19 October 2016
  • 545 ნახვა

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

მთელი კვირის განმავლობაში არცერთი კატასტროფა – ნეტავ რისთვის ვყიდულობ გაზეთებს? 

კარელ ჩაპეკი – XX  საუკუნის ჩეხი  მწერალი


დარწმუნებული ვარ, კარელ ჩაპეკი მხოლოდ გაზეთებს გულისხმობდა, თუმცა გარკვეულწილად იწინასწარმეტყველა ის რეალობა, რომელიც შემდგომ ტელევიზიაში გაჩნდა. მისი სიტყვები, ვფიქრობ, ასახავს იმ ადამიანების პოზიციას, რომლებიც მედიაში მოღვაწეობენ და ახალ ამბებს ქმნიან, აგრეთვე, მათ პოზიციას, ვინც ამ მედიაპროდუქტის მომხმარებელია.

გაზეთი, რადიო, ტელევიზია და ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტი – წყაროები, რომელთა მეშვეობით ადამიანები ახალ ამბებს ეცნობიან. რაც უფრო მასშტაბური და რეზონანსულია ამბავი, მით უფრო დიდია მათი რიცხვი, რომლებიც ამ ამბებით  ინტერესდებიან.

ასეა არა მხოლოდ მედიასივრცეში, არამედ, ცხოვრებაშიც. კარგად მახსოვს,  თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი ეზოდან, რამხელა ინტერესი ჰქონდა ხოლმე რაიმე ნეგატიურ შემთხვევას, იქნებოდა ეს კონფლიქტი, ავარია თუ სხვა. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ იწყებოდა აივნებზე გადმოყუდებული მეზობელი ქალების ცქერით და სრულდებოდა იმით, რომ ეს ამბავი თითოეულ კვარტალსა და ეზოს მოივლიდა. ნეგატიური ამბავი იმიტომ ვახსენე, რომ პოზიტიურთან შედარებით მის მიმართ ინტერესი უფრო დიდია. მსურს, რომ კარელ ჩაპეკის სიტყვებზე უფრო ზოგადად ვიმსჯელო და არა როგორც ერთ კონკრეტულ გაზეთზე და მასში დაბეჭდილ ამბავზე. ჩემი სატელევიზიო გამოცდილება ამ სიტყვებზე მსჯელობის საშუალებას ნაკლებად მაძლევს, მაგრამ ამას შემაძლებინებს ის სიყვარული, რაც ახალი ამბების კორესპონდენტს საკუთარი საქმის მიმართ აქვს.

მედიამ არსებობის მანძილზე გამოიარა არაერთი ომი (მათ შორის მსოფლიო) და არაერთი მოვლენის მომსწრე გახდა - ბუნებრივი კატასტროფა, სტიქია, უბედურება და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ კი ადამიანები ოპერატიულად სწორედ ჟურნალისტებისგან იგებდნენ.

ამერიკელები ხშირად ამბობენ: „თუ სადმე არის ხანძარი, მირბის სამი ადამიანი: მეხანძრე, პოლიციელი და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტები არც ექსტრემალურ სიტუაციაში ინდობენ თავს და საკუთარ საქმიანობას ახორციელებენ. მათი მიზანი არა ხანძრის ჩაქრობა, დაშავებულისთვის დახმარება და დანაშაულის აღმოფხვრაა, არამედ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა ამა თუ იმ საკითხზე.

რედაქტორისთვის უმნიშვნელოვანესი არის მისი მსმენელი, მკითხველი და მაყურებელი. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით უფრო წარმატებულია მისთვის ის პროდუქტი, რომელსაც ქმნის.

„ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქტორი 2002 წლის 10 სექტემბერს ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, რომელმაც, ფაქტობრივად, მსოფლიო შეცვალა, გაზეთის მკითხველის რიცხვი თითქმის ოთხჯერ გაიზრდებოდა. ეს მაჩვენებელი კი სულ რაღაც 24 საათში შეიცვალა. რაც შეეხება ტელევიზიას, მაყურებელმა ეს ამბავი მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეიტყო. ამ ტრაგედიის ამსახველ კადრებს აშშ-ში, ფაქტობრივად, ყველა ტელეარხი აჩვენებდა. „მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ - ამერიკაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს სიტყვები ხშირად გვესმოდა.


საზარელი ტერორისტული აქტი, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი, რა დროსაც 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თვითმფრინავის მეორე დაჯახება ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით იხილა. „ო, ღმერთო, ჩემო“ - ამ სიტყვებით გაწყვიტა ტელეკომპანია ABC – ის კორესპონდენტმა დონ დალერმა პირდაპირი ეთერი.

ასეთი მასშტაბური ტრაგედიების დროს ჟურნალისტები გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე.  გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არანაირ სამაშველო მოქმედებებს არ ახორციელებენ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით ხდება ამბავი მასობრივი გავრცელების და მათ მიერ გადაღებული თითოეული კადრი, თუ გაზეთში დაბეჭდილი სტატია, წლების შემდეგ შესაძლოა ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი გახდეს. ბუნებრივია, ასეთ დროს ღვივდება როგორც ჟურნალისტის, ასევე მკითხველისა და მაყურებლის ინტერესი.  რაც არ უნდა უცნაურად და არასასიამოვნოდ ჟღერდეს, თუმცა ეს ალბათ განსჯის და დავის საგანია, ჟურნალისტები თითქოს ერთგვარ აზარტში შედიან, რადგან დარწმუნებით იციან, რომ რასაც ახლა აკეთებენ, უამრავი ადამიანი გაეცნობა. ჟურნალისტი კი ყოველთვის საკუთარი პროდუქტის რეიტინგზე ფიქრობს, კარგი რეიტინგი კი მედიისათვის წარმატების ერთგვარი საწინდარია, ასევე საფუძველი იმისა, რომ ის მყარად იდგება გარკვეული დროის განმავლობაში.

რატომ ელის მაყურებელი გაზეთსა თუ საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადღაც ახლოს, ან სულაც შორს, ასობით და ათასობით ადამიანი დაიღუპა?! ვფიქრობ, რომ ამის ახსნა იმაზე გაცილებით რთული იქნება, ვიდრე წარმოსადგენია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის ფსიქოლოგიურთანაც. ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა უახლესი და მათ შორის მასშტაბური, ვიდრე ის რუტინა, რაც ყოველდღიურად ხდება, თავზარდამცემი და საშიში ამბავიც კი უფრო მეტ ინტერესს იწვევს. თითქოს ადამიანი მიყვება იმ ტემპს და დინამიკას, რაც ამა თუ იმ ამბავს მოჰყვება. შესაბამისად, მას შემდეგ რაც მკითხველი წაიკითხავს რეზონანსულ სტატიას, სადაც გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ ათასობით ადამიანი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქის ცენტრში, თვითმფრინავის შეტაკებისგან დაიღუპა და არის ტერორისტული აქტი, მკითხველს ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს. მისთვის ეს მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენა იქნება, ვიდრე ის, თუ სად რა ღონისძიება გაიმართა და ვინ იქნება სენატში დეპუტატი. ძნელი სათქმელია, რომ სენატში ახალი დეპუტატის არჩევა ასეთივე ინტერესს და რეზონანსს გამოიწვევს.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ყველაზე მასშტაბური იყო პარიზის ტერაქტების სერია, ბრიუსელის, თურქეთის ტერაქტები - როდესაც მედიის მუშაობა და მაყურებლის ინტერესი საგრძნობლად დიდი იყო, ვიდრე სხვა დროს. 


ბრიუსელში მომხდარი საზარელი ტერაქტის შესახებ მსოფლიოს პირველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ აცნობა. საკუთარი პროფესიული მოვალეობა მას უმძიმეს წუთებშიც არ დავიწყებია და ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტი გვიჩვენა. მის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიო მედია მოიარა.


თუ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვიმსჯელებთ, გავიხსენებ 2015 წლის 13 ივნისს. ღამე, როდესაც ჟურნალისტები სიცოცხლის რისკის ფასად, ფაქტობრივად, უწყვეტ ეთერში აწვდიდნენ მაყურებელს ინფორმაციას. 


ტემპი, რიტმი, დაძაბულობა, ქაოსი... შემდეგ კი სიმშვიდე. ის კი, ვინც ახალ ამბებსაა მიჯაჭვული, არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუ იტყვის: „მთელი კვირის განმავლობაში არცერთი კატასტროფა. ნეტავ, რისთვის ვყიდულობ გაზეთებს“?

ჩვენ გვითრევს ცუდი ამბები, რაც არ უნდა უცნაურად და მძიმედ ჟღერდეს ეს. ბრიტანელები კი ამბობენ: „Bad news – good news“. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს მედია თავის როლს და ფუნქციას ზედმიწევნით ასრულებს და მისი მნიშვნელობაც იზრდება. თუკი ექიმისათვის დაშავებული ადამიანი პაციენტია, ჟურნალისტისათვის კატასტროფა და მსგავსი ამბავი ერთგვარი მასალაა. ეს არის ფაქტი, რომლის გაშუქებაც მისი მიზანია. შესაბამისად, ამას ეჩვევა მაყურებელიც და სხვა რეალობის აღქმა მისთვის რთულია. თუ ადამიანი გაზეთებით და ტელევიზიით სწორედ ასეთი ამბების გავრცელების შემდეგ ინტერესდება, მათი შემცირებისას ის გარკვეულწილად განცვიფრებულიც იქნება, რადგან მისი ინტერესები სათანადოდ ვერ იქნება დაკმაყოფილებული. ასეთ ტემპს და ადრენალინს შეჩვეული  ჟურნალისტი კი მორიგ სამუშაო დღეს, როდესაც ახალი ამბავი იქნება ის, რომ სადღაც შენობის რეაბილიტაცია მოხდა, ვერ შეძლებს იმ შანსის გამოყენებას, რასაც მძიმე ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება ქვია. 

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

19 October 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

19 October 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

19 October 2016

ღირდა ყოველი ამად?!

19 October 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

19 October 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

19 October 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

19 October 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

19 October 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

19 October 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

19 October 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

19 October 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

19 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

19 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

19 October 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

19 October 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

19 October 2016

გამქრალი გოგოები

19 October 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

19 October 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

19 October 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

19 October 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

19 October 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

19 October 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

19 October 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

19 October 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

19 October 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

19 October 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

19 October 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

19 October 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

19 October 2016