31 July 2016
  • 1311 ნახვა

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

„ვაზში დაკარგულებს“ ერთი წელი ვიღებდით, კახეთში. მაინტერესებდა გზა, რომელსაც ერთად გაივლიდნენ ვაზი და კაცი. ის ფერები, სურნელი და ფორმები, რომელსაც ვაზი კაცის დახმარებით მოიხდენდა გაზაფხულიზაფხულიშემოდგომაზამთართან ერთად. გათენებიდან გვიან ღამემდე, შემოდგომას კი, სულაც ღამისთევებით, ყინვასა და გვალვაში, ტალახით და ბირკით დამშვენებულმა, ყველაზე გემრიელად მაინც ამ ფილმზე ვიმუშავე. ცოოტა პათეტიკა პოეზიას უხდება, მაგრამ  თუ შეგიყვარდა, ეტყობა, ვაზიც წაუპათეტიკებს.  :)

ყვარლის ვენახებში შლიგინიდან კარგა დრო გავიდა, 3 წელი. ვიფიქრე, ვაზზე  დიდი, ცოცხალი კულტურა ბევრი აღარაფერი დაგვრჩა და იქნებ, საქართველოს ყველა კუთხის  უნიკალურ ჯიშებზე გადაგვეღო ფილმების სერია–მეთქი. კუთხეც გამოჩნდება თავისი ტიპაჟებით, ხასიათით, ბუნებით, სამყაროსადმი დამოკიდებულებით, შრომის კულტურით და ვაზსაც არ დააკლებ ხელს. ჩვენს პოლიფონიასავით არის – ქვეყნის მრავალფეროვნებას ცალკეული კუთხის ინდივიდუალობით აჩვენებ და განსხვავებულობა რომ ჰარმონიას ქმნის,  ეგეც იქნება. თანაც, 21–ე საუკუნეა, დიდხანს კი აღარ გაგვყვება ასეთი ენა, ხალხი, გარემო, ბუნება და ხასიათი. დავიმახსოვროთ ადამიანები და ამბები, ფირზე, მაინც.

კახეთი უკვე  გვაქვს.  ქისის, ხიხვის და რქაწითელის ერთწლიანი  თავგადასავალით - https://www.youtube.com/watch?v=Q7UidSaazDo

აწი, იმერეთი იყოს, ჩემო ბატონო. თავისი ციცქა, ცოლიკოურით და გამორჩეული ოცხანური საფერეთი.

სწორედ  ოცხანური საფერეს მაღლარებს ვეძებდით, შებინდებისას, ობჩას  რომ მივადექით. ალექსანდრე ერქვა იმ კაცს, მშვილდაძე იყო გვარად. თხელი, ხმელი, ტანმორჩილი კაცი იყო, წინა დღით ორმოცი გადაეხადა ცოლისთვის და შავებში დაგვხვდა, დარდისგან გალახული. ყოველ წუთს ბოდიშს იხდიდა - არ მინდა ჩემი საწუხარით შეგაწუხოთო. მეზობლად მცხოვრებ ძმისშვილთან შეგვიპატიჟა: წიწილა, ხაჭაპური, მჭადი, ყველი, მჟავე, სალათა და ორნაირი ღვინო: ცოლიკაური და ოცხანური. საფერე გავსინჯეთ, გადასარევი. ცოლიკაური – მთლად უკეთესი. ალექსანდრემ ერთი ჭიქა ოცხანური მოსვა, მერე ცოლიკაურით  შეავსო – აბა, ნახეთ, რამდენხანს შეინარჩუნოს საფერემ თავისი ფერიო. ბოლომდე  დაძლია ოცხანურმა ცოლიკაურს, არ გამოახედა თვალში. ალექსანდრემ ისეთი შორეულები და ბრძნულები ილაპარაკა, დაყურსულები ვუსმენდით. დაბალი ხმა ჰქონდა, დაყურადებული რომ უნდა უსმინო, ისეთი. გვიან დავიშალეთ, ნეტარად გაბრუებული – კარგი ღვინის, სოფლის გამჭვირვალე ჰაერისა და შორიდან მოსული ამბების გამო.


დილით ვენახის სანახავად მივედით, უჩვეულოდ ვრცელი ეზო და ვენახი ჰქონდა ალექსანდრეს. ოცხანური საფერეს დიდი მაღლარები, ერთი რიგი გადაბურული, მეორე  თავღია – თვალს ვერ გაუწვდენდი. ვაზის რიგებიც თავისებურად გაეკეთებინა, სარები ხისგან გაეთალა, არსად გაეჭაჭანებინა რკინა და მავთული. წინაღამით ნაწვიმარი ვენახისთვის მწველ მზეს დაეხედა და ლურჯი შაბიამანი გაეცრიცა. 

- ახლა, ამ საფერეს ამბავს რო იკითხავთ,  გვიან  იკრიფება, ნოემბრის შუა რიცხვებში. შეიძლება, ქეც დაათოვოს. შემოდგომას, ყველაფერი რო ჩაკალიფდება, სუსხი რო დაკრავს, ამ საფერეს მეტი კი აღარაფერია დარჩენილი, შეესევიან ჩიტები და სუ გაკუმპლავენ ხოლმე თელ ვენახს. ჩიტს რავა არ უნდა დოუტოვო  სარჩო, მარა, მოასარგალებენ ხოლმე ერთიანად და ვრჩებით ასე, ააა. შარშანწინეებზე, უცბათ მამაფიქრდა ამნაირი: მაგნიტოფონის კასეტები როა ძველი, გამოვაძვრე იქიდან ლენტა, შამოვაყოლე აგერ, თელ რიგებს, გარეშემო, რანაირი გაშტერებული ჰაერიც არ უნდა იყოს, მაინც სიმსიმობენ ე ლენტები, ხმა აფრთხობთ, თუ რაი,  აქეთ–იქით იყურებიან გაკვირვებული ჩიტები. რას ფიქრობენ, ვერ გეტყვი, მარა, აღარ ეკარებიან  ყურძენს. როცა ვკრიფამთ, იმდენს ვუტოვებთ, რო, თავზე გადადით  მათი  სამყოფი.  ჩიტს კი არაფერი უნდა დოუშალო, მარაა, ჩვენც, რა ვქნათ, ნაკენკს ხო არ ჩავწურამთ ჭურში?! – თავს იმართლებს  ალექსანდრე.

თუ მშვიდობა იქნა, ჩავალთ იმ დროს, ქე რო დაათოვს ოცხანურ საფერეს. თოვლი ლენტებს სიმსუბუქეს დაუკარგავს, ვეღარ ისიმსიმებენ და გულმოცემული ჩიტები მაინც გაკუმპლავენ საფერეს  :)

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

31 July 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

31 July 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

31 July 2016

ღირდა ყოველი ამად?!

31 July 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

31 July 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

31 July 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

31 July 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

31 July 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

31 July 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

31 July 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

31 July 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

31 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

31 July 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

31 July 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

31 July 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

31 July 2016

გამქრალი გოგოები

31 July 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

31 July 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

31 July 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

31 July 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

31 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

31 July 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

31 July 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

31 July 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

31 July 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

31 July 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

31 July 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

31 July 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

31 July 2016