05 December 2016
  • 2101 ნახვა

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

კოლმეურნეობის მოედანზე, ბაზართან, ადრე დიდი ყვითელი რკინის ბიდონი იდგა ორენოვანი წარწერით: квас და ბურახი. ბურახს არავინ ამბობდა, ყველა კვასს ეძახდა. პატარა ჭიქა სამი კაპიკი ღირდა, დიდი - ხუთი. კვასი ხან მუქი იყო და ხან ფერმკრთალი. მუქი ჯობდა, წყალი არ იყო გარეული.

გამყიდველი რუსი ფუმფულა ქალი იყო, წითელი პომადით, ვარდისფერი ლოყებით და ცისფერი თვალებით. ლუდა ერქვა. ლუდა ყველას უყვარდა: უფროსებს იმიტომ, რომ რუსული გარეგნობა ჰქონდა, ლაწირაკებს კი იმიტომ, რომ მაშინ, ბავშვობაში, ფეხბურთის თამაშის მერე მის დანახვაზე მეტად არაფერი გვიხაროდა.

არ არსებობდა უფრო გემრიელი რამ, ვიდრე ლუდას კვასი.

გაგანია ზაფხულში, მთელი დღე მზეზე ნარბენები, გახვითქულები, ლოყებაღაჟღაჟებულები, ტანსაცმელდახეულები, კეტებიდან თითებგამოყოფილები, ძლივს დაღლილები, ყვირილისგან ხმაჩახლეჩილები, დასისხლიანებული მუხლებით და იდაყვებით ვიდექით ფუმფულას გარშემო და არანორმალური სიამოვნებით ვნთქავდით ამ მომჟავო სითხეს.

სულ სხვა იყო ცხოვრება კვასამდე და კვასის შემდეგ.

ხანდახან სპეციალურად ვახანგრძლივებდით თამაშს, რომ წყურვილი აუტანელი ყოფილიყო და ამ დროს კვასიც ათასჯერ გემრიელი გვეჩვენებოდა. და ამ “გახანგრძლივებულებში” ძალიან ბევრჯერ გვითამაშია ზღაპრული პარტიები და გვისწავლია ის, რასაც სხვაგან და სხვანაირად ვერ ვისწავლიდით.

კვასამდე, ანუ საღამომდე, გრძელი გზა იყო გასავლელი. დილით ყველანი ცაში ვიყურებოდით, ვაკვირდებოდით ღრუბლების განლაგებას და ქარის სიჩქარეს, ვნერვიულობდით, რომ ამინდს ხელი არ შეეშალა.

თუ ყველაფერი რიგზე იყო, სომხური სკოლის მოედანი ნელ-ნელა იწყებდა შევსებას. ჯერ ორნი გადავდიოდით და “კარიდან კარში” ვიწყებდით. ოთხნიც “კარიდან კარში” ვთამაშობდით, ოღონდ ორი-ორზე და თან ნებისმიერი ასაკის და კლასის მეხუთეს ვჩალიჩობდით “სტოპიატისთვის”. მერე მოდიოდა სხვა გუნდი, რაც ნიშნავდა _ დღე დაიწყო, აღარავითარი კარიდან კარში, სტოპიატი და სხვა ნახევარფაბრიკატები - მხოლოდ ფეხბურთი!

მოედანი დაუხაზავი, უფორმო და ოღროჩოღრო იყო. მარცხენა აუტის გაყოლებაზე კედელი, მარჯვნივ ხეები და ერთ ადგილას წყალკანალის ჭა. სლალომით უნდა გერბინა. კარის ძელებს მავთულებით ვამაგრებდით.

ხალხის დინება შუადღეს იწყებოდა და საღამოს ტევა აღარ იყო. წააგებდი და რიგი აღარ მოგიწევდა, ამიტომ არიფები არც მოდიოდნენ. მოედანზე - ზღაპრული ფეხბურთი, რიგში - ზღაპრული ურთიერთობები.

იქ ყველა თაობა ერთი იყო, არ არსებობდა დიდი და პატარა, პროფესორი და ხულიგანი, მსუქანი და გამხდარი, მდიდარი და ღარიბი. იქ ყველაფერი ბურთის გარშემო ტრიალებდა, თერთმეტმანეთიანი ბურთის.

დღეს ამ მოედანზე ახალი მაგარი საფარია დაგებული, დახაზულიცაა და მშვენიერი კარებებიც დგას. მაგრამ სადაა ხალხი? თუნდაც სტოპიატის სათამაშოდ სამყოფი?

სად არიან ის ჯიგრები, პახმელიაზე რომ ბურთით საოცრებებს აკეთებდნენ?

სადაა ლუდაჩკა თავისი ღიმილით და სველი ხურდებით?

სად და, დღეს რომ სკოლის ეზოში სისხლიანი შპრიცების და ცარიელი არყის ბოთლების გორებია, აი, იმ გორებშია ჩამარხული.

 

მსგავსი

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

05 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

05 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

05 December 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

05 December 2016

Old Firm

05 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

05 December 2016

ორი „სამეული“

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 December 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

05 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

05 December 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

05 December 2016

დავაფასოთ ქართველები!

05 December 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

05 December 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

05 December 2016

პლეოფის მოლოდინში...

05 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

05 December 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

05 December 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

05 December 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

05 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

05 December 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

05 December 2016

ჩაშლილი რეისი

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

05 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

05 December 2016

მსხვერპლი

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

05 December 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

05 December 2016

13 მაისი

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

05 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

05 December 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

05 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

05 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

05 December 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

05 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

05 December 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

05 December 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

05 December 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

05 December 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

05 December 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

05 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

05 December 2016

რეპრესირებული მოცარტი

05 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

05 December 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

05 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

05 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

05 December 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

05 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

05 December 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

05 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

05 December 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

05 December 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

05 December 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

05 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

05 December 2016