16 September 2016
  • 897 ნახვა

დიდი დამეგობრება - სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან - თინათინ ბერძენიშვილის ბლოგი

დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალური ქსელები დიდ ნიუსრუმებთან ერთიანდებიან.

სულ ცოტა ხნის წინ პირველადი დრაფტის (First Draft) გაფართოება გამოცხადდა, რაც ახალი პარტნიორი ქსელის შეერთებას გულისხმობს, ეს ქსელი, თავის მხრივ, 30-მდე მთავარ საინფორმაციო და ტექნოლოგიურ ორგანიზაციას მოიცავს. შერწყმა მიზნად ისახავს სანდოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას, რაც უმეტესად თავს ონლაინ სივრცეში იჩენს.

„ვაშინგტონ პოსტის“ წარმომადგენელმა კარლოს ლოსადამ ტვიტერში დაწერა: „ვფიქრობ, შეგვიძლია შევწყვიტოთ წინადადების ასე დაწყება - „ახალ ციფრულ ერაში“ და ვთქვათ - „დღეს“.

დღეს ინფორმაცია ონლაინ ვრცელდება. დღეს ე.წ. ბრეიქინგ ნიუსის პირველ ფოტომასალას თვითმხილველისგან ვნახულობთ. დღეს უსამართლობის ფაქტი, რომელიც შესაძლოა, ადრე ვერავის გაეგო, ახლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გამვლელს მობილური ტელეფონი ჰქონდა. დღეს ცრუ და მავნე ინფორმაცია უფრო და უფრო დამაჯერებელი და დახვეწილი გზით ვრცელდება.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ყველა ნიუსრუმისთვის და უფრო მეტად სოციალური პლატფორმებისთვის, ნდობა და სიზუსტე მნიშვნელოვანი საკითხებია.

 


ივლისში „გარდიანის“ მთავარი რედაქტორი კატერინ ვინერი წერდა, როგორ ანგრევს ჭეშმარიტებას ტექნოლოგია: „თქვენი ტელეფონის news feed-ში ყველა ინფორმაცია ერთნაირად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, სანდო წყაროდან არის თუ არა“.

ცრუ ინფორმაციის გაფილტვრა ძალიან ძნელია მაშინაც კი, როდესაც  საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს გადამოწმებულ და დადასტურებულ ინფორმაციას, რადგან ყველა შეიძლება იყოს გამავრცელებელი და პოტენციური წყარო.

ამ პრობლემის ერთ ღამეში მოგვარება შეუძლებელია, მსოფლიოს მასშტაბით არსებობენ სპეციალისტები, რომლებსაც გამომუშავებული და დახვეწილი აქვთ ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი. ესენი არიან ჟურნალისტები  და ადამიანის უფლებათა სფეროს მკვლევარები, ასევე, სოციალურ ქსელში მომუშავე ჯგუფები, რომლებსაც  ნიუსრუმში მუშაობის გამოცდილება აქვთ და იცნობენ ონლაინში არსებული ინფორმაციის მოძიების, დადასტურებისა და გავრცელების სპეციფიკას. პირველადი დრაფტი სწორედ ამ ხალხს აერთიანებს იდეებსა და აქტივობებზე სამუშაოდ, რაც მოიცავს ტრენინგის პროგრამას, კოლაბორაციული ვერიფიკაცია/შემოწმების პროგრამის ამოქმედებას და მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას.

ქსელი, ასევე, შექმნის უკუკავშირის მექანიზმს თითოეული წევრი სოციალური მედია პლატფორმისთვის, რაც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმების პროცესის გამარტივების განვითარებას, მოქალაქე ჟურნალისტი/თვითმხილველის პრაქტიკის გაუმჯობესებას და სოციალური მედიის მომხმარებელთა შორის საინფორმაციო განათლების გაზრდას.

თითოეული პარტნიორი ორგანიზაცია ჩართულია ცოდნის გაცვლაში. პოლიტიკის შემუშავებაში, ტრენინგების შექმნაში, რომლებიც ჟურნალისტებს ასწავლის, როგორ გამოიყენონ სოციალური მედია ინფორმაციის მოძიებასა და გაშუქებაში.

დადასტურებული პარტნიორები არიან:  Facebook, Twitter, YouTube, The New York Times, The Washington Post, BuzzFeed News, CNN, ABC News (Australia), AJ+, ProPublica, Agence France-Presse, Channel 4 News, The Telegraph, France Info, Breaking News, Les Décodeurs, International Business Times UK, Eurovision News Exchange, SAM, Aljazeera Media Network, Reveal project, InVID project, Euronews, Sourcefabric, WITNESS, Amnesty International, European Journalism Centre, American Press Institute, International Fact Checking Network, Duke Reporters’ Lab.

პირველადი დრაფტის კოალიცია 2015 წლის ივნისში შეიქმნა  Google News Lab-ის მხარდაჭერით. წინა წელს დამფუძნებელი წევრები - Bellingcat, Dig Deeper Media, Emergent, Storyful, Reportedly, Meedan, Verification Junkie და  Eyewitness Media Hub - ერთად მუშაობდნენ სოციალურ ქსელში ცნობიერებისა და სტანდარტის ასამაღლებლად - ინფორმაციის და თვითმხილველი წყაროს გამოყენების მიმართულებით.

ჩვენ ყველა ვაღიარებთ თანამშრომლობის ღირებულებას და იმის აუცილებლობას, რომ ეს საქმიანობა დასაწყებია.

 

წყარო: https://firstdraftnews.com/

მსგავსი

როგორ დავმარცხდი შახტაში

16 September 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

16 September 2016

„გარაჟი“ - ეს არის ურთიერთობა :)

16 September 2016

ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

16 September 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

16 September 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

16 September 2016