21 October 2016
  • 810 ნახვა

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

მოგესალმებით, როგორც იცით 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოლდოვას ნაკრებს გაეჯიბრება. ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრები პროგრესის გზაზე დგას და სწორედ ამ დროს არის მწვრთნელისთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. თუ ვინ ათამაშოს სასტარტო შემადგენლობაში. ალბათ, თითოეულ გულშემატკივარს გააჩნია თავისი სუბიექტური აზრი ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელთა დაყენება-არდაყენებასთან დაკავშირებით. მეც ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ და მინდა ამ სტატიით ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ ვინ უნდა იყოს მოლდოვას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში.


მეკარე: გიორგი ლორია (კრ.სოვეტოვი,რუსეთი)

გიორგი დღესდღეობით რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. მართალია, მას ზოგჯერ აქვს ჩავარდნები, მაგრამ უდავოა რომ დღეს ის ნაკრების N1 მეკარეა იმის მიუხედავად, რომ მას ძალიან ღირსეული და ძლიერი კონკურენტები ჰყავს.


მარჯვენა მცველი: ოთარ კაკაბაძე  (ხიმნასტიკი, ესპანეთი)

ახალგაზრდა მცველმა ნაკრების ბოლო ორ მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძეს კლუბში მცირე სათამაშო დრო აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ის ჩინებულ ფორმაშია, მოლდოვასთან მატჩი კი მას თავდაჯერებულობას კიდევ უფრო შემატებს, რაც შემდეგ ნაკრებს მოუტანს შედეგს.

ცენტრალური მცველები: გურამ კაშია  (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი)

ნაკრების ვიცე-კაპიტანი მშვენიერ ფორმაშია. მას ნაკრებსა და კლუბში სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს და ორივეგან სტაბილურად გამოიყურება. კაშია ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯება რაც მისასალმებელია. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ძალიან კარგი კაპიტანი ჰყავს გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სახით.

მართალია, საბა კვირკველიას "რუბინის" რიგებში ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ის მაინც რჩება ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფიგურად. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ტაქტიკა შეიცვალა დაცვის ხაზში კვირკველია-კაშიას წყვილი დგას. სიმართლე უნდა ითქვას - ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ უგებენ ერთმანეთს, მოლდოვასთან მატჩი კი დამატებითი შესაძლებლობა იქნება, რომ დაცვის ეს დუეტი კარგად შეთამაშდეს.

მარცხენა მცველი: ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ახალხანს "გაქართველებული" ფეხბურთელი კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, მაგრამ ვლადიმირ ვაისი მას ბოლომდე არ ენდობა. ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბში მას მცირე სათამაშო დრო აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მოლდოვასთან მატჩი იძლევა იმის საშუალებას რომ ზურაბს შანსი მიეცეს თავის გამოსაჩენად.

ცენტრალური ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი),ვაკო გვილია (ბატე,ბელარუსი)

ძალიან კარგია, რომ ჯაბა კანკავამ ვარჯიში განაახლა. კარგი იქნება თუ ვაისი მას ნაკრებში გამოუძახებს და მოლდოვასთან ათამაშებს კიდეც. ჯაბა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და 12 ნოემბრის მატჩისთვის ნაკრების კაპიტანი სრულ მზადყოფნაში იქნება

ორი აზრი არ არის რომ ნაკრების აღმოჩენა ვაკო გვილია მოლდოვასთან ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. "ბატეს" ცენტრალური ნახევარმცველი ძალიან დიდი ძალა გახდა ნაკრებისთვის. საინტერესო იქნება გვილია-კანკავას დუეტი ნახევარდაცვის ცენტრში. სავარაუდოდ, ნახევარდაცვის ცენტრში ეს ორი ფეხბურთელი კარგ დუეტს შექმნის.

მარჯვენა ნახევარმცველი: თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

საქართველოს ნაკრების ლიდერი კარგ ფორმაშია, რაც ირლანდიასთან და უელსთან ჩატარებულმა მატჩებმაც დაადასტურა. თორნიკეს სამწუხაროდ კლუბში იშვიათად ეძლევა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ვაისი მას დიდ ნდობას უცხადებს, რასაც თორნიკე კარგი თამაშით პასუხობს. უეჭველია, რომ ოქრიაშვილს მოლდოვას ნაკრებთან ძირითადში ვიხილავთ.

მარცხენა ნახევარმცველი: ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა)

დროა ჯაბა ლიპარტიას მიეცის შანსი კვლავ მოირგოს ნაკრების მაისური. ექტორ კუპერის დროს მას აქვს ნათამაშები ნაკრების მაისურით, მაგრამ მას შემდეგ უკვე ძალიანი დიდი დრო გავიდა დ აჯაბაც პროფესიონალად ჩამოყალიბდა. ის "ზარიას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელთად ითვლება და "ევროპის ლიგის" გათამაშებაშიც იღებს მონაწილეობას. ვაისმა უკვე აღნიშნა, რომ მოლდოვასთან მატჩისთვის ის ლიპარტიას გამოიძახებს და კარგი იქნება თუ მას სასტარტო შემადგენლობაშიც დააყენებს, რადგან ჯაბა იმსახურებს ამ შანსს.

შემტევი ნახევარმცველი: ჯანო ანანიძე (სპარტაკი (მ), რუსეთი)

ჯანო წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ის "სპარტაკის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ნაკრებში შესანიშნავად გამოიყურება. მისი პასები, მოედნის ხედვა და ბურთის კონტროლი დღევანდელი ფორმაციის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 100%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ ჯანოსაც ძირითადში ვიხილავთ 12 ნოემბრის შეხვედრაში.

თავდამსხმელი: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია(

ალბათ ყველას ახსოვს ლევანის მომენტი უელსის ნაკრბთან მატჩში. როცა ის პირისპირ დარჩა მეკარესთან, მაგრამ ეს ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ლევან მჭედლიძე ნაკრების ძირითად თავდამსმხელად რჩები, მაგრამ მას გოლები სჭირდება, თორე მას ზურგს უკან ძლიერი კონკურენტები ჰყავს.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

21 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

21 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

21 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

21 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

21 October 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

21 October 2016

Old Firm

21 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

21 October 2016

ორი „სამეული“

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

21 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

21 October 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

21 October 2016

დავაფასოთ ქართველები!

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

21 October 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

21 October 2016

პლეოფის მოლოდინში...

21 October 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

21 October 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

21 October 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

21 October 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

21 October 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

21 October 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

21 October 2016

ჩაშლილი რეისი

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

21 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

21 October 2016

მსხვერპლი

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

21 October 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

21 October 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

21 October 2016

13 მაისი

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

21 October 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

21 October 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

21 October 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

21 October 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

21 October 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

21 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

21 October 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

21 October 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

21 October 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

21 October 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

21 October 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

21 October 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

21 October 2016

რეპრესირებული მოცარტი

21 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

21 October 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

21 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

21 October 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

21 October 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

21 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

21 October 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

21 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

21 October 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

21 October 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

21 October 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

21 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

21 October 2016