12 December 2016
  • 1329 ნახვა

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

ლიანდაგები ჩემთვის ყოვეთვის ნაცნობ სივრცესთან ასოცირდებოდნენ.. ვიცოდი, რომ ეს ის ადგილი იყო სადაც არავინ იქნებოდა და ჩემს თავთან მარტო დავრჩებოდი.“ - ნიუ ორლეანის ‘წმინდანების’ ყოფილი ფეხბურთელი ბუ უილიამსი ლიანდაგებზე დაწვა, თვალები დახუჭა და მატარებლის მოლოდინში ლოცვა დაიწყო - „ჩემი ცხოვრების დამთავრება მინდოდა. მიმაჩნდა, რომ ადამიანებს იმედი გავუცრუე. ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ისეთივე კაცი, როგორიც მანამდე, რადგან ჩემს ოჯახს ვერ ვაძლევდი იმას, რისი მიცემაც ადრე შემეძლო. ვერც ვერავის ვხედავდი, ვინც ჩემი მდგომარეობის გაგებას შეძლებდა. ამიტომაც უბრალოდ ამ ყველაფრის დამთავრება მომინდა.“

უილიამსი შეცდა, იმ დღეს ის ლიანდაგებზე მარტო არ იყო. უსახლკარო წყვილი უფრო გამოჩნდა, ვიდრე მატარებელი და ყოფილი ფეხბურთელი ლიანდაგებიდან გამოათრიეს. თუმცა, როდესაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების სავარაუდო გოლკიპერი რობერტ ენკე მატარებლის წინ დადგა, მისი მხსნელი ვერავინ აღმოჩნდა. მან თვითმკვლელობამდე წერილიც დატოვა, რომლის შინნარსიც საჯარო არ გამხდარა, მაგრამ ენკეს მეუღლმე აღიარა, რომ სპორტსმენი ბოლო 6 წელი დეპრესიით იტანჯებოდა. დეპრესია, შფოთი და მისგან გამოწვეული სიბრაზე სწორედ ის მატარებელია, რომლის წინაშეც სპორტსმენები ყოველდღიურად დგებიან..

პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაციამ (FIFpro), რომლის რიგებშიც 65.000 პროფესიონალი ფეხბურთელია საპილოტე კვლევა ჩაატარა, სადაც 600 გამოკითხული ფეხბურთელიდან მესამედმა აღიარა, რომ კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ისინი დეპრესიით იტანჯებოდნენ. საგანგაშო იყო სხვა მონაცემების პროცენტული განაწილებაც. მათ შორის ძილთან დაკავშირებული პრობლემების, ალკოჰოლის მოხმარების და სტრესის სიხშირე. FIFpro-ს მთავარი მედიკოსი ვინსენტ გოუტებერგი შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა სერიოზულად მიეღოთ ამ კვლევის შედგები, რათა იმ სპორტსმენებისთვის ვისაც მენტალური პრობლემები აწუხებთ, სათანადო დახმარება დროულად აღმოაჩინათ. პრობლემა რომ არსებობს, ამას სხვა ბევრი რამეც ადასტურებს. რობერტ ენკეს შემთხვევამ კი ამ პრობლემის დანახვაში თავისი წვლილი შეიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გერმანელი გოლკიპერის დაღუპვას მთელი სპორტული სამყარო გლოვობდა, იმ დღეებში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ანდრეას ბიერმანმა საჯაროდ აღიარა, რომ ენკეს თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე მასაც ჰქონდა მსგავსი მცდელობა. სამწუხაროდ ეს მისი ეს მცდელობა უკანასკნელი არ იყო და ბიერმანმა 2014 წელს უკვე მეოთხედ სცადა იგივე. ამჯერად მისი მცდელობა „წარმატებული“ აღმოჩნდა..

რა თქმა უნდა დეპრესიასთან ბრძოლა მხოლოდ სპორტსმენების პრობლემა არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დეპრესიასთან და სხვადასხვა შფოთვებთან დაკავშირებული პრობლემების მაჩვენებლი ბოლო 25 წლიწადში 50%-ით გაიზარდა და ჯამში ეს 600 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. თუმცა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც სპორტსმენებში ამ სენის დამარცხება განსაკუთრებით რთულია.

„მათ არ უნდათ ტვირთის ეტარებინათ, ან უბრალოდ არ იცოდნენ როგორ დამხმარებოდნენ“ - თვითმკვლელობამდე 2 წლით ადრე ბიერმანი ამბობდა, რომ მისი საჯარო განცხადების მერე თანაგუნდელთა უმეტესობამ მასთან კონტაქტსი შეწყვიტა. იზოლაციის და სტიგმატიზირების შიში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რის გამოც სპორტსმენები თავს არიდებენ საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს. გარდა ამისა, მათ იშვიათად აქვთ კლუბის მხარდაჭერის იმედია. როდესაც მარტინ ამედიკმა ფრანფურტის აინტრახტს სთხოვა, რომ მისთვის 6 თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის ნება დაერთო (მენტალ პრობლემებთან გასამკლავებლად), კლუბი დათანხმდა. თუმცა, 6 თვის შემდეგ კლუბში მისთვის ადგილი აღარ გამოიძებნა. ფეხბურთელი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მან მენტალურად დაავადებულის სტიგმის მოშორება ვერ შეძლო, რაც მისი გარიყვის მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ასეთი მაგალითები კი ფაქტია ვერანაირად ვერ გაზრდის იმის შანს, რომ სპორტსმენები უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ თავიანთ პრობლემებზე.

პრობლემის კიდევ ერთი მხარეა ცხოვრების იმ წესით ხელმძღვანელობა, რომელიც სპორტში წარმატების გასაღებად ითვლება. ყველასთვის ცნობილია, რომ წარმატებულ კლუბთან კონტრაქტის დადების შემდეგ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება „საკუთარ ჭკუაზე სიარული“, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა და თავისუფალი დროის გამოძებნა. იწყება ტოტალური კონტროლი. ფეხბურთელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთმანეთთანაც კი მხოლოდ ფეხბურთზე უწევთ საუბარი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. წარსულში შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის კაპიტანმა მარტინ ბენგსტონმა, რომელიც მილანის ინტერმა აიაქსს და ჩელსის გამოგლიჯა ხელიდან, 19 წლის ასაკში კარიერა დასრულდა. მიზეზი ის იყო, რომ მან ცხოვრების ასეთი სტილით გამოწვეულ სტრესს ვერ გაუძლო და თავის მოკვლა სცადა.. თვითმკვლელობამდე რამდენი თვით ადრე კი ის ხელმძღვაბელობას თხოვდა მისთვის გიტარის ტარების უფლება მიეცათ, რათა თავი მარტოსულად არ ეგრძნო.. 

და ბოლოს, ყველაზე მთავარი. FIFpro-ს ვინსენტ გოუტებერგი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ არაფერი ისე არ უშლის ხელს პრობლემის გადაწყვეტა, როგორც სპორტში გამეფებული „მაჩოიზმი“ და სხვადასხვა მასკულინური სტანდარტები. კაცებს მოეთხოვებათ, რომ მოედანზე იყვნენ გმირები,  ძლიერები და „კაცები“ (ამ უკანასკნელის დანაკლისმა აიძულა ბუ უილიამსი ლიანდაგზე გაწოლილიყო). გრძნობები და ემოციები კი სპორტში ჯერ კიდევ ტაბუირებულია. დაიანა დოკო ( ორგანიზაცია „მეგობრები სიცოცხლისთვის“) თავის ორგანიზაციასთან ერთად ცდილობს ადამიანები საკუთარ მენტალურ პრობლემებზე აალაპარაკოს, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს, სპორტსმენებში ეს ყველაზე უფრო რთულია. „ის ღიად საუბრობს საკუთარ გრძნობებზე, ამიტომ ის მოედანზე ვერ იქნება ძლიერი“ - დაიანა ამბობს, რომ ეს სტერეოტიპი ყველაზე მეტად არის გავრცელებული ამ მასკულინურ სივრცეში.

ფაქტია, რომ სპორტსმენის პროფესიული კარიერა დიდ კომპრომისებს მოითხოვს. ფაქტია, რომ ინდუსტრია ცდილობს სპორტსმენის ცხოვრების ყველა ასპექტი გააკონტროლოს, რათა არც მათში და არც მოედანზე სიცარიელე არ დარჩეს. თუმცა, ეს ერთადერთია რაც რჩება სწორედაც რომ სიცარიელე..  დავით კოვზირიძე თავის ბლოგში  დანანებით აღნიშნავდა, რომ "გაქრნენ ტიპები, რომლებიც ბურთით და უბურთოდ ძალიან მაგარ ისტორიებს გვიყვებოდნენ და დარჩნენ მანქანები, რომლების მონაყოლიც უკვე ათასჯერ გვინახავს." მისი ბლოგი კარგად ეხმაურებოდა იმ ტენდენციას, რაშიც თავიდან ბოლომდე ჩაეფლო საფეხბურთო და მთლიანად სპორტული სამყარო. თავის დროზე პაოლო როსი პირდაპირ ციხის საკნიდან მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და სახლში თასით დაბრუნდა, მარტინ ამედიკი კი 6 თვიანი სარეაბილიტაციო კურსის მერე „უვარგისი“ აღმოჩნდა კლუბისთვის. ბრაზილიელ რონალდოს მწვრთნელი მატჩების წინ ხან ღამის კლუბებში დაეძებდა და ხან ჯაკუზში, სამბას მოცეკვავეებთან ერთად. მაგრამ მოედანზე თუ სადმე სიცარიელე იყო ის მაშინვე იქ გაჩნდებოდა და ავსებდა. თინეიჯერი ბენგსტონი კი უბრალოდ გიტარას ითხოვდა თავისი ცხოვრების გასალამაზებლად.

 ვხედავთ, რომ ეს ქარხნული ლოგიკა არც მოედანზე ალამაზებს სპორტს და არც მის გარეთ სპორტსმენების ცხოვრებას. სპორტსმენის კონცეპტი თითქმის მთლიანად გაითიშა ადამიანის, ინდივიდის არსიდან, რაც ამ დიდი პრობლემების ერთ სათავედ იქცა. იგივე შეიძლება ითქვას მასკულინურ სტანდარტებზეც, რომელმაც იმდენად ჩაავლო სპორტს, რომ ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარიც კი უჭირთ. ვუყურებთ მათ თამაშებს და გვგონია, რომ მხოლოდ მაშინ ტირიან, როდესაც მათ ნაცვლად თასს მოწინააღმდეგე აღმართავს. გვავიწყდება, რომ ზოგჯერ ისინი ოთახებში მარტო რჩებიან და საკუთარ თავს ეკითხებიან ღირს თუ არა ეს ყველაფერი ამ ფასად?!  გვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანები არიან.. 




მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

12 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

12 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

12 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

12 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

12 December 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

12 December 2016

Old Firm

12 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

12 December 2016

ორი „სამეული“

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

12 December 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

12 December 2016

დავაფასოთ ქართველები!

12 December 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

12 December 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

12 December 2016

პლეოფის მოლოდინში...

12 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

12 December 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

12 December 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

12 December 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

12 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

12 December 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

12 December 2016

ჩაშლილი რეისი

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

12 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

12 December 2016

მსხვერპლი

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

12 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

12 December 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

12 December 2016

13 მაისი

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

12 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

12 December 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

12 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

12 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

12 December 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

12 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

12 December 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

12 December 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

12 December 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

12 December 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

12 December 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

12 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

12 December 2016

რეპრესირებული მოცარტი

12 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

12 December 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

12 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

12 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

12 December 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

12 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

12 December 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

12 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

12 December 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

12 December 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

12 December 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

12 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

12 December 2016