05 July 2016
  • 650 ნახვა

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

იმ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ ძალიან ბევრი წლები რომ მოიტოვეს უკან და ცხოვრების ბოლო ეტაპამდე მისვლა მოახერხეს. ეტაპამდე, რომელიც ჩვენ გვაშინებს.

თითოეულს უამრავი საინტერესო რამ აქვს სათქმელი, მაგრამ რატომღაც არ ვუსმენთ. ისინი კათარზისის  ბებიები და ბაბუები არიან –  მსოფლიოში ყველაზე საინტერესო, წარმოუდგენლად სევდიანი, ნოსტალგიური თვალებით. ყოველდღე მიდიან თავიანთი წილი საჭმლისთვის მარჯანიშვილის ქუჩაზე, განვლილი წლების უცნაური სიმძიმე მიყვებათ. შემთხვევით აღმოვჩნდი მათთან და დამიჯერეთ ასე ჯერ არასდროს გამმართლებია ცხოვრებაში.

ერთ არაფრით გამორჩეულ დილას მეილი შევამოწმე, კათარზისში მოხალისეობას მთავაზობდნენ, მეგობარს დავურეკე და ერთად მივედით. გზაში ბევრს ვფიქრობდი რა დამხვდებოდა, უფრო მეტად ცხოვრებაზე ნაწყენ ადამიანებს ველოდი, მაგრამ ნანახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა – წლები არაფერს ნიშნავს, მთავარი განწყობაა.

წინსაფრები დაგვირიგეს, მოკლედ აგვიხსნეს რა უნდა გაგვეკეთებინა, თავიდან თითქმის ყველაფერი მივარდებოდა ლანგრიდნ, კაბაზეც ბევრჯერ დამესხა “სუპი”, მერე მივეჩვიე. მიმქონდა საჭმელი მაგიდებთან და ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს გაღიმებული სახეების დანახვისას. თითოეულ სკამზე სრულიად განსხვავებული ადამიანი იჯდა, საკუთარი ისტორიით, წარსულით. ზოგი მოწყენილი, უცნაურად წყლიანი თვალებით მიყურებდა, თითქოს სინანულით სავსე, რომ ისე არ იცხოვრა როგორც უნდოდა. ზოგს პირიქით ძალიან მხიარული გამოხედვა ჰქონდა.

ერთი ქალი შემოვიდა, დამიძახა, დეტალურად გამომკითხა ყველაფერი ჩემ შესახებ. მერე საკუთარი ახალგაზრდობის ამბების მოყოლა დაიწყო. არასდროს დამავიწყდება წამებში გამხიარულებული სახე, გაფართოებული, აციმციმებული თვალები. ბავშვური, გულწრფელი ღიმილი, ნაოჭებშიც რომ იპოვა გზა და ვერ დაიმალა. მითხრა შენნაირი ვიყავიო, მერე მადლობა გადამიხადა და ჩამეხუტა. შვილიშვილი მყავს, არსად არ მუშაობს, პრობლემები აქვს, ვერც მნახულობსო. დამამშვიდა – მალე იპოვის რამეს, კარგი ბიჭია, თან შენხელააო. გამეცინა, მაგრამ თან ასეთი სიყვარულის უნარმა გამაოცა. მის ადგილას ბევრი იწუწუნებდა, იტყოდა საშინელი შვილიშვილი მყავსო. ის კი, იჯდა და მიყვებოდა როგორი მზრუნველი ბავშვია სინამდვილეში. ალბათ ყველას განსხვავებული აზრი გაუჩნდება, მე კი, ამ ქალში უანგარო სიყვარულის,  იმედის შენარჩუნების უნარი დავინახე. მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც რწმენას არ კარგავენ ყველაზე ძლიერები არიან ამქვეყნად.

მოხუცი ბაბუც იყო მოსული. ენერგიული, მხიარული, ყველას ეპრანჭებოდა. გარდაცვლილ შვილზე მომიყვა, სევდიანი ისტორია იყო, მაგრამ ბაბუს მაინც უხაროდა ცხოვრება და მომეჩვენა, რომ ყველაფრის ჯინაზე იცინოდა, მთელ სამყაროს აჩვენებდ როგორი მაგარია.

ვერ წარმომედგინა ერთ დღეში ამდენი რამის სწავლა თუ შეიძლებოდა. ვუყურებდი მაგიდებს და ვხედავდი სიყვარულს, სიცოცხლის დაუმარცხებელ სურვილს, სევდით, ტკივილით ცხოვრებას მიჩვეულ ადამიანებს, რომლებიც იღიმოდნენ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იციან სიცოცხლის ფასი.

ერთ დღესაც ალბათ მეც მათნაირი გავხდები და მთელი გულით მინდა იმდენივე მქონდეს მოსაყოლი.

არ მომწონს რომ ამბობენ კათარზისში ადამიანები გვეცოდებაო. მტიკვნეულია მათი ყურება, მაგრამ სიბრალული დამამცირებელია. ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნი გზის გაგრძელების ძალა, გაღიმების უნარი, გაუძლო ძალიან ბევრ ტკივილს, იმედგაცრუებას და მაინც დაელოდო მომდევნო დღეს – ეს ის არის რასაც შეუძლებელს ვეძახით. ჩემთვის ყველა ვინც იქ გავიცანი გმირია, რომელმაც ცხოვრებას ომი მოუგო.

კათარზისში ადამიანები არ თამაშობენ მორგებულ როლებს, იცინიან როცა ეცინებათ, ტირიან როცა ეტირებათ. ბევრს ნანობენ, უფრო ბევრით ამაყობენ. უყვართ და არაფერს ითხოვენ სანაცვლოდ. ბევრი რამ ნახეს, ისწავლეს, რაღაცეებს ვერ მიხვდნენ, შეეშალათ. გულწრფელები არიან რაც მთავარია. მათთან უკეთესი ხდები, ნამდვილია ყველაფერი და იმიტომ. უყურებ და გგონია ახალს ვერაფერს გეტყვიან, მაგრამ შეუძლიათ გაგაოცონ. ცხოვრებას შეგაყვარებენ!

ვიცი ეს ყველაფერი ზედმეტად პათეტიკურად ჯღერს, ბანალურიც არის, მაგრამ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ “გამარჯვებულების” (!) სანახავად. კიდევ ბევრი აქვთ სათქმელი და არავინ იმსახურებს მათზე მეტად მოსმენას.

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

05 July 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

05 July 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

05 July 2016

ღირდა ყოველი ამად?!

05 July 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

05 July 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

05 July 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

05 July 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

05 July 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

05 July 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

05 July 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

05 July 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

05 July 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

05 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

05 July 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

05 July 2016

გამქრალი გოგოები

05 July 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

05 July 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

05 July 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

05 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

05 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

05 July 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

05 July 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

05 July 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

05 July 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

05 July 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

05 July 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

05 July 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

05 July 2016