05 September 2016
  • 4607 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

ერთი ასეთი ფოტოა, გადაღებული ბომბონერაზე: მიმდინარეობს სუპერკლასიკო ბოკა-რივერი. ფონი ჩაბნელებულია, ეტყობა, კარის ძელთან მდგომ ფოტორეპორტიორს განათება არ ეყო. სულ სამი ადამიანი ჩანს - დიეგო არმანდო მარადონა, რივერ პლეიტის მცველი და მეკარე. იმაში უცნაური არაფერია, რომ მარადონა გოლს იტანს. საოცარი იმ ორი ტიპის განლაგებაა - გაოგნებული მეკარე დიეგოსგან ორი მეტრის მოშორებით მორბის კარისკენ, მცველი მეკარის ადგილასაა და გაშლილი ხელებით ნახტომს აკეთებს, ბურთი კი წყნარად მიგორავს ქაღალდის ლენტებით გამოტენილ კარში. რა მოხდა ორი წამით ადრე? რას გაიგებ.

სადაც მარადონაა, იქ ვერაფერს გაიგებ. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ის მეფეა. ის მორფინისტია. ის გიჟია. ის გენიალურია. ის კაიფშია. ის დეპრესიაშია. ის ჟურნალისტებს ურტყამს. ის აგეროს სიმამრია. 

მან ყველაფერი გააკეთა ბურთთან ერთად, რაც ადამიანს შეიძლება თავში მოუვიდეს. ფეხითაც და ხელითაც. მერე მას თითქმის მთელი არგენტინა აგინებდა, როგორც უვარგის მწვრთნელს. აგინებდნენ იქ, სადაც მისი სახელობის ეკლესიაა. 

ოცი წელი იჯდა კოკაინზე, ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი ოცი წელი. ამ ოც წელიწადში მან ისეთი სასწაულები შექმნა, არავის რომ შეუქმნია. მაგრამ ბოლომდე ბედნიერი არასდროს ყოფილა. მხოლოდ მოედანზე, მხოლოდ თამაშისას უბრწყინავდა თვალები. 

დისკვალიფიკაციებისას თვეობით იჯდა ფარდებჩამოფარებულ ოთახში. არავინ უნდოდა ბურთის გარდა, რადგან არავისი ესმოდა მასზე გემრიელად, არავინ ემორჩილებოდა ასე ლამაზად მის ბრძანებებს. უბურთო მარადონა ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ბიჭი იყო, გაიძახოდა ტროცკისტულ ლოზუნგებს, მეგობრობდა ნეაპოლელ განგსტერებთან, დასდევდა იაფიან ბოზებს, კაიფობდა არაადამიანურად, სვამდა, ფიდელის ნაჩუქარ სიგარებს აბოლებდა. “მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები დამოკიდებული ნარკოტიკებზე. ჩემნაირებმა ამის წინააღმდეგ ყოველდღე უნდა იბრძოლონ, თორემ აუცილებლად დაიღუპებიან” - თქვა ერთხელ.

ბურთიანი მარადონა კი ზევსი ხდებოდა და ალბათ, ამან გადაარჩინა დაღუპვისგან. ბურთიანი მარადონასთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სად იყო, რა აწუხებდა, ვის ეთამაშებოდა, რამდენი მცველი უშლიდა ხელს, ვინ იყო მისი პარტნიორი. და სანამ დედამიწის ერთ რომელიმე წერტილში მაინც იგორავებს ბურთი, იქ აუცილებლად ეხსომებათ დიეგოც, დაბალი, დაგვაჯული ლანუსელი ბიჭი, რომელმაც ადამიანის შესაძლებლობებს, უარყოფითი და დადებითი მიმართულებითაც, ზღვარი წაუშალა.

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

05 September 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

05 September 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

05 September 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

05 September 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

05 September 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

05 September 2016

Old Firm

05 September 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

05 September 2016

ორი „სამეული“

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 September 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

05 September 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

05 September 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

05 September 2016

დავაფასოთ ქართველები!

05 September 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

05 September 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

05 September 2016

პლეოფის მოლოდინში...

05 September 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

05 September 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

05 September 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

05 September 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

05 September 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

05 September 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

05 September 2016

ჩაშლილი რეისი

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

05 September 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

05 September 2016

მსხვერპლი

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 September 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

05 September 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

05 September 2016

13 მაისი

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

05 September 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

05 September 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

05 September 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

05 September 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

05 September 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

05 September 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

05 September 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

05 September 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

05 September 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

05 September 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

05 September 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

05 September 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

05 September 2016

რეპრესირებული მოცარტი

05 September 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

05 September 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

05 September 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

05 September 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

05 September 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

05 September 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

05 September 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

05 September 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

05 September 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

05 September 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

05 September 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

05 September 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

05 September 2016