10 October 2016
  • 493 ნახვა

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

(ძილის წინ 5 წუთი. დღე მესამე... ჩავარდა. უკვე მეოთხე)

სიგარეტის მოწევა სხვებივით მეც მაშინ დავიწყე, როცა მეგონა, რომ დიდი ვიყავი. ჯერ ჩართულ გამწოვთან ვეწეოდი, სამზარეულოში, სახლში მარტო ყოფნისას, მერე უკვე უფრო დიდობა გადავწყვიტე და აივანზე გავაბოლე, ბოლოს ქუჩაში და მეტი შიში თუ რიდი (არ მახსოვს, ალბათ, უფრო შიში) რომ შემომეპარა, სახლში მოსვლისას კარებთან თავდახრილმა დავიწყე ფეხსაცმელზე თასმების შეხსნა და აი, სად ”დავიწვი” – დედაჩემმა მორიდებით მთხოვა: ”ირაკლი, აბა, ამოისუნთქე”....


მეორე დღეს საწოლთან სიგარეტის ფული დამხვდა, რომელსაც ფრაზაც მოჰყვა: ”მირჩევნია სახლში მოწიო, ვიდრე სადარბაზოებში დაიმალო და „ბიჩოკები“ აგროვო”. მე მგონი ეს ფრაზაც, ისეთივე ტრადიციულია, როგორც ”ქართულის პედაგოგის” ტექსტი – ”თქვენი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” ... ასე შეეგუა ოჯახი ჩემს მწეველობას.


18 წლამდე თითქმის ყველა წარმომავლობის და სიგრძე-სიგანის თამბაქო გავასინჯე ჩემს ჯანმრთელ ფილტვებს. კალათბურთზე დავდიოდი და თამაშის შემდეგ, მე და ჩემი ”ტრენერიც” ერთად ვაბოლებდით მის კონტრაბანდულ თამბაქოს. მერე უკვე სხვა ”ჯიშიც” გასასინჯი გამიხდა, რაშიც ჩემი სოფლის მდებარეობამაც შემიწყო ხელი. სამეგრელოში, კერძოდ მარტვილში კარგი ჯიშის ”პაპიროზი” მოჰყავდათ, ასე მახსოვს... ისიც ბუნდოვნად მახსოვს, საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებდი პირველად გასინჯვისას და გულში ვფიქრობდი: ”ვაი, შენს პატრონს”...


მალე მივხვდი, რომ „ეს ჩემი არ იყო“. ამასობაში ჩემს შეგნებას ჯანმრთელი მომავლის სურვილი დაემატა და საბოლოოდ მოვეშვი. დასაწყისშივე დავასრულე... მერე იყო ბევრი შემოთავაზება, ”კაი პონტები”, უფრო მეტიც, ხარშვა და მეტი ”ზახოდის გაჩითვა”, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ხელი არასდროს წამცდენია და არც არასდროს წამიცდება, ზუსტად ვიცი...


ახლა კი დილა ასე იწყება... იმის გამო, რომ გვიან ვიძინებ, კომპიუტერი ჩემს გაღვიძებამდე უკვე ჩართულია - დედაჩემი ასწრებს ყავის დალევას და მისი მეგობრების მოკითხვას. უხასიათო ვდგები და მხოლოდ ერთ ფრაზას ვამბობ: ”ადე, დამსვი”... მგონი, ყველაზე მეტად დამოკიდებული დღეს facebook-ზე ვარ, სიგარეტის მოწევასაც დავანებე თავი და მხოლოდ დასალევს ვაყოლებ გარნირად. არ ვიცი, რატომ მიმიჯაჭვა ასე. ალბათ, თქვენი ბრალიც არის... ჩემს პოსტებზე ატეხილი ამბები ინტერესს იწვევს ...

თუმცა facebook-მა სულზე მომისწრო და ბევრი საქმეც გამიკეთა. უამრავი ადამიანი შემძინა და დღეს უკვე 4900-ზე მეტნი ვართ ჩემს სივრცეში. თუ ეს ყველაფერი არ არის ჩემთვის და მით უმეტეს, არც თქვენთვის არ არის ზიანის მომტანი, მაშინ ხვალინდელი დილაც დაიწყოს ჩემი ორი აბი facebook-ით...


დღეს არა, საყვარელო...

გასული საუკუნის ანეკდოტი გამახსენდა: „ცოლ-ქმარი ჯუნგლებში დაიკარგებიან, ცოლს ანაზდად ორი ქმრისხელა შიმპანზე მოიგდებს და ავ თვალს??? რომ არ ენახება, იმას დაუპირებს. ქმარი ცოლს მშვიდი ხმით ასძახებს: ”მიდი, აუხსენი ახლა მაგას: წელი მტკივა, თავი მტკივა, დღეს არა, საყვარელო...“

ეს გასულ საუკუნეში იყო, ანეკდოტიც და თავის ტკივილიც. დღეს კი, მგონია ცოლები ქმრებს ეუბნებიან: „დღეს ვერა, საყვარელო, „ონლაინზე“ ვარ“. როცა ამის თქმას ვბედავ, მხოლოდ ჩემს სტატისტიკას ვეყრდნობი. ყოველ საღამოს 400-მდე ადამიანი facebook-ის „ჩათშია“ მწვანედ „აციმციმებული“, ასევე აციმციმებული თვალებით და შუაღამის 5 საათამდე, ხშირად კი თავზე დათენებამდე „ციმციმებენ“. ზოგს „შედეგი აქვს უზარმაზარი“ და ზოგიც რჩება დროებით უშედეგოდ. თუმცა, მღვრიე წყალში რომ თევზი კარგად იჭირება, ეს ფაქტია...


400-დან, ალბათ, 300 ქალია, მათგან სავარაუდოდ, 200 გათხოვილია და სულ ერთი კითხვა მიტრიალებს ამ გასიებულ თავში, რა უნდათ აქ ამ დრომდე?! ან ქმრები სად არიან, ალბათ გვერდით ოთახში მათ „მეგობრებში“ „აციმციმებულ“ გოგონებთან?! და მაშინ სექსით, ამ შეუდარებელი საქმით ვინ კავდება?! ალბათ, „ონლაინ“ ხდება...თხრობით. ისე, ვინ მკითხავს მე? არც არავინ...

საკუთარ სტატისტიკას ვეღარ დავეყრდნობი, მაგრამ გული მიგრძნობს, ბევრი ოჯახი დაანგრია ამ მარაზმმა. თუ არ დაანგრია, არალეგალური წევრი შემატა მაინც. იმედი მაქვს, სხვის ომში ბრძენის სტატუსით არ ვიბრძვი და მსგავსი „ონლაინ“ ღამეები არასდროს დამემართება, როდესაც ცოლი მეყოლება. თუმცა უცოლობის ჟამსაც ძილი სჯობს facebook-ზე ფუჭად „პოსტვას“.


იმედს იმდენჯერ შევეხე, უიმედოდ ვერ დავასრულებ ამ ძილისწინა საკითხავს, კიდევ ერთხელ შევიხედავ და თვალს გადავავლებ ჩემს „აციმციმებულებს“ ამის  წაკითხვის შემდეგ ჩემზე რომ განაწყენდებიან, იმედი მაქვს, საკუთარ თავზეც და განაწყენებულ თავებს  ქმრის მკერდზე დადებენ. დილით კი მათ კოცნით გააღვიძებენ და მეტ დროს დაუთმობენ ხელშესახებ ცხოვრებას.

ძილი ნებისა...

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

10 October 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

10 October 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

10 October 2016

ღირდა ყოველი ამად?!

10 October 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

10 October 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

10 October 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 October 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

10 October 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

10 October 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

10 October 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 October 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

10 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

10 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

10 October 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

10 October 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

10 October 2016

გამქრალი გოგოები

10 October 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

10 October 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

10 October 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

10 October 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

10 October 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

10 October 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

10 October 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

10 October 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

10 October 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

10 October 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

10 October 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

10 October 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

10 October 2016