29 August 2016
  • 2627 ნახვა

ტოპ სერიალები საზოგადოებრივზე

ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ აგრძელებს მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი ამერიკული და ევროპული სერიალებით მაყურებლის განებივრებას.

სერიალები, რომლებმაც უამრავი ჯილდო და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, საუკეთესო გახმოვანებით უკვე ქართულ ტელესივრცეშია.

ნებისმიერი ჟანრის მოყვარულთათვის და ნებისმიერი ასაკისთვის - ანიმაციურიდან მძაფრსიუჟეტიან სერიალებამდე. საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ:


"ცბიერი მოახლეები"


პოპულარული სერიალის „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შემქმნელების მორიგი წარმატებული ნამუშევარი; ამერიკული სერიალი - „ცბიერი მოახლეები" ეკრანზე 2013 წელს გამოვიდა და აღიარება მოიპოვა. 

ცბიერი და ამბიციური მოახლეები მდიდარი და წარმატებული ადამიანების სახლებს ალაგებენ და ყველაზე უკეთ იციან, რა ხდება ერთი შეხედვით, იდეალურ ოჯახებში. 

ღალატი, საწამლავი, ჭორი, მკვლელობა, ტყუილი - ქალებმა ბევრი, იდუმალებით მოცული ამბავი იციან. მათი დაქალი სასტიკად მოკლეს, რომელმაც შოკისმომგვრელი საიდუმლო თან წაიყოლა...

სერიალის პირველ სეზონში მთავარი პერსონაჟი, მოახლის პროფესიას ამოფარებული პროფესორი, მარისოლ სუარესი იძიებს ასევე მოახლის ფლორა ჰერნანდესის ბურუსით მოცულ მკლელობას. იგი გადაწყვეტს მკვლელის ვინაობის გამოაშკარავებას მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი მთავარ ეჭვმიტანილად მოიაზრება.

ასევე მთავარი პერსონაჟები არიან მდიდარ ოჯახებში მომუშავე- 4 მოახლე ქალბატონი (როსი ფალტა მექსიკიდან, პუერტო რიკელი მომღერალი - კარმენი, უფროსი მოახლე - ზოილა დიაზი და მისი თინეიჯერი ქალიშვილი - ვალენტინა).

სერიალის მეორე სეზონი ვითარდება მოახლე ოპალის საიდუმლოს ირგვლივ. ოპალის პერსონაჟი გაიგივებულია „მისის დენვერის“ გმირთან  ჰიჩკოკის ფილმიდან „რებეკა“.  სიუჟეტში ასევე შემოდის მოახლის - როსის გმირი, რომელიც მუშაობს აფრო-ამერიკული წარმოშობის ოჯახში მოხუცი მამაკაცის მომვლელად.

სერიალი  დატვირთულია ინტრიგებით; ხდება მკვლელობები;


„შურისძიება“ 


სიუჟეტის ცენტრში იმყოფება გრეისონების ოჯახი, რომლებიც ლონ- აილენდში, ჰემპტონში ცხოვრობენ. მრავალი წლის წინ, კონრად და ვიქტორია გრეისონებმა, მათ მეგობარ დევიდ კლარკს ცილი დასწამეს ტერორისტული აქტის ორგანიზებაში, რამაც მასობრივი მკვლელობა გამოიწვია. დევიდი გაასამართლეს და ციხეში გარდაიცვალა. წლების შემდეგ, დევიდის ქალიშვილი - ამანდა კლარკი ბრუნდება ქალაქში ემილი ტორნის სახელით, რომ შური იძიოს მათზე, ვინც მამის მკვლელობაშია დამნაშავე.


„ფრანკლინი და ბეში“  


სერიალის სიუჟეტი ორი ახლგაზრდა ადვოკატის გარშემო ვითარდება. ჯარეტ ფრანკლინი და პიტერ ბეში ე.წ. ქუჩის ადვოკატებად მუშაობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ მოახერხეს  ლეგენდარულ იურიდიულ კომპანიასთან საქმის მოგება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ისინი სამუშაოდ სწორედ ამ უძლეველმა კომპანიამ აიყვანა. ფრანკლინი და ბეში ძალიან მალე გაამართლებენ მათი ახალი ბოსის მოლოდინს, მაგრამ მათი არაეთიკური და ხანდახან გამომწვევი საქციელის გამო, მუდმივად უსიამოვნებებში ეხვევიან.


„ჩიკაგოს პოლიცია“ 


პოლიციელების ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა. სერიალში ნაჩვენებია ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის მუშაობა, სადაც ყოველდღიურად ხდება სასტიკი დანაშაული. მათი მოწოდებაა დაიცვან წესრიგი და კანონი.   სიუჟეტის ცენტრში პოლიციის სხვადასხვა ჯგუფები ხვდებიან, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობით ხსნიან ჩახლართულ საქმეებს თუმცა, ხშირად, მათი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. საბოლოოდ, მათი პროფესიონალიზმისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების წყალობით აკავებენ საშიშ დამნაშავეებს, რომლებიც დამსახურებულ სასჯელს იღებენ.


„ოფისი“


ამერიკული სიტკომი, რომელიც გადაღებულია დოკუმენტურ სტილში. სიუჟეტი მოგვითხრობს ერთ-ერთი ოფისის თანამშრომლების ყოველდღიურ სამუშაოზე, რომლებიც ქაღალდის წარმოებით არიან დაკავებულნი. ყოველი მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან თავიანთი პრობლემებით, ჩვეულებებით და კომპლექსებით. მათი დირექტორი მაიკლ სკოტია, რომელსაც თავი უბადლო იუმორის პატრონი ჰგონია და დარწმუნებულია, რომ ყველა თანამშრომელს ის ძალიან უყვარს. სინამდვილეში კი, მის ქვეშევრდომებს მისი ხუმრობები პრიმიტიულად, ხოლო თვითონ სკოტი არარაობად მიაჩნიათ... და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის ბოსია, იძულებულები არიან გაიცინონ და აიტანონ ქცევები. 


“Smash”


შოუ-ბიზნესის სამყარო დაუნდობელია, მაგრამ არ ღირს უბრძოლველად დანებება. მიზნის  მისაღწევად შრომა და მონდომებაა საჭირო და უნდა გჯეროდეს, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევ - ეს არის ამერიკული სერიალის ძირითადი აზრი.  მუსიკალურ დრამატულ სერიალში ნაჩვენებია ბროდვეის თეატრების ცხოვრება  არა მხოლოდ იმ კუთხით, რასაც მაყურებელი მიჩვეულია, არამედ რაც სცენაზე არ ჩანს და მხოლოდ კულისებში რჩება. აქ ერთმანეთისგან განსხვვებული ადმიანების ბედი წყდება, რომელთაც ერთი მიზანი ამოძრავებთ - მიაღწიონ წარმატებას. ბროდვეიზე იდგმება ახალი მუსიკალური სპექტაკლი ლეგენდარული მერილინ მონროს ცხოვრებაზე. მათ ძალიან გრძელი და რთული გზა უნდა გაიარონ, რომ სპექტაკლი კარგი გამოვიდეს. ამისთვის, პირველ რიგში მსახიობების სწორად შერჩევაა საჭირო. ამასთან ერთად, ყოველ მათგანს, ვინც მიუზიკლზეა დაკავებული, თავისი პირადი ცხოვრება გააჩნია, რომელიც არანაკლებ პრობლემატურია. მთავარ როლზე ორი მსახიობი განიხილება - გამოცდილი აივი ლინი და ნიჭიერი, მაგრამ ნაკლებადცნობილი კარენი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, რეჟისორი უპირატესობას აივის ანიჭებს, მაგრამ კარენი დანებებას არ აპირებს. ამასობაში, პროდიუსერ აილინის ცხოვრებაში ნამდვილი დრამა ვითარდება - ქმართან განშორების გამო, ინვესტორები ფულის მოცემაზე არ თანხმდებიან და გრანდიოზული სპექტაკლის ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება..


"გაყრის სახელმძღვანელო ქალებისათვის" 


40 წლის ები მაკკარტი  წიგნებს წერს თავის გამოცდილებაზე განქორწინებასთან დაკავშირებით. თავად  დიდი ხნის განქორწინებულია, მაგრამ ყოფილ ქმართან არაერთი მნიშველოვანი გრძნობები აკავშირებს და ახლა, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას  უკვე სხვებს უზიარებს.  ებიმ იცის როგორ უჭირთ ქალებს, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ - ყოველ დილით სარკეში ჩახედვისას  გააცნობიერო, რომ აღარ ხარ გათხოვილი. ამ ამბის ყოველი ახალი ეპიზოდი გვაჩვენებს არა მხოლოდ ების  და მისი მეგობრების ცხოვრებას, არამედ მოგვითხრობს თუ როგორ გადაიტანა მან ღალატი, დაძლია დეპრესია, შეიყვარა თავის თავი და ხელახლა დაიწყო პაემანზე სიარული როგორც ეს ხდებოდა შორეულ, სტუდენტობის პერიოდში. ები უფრო ხშირად  მის მარტოხელა მეგობრებს ხვდება, ვიდრე დაქორწინებულებს.  მათი ისტორიები კი ახალი გამოწვევებისკენ უბიძგებს და ცდილობს ახლიდან დაიწყოს ცხოვრება.


„ამერიკელები“


პრემიერა შედგა 2013 წლის 30 იანვარს. ნომინირებული იყო 2013, 2014, 2015, 2016 წლებში ემიზე. 2015 წელს მიღებული აქვს ემი ერთ-ერთი როლის შემსრულებელს მარგო მარტინდელს.

სიუჟეტი ვითარდება 2 კარგად შენიღბული საბჭოთა ჯაშუშთა საქმიანობის გარშემო. ფილიპი და ელიზაბეტის გმირები  კარგად ახერხებენ გარშემომყოფთა მოტყუებას როგორც ტიპიური ოჯახური წყვილი. მათი რეალური საქმიანობა საიდუმლოს წარმოადგენს მათი შვილების, მეზობლების, თანამშრომლებისა და მეგობრებისთვისაც კი. ისინი სამოგზაურო აგენტის საქმიანობას მხოლოდ შესანიღბად იყენებენ.  სერიალი მოიცავს ცივი ომის პერიოდს. სიუჟეტში ხაზგასმულია გამოუცხადებელი ომის შედეგები, თუ რას ნიშნავს როდესაც საკუთარი  მრწამსის მიმდევარი და დამცველი ხარ და რამდენად გამართლებულია ამ შემთხვევაში სამოქმედო მიზნები. 


“Velvet”


ესპანური სერიალი, პერიოდული დრამა, 50-იანი წლების ესპანეთში არის ადგილი -  „გალერეა ველვეტი“, სადაც  იმ დროისათვის ყველაზე მოდური, ელეგანტური და მდიდრული ტანსაცმელი იკერება. მამაკაცები დახვეწილ, მუქი ფერის კოსტიუმებს ირგებენ, ხოლო ქალები - მუხლებამდე გაშვებულ კაბებს ატარებენ. ყველა ადამიანის ოცნებაა ამ გალერეაში მოხვედრა. ულამაზესი მადრიდი და მოდის ინდუსტრია, სიუჟეტი იმ ადამიანების გარშემო ტრიალებს, ვინც ამ გალერეაში მუშაობს,  მაგრამ ამის მიღმა,  ყველაზე საოცარი და დამაინტრიგებელი სიყვარულის ამბავი ვითარდება. ახალგაზრდა, მოკრძალებული გოგონა ანა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ მადრიდში გადმოდის საცხოვრებლად ბიძასთან და მუშაობას იწყებს გალერეაში მკერავად.  მას თავდავიწყებით უყვარდება  გალერეის მფლობელი და ოჯახური ბიზნესის ახალგაზრდა გამგრძელებელი ალბერტო. წყვილის ბედნიერებას ხელს უშლის როგორც მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობა, ასევე ალბერტოს  საცოლე კრისტინა -  მდიდარი და ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. ალბერტო მამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, იძულებულია რისკზე წავიდეს ოჯახური ბიზნესის გადასარჩენად. გარდა ამისა, სხვა ოჯახის წევრებიც ცდილობენ პატარა იმპერიის ხელში ჩაგდებას. ანას და ალბერტოს  არ შეუძლიათ ერთად ყოფნა, მაგრამ ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ. სერიალი სტილიზებულია, გაცოცხლებულია მე-20 საუკნის 50-იანი წლების ბოლო, ასე ვთქვათ, ესპანური მოდის ოქროს ხანა.


“Cedar Cove” 


კანადური სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ცნობილი კინომსახიობი ენდი მაკდაუელი. პატარა, წყნარი პროვინციული ქალაქი, მაგრამ ცხოვრება მთელი სისავსით მიედინება. აქ ცხოვრობს ქალაქის მოსამართლე ოლივია ლოკხარტი ქალიშვილთან ჯასტინთან ერთად. ოლივია სულ მოვლენების ეპიცენტრშია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად უხდება ადამიანების ბედზე გავლენის მოხდენა. ამიტომ ქალაქის მაცხოვრებლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მას  ხშირად მიმართავენ როგორც იურიდიული საკითხების, ასევე რთული პირადი სიტუაციების მოსაგვარებლად.  ოლივია თავის მოვალეობად მიიჩნევს ყველა მათგანს გაუწიოს დახმარება, მაგრამ მის პირად პრობლემებს ვერ უმკლავდება.  ქმართან დაცილების შემდეგ, ის დიდი ხანია მარტოა.   მისი ქალიშვილიც მარტოა და  ვერაფრით ვერ დაულაგდა პირადი ცხოვრება. ყოველთვის უსიამოვნო სიტუაციებში ვარდება. ოლივიას დედა, მიუხედავად მისი სოლიდური ასაკისა, საკმაოდ ენერგიული ქალი, კეთილშობილური, მაგრამ არცთუ ისე კანონიერი საქმიანობით დაკავდა და ახლა სამართალდამცავებთან აქვს საქმე.  ოლივია ასევე გვერდში უდგას მის მეგობარ გრეისს, რომელიც ქმარმა მიატოვა და ამასთან ისე უცნაურად მოიქცა, რომ გარშემომყოფები გაკვირვებულები დატოვა. თვითონ ოლივია კი მზადაა ხელახლა შეიყვაროს, თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ მისი საყვარელი მამაკაცი რაღაცას მალავს, ოლივიას კი გაურკვევლობა არ უყვარს.  სერიალში  ნაჩვენებია უბრალო ადამიანების ერთი შეხედვით  იდეალური ყოფა, მათი ემოციები, ცხოვრებისეული სიტუაციები.  რეკომენდებულია ოჯახური ყურებისთვის. 


“The Secret Of Old Bridge” 


სერიალის მოქმედება ესპანეთის პატარა ქალაქ პუენტე-ვეხოში ვითარდება მე-20 საუკუნის დასაწყისში. კოსიუმირებული ესპანური სერიალი ქალის ცხოვრებაზეა, რომელიც საყვარელმა მოატყუა. ლამაზი გოგონა ჩამოდის ქალაქში სამუშაოდ, მაგრამ აქ მას ნამდვილი ტრაგედიის გადატანა მოუწევს. მას ახალშობილს მოპარავენ და დაარწმუნებენ რომ ბიჭი მოკვდა. მრავალი წლის შემდეგ, პეპა გაიცნობს მემამულე ფრანცისკო მონტენეგროს, რომელიც მისი შვილის მამინაცვალია.  მალე პეპა გაიგებს, რომ  შვილი, რომელიც მკვდარი ეგონა  ცოცხალია და  იწყებს ბრძოლას, რომ  დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის.


“Elementary” 


ამერიკული დეტექტიური სერიალი გადაღებულია 2012-16 წლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტივი. ეს არის „შერლოკ ჰოლმსის“ თავგადასავლის მორიგი ვერსია. ავტორები არასტანდარტულად და ორიგინალურად მიუდგნენ სიუჟეტის განვითარებას და კლასიკიდან მხოლოდ მთავარი პერსონაჟების სახელები გადმოიტანეს.  მოქმედება  თანამედროვე ამერიკაში ხდება, შერლოკ ჰოლმსი ყოფილი ნარკომანია უჩვეულო გონებრივი მონაცემებით, რომელიც რეაბილიტაციის კურსის დამთავრების შემდეგ ნიუ იორკის პოლიციაში რჩება სამუშაოდ.  მას გამოძიებაში ეხმარება დოქტორი ვატსონი, რომლის პერსონაჟიც ქალია.  ავტორები შეეცადნენ ახალი ფორმით მოეწოდებინათ  უკვე ნაცნობი სიუჟეტი. არის მსუბუქი, დაძაბული სიუჟეტი  და ამავე დროს სახალისო საყურებლი. სერიალს აქვს მაღალი რეიტინგი, პრემიერა შედგა 2012 წლის სექტემბერს CBS-ზე და ნანახი აქვს 11 მილიონზე მეტ მაყურებელს.


“Madam Secretary” 


ეს არის პოლიტიკური დრამა, მთავარი პერსონაჟია სახელმწიფო მდივანი -ძლიერი და დამოუკიდებელი  ქალი, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს რაც  იდეალური პოლიტიკოსისთვის არის საჭირო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან წამოსვლის შემდეგ, მას ისევ მოუწევს პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება, რომელიც ყოველდღიურად აწყდება სირთულეებს და ჩართულია უმაღლესი რანგის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. პოლიტიკის მიღმა კი, იგი კვლავ რჩება ჩვეულებრივ  ქალად და ორი შვილის დედად, რომელიც ისევე წარმატებით უძღვება ოჯახს და პირად ცხოვრებას, როგორც პოლიტიკას.  მას აქვს მებრძოლი ხასიათი და არის სამართლიანი, პირველ ადგილზე ადამიანურ ღირებულებებს აყენებს. სიუჟეტი ერთდროულად მსუბუქიც არის და ღრმაც -  დადებითი პერსონაჟები, მსახიობების კარგი თამაში, დინამიური კადრები,  ინტრიგული სიუჟეტი,  სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. 


“The Affair” 


სერიალი მოგვითხრობს ოჯახური ცხოვრების სირთულეებზე,  ფასეულობებზე და ვნებაზე, რომლის გადალახვაც ძალიან რთულია. ნოას ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის -  ცხოვრობს ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად. იგი პედაგოგია, ცოტა რომანტიკოსი და  ოცნებობს გახდეს მწერალი. შვებულების დროს, სანაპიროზე   გაიცნობს ელისონს, რომელიც მიმტანად მუშაობს სასადილოში. მათი შემთხვევითი შეხვედრა  სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდება და ძირეულად შეცვლის მათ ცხოვრებას. ელისონს მძიმე დღეები უდგას. იგი დეპრესიაშია შვილის გარდაცალების გამო. ბავშვის დაღუპვამ მის ფსიქიკას მძიმე ტრავმა მიაყენა. ამის გამო მისი ოჯახური ცხოვრება ინგრევა მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ყოველ ღონეს ხმარობს წონასწორობა შეინარჩუნოს და თანაგრძნობა გამოიჩინოს. ელისონი ცდილობს თავი დააღწიოს ამ ტრაგედიაზე გამუდმებულ ფიქრს, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. ჩვენს წინაშე ნამდვილი ოჯახური დრამა ვითარდება. ნოას და ელისონის  შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო ხდება. კარგად არის დანახული ღალატის მთელი ფსიქოლოგია - განწყობა, მიზეზი,  განცდები, შედეგი. ნაჩვენებია რეალური ცხოვრება, როგორ შეიძლება წუთიერი სისუსტის გამო ადამიანმა უცებ დაანგრიოს წლების განმავლობაში ნაშენები ცხოვრება. დაგეგმილი და ყოველდღიური მონოტონური ყოფა შეიძლება წამში აირიოს და შენც შიგ ჩაგითრიოს, გინდა ეს შენ თუ არა. ორივე გმირი ერთი და იგივე ამბავს გვიყვება, ოღონდ თავისი სუბიექტური მხრიდან დანახულს. მათი მოულოდნელი ურთიერთობა ერთდროულად მტკივნეულიც არის და სასიამოვნოც,  საიდანაც თავის დაღწევას ვერცერთი ვერ ახერხებს. მაგრამ ყველფერს თავისი საზღაური აქვს, რომელიც უნდა გადაიხადო.  სერიალი პირველად 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მიღებული აქვს „ოქროს გლობუსი“ 2015-16 წლებში საუკეთესო სერიალისთვის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.


"პუარო" 


ერკუილ პუარო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბელგიის პოლიციაში. სამსახურიდან წასვლის შემდეგ  იგი საცხოვრებლად ლონდონში გადადის, სადაც კერძო დეტექტივად იწყებს მუშაობას. მისი კლიენტები სხვადასხვა კლასის ადმიანები არიან. პუარო იძიებს ყველაზე ჩახლართულ და რთულ საქმეებს, რომლის გახსნაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.


"მის მარპლი"


აგატა კრისტის დეტექტივების ეკრანიზაცია. ადამიანების საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება და გახმაურებული მკვლელობები მის მარპლის ინტელექტისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ადამიანის საქციელის ერთი ჟესტის გახსენებაც კი საკმარისია სიტუაციის გარკვევაში და საქმის გახსნაში. გამომძიებელი და საქმის ნამდვილი ოსტატი  ის კი არ არის ვინც პოლიციელის ფორმას ატრებს, არამედ ის, ვინც გვერდიდან აკვირდება მოვლენებს.


"ომი და მშვიდობა"


ბი-ბი-სი-ს 2016 წლის სერიალი. სერიალის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის რუსეთში. სიუჟეტს საფუძვლად უდევს ლევ ტოლსტოის რომანი „ომი და მშვიდობა“.  ანდრეი ბალკონსკი - კარგი მებრძოლი, მისი ცხოვრებისეული შეხედულებები  ძალიან პერსპექტიულია. პიერ ბეზუხოვი - ბოჰემური, გართობის და აზრტული თამაშების მოყვარული, უარს არც სასმელზე ამბობს და ნატაშა როსტოვა, რომელიც იმ მომენტისთვის მხოლოდ მის პირველ მეჯლისზე ფიქრობდა. ამ სამი ადამიანის სასიყვარულო სამკუთხედი ქმნის სერიალის ძირითად ხაზს, რომელიც რუსეთის რამდენიმე არისტოკრატული ოჯახის ამბავს აერთიანებს.


“Medici: Masters of Florence” 


სერიალის თემა ხდება მედიჩების  ოჯახის აღმასვლა, უბრალო ვაჭრები, წარმატებული ბანკირები და   ძლიერი პოლიტიკოსები.  მათ მოახდინეს ეკონომიკური და კულტურული რევოლუცია იტალიური რენესანსის XIV და XV საუკუნეებში და ბევრი მტრები გაიჩინეს.

ჯოვანი მედიჩის საიდუმლო მკვლელობის შემდეგ მისი შვილები - კოზიმო და ლორენცო პირისპირ აღმოჩნდნენ მტრების წინაშე,  რომლებიც მზად იყვნენ მედიჩები  მმართველობიდან ჩამოეცილებინათ.  მათ ხელმძღვანელობს რენალდო ალბიცი, რომელიც დიდებულთა ფრაქციას წარმოადგენს. ისინი ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ საშუალო კლასის ზრდას, რასაც ხელი შეუწყო მედიჩიმ, არამედ კოზიმოს ხედვას ქალაქის განვითარებაზე, მათ შორის მისი პატრონაჟით დიდი მხატვრების დონატელოს და ბრუნელესკის მიერ შექმნილი არქიტექტურის და მხატვრობის ბრწყინვალე ნამუშევრებს. 

მედიჩებისთვის ასევე არ არის ადვილი ამოცანა შეინარჩუნონ  ოჯახში მშვიდობა. ლორენცო და კოზიმო თითქმის ყველაფერში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. კოზიმოს ქორწინება შედგა როგორც პოლიტიკური ალიანსი, მაგრამ შემდეგ კოზიმოს ვენეციაში დევნილობის დროს ურთიერთობა დაიძაბა. სწორედ იქ გაიცნობს კოზიმო ლამაზ მონა ქალს  მადალენას, რომელიც მისი საყვარელი და უკანონო შვილის დედა გახდება.

ამასობაში ჯოვანის მკვლელობის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია და ჰორიზონტზე ახალი მტერი გამოჩნდება ბაკირ პაცის სახით. კოზიმოს მხრიდან ყველა მძიმე დანაშაული და კომპრომისზე წასვლა განპირობებული იყო ოჯახის კეთილდღეობისთვის, რაც მის სულიერ მდგომარეობაზე რთულად აისახება. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - რამდენად მზად არის შეინარჩუნოს მისი ხედვა ფლორენციაზე, ხედვა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ როგორც რენესანსს.


“Government” 


დანიური სერიალი, რომელიც წარმოადგენს 1999-2006 წლებში Warner Bros.-ის მიერ გადაღებული  სერიალის “The West Wing”-ის რიმეიქს. სერიალის  სიუჟეტი ვითარდება თანამედროვე დანიაში. პოლიტიკური პარტიის ლიდერი 40 წლის სასიამოვნო  ქალი ბირგიტე, რომელიც პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ადგილით მოხვედრაზე თუ იოცნებებდა, მაგრამ არჩევნების წინ სიტუაცია ისე ვითარდება, რომ მისი პარტია უმრავლესობით იმარჯვებს  და მთავრობის დაგეგმარების უფლებას მოიპოვებს, ხოლო ბირგიტე პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იცვლება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მოგვიანებით იგი ოპოზიციის, თავისივე პარტიის, სხვა ქვეყნების ლიდერების და ბოლოს საკუთარი ოჯახის ზეწოლის ქვეშ მოექცევა. მით უმეტეს, რომ მისი პირადი ცხოვრება დღითიდღე ინგრევა მოუცლელობის გამო.  და საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ უმკლავდება ყველფერ ამას ქალი სახელმწიფო მოღვაწე.  ბირგიტე პრაქტიკულად იდეალიზებული პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს თავი.  მას არაფრის ეშინია, უკან არასოდეს იხევს, ერთნაირად კარგად ითავსებს კარგი ცოლის და წარმატებული მმართველის როლებს, მაგრამ მის პირად ცხოვრებაშიც არის წარუმატებლობები - ქმართან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა შვილებთან. სიუჟეტი აგებულია  პოლიტიკურ კონფლიქტებზე, სადაც არანაკლები ადგილი უკავიათ ჟურნალისტებს. კორიდორული ინტრიგების მიღმა გათამაშებულია პირადი დრამებიც.  ეს სერიალი კარგად ასახავს ძალაუფლების ფსიქოლოგიას, თუ როგორ იცვლება დროთა განმავლობაში მთავარი გმირების ხასიათები და პირადი ცხოვრება. ყოველი ეპიზოდი ასახავს დამოუკიდებელ თემას და ყოველგვარი ჩახლართული დეტალების გარეშე მარტივად გადმოცემს სიუჟეტს.



დოკუმენტური ფილმები:

ბი-ბი-სის დოკუმენტური ფილმები ხელოვნებაზე და ისტორიაზე:


 

"ცნობისმოყვარეობა"


დისქავერის ცნობილი სერიალი Curiosity (ცნობისმოყვარეობა), რომლის პრემიერა შედგა 2011 წლის 7 აგვისტოს დიქავერის არხზე.  ყოველი ეპიზოდი წარმოადგენს ერთი კონკრეტული საკითხის განხილვას, რომელსაც ცნობილი სახეები წარადგენენ. მაგალითან სტივენ ჰოუკინგმა წარადგინა ფილმი „ღმერთმა შექმნა სამყარო?“. დოკუმენტური სერიალი  შედგება ორი სეზონისგან, სულ 34 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფილმია, დამოუკიდებელი ორიგინალური სათაურით  და მოიცავს სხვადასხვა სფეროს როგორიცაა  ბიოლოგია, გეოლოგია, მედიცინა, ფიზიკა, ტექნოლოგიები, ბუნება, არქეოლოგია, ისტორია, ადამიანის გონება. ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ამოუხსნელი ფაქტები და გადაცემების ამ ციკლში ექსპერტები და მეცნიერები ცდილობენ პასუხი გასცენ ყველა იმ კითხვას, რომელიც ადამიანს ებადება.



"Brain Games" (National Geographic)

 




"Car S.O.S. " (National Geographic) 





„შემდეგი გაჩერება ენტონი ბურდეინთან ერთად“ 





ანიმაცია და საბავშვო სერიალები:

„წინ, წარმატებისკენ!“ 


ოთხი საუკეთესო მეგობარი,  16 წლის მოზარდები მინესოტადან, ქენდალი, ჯეიმსი, ლოჰანი და კარლოსი ოცნებობენ გახდნენ სახელგანთქმული მუსიკოსები. მოულოდნელად მათ  შანსი ეძლევათ, როდესაც  ლოს-ანჯელესის ნიჭიერთა ქალაქში მიიწვევენ. აქ კინოსტუდიები და ხმის ჩამწერი სტუდიები ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს  პოტენციურ კინოვარსკვლავებს და მომავალ „როკის მეფეებს“ ზრდიან. ეს ამბავი ჩვეულებრივ მოზარდებზეა, ნამდვილ მეგობრებზე, რომლებიც უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. წარმატების მისაღწევად კი ყველაფერი უნდა გადაიტანონ მძიმე შრომა და ბევრი წარუმატებლობა, რაც საბოლოოდ სანუკვარი მიზნის მიღწევაში ეხმარებათ.


„წარმატებული ვიქტორია“


16 წლის ტორის ცხოვრებაში ქაოსი დგება. იგი ახალ სკოლაში გადადის, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სკოლა არა არის, ეს არის ჰოლივუდის ხელოვნების სკოლა, რომელიც ცნობილია სახელოვანი კურსდამთავრებულებით. აქ მოსწავლეებმა თავიანთი ფასი იციან და ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად. აქამდე ტორი თვლიდა, რომ მას გამორჩეული ნიჭი არ ჰქონდა, მაგრამ სკოლაში მოხვედრის შემდეგ აზრი შეიცვალა. იგი დარწმუნებულია, რომ თუ შეძლებს საკუთარი ნიჭის გამოვლენას და თავის თავს სხვა კუთხით შეხედავს, წარმატებასაც  მიაღწევს. მაგრამ ამისთვის მან ბევრი უნდა იშრომოს, გაიჩინოს მეგობრები და სკოლის ყველაზე ლამაზი ბიჭის ყურადღებაც უნდა მიიპყროს.


"Paw Patrol"




"Dora The Explorer" 




მსგავსი