14 December 2016
  • 963 ნახვა

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

წინა ბლოგის ბოლოს "ეზი" ვილიმოვსკი ვახსენეთ, მესამე რაიხის ვარსკვლავი, ათასი გოლის გამტანი და მოდით იმ ფეხბურთისა მოვყვეთ. 

თვითონ გერმანელებთან საუბრისას ძნელად რომ ამაზე რაიმე შეიტყო. ზოგადად იმ დროებაზე საუბრისას მათ სახე და იერი უეცრად ეცვლებათ. იშვიათად რომელიმემ ცივსიხლიანად მოყვეს იმ დროისა, როცა გერმანიას გზა აერია და ამდენი უბედურება დაატრიალა. 

ამ ზაფხულს მომიწია გერმანელ ალპინისტებთან ერთად მთაში ხეტიალი, ფეხბურთსაც ერთად ვუყურეთ, გირევში, ჩეჩნეთთან საზღვარზე, ცალთვალა გოგიასთან ერთად. თამაში იყო გერმანია-საფრანგეთი და დასრულებისას გასაგებია, რომ გუნება გაფუჭებოდათ, ხალისათ კი ის შერჩენოდათ რომ ფეხბურთელების გვარებს ქართულ ყაიდაზე იმეორებდნენ, ბოატენგი, მახვილით ი-ზე ხშირად ამბობდნენ. ეს მეტად ახალისებდათ.    

მესამე რაიხის დროს ბოატენგი გერმანიაში ადამიანად სულაც არ ჩაითვლებოდა. ან უფრო ზუსტად დაბალი რასის ადამიანად გამოჩნდებოდა. იქ პირდაპირ გაწერილი იყო, ვის რა უნარი და შესაძლებლობა შეიძლება ჰქონოდა. ასე რომ ბოატენგის ფეხბურთის თამაში, თან კარგად თამაში მთელ დავთრებს არევდა და ამიტომ გამოირიცხებოდა. 

ამაზე მთელი გუჯრები დაეწერათ და ეს საუბარი კაცს შორს წაიყვანს. გერმანელ განთქმულ ფილოსოფოსებამდეც კი მიიიყვანს.

არადა ყველაფერი ჩვეულებრივად იწყებოდა, გერმანიაშიც ეს ინგლისური თამაში იყო, პირველი კლუბიც 1850 წელს დრეზდენში ინგლისელებმა დაარსეს და ამათ თამაშად ითვლებოდა, ვიდრე სამეფო გვარის პრინცები სტადიონზე სიარულით მას გერმანულ სულისკვეთებასა და თანადგომას არ გაუჩენდნენ.

იმ ადრეული ფეხბურთელების ბიოგრაფიების ფურცვლა მეტად სახალისოა. შიგ რას არ გადაეყრები. დავუშვათ 1903 წლიდან მიუნხენის "ბაიერნის" პირველ ლეგიონერ, ვილემ "ზარბაზან" ჰესელინკს, ყუმბარა დარტყმით, მეკარეებს მაჯებს რომ ულეწავდა, ქიმიით გატაცებული, პორტვეინის ღვინოებზე დისერტაციის დამცავი ფილოსოფიის დოქტორი, თოკის გადაჭიმვაში ჰოლანდიის ნაკრების წევრი, ასეთი სპორტიც არსებობდა, თანაც ოლიმპიური სახეობა. ბევრი სხვაც იყო თვალში რომ მოგხვდებოდა, დავუშვათ, გოტფრიდ ფუქსი, 1912 წელს რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე ათი გოლი რომ შეუგდო, თამაში კი 16:0 დასრულდა. ან ემილ ობერლე, გერმანიის ნაკრების მარცხენა გარემარბი, 1913 წლიდან, სტამბულში რომ გადავიდა, ბაღდადის რკინიგზის პროექტში ჩართული და პირველ მსოფლიო ომამდე "გალათასარაიში" ბურთაობდა. მარჯვენა გარემარბ კარლ ვეგელეზე კი ამბობდნენ, რომ ზოგადად მან მოიგონა პოზიციების გაცვლა, რაკი ინსაიდებთან ახერხებდა კოხტად შენაცვლებას და ახლა უკვე შუიდან უტევდა. ერთი მეტად გამორჩეული ფეხბურთელიც ყავდათ, ადოლფ იეგერი, ორი ათასი გოლის გამტანი, გერმანიის უმაღლესი ჯილდო, ვერცხლის არწივისა და სიგარების მაღაზიის პატრონი.  

ოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გერმანიაში საკმაოდ უცნაური საფეხბურთო ლიგები იკრიბებოდა. არსებოდა დავუშვათ მუშათა ლიგა, პროტესტანთა ლიგა და კათოლიკეთა ლიგა. ისინი ყველა ცალ ცალკე აგორებდნენ ბურთს. ცოტაც არ იყვნენ. დავუშვათ კათოლიკეთა ლიგა 4500 კლუბს ითვლიდა და 240 ათას ფეხბურთელს. მუშა ფეხბურთელი კი სულაც 700 ათასი დაითვლებოდა. მთელ ამ მრავალფეროვნებას ბოლო ნაცისტების სათავეში მოსვლისას მოეღო. 1933 წელს მუშების ლიგის გუნდებს თამაში აეკრძალათ. მალევე იმ დანარჩენებსაც იგივე ბედი ეწიათ. ერთი საერთო ლიგა შეიქმნა, ოღონდ იქ მოსახვედრად ყოველ ფეხბურთელს მოწმობის მოტანა დასჭირდა რომ მარქსისტი არ იყო. ებრაელებს კი საერთოდ აეკრძალათ თამაში. ებრაელობა როგორც იცით ზოგადად საზოგადოების მიღმა დარჩა. რასათა თეორიით მათი მიღწევები საერთოდ გამოირიცხებოდა და სპორტს თუ გადავხედავთ იქ უკვე არა არიელი სპორტსმენი დანაშაულია. დანაშაული დოქტრინის წინააღმდეგ. 

ასე მათი ერთი ერთი იდეოლოგი აცხადებდა, 1936 წელს ოლიმპიადა ბერლინში რომ ჩატარდება, იმედია იქ ზანგს ვერ ვნახავთ, მათთან გაჯიბრება ჩვენი საქმე არ არისო. გერმანელთა ნაკრებიდან ამ ოლიმპიადისთვის ყველა ებრაელი მოიკვეთა, რადგან წინააღმდეგობაში მოდიოდა არიული რასის უპირატესობის მოსაზრებასთან. ებრაელები საფეხბურთო გუნდებიდანაც ნელ ნელა ქრებოდნენ. ვითომ არც უარსებიათ. მერე სხვები იხსენებდნენ, ერთად ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით, და ესე უცებ გაქრნენ და ერთ დღესაც აღარ მოვიდნენო. ასე დაწვეს დავუშვათ აუშვიცის ბანაკში იულიუს ჰირში, ერთ დროს გერმანიის ვარსკვლავი და ნაკრების მოთამაშე.

ჩემპიონატი კი ომის დროსაც ტარდებოდა. თითქოს ჰიტლერის საყვარელი კლუბი "შალკე" იყოო, აქედან მათ მიერ ექვსჯერ მოგებული ჩემპიონატი. "შალკეს" თამაში მოკლე პასებზე იყო აწყობილი და ამით უღებდნენ სხვებს ბოლოს. ერთხელ ვენის "რაპიდმაც" მოიგო, მას მერე რაც სამი პენალი გაიტანა "შალკეს" კარში და ესეც თითქოს პოლიტიკის ნაწილი იყო, შემოერთებული ავსტრიისთვის კოჭის გასაგორებლად. იმ დროის ფეხბურთელთა გვარები დღეს არაფერს გვეუბნება. ჩამოთვლასაც თავი დავანებოთ. ჰა, ერთი ვახსენოთ, ერნსტ კუცორა, იმავე "შალკეს" ვარსკვლავი. მის სახლთან დაფაა გაკრული, პირველი გოლი საკვირაო ფეხსაცმელებით გაიტანა დუბლებში, რის გამოც სახლში მაგრა მოხვდაო. ზოგიერთი ომის მერეც თამაშობდა და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონიც კი გამხდარა.

ერთი ამბავი კი გამორჩეულად დარჩა, ამაზე წიგნებიც დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს. ნახევრად ლეგენდარული ამბავია, რომ გერმანელები ტყვეების ნაკრებს ეთამაშნენ, იმათაც არ დათმეს თამაში და ამის გამო ყველა დახვრიტეს. ერთ ასეთ ფილმში, პელეც თამაშობს, ბრიტანელ ჯარისკაცს, ტრინიდადელ ჯეელს, მიგორებულ ბურთს კოხტად რომ მოიგდებს და საუცხოოდ აკენწლავს, ვერთობოდი ამით ბავშობაშიო. 

იმ ფილმში ერთი მომენტია პელე დაფასთან რომ დადგება და ცარცით აჩვენებს აი აქ მომეცით ბურთი, მე ესე ვივლი, ვივლი, ამათ ყველას მოვატყუებ და გოლსაც შევაგდებო. არც გაუჭირდებოდა. ისეთები უკეთებია, რა გააჩერებდა. იმ ფილმში ბობი მურიც თამაშობს, არდილესიც, არგენტინელი ძაან მაგარი ფეხბურთელი, იქ ერთს ქუსლით ისეთს გადაუგდებს თავზე მცველს პირსაც დააღებდი. ზანგი პელე კი გერმანიის ნაკრებს მაგრა დაამატავებს, ფეხებს შუა გატარებებით და სხვადასხვა ფინტებით და ბოლოს ისეთ მაკრატელას გაიტანს, რომ არიული რასის უპირატესობის დოქტრინას მთელ მესამე რაიხს თავზე გადაახევს. 



მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

14 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

14 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

14 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

14 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

14 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

14 December 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

14 December 2016

Old Firm

14 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

14 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

14 December 2016

ორი „სამეული“

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

14 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

14 December 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

14 December 2016

დავაფასოთ ქართველები!

14 December 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

14 December 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

14 December 2016

პლეოფის მოლოდინში...

14 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

14 December 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

14 December 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

14 December 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

14 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

14 December 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

14 December 2016

ჩაშლილი რეისი

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

14 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

14 December 2016

მსხვერპლი

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

14 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

14 December 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

14 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

14 December 2016

13 მაისი

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

14 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

14 December 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

14 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

14 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

14 December 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

14 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

14 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

14 December 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

14 December 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

14 December 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

14 December 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

14 December 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

14 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

14 December 2016

რეპრესირებული მოცარტი

14 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

14 December 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

14 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

14 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

14 December 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

14 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

14 December 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

14 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

14 December 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

14 December 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

14 December 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

14 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

14 December 2016