფრამდე...

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ქალი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - სამყარო რომ 777 წელს განადგურებულიყო.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - Omnia praeclare rare- ყველაფერი იშვიათი მშვენიერია.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - უიმედო იმედი.

05 July 2016

ძვირფასო ,,მეგობარო''! (2)

05 July 2016

ძვირფასო ,,მეგობარო''!

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - მშვენიერი დღე... საღამო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - ბ(ი)ურგერების სამეფო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - მოჩვენებების ქალაქი.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - reason to smile.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - იკო გეჯაძის ბლოგი - აღდგომა და ხვალეო.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - შიგნიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ქალი, რომელმაც გალაკტიონს გადააბიჯა.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.04. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - Dark side ოF თბილისი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - The Infinite Sea.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - კატა.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ყველაფერი რომ სხვაგვარად ყოფილიყო.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი - გემრიელი ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - ცხოვრების რიტმი.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - Into The Space.

05 July 2016

წიგნების თარო - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როცა ვინმე კვდება.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - სამოცდაცხრა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლუკა გომარელის ბლოგი - Never say never.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - უსათაურო...

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - დროში დაკარგული.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ნინო კეკენაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ყველა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.04. - ირაკლი შარიქაძის ბლოგი - მეგობრობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ირაკლი შარიქაძის ბლოგი - ომი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლიზი ლომთათიძის ბლოგი - სამყაროს ამაოება.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მზისფერი ხელოვანი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - იკო გეჯაძის ბლოგი - Press any Button to Start the Game.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - დასასრულსაც მოყვება რაღაც.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გიორგი გაჩეჩილაძის ბლოგი - ტყუილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - სანდრო მეტრეველის ბლოგი - ანიმე.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - ალტერნატიული რეალობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - აბსურდულ ძიებაში.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - კაცი, რომელიც ყველაფერში სიკეთეს ხედავდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ნინო კეკენაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 27.03. - ლუკა გომარელის ბლოგი - 13 რჩევა-როგორ დავიცვათ თავი ბრბოსგან.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გიო გაჩეჩილაძე - სიღარებე.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გიო მერკვილიშვილის ბლოგი - სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - სიტყვები, სიტყვები...

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა ტყეშელაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - საწყისი და ბოლო.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - იკო გეჯაძე - ფრანც ბეკენბაუერი და სხვა ლეგენდები.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა ჭყოიძის ბლოგი - სიყვარული...

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - უძღები შვილის დაბრუნება.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - ლუკა გომარელის ბლოგი - უსასრულობიდან უსასრულობისკენ.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.03. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ნორვეგიული ტყე.

05 July 2016

უსასრულობიდან უსასრულობისკენ

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - კარგად უნდა იყო,ჩემო მეზობელო!

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - "...წიგნების თარო, ჩვენ გვიყვარს ყველას..."

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - ჯარისკაცის უკანასკნელი წერილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - ლიზა ადიშვილის ბლოგი - Cohabitation.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - შესავალი იქნება ბოლოს.

05 July 2016

წიგნების თარო - 23.01. - ლუკა ჩერქეზიშვილის ბლოგი - იძირება,იძირება გემი!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლიზა ადიშვილის ბლოგი - ჰომეოსტაზი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლუკა ბერაიას ბლოგი - სიყვარული!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მალალა ანუ მებრძოლი სული.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ქეთო ქელლეჯი-ხურციძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - მარიამ არჩემაშვილის ბლოგი - რატომ უნდა ვიკითხოთ.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - როგორ შემიყვარდა სტამბოლი.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - გივი საბაშვილის ბლოგი - აფსუს!

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - დრო.

05 July 2016

წიგნების თარო - 16.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - თერთმეტიანელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ბოლო ლექსი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - Jingle bells, Jingle bells.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,ინტერვიუ მათთან’’.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01.- ლუკა ბერაიას ბლოგი - ადამიანი მხოლოდ ერთი ცხოვრებით როდი ცხოვრობს!

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - თამარ ხუჯაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ლუკა ქირიას ბლოგი - არც არაფერი.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ყოფა.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცი, რომელსაც სამშობლო ძლიერ უყვარდა

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - გივი საბაშვილის ბლოგი - ნიცშეც მოკვდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 09.01. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - განაგრძეთ ომი...

05 July 2016

რა ჩაიდინეს ქართველებმა ბაქოში - გადადით ლინკზე და...

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ნათია გოჯორაშვილის ბლოგი - მიტოვებულები.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - სოფია გზირიშვილის ბლოგი - ქალი ტერეზა.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - პალატის შვილი.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - პირველი მცდელობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - ინიესტა&ჩავი

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ედგარ ბრუტიანის ბლოგი - ღმერთი და ბოროტება.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - Let it be.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გოგონა ძველი სურათიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - დაჩი(პული)

05 July 2016

წიგნების თარო - 26.12. - ლანა ლაკირბაია - მარადისობის რღვევა.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - სტაპოლეონი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლუკა ბერაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - ცოტა სხვაგან.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - სპონტანურად სრული სისულელე.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ძნელია ღმერთობა?

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - შეთქმულების თეორია.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ედგარ ბრუტიანის ბლოგი - პატარა ბიჭის ჩანაწერებიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,ეპოქაოსი’’.

05 July 2016

წიგნების თარო- 19.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - გიყვარდეთ გალაკტიონი !

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - კითხვა გადაარჩენს სამყაროს.

05 July 2016

წიგნების თარო - 19.12. - გოდერძი გორგილაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - უშველეთ ხეებს!

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მაკო მაისურაძის ბლოგი - "თქვენ, ბლოგპოსტზე მოსულნო, ყველა იმედი დატოვეთ მანდვე!“.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - პეპლის ეფექტი - ლავრენტი ბერია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - თათუკა ჟღენტის ბლოგი - მისტერიები.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - შთაგონების საიდუმლო.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - გოდო მოკვდა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - მანანა ალოიანის ბლოგი - უცნობის თვალთახედვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - გივი საბაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ქართული სუფრა.

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - ღმერთი რომ ბოროტი ყოფილიყო...

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - ...სწორი მოტივაცია...

05 July 2016

წიგნების თარო - 12.12. - ნინო გიორგაძის ბლოგი - წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - მე.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლეილა ჩხეტიანის ბლოგი - გახდი გადარეული და გადაუფრინე გუგულის ბუდეს…!

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - სოფია გზირიშვილი - სიკვდილის ვალსი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - გივი საბაშვილის ბლოგი - უცელოდ.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - იგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - შეპყრობილნი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - მარიამ დუმბაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - ლუკა ქირიას ბლოგი - უცხო მთვარეზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 05.12. - დავით ჭკადუას ბლოგი - ფიქრები.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - გიორგი ღლონტის ბლოგი - მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - თამარ ხუჯაძის ბლოგი - ნუ იქნები მცენარე !

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - დიმიტრი იოსებაძის ბლოგი - კომპიუტერი (საზღვარი რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის)

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ლანა ლაკირბაიას ბლოგი - მოძრავი პოზიტივი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - მანანა ალოიანის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11.- გაბრიელ ხურციძის ბლოგი - სამართლიანია თუ არა ცხოვრება.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - შალვა კიღურაძის ბლოგი - ფოტო.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - გივი საბაშვილის ბლოგი - ერთაოზი, ლეონარდო და ამელია.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - უსამართლობასთან მებრძოლი.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ქართული ენის სიწმინდის შესახებ.

05 July 2016

წიგნების თარო - 28.11. - ნონა ბუჟღულაშვილის ბლოგი - ფრუ ნორა ანუ მე, შენ და სხვა!

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - მანანა ალოიანის ბლოგი - ,,თიხის ფირფიტებიდან ბიბლიოთეკებამდე’’.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ლექსით ნათქვამი (ანუ უნიჭო პოეტისგან).

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - მხედვარი.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - ლუკა ქირიას ბლოგი - ფიასკო, ანუ ტიანშანიდან გრენლანდიამდე.

05 July 2016

წიგნების თარო - 21.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - კლოუნის თვალთახედვა.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ბედის ირონიის ირონია (ანუ როგორ გავხდი მილიონერი)

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - ლუკა ბერაიას ბლოგი - "მარტოობის ასი წელიწადი".

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - პროცესი.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - ანასტასია იოსებაძის ბლოგი - არაფერი ყველაფერზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - შემწვარი ყინული ანუ დღევანდელი განათლების სისტემა.

05 July 2016

წიგნების თარო - 14.11. - მანანა ალოიანის ბლოგი - შოთა და თანამედროვეობა.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - ჩანაწერები გამქრალ პლანეტაზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - ანუკი აბუსელიძის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მანანა ალოიანის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - დავით ჭკადუას ბლოგი - რა სარგებლობა მოაქვს კამათს?

05 July 2016

წიგნების თარო - 17.11 - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - იგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - გივი საბაშვილის ბლოგი - ბევრი, ბევრი, ბევრი ბავშვი.

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - მერი ჯოხაძის ბლოგი - „ცხოვრების ჰალუცინოგენები აბსურდს ამარცხებს“

05 July 2016

წიგნების თარო - 07.11. - შალვა კიღურაძის ბლოგი - Carpe Diem.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ჩრდილში, გზაზე ქურდი მოდის.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - მერი ჯოხაძის ბლოგი - "მე წითელი მქვია"

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იგრეკი!

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - შალვა კიღურაძის ბლოგი - იგავი უძღები მამისა.

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - 1984

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - დრო ნაწარმოებს ვერ კლავს!

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - წერილი ოსკარს...

05 July 2016

წიგნების თარო - 31.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი - 13 მიზეზი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10.- გიორგი ღლონტის ბლოგი - ყველა ძროხა ერთი ფერის რძეს იძლევა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.20. - შალვა კიღურაძის ბლოგი - შეცვლა.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - უკუღმართი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - სოფო თანდიაშვილის ბლოგი - სიბნელის ნათელი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - ბედნიერების ძიებაში.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - გაბრიელ ხურციძის ბლოგი - მარტინ იდენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 24.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - ადამიანი ყველგან ადამიანია?

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი - სული სხეულს აცეკვებს.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ დუმბაძის ბლოგი - ჩემი ლიტერატურული სატრფო.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ არჩემაშვილის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ილია, მაკარტი და ფორესტ გამპი, ანუ მგზავრ(ობ)ის წერილები.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - სანდრო დოლიძის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - თაკო სვიმონიშვილის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მანანა ალოიანის ბლოგი - არა ცაში, საკუთარ თავში...

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - მკვდრის მოგონებები.

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - დიუმა უკვდავია!

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - მადამ ბოვარი

05 July 2016

წიგნების თარო - 17.10. - დავით კვარაცხელიას ბლოგი - კი, მებრძოლთა კლუბი წიგნიც არის.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - უცნობი გოგონას ჩანაწერებიდან.

05 July 2016

წიგნების თარო - 10.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - ფეხბურთი-ჩემი ლიტერატურა.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - ლუკა ბერაია - "საით მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება?"

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - ლუკა ბერაიას ბლოგი - „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - გივი საბაშვილის ბლოგი - ირლანდია.

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - გიორგი ღლონტის ბლოგი

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - მარიამ ნაცვლიშვილის ბლოგი - მეზღვაური უნაგირზე

05 July 2016

წიგნების თარო - 03.10. - დავით ჭკადუას ბლოგი - "ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს..."

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ნატალია ჯალაღონიას ბლოგი - მე და ის ანუ ჩვენ

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ბექა ვარშანიძის ბლოგი - ნარნიის ქრონიკები: ჯადოქრის დისწული, ანუ წიგნი სიკეთესა და სიყვარულზე.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თაია წიკლაურის ბლოგი - უსასრულო ბავშვობის საიდუმლო - იკითხეთ ასტრიდ ლინდგრენი.

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ანა სოსელიას ბლოგი - 3X4

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - გვანცა ჩიბუხაიას ბლოგი - სტუდენტური სიზმარი

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ნოდარ კახელაშვილის ბლოგი - ცხოვრება მძიმეა...

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - თეკლა ერემეიშვილის ბლოგი - გარდა-უცვლელი ლიტერატურა ( კრიტიკის კრიტიკა)

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ლევან მიქელაძის ბლოგი - უმაღლესგანათლებამდელი გზამკლველი

05 July 2016

წიგნების თარო - 11.07. - ლაშა ჩხვიმიანის ბლოგი - პრობლემა

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ცოტნე ავსაჯანიშვილის ბლოგი - ჩანაწერები ფეხბურთზე

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - გვანცა ჩიბუხაიას ბლოგი - სტუდენტური სექსი

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ნინო კობალაძის ბლოგი - განმანათლებლობის იდეის არსი

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ეთო ცოის ბლოგი - ფანტასტი მე

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - მარიამ დათუსანის ბლოგი - ჯადოსნური მთა

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ირინა რურუას ბლოგი - ამბებად აწყობილი ქრონიკები

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - იზა ქავთარაძის ბლოგი - წერილი მეგობარს...

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - მარიამ მუთიძის ბლოგი - ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

05 July 2016

წიგნების თარო - 04.07. - ზურა ზოიძის ბლოგი - წითელი ვალსი, ანუ ვალსი ცეკვის გარეშე

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - სალომე ვაშაძის ბლოგი - ცხოვრება გამოცდა არ არის.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ლევან ჯმუხაძის ბლოგი.

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ნატუკა ლომაძის ბლოგი - განუყრელი დღესასწაული

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - ბორის ყურუას ბლოგი - შავი ყორანი და ჯამბაზი! ანუ როგორ გარდაიცვალა რიგითი სტუდენტი მე

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - მოგზაურობა კალიფორნიაში და Jack Kerouac’s influence

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - პირველი დღის, პირველი იმპულსები

05 July 2016

წიგნების თარო - 20.06. - უჩა კავალიშვილის ბლოგი - გაიცანით ეს ამერიკული ლიტერატურის შვილი, ლეგენდარული .........ია !

05 July 2016

თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი - "რამდენს ტლიკინებ, შე თავხედო''

05 July 2016

ლიზა ციციშვილის ბლოგი - „გაუჩინარებულები"

05 July 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო გიორგაძის ბლოგი - წიგნების სამყაროში

05 July 2016