25 October 2016
  • 1187 ნახვა

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

– Would you like coffee? – yea, of course.

– and with milk? – please.

– Enjoy, you are Welcome!


რედაქტორობიდან პირდაპირ მიმტანობამდე. მაგრამ ეს არ ყოფილა ტრადიციული გაგებით ჩამოლაბორანტება.

ყველაფერი Flea Market–ზე დაიწყო.


ნინო ბართაია: – Holiday Inn-ის HR მენეჯერი.

ნინო: უკაცრავად, თქვენ გსურთ დასაქმება?

გაკვირვებული მე: და სად?

ნინო: Tbilisi Rooms Hotel-ში. ეს გახლავთ ახალი სასტუმრო თბილისში, რომელიც სულ მალე გაიხსნება. ამ ღონისძიებაზე კი, საინტერესო ტიპაჟებს ვეძებთ.

კმაყოფილი მე: რატომაც არა.

შემდეგ იყო გასაუბრება, დადებითი პასუხი და აგერ უკვე  Holiday Inn-ის თანამშრომელი ვარ. ახალი ფორმა არ მიხდება, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ. წინ უდავოდ საინტერესო პერიოდი მელოდა.

როგორც ახალმა თანამშრომლებმა ამიხსნეს, თავიდან ყველას უწევს Breakfast-ზე ყოფნა. ეს კი ისეთი რამ გახლდათ, რასაც სრულიად სასტუმრო უფრთხოდა. ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე ვრცელდებოდა ხმები „საუზმის“ სირთულეებზე. თუმცა, სამუშაო რის სამუშაოა, თუ სირთულეების გადალახვა არ ისწავლე.

პირველი დღე უცნაური იყო. თავი დამხმარე პერსონა კი არა, ხელისშემშლელი ნაჭერი მეგონა. ბარბაცით დავდიოდი და ლანგარი, რომელსაც ყველა ინგლისური ტერმინით - „თრეით“ მოიხსენიებდა, ხელში ძლივს მიჩერდებოდა. ყველაზე რთული სტუმრისთვის წყლის მიტანისა და დასხმის პროცესი იყო. აკანკალებული ხელებით მაღალი ბოთლის ლანგარზე შენარჩუნება მწვალებელ პროცესად იქცა.

პირველი 5 დღის განმავლობაში სასტუმროს ყველა „აუთლეტი” მოვიარე. გავიცანი ადამიანები და მიხვდი, რომ ისინი გამოცდილების ბანკის მფლობელები იყვნენ, ამიტომ მეც დავიწყე ჩემი ყულაბის შევსება. საბოლოოდ, სამუშაოდ, ყველაზე კარგ ადგილას, ბარში მოვხვდი. თუმცა, ახალბედებისთვის ცხრილში Breakfast-ის აღმოჩენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ გავაანალიზე, რომ ერთი დიდი კოშკის ნაწილი გავხდი, რომლიდან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. აღმოვჩნდი გარემოში, საიდანაც უამრავი რამის წამოღება შემეძლო. მაგრამ ამასთან ერთად გაჩნდა საშიშროება, რომ ეს კოშკი შეიძლებოდა ჩემი ერთადერთი ადგილსამყოფელი და სამიზნე გამხდარიყო.


Breakfast

საუზმე დილის 6 ან 8 საათზე იწყებოდა. მოვალეობები სერვის ლიდერის მიერ ნაწილდებოდა. „ქლინინგი“ – მაგიდების ალაგება, „სეთაფი“ – მაგიდების გაწყობა და ყავის დატარება თითქმის ერთნაირი სიხშირით ენაცვლებოდა ერთმანეთს. ყველაზე რთული ალბათ Cleaning გახლდათ. საჭირო იყო ლანგარზე, რაც შეიძლება მეტი ჭურჭლის დატევა და სამრეცხაოში გადატანა. თავიდან ჩემი მუშაობა, ბავშვის თამაშს უფრო ჰგავდა, მაგრამ სერვის ლიდერის „საინტერესო“ ღიმილმა ყველაფერი მოაგვარა.

მარი, სერვის ლიდერი –  ახალგაზრდა გოგონა, დამახასიათებელი სიარულის მანერითა და სარკეში „დამუშავებული“ ღიმილით ცინიკური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი სახის გამომეტყველებით გაცხადებულად ამბობდა, რომ თავად იყო Breakfast-ის შემოქმედი. ამ სახის მიღმა კი, მისი ნდობა ყოველთვის შეგეძლო. მასში პოტენციური მეგობრის თვისებების აღმოჩენა ნიღბის მოხსნის გარეშეც არ გამჭირვებია.

მალე Breakfast-ის ყველა თანამშრომელს დავუახლოვდი და ისინი ჩემთვის საყვარელ ადამიანებად იქცნენ. გაკვირვებული ვიყავი მათი პიროვნებებით. თითოეული მათგანი ინდივიდუალური და განსხვავებულად კარგი გამოდგა.

ორ კვირაში, ზანტი არსებიდან შრომისმოყვარე თანამშრომლად გადავიქეცი და პირნათლად შევუდექი დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

თავიდან კლიენტებთან ურთიერთობა რობოტულ რეჟიმში მიდიოდა. გამიმართლა, რომ სასტუმროში ტრადიციული, ქართველი ვაჟკაცები და დეიდები არ დადიოდნენ. სახელის მაგივრად, „ეი, ბიჭუნას“ რომ დაგძახიან. ძირითადად უცხოელი სტუმრების მომსახურება მიწევდა. ერთ დროს კარგად ნასწავლი ინგლისური, ახლა ენის მოტეხის მცდელობად იქცა.  სპარსულის ცოდნა კი ირანელების პირის დასაღებად გამომადგა.

უცხოელების გარდა, ქართული ელიტა, ბიზნესმენები და ადგილმდებარეობის დასათაგად მოსული „შიკი ნაროდიც“ მრავლად იყო. ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა გვჭირდებოდა. საქმიან შეხვედრებზე მოსული ადამიანები ძირითადად უალკოჰოლო სასმლით შემოიფარგლებოდნენ. ტუჩებაბზეკილი თბილისელი „სვეწკები“ კი ძირითადად ყავას დარიჩინით, წითელი ფორთოხლის წვენს ან რამე ისეთს უკვეთავდნენ, რომლის დასახელებაშიც რაღაც უცნაური და კარგად ჟღერადი სახელი ერია. მერე ხომ უნდა ეტრაბახათ სადაქალოში ეგზოტიკური კერძი მივირთვიო. ზოგჯერ ხინკლის, ხაჭაპურის ან კიევური კოტლეტის კლიენტებიც გვსტუმრობდნენ, თუმცა ეს იშვიათად.


Lounge Bar

– ბიძი, საფერფლეებია გამოსაცვლელი, უსაქმურად ნუ დგახარ! – ამ ფრაზის გაგონება, სინის სუფთა საფერფლეებით გავსება და ბარში კლიენტებთან გასვლა სინქრონული პროცესი იყო.

Breakfast-ისგან განსხვავებით ბარი თავიდანვე უფრო საინტერესო ადგილად მომეჩვენა. გარდა იმისა, რომ აქ ყველაზე მეტი „ჩაი“ რჩებოდა, რაც მიმტანისათვის შემოსავლის კარგ წყაროდ ითვლება, ხალხთან ურთიერთობაც უფრო გვიწევდა და შესაბამისად, საინტერესო მომენტებიც ჭარბობდა.

მუშაობა შეუჩერებლად, სწრაფ რიტმში მიმდინარეობდა. უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი კლიენტი. პროგრამა MICROS-შიც უშეცდომოდ უნდა შეგვეყვანა შეკვეთა.

ყველაზე საინტერესო კლიენტები ალბათ თავად სასტუმროს მმართველები და ტოპ მენეჯერები გახლდნენ. მათი მომსახურება ყოველდღიურ გამოცდას ჰგავდა. ისინი ჩვენი მუშაობის მთავარი შემფასებლები იყვნენ.

თითოეული მათგანი კინოდან გადმოსულ, გამოწკეპილ პერსონაჟს გავდა. თავდაჭერილობა, თუმცა უშუალობის იმიჯის მოსარგებად ამოქმედებული იუმორი კარგად მუშაობდა. ოფიციალური სამოსი, უცხოეთში მიღებული განათლება და ამის ხაზგასასმელად ინგლისური ტერმინების გამოყენება, მათი ტიპაჟის ნაწილი იყო. შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს თოჯინების თეატრის პერსონაჟებთან მიწევდა ურთიერობა და მათი ყოველი ნაბიჯი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით ვითარდებოდა.

როდესაც რიგითი თანამშრომლის და მენეჯერის სახეები წარმოვიდგინე და მათი შედარება დავიწყე, უცნაურ ალოგიკურობამდე მივედი.


მიმტანი

– შრომისმოყვარე

– კომუნიკაბელური

– იცის ინგლისური, რუსული და ხშირ შემთხვევაში რომელიმე სხვა ენა

– დამთავრებული აქვს ბაკალავრიატი, ამჟამად სწავლობს ან აპირებს სწავლას

– ჯერ კიდევ აქვს მოკიაფე ამბიცია ან შეეგუა გარემოს, ხელფასს და ელოდება რა მოხდება


მენეჯერი

– შრომისმოყვარე

– კომუნიკაბელური

– სწავლობდა საზღვარგარეთ ან დამთავრებული აქვს პრესტიჟული ქართული უნივერსიტეტი

– იმდენად კარგად იცის უცხო ენა, რომ ყოველდღიურ ტერმინოლოგიაში ქართული სიტყვების ნაცვლად იყენებს

– აქვს ამბიცია და ამ ამბიციას არ ემუქრება საშიშროება, პირიქით სტიმულირებულია


მათ მახასიათებლებში განსხვავება არც ისე დიდია, თანამდებობრივი მდგომარეობა კი, მკვეთრად სხვა რამეზე მეტყველებს. აქ პრობლემა არ არის ჩაგვრაში. პირიქით, მენეჯერსაც და მიმტანსაც დამსახურებლად უკავია საკუთარი პოზიცია. პრობლემა ერთია, მიმტანების უმეტესობა კოშკის ტყვეობაშია, ძალდატანების გარეშე ხდება პროცესის მონაწილე. კარგი ანაზღაურება, სტაბილურობა და სამსახურის გარეთ ცხოვრების არ არსებობა ქმნის მშვენიერ ფონს, შეეგუო სიტუაციას  და მაქსიმუმ სუპერვაიზერობაზე წამოაყენო პრეტენზია, ისიც რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ. ბუნებრივია, ყველა მენეჯერი ვერ იქნება, მაგრამ მე ხომ საკუთარ თავზე ვსაუბრობ და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ბავშვობის ოცნებებს და მიზნებს, რუტინული სამუშაოს და სტაბილურობის განცდის გამო, უარი არ უნდა უთხრან.

ეკა, გურამი, ნატა, ნიკა, ელენე – ეს ის პერსონაჟები არიან, რომლებიც სწავლობდნენ უნივერსიტეტებში და მუშაობა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებელი ფულის მოსაგროვებლად დაიწყეს. მათ უფრო დიდი მიზნები ჰქონდათ. ამბიციები, რომლებიც დიდ მომავალს უსახავდნენ. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ კი რა ხდება, მათი მიზანი ჩამქრალია, სწავლა მიტოვებული, ოცნებები კი მოგონებებად იქცა. მოგონებები კი იმ სალაპარაკო თემად, რომელსაც სიგარეტის მოსაწევად, შესვენებაზე გასული მიმტანები ერთმანეთს უზიარებენ.

მე დღეს აღარ ვარ მიმტანი. თუმცა, ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესოდ ეტაპად, ეს 3 თვე მესახება.


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

25 October 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

25 October 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

25 October 2016

ღირდა ყოველი ამად?!

25 October 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

25 October 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

25 October 2016

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

25 October 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

25 October 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

25 October 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

25 October 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

25 October 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

25 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

25 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

25 October 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

25 October 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

25 October 2016

გამქრალი გოგოები

25 October 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

25 October 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

25 October 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

25 October 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

25 October 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

25 October 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

25 October 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

25 October 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

25 October 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

25 October 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

25 October 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

25 October 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

25 October 2016