18 July 2016
  • 1545 ნახვა

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს მზარეულობას ხელს სიამოვნებით მოვკიდებდი. ასეა, სიყვარული წმინდანებად გვაქცევს“ - ეს ნამდვილად არ არის ციტატა, რომლითაც იმ პოსტის წერას უნდა იწყებდე, „პლატფორმას“ რომ ეხება, მაგრამ ეს წინადადება ყოველთვის გაგახსენდება მაშინ, როცა საყვარელი ადამიანისთვის მოამზადებ რამეს, უელბეკისეული რეცეპტით. 

მიშელ უელბეკი ნაბიჭვარია. ყველაზე დიდი ნაბიჭვარი ნაბიჭვართა შორის და შენ ეს იცი. იცი, მაგრამ მაინც არ ეშვები. უელბეკი ის ავტორია, რომელსაც არ უნდა კითხულობდე. ერთხელ ხომ წაიკითხე, ორჯერ, სამჯერ... იცი, რომ უელბეკის ყველა მთავარი გმირი ერთი ადამიანია. იცი, რომ ამ ახვარი კაცის ყველა ამბავი ერთი კაცის თავსაა გადამხდარი და შენ ამ კაცს ვერ იტან. გულს გირევს. გინდა, ყელი გამოჭრა ყველაფერი იმისთვის, რაც არის, რაც არ არის, რაც უნდა იყოს და რისი თავიც არ აქვს. მოკლედ, ყველაფრისთვის და მაინც არ ეშვები. კითხულობ და ხვდები რომ გენძრევა. იცი, როდის გენძრევა? როცა იაზრებ, რომ „ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსნისგან“ ბევრი არაფერი განგასხვავებს. მერე რა, რომ ჯერ ოცისაც არ ხარ და რომ ბევრის იმედი გაქვს და რომ ყველაფერი ჯერ წინ არის და რომ... 

„ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება“ – Viola! უზარმაზარი ზარები იწყებენ რეკვას თავში და დაგცინიან: „დინგ-დონგ-დიგნ-დონგ!“დამპალი ცინიკოსი ნელ-ნელა, აუღელვებლად, უბედური კაცის მყარი სიმშვიდით გიძვრება ფორებში და შიგნით გისახლდება. ამას რომ იაზრებ, უკვე ძალიან გვიანია.  შენ რომ ამ წინადადებას კითხულობ, უკვე ყველაფერი მომხდარია. 

ჰო, შენ ხარ, შენ! მითხარი, რამდენჯერ გიფიქრია, რომ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა? რამდენჯერ გიგრძვნია, რომ უკვე ვეღარაფერს გრძნობ? რამდენჯერ მისულხარ დასასრულამდე? ხო, მართლა, რამდენჯერ გადაგიდია წიგნი და დაგინძრევია? ჰა? ჰა? ა? დათვლას რომ მორჩები, დამიძახე, აქვე ვიქნები. 

ნერვები გეშლება. არ გინდა ასეთი იყო. იმიტომ, რომ ასეთად ყოფნა არავის უნდა. იმიტომ, რომ ასეთ ადამიანად ყოფნა შეიძლება იყოს შესაძლებელი, მაგრამ ასეთ ადამიანთან ცხოვრებაა შეუძლებელი. მერე იმედი გეძლევა. სიყვარული ამ ემოციური უდაბნოს ფონზე ისეთი დაუჯერებელი რამეა, თავიდან ვერც კი იაზრებ, რომ უყვარს. არადა... არადა, ამტკიცებს, ამბობს, თავად ამბობს და მერე იჯერებ. იჯერებ იმიტომ, რომ გჭირდება დაჯერებადი სასწაულები. 

აგრძელებ დამთავრებულ არსებობას და მაინც ვერ ბედავ სიკვდილს. იმიტომ, რომ ეს ზედმეტად გრანდიოზული გეიმოუვერი იქნება შენი გაარაფრებული არსებობისთვის. იმიტომ, რომ არასდროს ყოფილხარ რევოლუციონერი. თვითმკვლელობა კი რევოლუციაა და კიდევ იმიტომ, რომ „სიცოცხლის სურვილის გაქრობა საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაგიჩნდეს.“


მე ახლა საკუთარ თავს ველაპარაკები. ზუსტად ისე, როგორც უელბეკი მელაპარაკებოდა „პლატფორმის“ ფურცლებიდან და სახეში მილაწუნებდა საკუთარ უსუსურობას. ზუსტად ისე, როგორც „პლატფორმა“ გელაპარაკება შენ, მას, ჩვენ, მათ, ყველას, ყველა რიცხვში, ყველა პირში და ყველა ბრუნვაში უელბეკმა იცის, რომ შენც ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მიშელი. 

ცოტა სასოწარკვეთა, ბევრი ინერტულობა, სევდა გემოვნებით, მწიკვი სიყვარული და გასაფორმებლად ცოტაოდენი სიკვდილიც - წიგნის დასასრულს თქვენი მსუბუქი დეპრესია მზადაა. 

ახლა გაბედეთ და მითხარით, რომ ასე არ არის. ჰო,იყვირეთ, იხოკეთ ღაწვები, იჭერით ვენები და მიმტკიცეთ, რომ ყველაფერი შეიცვლება, რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რაღაც გააკეთოთ, რომ ყველაფერს შეძლებთ თუ მოინდომებთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს... 

„მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება.“ 

ერთით ნული. 

თეონა მჭედლიძე, 19 წლის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

18 July 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

18 July 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

18 July 2016

ღირდა ყოველი ამად?!

18 July 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

18 July 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

18 July 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

18 July 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

18 July 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

18 July 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

18 July 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

18 July 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

18 July 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

18 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

18 July 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

18 July 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

18 July 2016

გამქრალი გოგოები

18 July 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

18 July 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

18 July 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

18 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

18 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

18 July 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

18 July 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

18 July 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

18 July 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

18 July 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

18 July 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

18 July 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

18 July 2016