28 October 2016
  • 784 ნახვა

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

საბი 21 წლის ირანელი გოგონაა, რომელიც ირანის თავისუფლების უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიებს ეუფლება. სწავლის გაგრძელება უცხოეთში აქვს გადაწყვეტილი. მასთან პირველი შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ ტრადიციულ სტერეოტიპს არღვევს.

ირანში ჩასვლისას „ხარეჯიჰას“, რომელიც ქართულად უცხოელს ნიშნავს, ხშირად გაიგონებთ, მით უმეტეს, ირანელი ქალების მხრიდან წარმოთქმულს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, გარდა თქვენ მიმართ ინტერესის გამოვლენისა. 

საბი ამ სიტყვას, ალბათ, ყველაზე იშვიათად ხმარობს, რადგან მისთვის უცხოეთი, არც ისე უცხოა. ვიწრო შარვალი, თითქმის მუხლებამდე დაშვებული კაბა და სათანადოდ შერჩეული ირანული თავსაბურავი მის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

ქართველი მეგობრები მისთვის ძალიან ძვირფასია. საკუთარი ყოფის სხვასთან გულახდილად გაზიარება შვებას ჰგვრის. ირანიდან სამუდამოდ წასვლაზე არც კი უფიქრია. ირანი ხომ ტრადიციული, მაგრამ მაინც თანამედროვე ქვეყანაა.

საკუთარი თავი ჩაგრული ქალის როლში ნაკლებად წარმოუდგენია და მოტოციკლზე თამამად ამხედრებულ ქალბატონზე მიმანიშნებს: „ჩვენ იმდენად თავისუფლები ვართ, რამდენადაც ამას თავად მოვინდომებთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონებს პატივი არ უნდა ვცეთ”.

საბი ირანელი გოგონაა, რომელიც სტერეოტიპების მიხედვით, ჩაგრულ, გაუნათლებელ და უუფლებო არსებად უნდა წარმოვიდგინოთ. რეალობა კი სხვაგვარია - თეირანელი გოგონას ცხოვრების წესი ოდნავ თუ განსხვავდება ლონდონში მცხოვრები თანატოლის ცხოვრების წესისგან. განსხვავება მხოლოდ სამოსსა და ტრადიციებშია, რაც, დამეთანხმებით და, ყველა ქვეყანას სხვადასხვაგვარი აქვს.

ისლამი ქალებს არ ატყვევებს, ყოველ შემთხვევაში, შიიტურ ირანში ეს ასეა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 40 გრადუს სიცხეში, თავსაბურავში გახვეულ ქალბატონს დატყვევებულად არ ჩავთვლით.

„ქალები ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ხშირად მათ ვერ ამჩნევენ. არადა, ტიპური ირანელი ქალი ძალიან აქტიურია. უნივერსიტეტებში ბიჭებზე გაცილებით მეტი გოგონები არიან. ისინი კარგად სწავლობენ, მაგრამ მაინც უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, – ამბობს ირანელი რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი.

ქართველი ჟურნალისტის ეკა ნონიაშვილის მსგავსად, ირანში მოგზაურობისას მეც იგივე შთაბეჭდილება შემექმნა ქალებზე, რაც მას საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს.

„ირანელი სტუდენტობის 65 პროცენტს გოგონები შეადგენენ, ქალთა სიმცირე არც დასაქმებულთა შორის იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ გამოძახებული 5 ტაქსის მძღოლიდან სამი ქალი იყო, თანაც მომხიბვლელი, მაკიაჟით და შეძლებისდაგვარად გაპრანჭულიც“, – ამბობს ეკა ნონიაშვილი.

თუმცა, ბუნებრივია, ირანი ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე რჩება. მაგალითისთვის ზნეობრივი პოლიციაც კმარა, რომელიც შედარებით უფრო მუსლიმურ და პატარა ქალაქებში მკაცრად აკონტროლებს ქალთა ჩაცმულობას და ქუჩაში ქცევის წესებს, დიდ ქალაქებში კი, უფრო მეტი თავისუფლებაა. მაგალითად, თეირანში სეირნობისას შეიძლება წამიერად, მაგრამ მაინც  მოჰკრათ თვალი, აკრძალული ხილის სიტკბოების შესაგრძნობლად ჩაკონებულ ქალსა და მამაკაცს.

ოჯახში ლიდერის პოზიცია თითქმის ყოველთვის ქალს უკავია და ბიუჯეტსაც თავად წარმართავს. საბის მოსაზრებით, ოჯახის საქმეების მართვა ქალის საქმე უფროა, ვიდრე მამაკაცის. თუმცა, იგი ყველა შემთხვევაში გენდერული ბალანსის დაცვის მომხრეა.

ირანელი ქალი, როგორც წესი, კარგად ჩაცმული და მოვლილია. ერთადერთი ნაწილი, რომელიც ქუჩაში სეირნობისას სრულად ჩანს, სახეა, ამიტომ ყველაზე მეტად უვლიან. ირანელი ქალის სახეზე პლასტიკური ოპერაციის კვალი ადვილი ამოსაცნობია. თავად საბის ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, რაც ბოლო პერიოდის ირანში, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის მოდურად იქცა. ხშირად, მაღაზიის ვიტრინებში, მანეკენებზეც კი შეამჩნევთ დოლბანდით შეხვეულ ცხვირს, რაც მოდას აყოლილი ირანელებისთვის წახალისების საშუალება გახდა.

ირანელი ქალები ევროპელების გასაგონად ხშირად ამბობენ, რომ დასავლელი ქალი ქუჩაში იპრანჭება და შინ საყვარელ მამაკაცთან მოუვლელი დადის, რაც მათ შემთხვევაში პირიქით არის. ირანელ ქალბატონებს სახლსა და კერძო წვეულებებზე ხელოვნებად აქვთ ქცეული სხეულის ლამაზი ნაწილის გამოჩენა, რაც დადგენილ სტერეოტიპებს სრულიად ანადგურებს.

„მე რაც ვნახე, საკმაოდ თავისუფლები, ემანსიპირებულნი არიან და ჩადრის ტარების სანაცვლოდ ბევრ რამეს იღებენ. თბილისში არ მინახავს იმდენი მძღოლი ქალი, რამდენიც თეირანში, მუშაობენ საკმაოდ პრესტიჟულ ფირმებში და, სავარაუდოდ, კარგი შემოსავალიც აქვთ. რა თქმა უნდა, იქაც არის განსხვავება, ასეთი ქალების გვერდით თავიდან ფეხებამდე ბურკაში გახვეულ ქალებსაც ნახავ, მაგალითად, ჩვენი საერთო საცხოვრებლის ზედამხედველები ასეთი ჩაცმულები დადიოდნენ, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად აზროვნებდნენ, ზოგიერთი კი, სამწუხაროდ, ბნელი შეზღუდვების ბრმა მორჩილი იყო“, – ამბობს ირანისტი ანიკა ლაზვიაშვილი.

ასე რომ, საბი თანამედროვე ირანელი ქალია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ვითარდება ისე, როგორც ვითარდებიან მისი თანატოლი ქალბატონები განვითარებულ ქვეყნებში.

მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

28 October 2016

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

28 October 2016

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

28 October 2016

ღირდა ყოველი ამად?!

28 October 2016

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

28 October 2016

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

28 October 2016

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

28 October 2016

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

28 October 2016

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

28 October 2016

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

28 October 2016

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

28 October 2016

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

28 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

28 October 2016

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

28 October 2016

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

28 October 2016

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

28 October 2016

გამქრალი გოგოები

28 October 2016

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

28 October 2016

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

28 October 2016

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

28 October 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

28 October 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

28 October 2016

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

28 October 2016

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

28 October 2016

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

28 October 2016

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

28 October 2016

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

28 October 2016

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

28 October 2016

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

28 October 2016