18 July 2016
  • 701 ნახვა

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

უნივერსიტეტიდან გამოვედი "ბიბლუსში" შევიარე და დიდი ხნის ნანატრი წიგნი ვიყიდე. "ველურ გარემოში " სანამ ფილმი მთელ ქვეყანას ნინო ჩხეიძის "ლალებივით"არ მოედო მანამდე არ თარგმნეს. რას დავეძებ, მთავარია ითარგმნა. ვიყიდე და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი მაგრამ წიგნი მაინც გადავშალა ჯერ ვიზუალურ შესწავლას ვაპირებდი. თვალიერებისას კონვერტი შევნიშნე. თეთრი ჩვეულებრივი კონვერტი იყო .ზედ  ეწერა " ქარის მოტანილი წერილი" იმ წუთასვე მივხვდი, რომ სუპერმაწანწალაზე დიდ თავგადასავალში ამოვყავი თავი. კონვერტი სწრაფად გავგლიჯე და ხარბად დავიწყე კითხვა.


"ამ დღეს შარშანდელი 22 სექტემბრის მერე ველოდებოდი. უცნაურია, რომ დილით ამ დღის მნიშვნელობა გადამივწყდა ... ალბათ, იმიტომ რომ შემოდგომის ამინდი არაა. შარშან წვიმდა. დღეს მზეა. 

კარგი იქნება ამ წერილს თუ ჩემი ასაკის ადამიანი იპოვის. უცნაურია, რომ ძალიან ინტიმურ წერილს ვწერ ადამიანს, რომელიც არც კი ვიცი რა ასაკისაა, ან ქალია თუ კაცი. თუმცა, ხიბლიც ესაა. არ მინდა რომ ვიცოდე ვინ ხარ. 

შარშანდელი წერილი ძალიან დრამატული და პესიმისტური გამომივიდა. ერთ წელიწადში უამრავი რამ იცვლება. ახლა იმედებით ვარ სავსე. დღეს რუსთაველის გამზირზე მოვდიოდი და ერთი ტურისტი შევნიშნე. უბრალოდ იდგა და ქალაქის ხედებს ფოტოებს უღებდა. გავჩერდი, მიმოვიხედე და ვიფიქრე რომ გადასაღები ნამდვილად არის. ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში იმდენად ვართ დაღლილები, რომ ვეღარ  ვამჩნევთ სილამაზეს. ..დაკვირვებიხარ წყალს ონკანში? როცა ონკანში წყალი მოდის ეს ჩვეულებრივია, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი დღეც მის გარეშე ძალიან შემაწუხებელია. ნელ-ნელა ბრაზდები და როცა წყალი მოვა უბრალოდ გიხარია (90-იანების შუქს გავს) ცოტა პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ მინდოდა მარტივად ამეხსნა ის რაც უკვე ათასჯერ ახსნეს ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ადამიანებმა. წაგვიკითხავს, გვიფიქრია, თუმცა ცხოვრებაში აღარ ვფიქრობთ იმაზე რაც გვაქვს. სულ მეტი და მეტი გვინდა... 

ყველაფერი წარმავალია. ოდესღაც აღარც შენ იქნები აღარც შენი ახლობლები იქნებიან და მოგონებები შენზე გაქრება. ამიტომაც მესმის განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანების. ისტორიას ვერავინ და ვერაფერი შლის. ვერც დრო...ზოგჯერ უბრალოდ თვალები უნდა გაახილო, ონკანი მოუშვა და დაფიქრდე რა გაქვს, რა გინდა გქონდეს და რა უნდა დარჩეს შენგან...

დაახლოებით ერთი კვირის წინ ზუკა კოკაიამ თავი მოიკლა. მაღლივის ხიდი. ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი ადგილი. ბოლო წერილი facebook-ზე გამოაქვეყნა. მეც, როგორც ძალიან ცნობისმოყვარე "არამკითხე მოამბემ" წავიკითხე და პირველად გავამართლე სუიციდი. არა, ცუდი ადამიანი არ ვარ. ალბათ, არ ვარ. ხშირად მიფიქრია ასეთი ადამიანები სუსტები არიან თუ ძლიერები. პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ეგოიზმია...მაგრამ რომ დაფიქრდე ეს ხომ შენი ცხოვრებაა? ღმერთმა გაჩუქა თუ დიდმა აფეთქებამ ეს ხომ უკვე შენია? უნდა იცხოვრო შენთვის, ეგოისტურად, ერთი ფრაზა ეწერა ზუკას " სიკვდილზე მეტად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ მე ამ ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ" მიკვირს კიდეც ეს ფრაზა ახლა ბრჭყალებში რომ ჩავსვი. ზუსტად ასე ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების ყოველ პრობლემურ ეპიზოდში. თითქოს ამ ბიჭმა ჩემი სათქმელი თქვა და გააკეთა ის რაზეც ათასჯერ მიფიქრია. განვიცადე. ძალიან განვიცადე ზუკას ეს წერილი. იმდენად ახლოს მოვიდა რომ გული შემიჭამა და აღარ ვიცოდი შველა ვისთვის მეთხოვა. საღამოს ისევ ჩემს საუკეთესო კარდიოლოგს მივმართლე. ვნახე ფილმი " hector and the search for happines" თითქოს შემთხვევით არაფერი ხდება და ეს ფილმი ზუსტად იმ საღამოს უნდა მენახა. ამ ფილმს თუ შენც ნახავ აუხსნელად მიხვდები თავში სამი ფერის აზრები როგორ აცურავდნენ...

მჯერა რომ ძიებაშია თავისუფლებაც და ჭეშმარიტებაც. "Carpe diem. Seize the day, boys. Make your lives extraordinary". ყველა შანსი მინდა გამოვიყენო რასაც ცხოვრება მომცემს. თუნდაც შევცდე მინდა რომ "ვიცხოვრო რომ მოვჰყვე".  

მერვე  კლასში ვნახე ფილმი "ველურ პირობებში". ვნახე და ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ვუყურებდი. ვგრძნობდი იმ ტკივილს რასაც ბავშვი ალექსანდერი გრძნობდა. ვბრაზდებოდი რომ დას არ დაურეკა. მიყვარდა მისი სიყვარული ბუნების მიმართ და აღფრთოვანებული ვიყავი მისი განვლილი გზით... ამიტომაც ავარჩიე ეს წიგნი ამ წერილის შესანახად.


შუა საუკუნეებში რომ დავბადებულიყავი მწერალი ვიქნებოდი. ომს რომ მოვსწრებოდი აუცილებლად  ვიქნებოდი მედდა ან მედდა მოხალისე (ისე რა უცნაური სიტყვაა ომში " მოხალისე" ნეტა ვის ეხალისება) 60-იანებში ალბათ ჰიპი ვიქნებოდი, ბევრს ვიმოგზაურებდი და ცხოვრებით ტკბობას ვისწავლიდი... დღეს ვთვლი, რომ შემიძლია ყველა ერთად ვიყო.


პ.ს. ვიცი რომ ცუდი კალიგრაფია მაქვს და პუნქტუაციასაც არ ვსწავლობდი სკოლაში. 

ძიების პროცესში ბედნიერებას გისურვებ...

22.09.15

 ...

ორ დღეში წიგნი დავასრულე და კომპიუტერთან მოვკალათდი. "hector and the search for happines."


ჩემი პ.ს. წერილის ავტორის ძებნა არც მიფიქრია.





ლელა გაბელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

21 წლის 


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

18 July 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

18 July 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

18 July 2016

ღირდა ყოველი ამად?!

18 July 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

18 July 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

18 July 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

18 July 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

18 July 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

18 July 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

18 July 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

18 July 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

18 July 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

18 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

18 July 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

18 July 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

18 July 2016

გამქრალი გოგოები

18 July 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

18 July 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

18 July 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

18 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

18 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

18 July 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

18 July 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

18 July 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

18 July 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

18 July 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

18 July 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

18 July 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

18 July 2016