22 September 2016
  • 682 ნახვა

„ფიდელ კასტროს წინასწარმეტყველება"

  ესპანურმა გაზეთმა „La Vanguardia" გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოყვანილია ფიდელ კასტროს ციტატა, რომელიც დღეს უკვე კომიკურად ჟღერს. 

  ციტატა კასტრომ გამოიყენა იმ რთულ პერიოდში, როდესაც ვიეტნამის ომი დასასრულს უახლოვდებოდა და რიჩარდ ნიქსონმა განმეორებითი ფიცი დადო, მისი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევისას. სწორედ ამ პერიოდში სამხრეთ აზიაში ვიზიტით ყოფნის შემდეგ, თავისუფლების კუნძულზე დაბრუნებულმა კომანდანტემ მოიწვია პრეს-კონფერენცია

  ბრიტანელმა ჟურნალისტმა ბრაიან დევიდსმა კასტროს ჰკითხა: “როგორ ფიქრობთ, რთული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, როდის განახლდება კეთილმეგობრული ურთიერთობა კუბასა და აშშ-ს შორის?". კასტრომ ხმას აუწია და მისთვის ჩვეული ორატორული სტილით გასცა კითხვას პასუხი: “აშშ მოლაპარაკების მაგიდაზე მაშინ დაჯდება,როდესაც მათ ეყოლებათ ფერადკანიანი პრეზიდენტი და რომის პაპი ლათინო ამერიკელი იქნება"

 არგენტინელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა პედრო ხორხე სოლანმა სწორედ ეს კომიკური ამბავი დაურთო მის რეპორტაჟს აშშ-სა და კუბას განახლებული ურთიერთობების შესახებ. სოლანის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა კუბელი ტაქსის მძღოლი ედუარდო დე ლა ტორე, რომელიც 1973 წელს კუბის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მძღოლმა დანამდვილებით განუცხადა ჟურნალისტს, რომ მასაც ჰქონდა ამოკითხული პრესაში მსგავსი სიტყვები და ისიც დარწმუნებული იყო მათ ავთენტურობაში, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო პრესამ უამრავჯერ გამოაცხადა კომანდანტეს სიკვდილი, მაგრამ იმდენჯერვე, იგი ცოცხალი გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

 რათქმაუნდა იმ დროისათვის ფიდელს გააზრებულიც კი არ ჰქონდა, რომ მისი ცინიკურად ნათქვამი სიტყვები, რომელიც სიტყვა „არასდროს" ალტერნატივას წარმოადგენდნენ ათწლეულების შემდეგ რეალობა გახდებოდა. შეგახსენებთ რომ 1928 წლის შემდეგ ბარაკ ობამა პირველი ადამიანია, რომელიც 2016 წლის 21 მარტს თავისუფლების კუნძულზე აშშ-ს პრეზიდენტის რანგში გაემგზავრა, ხოლო ამავდროულად რომის პაპი პრანცისკე არგენტინული წარმოშობისაა

მსგავსი