20 December 2016
  • 394 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებმა უზარმაზარი რეზონანსულობა და პოპულარობა მოიპოვა მთელ პლანეტაზე, საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაიყო, საკლუბო და სანაკრებო, სადაც ამ უკანასკნელს სრული პრიორიტეტი გააჩნდა და ეს არც არის გასაკვირი. თავი რომ დავანებოთ, იმ უზარმაზარ პრესტიჟს, რასაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აძლევდა ამა თუ იმ ქვეყანას, სწორედ ამ ტურნირზე ხდებოდა ის დიდი თუ მცირე საფეხბურთო რევოლუციები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ფეხბურთის განვითარების ვექტორებს, ეს მაშინ აქსიომა იყო, და ნებისმიერი საკლუბო ამბიციები ფერმკლდებოდა ეროვნულ ნაკრებთა ჯახის ფონზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისტვის ბრძოლაში. საინტერესოა, რომ მატერიალური მხარე აქ საერთოდ მეორეხარისხოვანი იყო, როგორც საფეხბურთო ფედერაციებისთვის ასევე ფეხბურთელებისთვისაც, რადგანაც ვერაფერი შეედრებოდა იმ აღიარებას, რომელსაც უზრუნველყოფდა წარმატებული გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. სანაკრებო ფეხბურთის ხარისხი გაცილებით აღემატებოდა საკლუბოსას და ამიტომაც, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატების წყალობით მოიპოვა ფეხბურთმა უზარმაზარი აღიარება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჯერ განვითარებულიც არ იყო. ძალთა ასეთმა ბალანსმა, პირველი რყევა განიცადა 50-იანების ბოლოს, სწორედ აქედან იწყება საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის ფარული, თუ აშკარა დაპირისპირება და სწორედ ამ დროიდან დაიწყო პერსპექტივაში ის პროცესი, რომელმაც ჩემის აზრით სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა თანამედროვე ფეხბურთი.

1956 წელს საფუძველი ჩაეყარა ევროპულ საკლუბო ტურნირებს, (ჩემპიონთა თასი, შემდგომში თასების თასი და მოგვიანებით უეფას თასი.) რომელმაც სწრაფად მოიპოვა გავლენა საფეხბურთო სამყაროში და აწია საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი. ესპანეთის დიქტატორს, გენერალ ფრანკოს ფეხბურთი არც უყვარდა და არც აინტერესებდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა თუ სპორტის ამ უპოპულარეს სახეობას, კონსოლიდაციის რამხელა პოტენციალი გააჩნდა მასებში, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთი გამხდარიყო ესპანური სიამაყის განმსაზღვრელი ფაქტორი, ამისათვის ამოირჩია სამეფო კლუბი, კასტილიური ‘’რეალ მადრიდი’’(აბა კატალონურ ‘’ბარსელონას’’ ხომ არ ამოირჩევდა) სრული კარტ-ბლანში მისცა მის პრეზიდენტს სანტიაგო ბერნაბეუს და სწორედ აქედან იწყება ტოპ კლასის ფეხბურთელების დახარბება უზარმაზარი ჰონორარებით. ბერნაბეუმ დაიწყო ლეგიონერების მასიური მოზიდვა ‘’რეალში’’, ჯერ გადაიბირა არგენტინელი დი სტეფანო, შემდეგ ურუგვაელი მცველი სანტამარია, ამას მოაყოლა 1958 წლის მს. ჩემპინატის ორი გმირი, ფრანგი რაიმონდ კოპა(1958 წლის ოქროს ბურთის ლაურეატი) და ბრაზილიელი  დიდი, ბოლოს უნგრეთიდან გამოქცეული ფერენც პუშკაში, რის შედეგადაც ‘’რეალს’’ ვეღარ უძლებდა ვერც ერთი გუნდი ევროპაში, 5-ჯერ ზედიზედ გამარჯვება ჩემპიონთა თასის პირველ ხუთ გათამაშებაში ამის პირდაპირი შედეგია. ანალოგიური პროცსები დაიწყო იტალიაშიც. იქ დიქტატურა არ იყო, ამიტომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, იტალიურმა კლუბებმა დაიწყეს ნადირობა როგორც ევროპელ, ასევე იტალიური წარმოშობის სამხრეთამერიკელ ვარსკვლავებზეც, არგენტინელები სივორი(1961 წლის ოქროს ბურთის მფლობელი), მასხიო, ანჯელილო(ფაქტიურად არგენტინის ნაკრების მთელი თავდასხმა), ბრაზილიელი მაცოლა(იტალიაში ალტაფინად გადაკეთებული) და მოგვიანებით 1962 წლის ჩილეს მს. ჩემპიონატის ერთერთ გმირი ამარილდო. ევროპული საკლუბო ტურნირები ძალას იკრებდა და მასში გამარჯვება უაღრესად პრესტიჟული და მატერიალურად მომგებიანი გახდა. Uუეფა თავიდანვე მიხვდა რომ მდიდარ კლუბებს უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ ძლიერი ფეხბურთელების მიზიდვისა, რითაც აშკარად დაიჩაგრებოდნენ დანარჩენები, დაირღვეოდა ბალანსი, რაც საბოლოოდ ევროთასებს საფეხბურთო ინტრიგას დაუკარგავდა, ამიტომაც მყისვე შემოიღეს ლიმიტი, მხოლოდ ორი ლეგიონერი კლუბში. ამის საპასუხოდ, პუშკაშს, სანტამარიას და დი სტეფანოს ესპანეთის მოქალაქეობა მისცეს, იგივე გააკეთეს იტალიაშიც, სადაც მთელ სამხრეთამერიკულ ლეგიონის იტალიური ნატურალიზაცია მოახდინეს, რაც უდავოდ ეფექტური გამოსავალი იყო, მაგრამ აქ უკვე ფიფამ ატეხა განგაში. საქმე იმაშია, რომ ახალ მოქალაქეობა მიღებულ ყოფილ ლეგიონერებს, უკვე ახალ ნაკრებებში შეეძლოთ თამაში, რასაც აკეთებდნენ კიდეც ისინი და საკმაოდ ეფექტურადაც. მართალია ლეგიონერების ნატურალიზაციის ხარჯზე გაძლიერებულმა იტალიამაც და ესპანეთმაც სრული ფიასკო განიცადეს 1962 წლის ჩილეს ჩემპიონატზე, მაგრამ ისიც აშკარა იყო რომ ასეთი მცდელობები აუცილებლად გამოიღებდა შედეგს ადრე თუ გვიან და თანაც გადამდები ტენდენცია გახდებოდა სხვა ქვეყნებისთვის, დაარღვევდა ბალანსს სანაკრებო ფეხბურთში, რაც დაასამარებდა კიდეც მსოფლიო ჩემპიონატების მნიშვნელობას და ზოგადად ამ ტურნირის იდეას. სწორედ ამიტომ მიიღო ფიფამ მაშინ ბრძნული გადაწყვეტილება: ფეხბურთელს რომელსაც, თუნდაც ერთი თამაში ექნებოდა ნათამაშები რომელიმე ნაკრების შემადგენლობაში, უფლება აღარ ჰქონდა მოერგო სხვა ქვეყნის მაისური, ამ ახალმა კანონმა გადაარჩინა მაშინ მსოფლიო ფეხბურთი(ის რაც იგულისხმებოდა მსოფლიო ფეხბურთში მაშინ), და უდიდესი ინტრიგა შეუნარჩუნა მას.

 70-იანი წლებიდან, ევროპული კლუბები, მაინც ძალიან ძლიერდებოდნენ, მათი მოღვაწეობა, თანდათან ემსგავსებოდა ბიზნეს კორპორაციების საქმიანობას, რაც გამოიწვია ტელემაუწყებლობის და სარეკლამო ბიზნესის არნახულმა განვითარებამ,  მაგრამ, მოქმედი  ‘’ორი უცხოელი ლეგიონერის ლიმიტი’’, უზრუნველყოფდა ბალანსის შენარჩუნებას ევროპულ საკლუბო ფეხბურთში,  რამაც გამოიწვია, ახალი ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების გამოჩენა(ჰოლანდია, ბელგია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) ევროპულ ასპარეზზე, ევროპული საკლუბო ტურნირები უაღრესად საინტერესო, დამაინტრიგებელი და სრულიად არაპროგნოზირებადი გახადა 70-იანებში და ნაწილობრივ 80-იანებშიც. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა კრეატიულ მიდგომას, თამაშის ორგანიზებას და სამწვრთნელო ინტელექტს, რის შედეგადაც, ერთი შეხედვით უვარსკვლავო გუნდს შეეძლო გრანდების დამარცხება და ეს არავის უკვირდა, შესაბამისად სხვაობა კლასში, მაგალითად ‘’ბარსელონას’’(რომელშიც თამაშობდნენ, კრუიფი და ნეესკენსი), და რომელიმე ბელგიურ ‘’ბრიუგეს’’ შორის არც ისე დიდი იყო. სწორედ ასე მოიპოვეს უმაღლესი ევროპული ტიტულები, გეტებორგმა, იფსვიჩ ტაუნმა, ნოტინგემ ფორესტმა, დრეზდენის ‘’დინამო’’ -მაც კი (რომ არაფერი ვთქვატ თბილისის, ანდაც კიევის ‘’დინამო’’-ზე). ეს უდავოდ პოზიტიურად მოქმედებდა სანაკრებო ფეხბურთზე, რადგანაც ყველა ძლიერ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ, უმთავრესად საკუთარი ქვეყნების ჩემპიონატებში თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ იყო მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატები აღმოჩენებით აღსავსე მაშინ, საინტერესოა, რომ 1966 წლიდან, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით საერთოდ აკრძალა ლეგიონერების თამაში იტალიურ კლუბებში, რათა არ დაჩაგრულიყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელები და სწორედ ამის რეზულტატი იყო ის, თუ როგორ გაიბრწყინა იტალიამ ჯერ არგენტინის 1978 წლის, ხოლო შემდეგ 1982 წლის ჩემპიონატებზე. Aამ პროცესებისგან ‘’ზარალდებოდნენ’’ სწორედ ძლიერი მდიდარი კლუბები, რომლებსაც არ შეეძლოთ მთელი საფეხბურთო ნაღების თავიან რიგებში ჩარიცხვა, მაგრამ უდავოდ იგებდა ზოგადად ფეხბურთი, მინდა სრული დამაჯერებლობით ვთქვა, რომ ის სიმპატიები ამა თუ იმ საფეხბურთო ნაკრებების მიმართ, სწორედ იმ პერიოდში ჩამოუყალიბდათ ფეხბურთის მოყვარულებს, რადგანაც ბრაზილიური, არგენტინული, იტალიური, ფრანგული თუ გერმანული ან ჰოლანდიური(პოლონური და ბელგიურიც) განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიები სწორედ ადრეული ფეხბურთის მონაპოვარია. სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთს შორის არსებული ბალანსი, ბიძგს აძლევდა ფეხბურთის განვითარებას, ინტრიგას მატებდა მას და  სწორედ ამით იყო საინტერესო მსოფლიო ფეხბურთი, მრავალფეროვნებით და ფეხბურთის იდეალებისადმი ერთგულებით. Aასე გაგრძელდა თითქმის 90-იან წლების მიწურულამდე, მანამ სანამ ევროპის გაერთიანებამ და სამუშაო ვიზების გაცემის გაადვილებამ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. ხოლო როდესაც ბოსმანის საქმემ საერთოდ მოშალა ლიმიტი ლეგიონერებზე, საქმემ კატასტროფიული ხასიათი მიიღო, თანდათანობით მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ყველა ძლიერმა ფეხბურთელმა ნელნელა თავი მოიყარეს ევროპის ათიოდე გრანდში, ასე ‘’დაკარგა’’ ევროპულმა საკლუბო ფეხბურთმა ჯერ აღმოსავლეთ ევროპის კლუბები, შემდეგ ბელგიური კლუბები, ჰოლანდიური და ა.შ.  დღეს მთელი მსოფლიო ფეხბურთი შემოისაზღვრება რამოდენიმე ევროპული კლუბით, რომლებიც ერთმანეთში არკვევენ თუ რომლის ბიზნეს გეგმა ან საფეხბურთო პოლიტიკაა უფრო ქმედითი და ეფექტური, ამიტომაც გახდა ლიგაც, ეროვნული ჩემპიონატებიც ასეთი მოსაწყენი და პროგნოზირებადი  და  ‘’ლესტერის’’ მიერ პრემიერ ლიგის მოგება რომ დაუჯერებელ სენსაციად აღიქმება, სწორედ ამის  პირდაპირი შედეგია.  ღიმილის მომგვრელია ლაპარაკი დღევანდელი გრანდების მწვრთნელების გენიალობაზეც, ერთი საინტერესოა, როგორ გაწვრთნის გვარდიოლა(ან სხვა ‘’სუპერმწვრთნელი’’) რომელიმე ‘’მალაგა’’ ს, ანდაც ‘’ბოხუმს’’. უფრო მეტიც, უკანახკნელი ათწლეულის უნიჭიერესმა მწვრთნელმა, ჯოზე მაურინიომაც კი მაშინ შეწყვიტა ზრდა, როდესაც ‘’პორტო’’ დან ‘’ჩელსი’’-ში გადავიდა, რადგანაც მის წინაშე დადგა ამოცანა: როგორ დაასაქმოს მოედანზე ვარსკვლავები, მაშინ როდესაც მისი სამწვრთნელო კრედო, გამოწვევა სინამდვილეში გაცილებით უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელია:  როგორ დაამარცხოს გრანდი, რომლის შემადგენლობა ხარისხობრივად აღემატება მის მიერ გაწვრთნილ გუნდს. მაგრამ ვის აინტერესებს სამწვრთნელო კრეატიული გამოწვევები დღეს, როდესაც საქმე უზარმაზარ ფულს ეხება. ჩემის აზრით, იმიტომაც აროს დიეგო სიმეონე დიდი მწვრთნელი, რომ ის არ დაყვა ცდუნებას(რაც უდავოდ ექნებოდა ბოლო სამი წლის მანძილზე)უერთგულა საკუთარ პროფესიულ ღირსებას და მოახერხა ორჯერ გაეყვანა ‘’ატლეტიკო’’(რომელიც გრანდი ნამდვილად არაა, ვერც იქნება) ლიგის ფინალში. სიმეონესნაირი  იდეალისტები, დღეს გადაგვარების გზაზეა და სწორედ ამიტომ გულშემატკივრობს ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი სწორედ მის გუნდს.(და აქ არა აქვს მნიშვნელობა თუ რა ტაქტიკას მისდევს სიმეონეს ‘’ატლეტიკო’’). 

იმ ტენდენციებმა, რომლებსაც ადგილი აქვს უკანასკნელ 15 წლის მანძილზე ფეხბურთში, ყველაზე დიდი დარტყმა მაინც სანაკრებო ფეხბურთს, ანუ ერთ დროს უმაღლეს საფეხბურთო ფორუმს, მსოფლიო ჩემპიონატს მიაყენა,   ნებისმიერი გრანდი, დღეს პოტენციურად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ნაკრები, მოტივაცია გრანდში მეტია და იმიტომ. ტოპ ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტული თავიანთი კლუბებია და შესაბამისად ლიგა, რადგანაც ყველა მათგანი არა მარტო კარგი ფეხბურთელია, არამედ საქმიანი ადამიანიცაა, რომელზეც მთელი შტატი მუშაობს. ამიტომ მსოფლიო-თუ ევროპის ჩემპიონატებზე, საფეხბურთო რომანტიკისთვის და ეროვნული თავმოყვარეობისთვის უკვე ცოტა ადგილიღა თუ რჩება. თანაც ასეც რომ არ იყოს,  არანაირი თავის გამოჩენა და შესაბამისად ვინესთვის რამის დამტკიცება მათ არ სჭირდებათ, თუნდაც  მსოფლიო ჩემპიონატი, არაფერს წყვეტს მათ პირად კარიერაში და ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აუცილებლად ისახება თამაშის ხარისხზე, თანაც ადრეულ ეპოქებთან შედარებით, იმდენად გადატვირთულ გრაფიკში უწევთ ყოველწლიურად ‘’მუშაობა’’, რომ ეს შეუძლებელიცაა.  რა თქმა უნდა, არიან ჯერ კიდევ გამოუმზეურებული ტალანტები, რომელთა შესახებ ფართო სამყარომ არ იცის და რომლებსაც სწორედ  სანაკრებო ჩემპიონატებზე აქვთ ბევრი რამ დასამტკიცებელი, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა და ნაწილობრივ ეხლაც ხდება მაგრამ, თანდათანობით  ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელები, ადრეული ასაკიდან ხვდებიან  ხარბის სკაუტების ხელში, ამიტომაც  ხშირად,  ან მათთვის არაადექვატურ კლუბში ხვდებიან, ანდაც თუ ხვდებიან,  ვერ უძლებენ  ვარსკვლავებით გადაჭედილ კლუბებში მძაფრ კონკურენციას. შესაბამისად მათ იშვიათად ეძლევათ მოედანზე გამოსვლის  საშუალება და ამიტომაც  ევოლუციას ძნელად განიცდიან, თუმცა ვეჭვობ ეს მათ ძალიან აღელვებდეთ, რადგანაც, მაინც ისეთ დიდ ხელფასს იღებენ, რომ არავითარი სურვილი არა აქვთ მხოლოდ სათამაშო პრაქტიკის გამო, სხვა, ფინანსურად შედარებით დაბალი კალიბრის კლუბებშიში გადასვლისა, რომლებიც მათ გაზრდილ ფინანსურ აპეტიტს ვერ აკმაყოფილებენ. მე კარგად მახსოვს, 90-იანების დასაწყისში, როგორი გამანადგურებელი რაექცია მოყვა საფეხბურთო სამყაროში  დარკო პანჩევის, ამ უნიჭიერესი სერბი ფეხბურთელის უთავმოყვარეო განცხადებას,’’მირჩევნია ‘’ინტერ’’ში ვირიცხებოდე და საერთოდ არ ვთამაშობდე, ვიდრე სხვა ნაკლებ პრესტიჟულ კლუბში ვარსკვლავი ვიყოო’’ . დღეს ეს არავის გაუკვირდება, დღეს ეს ნორმალურია, დღეს ფეხბურთი ანგარებიანი ბიზნესია და სწორედ ამ ანგარებას ეწირება უამრავი ტალანტი და იკარგება როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთისთვისაც. ფაქტია ისიც, რომ ასეთი ტალანტის ‘’გაფუჭება’’, ანუ ჩარიცხვა საკუთარ რიგებში მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა კონკურენტმა არ ჩაიგდოს ხელში, ესეც მიღებული პრაქტიკაა, ფაქტიურად საქმე გვაქვს საფეხბურთო კანონიერი მაფიასთან, რომელთათვისაც  ის დრო, როდესაც მეოცნებე რომანტიკოსი იდეალისტები, ფეხბურთის სიყვარულით მიდიოდნენ ამ ბიზნესში, წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს დაბრუნდება, და მართლებიც არიან, რადგანაც  საკლუბო საფეხბურთო სამყარო, უკვე ისეა ინტეგრირებული მსოფლიო კორპორატიულ ბიზნესში, რომ ეს შეუძლებელიცაა. რა თქმა უნდა ყველაფრის უტრირება არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ტრენდი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. 

 ვერ ვიტყვი რომ არავინ ცდილობს დაუპირისპირდეს მოვლენათა ასეთ მსვლელობას, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ცდილობდა, რომ კვლავ დაბრუნდეს ლეგიონერთა ლიმიტი და ის 5 უცხოელი ფეხბურთელით შემოიფარგლოს, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად უშედეგოდ, ეს ძალიან ძნელია, ეს არ აწყობს დიდი ბიზნესს, არადა ჩემის აზრით მხოლოდ ეს ‘’გადაარჩენს’’ დღეს მსოფლიო ფეხბურთს, ყოველ შემთხვევაში მის იმ კრეატიულ, თუნდაც რომანტიულ ანდაც ინტელექტუალურ იპოსტასს, რომლის ასე უყვარს, ჯერ კიდევ უყვარს სამყაროს, სამყაროს, რომელსაც მოენატრა, არა საფეხბურთო ანაქრონიზმი, არამედ გაუთავებელი სჯა ბაასი და კამათი თემაზე, ხელოვნებაა ფეხბურთი თუ სპორტი.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

20 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

20 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

20 December 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

20 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

20 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

20 December 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

20 December 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

20 December 2016

Old Firm

20 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

20 December 2016

ორი „სამეული“

20 December 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

20 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

20 December 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

20 December 2016

დავაფასოთ ქართველები!

20 December 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

20 December 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

20 December 2016

პლეოფის მოლოდინში...

20 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

20 December 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

20 December 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

20 December 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

20 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

20 December 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

20 December 2016

ჩაშლილი რეისი

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

20 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

20 December 2016

მსხვერპლი

20 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

20 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

20 December 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

20 December 2016

13 მაისი

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

20 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

20 December 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

20 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

20 December 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

20 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

20 December 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

20 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

20 December 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

20 December 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

20 December 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

20 December 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

20 December 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

20 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

20 December 2016

რეპრესირებული მოცარტი

20 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

20 December 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

20 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

20 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

20 December 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

20 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

20 December 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

20 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

20 December 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

20 December 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

20 December 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

20 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

20 December 2016