05 August 2016
  • 3708 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

ბურთის მიცემას, დაგენაცვლე, ტრაკის მიცემა ჯობია - ხშირად იმეორებდა ამას. ხშირად, მაგრამ არა ყველასთან. ყველასთან რომ ეს ეთქვა, მაშინ ბურთს არავინ მისცემდა და დარჩებოდა მშიერი. აქ უნდა განვმარტო, თორემ დაიბნევით: ბურთის მიცემა მაზავშიკურ ენაზე ნიშნავს ამას - ვთქვათ თამაშობენ აბოვიანის კოტაიკი და ლივერპული. მე და შენ ნიძლავს ვდებთ, მე ვარ ლივერპული და შენ - კოტაიკი. ბუნებრივია, გრანდიოზული უპირატესობა მაქვს და ამიტომ ბურთს გაძლევ, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ მოგებული, თუ ინგლისელები სომხებს მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით დაამარცხებენ.

ებრაელი იყო. მგონი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ხშირად ხედავდნენ ოდესაში და პანტეანში, სადაც ბადალი არ ჰყავდა გოიმების აღმოჩენა-დამუშავებაში. თითქმის არ აგებდა და თუ აგებდა, ისიც იმიტომ, რომ ნანადირევი კარგად ჩაბღაუჭებოდა და ათმაგი დაებრუნებინა.

ამბობენ, გენკამ თავის დროზე “ვრემიაში” გამოაცხადებინა ტყუილი ანგარიში და დიდი ფული მოიგოო...

***

გაქანებული ბრეჟნევის დროა. ზაფხული. მთავრდება არდადეგები და იწყება საფეხბურთო სეზონი. გენკამ მთელი დღე იმუშავა, არიფებს თავგზა აუბნია ტკბილად და წყნეთში მიდის ჰაერის ჩასაყლაპად. კმაყოფილია. ბაგებში ნაცნობ თათარს გაუჩერა. ცოტა ხანს ილაპარაკეს და უცბად:

- შენა, გენკა, კიდევ დებ მაზებს ფუტბოლზე?

- ხანდახან, შენ შემოგევლე. რა არი რო?

- ესეთი პრედლაჟენია მაქვს - თუ ჩერნმორეცი ვიში ლიგაში გადავა, ხუთი ათასი გადამიხადე, თუ არა და, ათს მოგცემ - ცოტა გაწითლდა.

გენკა თავიდან გააოგნა ასეთმა შეურაცხმყოფელმა წინადადებამ, იმიტომ რომ ყველამ იცოდა, ოდესელების უმაღლესში დაბრუნება გადაწყვეტილი იყო. ეს სახეზეც შეეტყო და თათარი კიდევ უფრო წამოწითლდა, ცოტა დაფრთხა კიდეც, არ შემომარტყასო. პაუზა მაგრა გაიწელა.

- მოსულა, თქვა გენკამ და გაქრა. თათარი მთელი ღამე კმაყოფილი ფიქრობდა მომხდარზე. უხასიათობას არც გენადი უჩიოდა, 30 წამში გათვალა ერთი წლის კომბინაცია...

***

ისევ ბრეჟნევის დროა. ოღონდ ზამთარი. გენკა ისევ მანქანაში ზის და თათარს ეძებს იმისთვის, რომ ვითომ შემთხვევით შეხვდეს და კომბინაციის გადამწყვეტი ფაზა დაიწყოს. “ბარდაჩოკში” ქაღალდის პაკეტი დევს, პაკეტში - 2500 მანეთი. შეხვედრა ფრანციასთან შედგა და როგორც ყოველთვის, გენკას სასარგებლოდ დამთავრდა.

- აქ რას აკეთებ, დაგენაცვლე?

- ვზივარ რა. როგორ გიკითხო?

- დავრბივარ, თავნებს ვაგროვებ. ისე, მაშინ მაგრა გამომიჭირე აი, კარგ ხასიათზე ვიყავი. მოდი, იცი რას ვიზამ, ბარემ მიდევს რაღაც ფული და დაგიტოვებ ნახევარს მაინც - პაკეტს ხელი დაავლო და მანქანიდან გადასვლა დაიწყო.

- მაიცა, ჯიგარო, სპეშკა რა საჭიროა. ჯერ ერთი, სეზონი არ დამთავრებულა, მერე კიდევ, გინდა შენთან ყოფილა ჩემი ფული და გინდა, შვეიცარიის სბერბანკში.

- მართალი ხარ, ხო იცი. მაშინ წავედი, კარგად მეყოლე - მანქანაში ჩახტა და სანამ თათარი დასამშვიდობებლად აწეულ ხელს დაუშვებდა, უკან გადმოხტა.

- ერთი ხოშიანი წინადადება მაქვს შენთვის. ვიცი, გაგიხარდება, მაგრამ შენი გახარება სუ ფეხზე მკიდია, არიფი მყავს დაჭერილი და იმის გასაწეწად მჭირდება ეს ვარიანტი: სტავკები გავზარდოთ, თუ მოიგე, და იასნია, მოიგებ, 25 ათასს გადაგიხდი, თუ არადა, 50 უნდა მივიღო. ელემენტარული კომბინაციაა, ორივენი ვიხეირებთ.

- კი მარა, როგორ?

- ვერ მიხვდი? გრძელი ამბავია, ეხლა მეჩქარება, ხვალ გამოვივლი და გემრიელად მოგიყვები, ბევრს გაცინებ.

თათარმა გენკას გამოშვერილ ხელს თავისი ხელი დაარტყა. ნიძლავი ოფიციალურად გაფორმდა. გენადი წამში აორთქლდა. თათარს კი ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ბიოლოგიის წიგნში, ადამიანის ევოლუციის ილუსტრაციაზე მაიმუნის შემდგომ არსებას. რაღაც არ მოეწონა.

***

მეორე დღეს გენკა ფრანციასთან არ მისულა, ოდესაში გაფრინდა. ჯერ დერებასოვსკაიაზე ინახულა მეგობრები, მსოფლიო მასშტაბის აფერისტები, საღამოს კი მივიდა ბინაში, სადაც ელოდებოდნენ სამი ოდესელი ქურდი და ოდესის ჩერნომორეცის მწვრთნელი. მწვრთნელმა არ იცოდა, რისთვის მოხვდა ამ ბნელ საზოგადოებაში, ხოლო ბნელმა საზოგადოებამ იცოდა - მას რამდენიმე წუთში “კი” უნდა ეთქვა და ხუთი ათას მანეთს მიიღებდნენ. გენკამ ეგრევე ატაკა:

- შენი გუნდი პირველ ლიგაში უნდა დარჩეს!

- რას ლაპარაკობ, გენჩიკ, მეორე ადგილს 12 ქულას ვუგებთ და მესამეს _ თხუთმეტს. თან ორი გუნდი გადადის. არა, შანსი არაა.

- შანსი ყველაფრისაა.

- არა, გამორიცხული ამბავია, მომკლავენ.

ლაპარაკში ერთ-ერთი ქურდი ჩაერია და შეკრებას წერტილი დაუსვა: მე ვიცი, რომ უმაღლეს ლიგაში მოხვედრაში ვოლგას” გაძლევენ. რა ღირს ეგ მანქანა? ჰა-ჰა, 10 ათასი მანეთი. ჩვენი გენა ეხლავე გაძლევს 20 ათასს და ისიც იცოდე, რომ შენი თანხმობით ჩვენი მეგობარი ხდები. მეტი რა გინდა, ბიჭო?

“ბიჭომ”, დანარჩენების გამოხედვამ და მშვენიერმა პერსპექტივამ ყველაფერი მოაგვარა. გენკა მიხვდა, საქმე დამთავრებული იყო და მწვრთნელს პარკით ოცი ათასი მანეთი შეაჩეჩა. ყველამ ხელი ჩამოართვა ერთმანეთს.

***

გაზაფხულზე საბჭოთა სპორტული პრესა გაოგნებული იკვლევდა, თუ როგორ ვერ გადავიდა ჩერნომორეც უმაღლეს ლიგაში. მწვრთნელმა ყველაფერი ხუთიანზე გააკეთა: გამოვიდა თუ არა იმ ოთახიდან, გუნდი ორკვირიან შეკრებაზე წაიყვანა და იმდენი ავარჯიშა, ფეხბურთელებს კუნთები დაუწყდათ. ოდესა მესამე ადგილზე გავიდა.

გენკა კი თათარს სახლში დაადგა, ორმოცდაათი ათასი მანეთი მწუხარე სახით გამოართვა და სადარბაზოში გასვლამდე დაარწმუნა, რომ თვითონაც დიდი ფული წააგო:

- მარა შენ ამაზე არ ინერვიულო, ახალი სეზონი რომ დაიწყება, მოვალ და რამე მოვიფიქროთ - მასპინძელი ისევ იმ არსებას დაემსგავსა, ბიოლოგიის წიგნიდან, ოღონდ ჩიბურაშკასავით იღიმებოდა...

ჩიბურაშკასავით იღიმებოდა...

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

05 August 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

05 August 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

05 August 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

05 August 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

05 August 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

05 August 2016

Old Firm

05 August 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

05 August 2016

ორი „სამეული“

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

05 August 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

05 August 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

05 August 2016

დავაფასოთ ქართველები!

05 August 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

05 August 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

05 August 2016

პლეოფის მოლოდინში...

05 August 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

05 August 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

05 August 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

05 August 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

05 August 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

05 August 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

05 August 2016

ჩაშლილი რეისი

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

05 August 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

05 August 2016

მსხვერპლი

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 August 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

05 August 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

05 August 2016

13 მაისი

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

05 August 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

05 August 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

05 August 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

05 August 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

05 August 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

05 August 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

05 August 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

05 August 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

05 August 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

05 August 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

05 August 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

05 August 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

05 August 2016

რეპრესირებული მოცარტი

05 August 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

05 August 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

05 August 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

05 August 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

05 August 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

05 August 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

05 August 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

05 August 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

05 August 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

05 August 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

05 August 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

05 August 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

05 August 2016