27 December 2016
  • 1337 ნახვა

ორი „სამეული“

ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ...ერთი შეხედვით ჩვეულებრივებიც არიან...მაგრამ არა - ისინი დროსთან ერთად გასწავლიან როგორ გახდე ყოვლისშემძლე....

სამეულებიც სიმბოლოდ დრომ აქცია, დრომ რომელიც ხან წარმატებას, ხან მარცხს, ხან სიხარულს, ხან ცრემლს და ხანაც ყველაფერს ერთობლივად ქმნიდა...მხოლოდ თარიღი, საათი, წუთი და წამია სხვადასხვა.

კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე- ეს ერთი სამეულია, მეორე კი რიოში მანუჩარ კვირკველიამ, რევაზ მინდორაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შექმნეს.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ემოციაც უკვე დროის გამოძახილია, ძახილი რომელსაც პრეზიდენტი, მწვრთნელი და ათლეტი ქმნიდა.

1992 წელი. ბარსელონა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდი. კახიმ  იქ 235 კგ - იანი შტანგა მესამე ცდაზე წარმატებით დაძლია. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე კახი კახიაშვილი კვარცხლბეკზე არ ადის რადგან მისი სახელისა და გვარის გასწვრივ რუსეთია მიწერილი. შეჯიბრის ორგანიზატორები ქვეყნის დასახელებას ცვლიან - საქართველო, კახი და ვანო გრიქუროვი პირველ ტრიუმფს ზეიმობენ.

 მერე იყო 2004 წელი და გიორგი ასანიძის ოლიმპიური ოქროს მედალი, თუმცა  2000 წელს სიდნეიში გიორგი  ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გიორგისთვის ეს ურთულესი გამოცდა იყო, გამოცდა რომელმაც კახის და გიორგის პირადი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი მთავარ მოქმედ გმირად აქცია.

რიოში ტაბლოზე ლაშა ტალახაძის გვარი და სახელი გამოჩნდა. მან შედეგით 473 კგ. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მსოფლიოს ახალი რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში დააფიქსირა. 

ეს პირველი სამეულის ტრიუმფია, მეორე სამეულის ორი წევრი კი   პეკინის ოლიმპიური თამაშების გმირია.  მანუჩარ კვირკველიასთვის პირველი ოლიმპიური სარბიელი ათენია, ის ხალიჩას დისკვალიფიკაციის გამო დაემშვიდობა. ეს არასპორტული საქციელი თურქ სერეკ ეროღლუსთან შეხვედრისას დაფიქსირდა. ოთხი წლის შემდეგ მანუჩარ კვირკველია პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ქართველი ოქროს მედალოსანი ათლეტი იყო. რევაზ მინდორაშვილის მოგება  კი  თავისუფალ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი  ოქროს მედალი. 

ერთი ოლიმპიადის ორი გმირი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის რაგში ჩავიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კარიერის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ახალი  წონითი  კატეგორიის ლიდერად ჭიდაობდა. ლონდონში ლადოს რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან მეორე პერიოდის მიწურულს შესრულებული ილეთი არ ჩაუთვალეს და ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს. ლონდონურ ფინალს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაშიც მკაცრი განხილვა მოყვა და არაობიექტურობის აღიარების სანაცვლოდ არბიტრები ერთ წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.

რიოში „სხვა“ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობდა. დროსთან ერთად ხინჩეგაშვილი „სხვა“  ლადოდ მისი პირადი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის თავდადებამ აქცია. სევდის და სიხარულის ემოცია-ეს ნუგზარ სხირელის ავტოგრაფია. მისი მოწაფე იყო ლადოს   მამა ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ხინჩეგაშვილი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლადოსთან ერთად ტიტულების ათვლა გაგრძელდა. 

ეს XXI ოლიმპიურ თამაშებზე „ორი სამეულის“ ისტორიაა... დრომ შენც როგორც ქომაგი ისტორიის ნაწილად გაქცია...ის იბრძვის...შენ ქომაგობ და დრო გასწავლის როგორ გახდე ყოვლისშემძლე.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

27 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

27 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

27 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

27 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

27 December 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

27 December 2016

Old Firm

27 December 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 December 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

27 December 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

27 December 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

27 December 2016

დავაფასოთ ქართველები!

27 December 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

27 December 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

27 December 2016

პლეოფის მოლოდინში...

27 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

27 December 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

27 December 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

27 December 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

27 December 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

27 December 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

27 December 2016

ჩაშლილი რეისი

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

27 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

27 December 2016

მსხვერპლი

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

27 December 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

27 December 2016

13 მაისი

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

27 December 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

27 December 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

27 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

27 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

27 December 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

27 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

27 December 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

27 December 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

27 December 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

27 December 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

27 December 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

27 December 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

27 December 2016

რეპრესირებული მოცარტი

27 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

27 December 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

27 December 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

27 December 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

27 December 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

27 December 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

27 December 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

27 December 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

27 December 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

27 December 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

27 December 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

27 December 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

27 December 2016