23 October 2016
  • 755 ნახვა

დავაფასოთ ქართველები!

დღესდღეობით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყნის სახელით ეთამაშა, მაგრამ მათ უარი თქვეს ყველანაირ ფინანსურ შემოთავაზებაზე და თავიანთი სამშობლოს სახელით თამაში გადაწყვიტეს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების შესახებ მოკლე ინფორმაციას, რომლებსაც ეს შანსი ჰქონდა (მხედველობაშია დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელები)


ჯანო ანანიძე: ჯანო ანანიძე სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც იტალიის წინააღმდეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჯანოს ჰქონდა შანსი რუსეთის სახელით ეთამაშა, რუსეთის ფეხბურთის მესვეურები მას სარფიან შემოთავაზებას სთავაზობდნენ, მაგრამ ჯანომ არჩია საქართველოს სახელით ეთამაშა. ანანიძის ეს ფაქტი თანამედროვე ქართველი ფეხბურთელებისთვის მაგალითი გახდა, არადა იმ დროს ჯანო სულ რაღაც 16 წლის იყო, მაგრამ მან ყველაფერი კარგად გაანალიზა და პატრიოტული სულისკვეთება გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებისთვის ანანიძე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მან ეროვნული გუნდის ფორმა 5-ჯერ მოირგო და 4 გოლის გატანა მოახერხა. 

საბა კვირკველია: სულ რაღაც 3 წლის წინ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ძალიან მოწადინებული იყო რათა სოლომონ კვირკველია "გაერუსებინა". კაპელომ რამდენჯერმე მიმართა თხოვნით კვირკველიას, თავის მხრივ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაც ფანტასტიკურ ფინანსურ პირობებს სთავაზობდა კვირკველიას, მაგრამ ანანიძის მსგავსად მასაც გაუღვივდა პატრიოტული გრძნობები რამაც გადააწყვეტინა საქართველოს სახელით ეთამაშა. არადა, რუსული მხარე საქმეს დამტავრებულად თვლიდა, თუმცა მათ კიდევ ერთი ქართველი ტალანტის "გარუსების" შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. ანანიძის მსგავს კვირკველიაც ნაკრების მნიშვნელოვანი და უცვლელი წევრია.

ვაკო გვილია: ვაკო გვილიამ ნაკრების ფორმა სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მოირგო და უმალვე მოიპოვა გულშემატკივრების დიდი ნდობა და პატივისცემა. აქამდე, ვაკო უკრაინის მოქალაქე იყო, მაგრამ უკრაინული მხარის დიდი მცდელობების მიუხედავად ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას საქართველოს სახელით სურდა თამაში და რომ ეს იყო მისი ოცნება. ირლანდიისა და უელსის ნაკრებებთან ჩატარებული მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვაკო გვილიას გარეშე ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენება და სრულიად ლოგიკურადაც - ვაკო გვილია დღევანდელი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ზურაბ ცისკარიძე: 29 წლის ცისკარიძე, რომელიც აქამდე ამერიკის მოქალაქე იყო და ქართულად ჯერაც ვერ ლაპარაკობს გამართულად საქართველოს სახელით თამაშობს! ზურაბს უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში. ვლადიმირ ვაისი ცისკარიძეს ყოველთვის იძახებს ნაკრებში და სწორადაც იქცევა - ცისკარიძე ძალიან გამოსადეგარი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. მართალია, მას ჯერ არ ეცემა დიდი სათამაშო დრო, მაგრამ უდავოა, რომ მისი სამსახური ჩვენს გუნდს აუცილებლად დასჭირდება.

ამ 3 ფეხბურთელის გარდა წარსულში ბევრმა გამოიჩინა პატრიოტობა და უარი თქვა ფინანსურ წახალისებებზე და ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩადგა. მინდა, ამ ჩემი მცირე სტატიით გულშემატკივრებს მივმართო: ქართული ფეხბურთის ქომაგებო და არამარტო ქომაგებო, ამ ხალხს ყველანი ტაშით უნდა შევეგებოთ, რადგან მათ სხვადასხვა სპორტულ ფორუმებზე თამაშზე უარი თქვეს და ცდილობენ, რომ ქართული ფეხბურთის ჭაობიდან ამოყვანაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამიტომ, ამ ფეხბურთელებს და არამარტო მათ ყველამ პატივისცემით მოექცეს, რადგან მათ სამაგალითო საქციელი ჩაიდინეს.

ასევე, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ბევრ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველ სპორტსმენებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ ქართულ სპორტს არ ჰყავს დასაკარგი ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სპორტსმენების მსგავსად ისინიც მოისურვებენ სამშობლოს სახელით თამაშს, მითუმეტეს რომ რამდენიმე მათგანმა ამის სურვილი უკვე გამოთქვა.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

23 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

23 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

23 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

23 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

23 October 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

23 October 2016

Old Firm

23 October 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

23 October 2016

ორი „სამეული“

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

23 October 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

23 October 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

23 October 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

23 October 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

23 October 2016

პლეოფის მოლოდინში...

23 October 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

23 October 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

23 October 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

23 October 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

23 October 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

23 October 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

23 October 2016

ჩაშლილი რეისი

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

23 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

23 October 2016

მსხვერპლი

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 October 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

23 October 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

23 October 2016

13 მაისი

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

23 October 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

23 October 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

23 October 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

23 October 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

23 October 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

23 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

23 October 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

23 October 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

23 October 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

23 October 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

23 October 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

23 October 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

23 October 2016

რეპრესირებული მოცარტი

23 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

23 October 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

23 October 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

23 October 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

23 October 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

23 October 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

23 October 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

23 October 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

23 October 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

23 October 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

23 October 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

23 October 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

23 October 2016